17/05/2026
🔺9-10 მაისს, წყალტუბო მასპინძლობდა მულტიდისციპლინური სტომატოლოგიური განათლების საზოგადოების PerioEdu-ს მიერ ორგანიზებულ გამორჩეულ კონფერენციას, რომელმაც თავი მოუყარა სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკოს ექიმებს.
ეს იყო ცოდნით, გამოცდილებით და პროფესიული განვითარებით სავსე დღეები, რომლებიც თითოეული მონაწილისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა.
♥️ განსაკუთრებული მადლობა PerioEdu-ს დამფუძნებელს და კონფერენციის ორგანიზატორს ნინიკო დათუნიშვილს, ასევე თითოეულ სპიკერს — იმ შესაძლებლობისთვის, რაც პროფესიული ზრდისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით მივიღეთ.
♥️ კონფერენციას ვესწრებოდით ,,ელიტ მედ გრუპის“ ექიმებიც, და ვამაყობთ, რომ მუდმივად ვართ პროფესიული განვითარების სივრცის ნაწილი.
♥️ სამეცნიერო პროგრამასთან ერთად, ერთი დღე სრულად დაეთმო განტვირთვასა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს — ზუსტად იმას, რაც ჩვენი დატვირთული და დამღლელი სამუშაო გრაფიკის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
♥️ გამაჯანსაღებელ პროცედურებზე გვიმასპინძლა წყალტუბოს ბალნეოლოგიურმა ცენტრმა Be Healthy— სივრცემ, სადაც ტოვებ დაღლილობას და პოულობ სიმშვიდეს, სიმსუბუქესა და შინაგან ბალანსს. 🌿
♥️ დიდი მადლობა „ბი ჰელსისა“ და „მაგნოლიას“ დამფუძნებლებს, თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, ყურადღებისთვის, თბილი გარემოსა და დაუვიწყარი მასპინძლობისთვის.
♥️ ასეთი დღეები გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული განვითარება, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვაც ✨