16/07/2026
ბავშვთა ნეიროგანვითარების მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაზე მრავალი საინტერესო ვორქშოფები, სემინარები და სხვა საინტერესო აქტივობები დაგხვდებათ.
გაეცანით დარინა დუმბაძეს, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორალური საზოგადოების წევრი და ასევე
ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია . ATA - Ability and Therapy Academy-ის დამფუძნებელი. ჩვენს კონფერენციაზე იგი გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოფს "ფსიქოთერაპიის როლი ADHD-ს დროს", სადაც სპეციალისტები მიიღებენ სასარგებლო, პრაქტიკულ ცოდნას, რომლის გამოყენებასაც უშუალოდ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში შეძლებენ.
ვორქშოფი იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული და მოიცავს ADHD-ის მქონე ბავშვის ანონიმიზებული კლინიკური შემთხვევის განხილვას, შეფასების პროცესს, შემთხვევის ფორმულირებას, ინტერვენციის დაგეგმვას, გამოყენებულ CBT ტექნიკებსა და არამხოლოდ. აღნიშნული თემა საინტერესო იქნება როგორც ფსიქოლოგებისთვის, ისე სხვა მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისთვის, რადგან ყურადღებას ამახვილებს ADHD-ის მართვის პრაქტიკულ ასპექტებზე და ფსიქოთერაპიის როლზე.
ვორქშოფის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ADHD-ის მქონე ბავშვებთან კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის (CBT) პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, შემთხვევის კონცეპტუალიზაციის პროცესი და ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქოლოგის როლს მულტიდისციპლინურ გუნდში და ოჯახთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სამიზნე აუდიტორია: კლინიკური ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები, პედიატრები, სპეციალური პედაგოგები, ოკუპაციური თერაპევტები, მეტყველების თერაპევტები, სტუდენტები და რეზიდენტები, რომლებიც მუშაობენ ან გეგმავენ მუშაობას ნეიროგანვითარებითი დარღვევების მქონე ბავშვებთან.
ფორმატი და ძირითადი აქტივობები: ვორქშოფი იქნება ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული. მონაწილეები გაეცნობიან ADHD-ის მქონე ბავშვის ანონიმიზებულ კლინიკურ შემთხვევას, შეფასების შედეგებს, შემთხვევის კონცეპტუალიზაციას, თერაპიული მიზნების განსაზღვრასა და ფსიქოთერაპიულ ინტერვენციების დაგეგმვის პროცესს. წარმოდგენილი იქნება პრაქტიკაში გამოყენებული ტექნიკები, მათ შორის ყურადღების, თვითრეგულაციისა და ორგანიზების უნარების განვითარების სტრატეგიები, ქცევითი მართვის ელემენტები და მშობელთან თანამშრომლობის მოდელები.
მოსალოდნელი სასწავლო შედეგები: ვორქშოფის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: ADHD-ის მქონე ბავშვის შემთხვევის CBT კონცეპტუალიზაციას; თერაპიული მიზნების განსაზღვრას და ეტაპობრივი ინტერვენციის დაგეგმვას; პრაქტიკული CBT და არამარტო ტექნიკების შერჩევასა და გამოყენებას ბავშვის საჭიროებების შესაბამისად; მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობისა და ფსიქოგანათლების დაგეგმვას; ფსიქოლოგის როლის გააზრებას ADHD-ის მულტიდისციპლინურ მართვაში და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებას.
-------------------------
2026 წლის 21-22 ნოემბერს ქუთაისი უმასპინძლებს ბავშვთა ნეიროგანვითარებითი დარღვევებისადმი მიძღვნილ მულტიდისციპლინურ კონფერენციას, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს.
კონფერენციაზე სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScB-FHO3LZviSPe7Ht9Qi2s4ecOOK0ZQhHWgQNpIuRmYJ1g-w/viewform?usp=dialog