11/02/2026
რა როლი აქვს თამაშს ბავშვის ცხოვრებაში?
თამაშს ბავშვების ცხოვრებაში შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს. ეს არის გზა, რომლის საშუალებით ისინი სწავლობენ, იკვლევენ და აშენებენ პირველ სოციალურ ურთიერთობებს. თამაშის დროს ბავშვი არა მხოლოდ მხიარულად ატარებს დროს, არამედ ავითარებს ნატიფ და მსხვილ მოტორიკას, კომუნიკაციის უნარებს, შემოქმედებით აზროვნებასა და პრობლემების გადაწყვეტის უნარს. ჩვენი ცენტრი ქმნის გარემოს, სადაც ყოველი ბავშვი თავისუფლად თამაშობს, სწავლობს და იზრდება. აქ თამაშს სითბო, რწმენა და მხარდაჭერა უძღვება.თითოეული თამაში არის შესაძლებლობა ახალი უნარების დასახვედრად, ემოციების გამოხატვისთვის და თავის შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. თამაშის დროს ბავშვები არა მხოლოდ ახალ ცოდნას იძენენ, არამედ ნდობას, უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას ავითარებენ. თითოეული პატარა ნაბიჯი ეს არის დიდი გამარჯვება, ყოველი ღიმილი და სიხარული ჩვენთვის სასიკეთო გამოცდილებაა. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა ბავშვმა იგრძნოს, რომ მის გვერდით არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს, უსმენს და მხარს უჭერს. იმიტომ რომ ბავშვების ბედნიერება, სიხარული და ნდობა სწორედ ეს ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას.