ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი მცხეთაში / La Maison Verte

  • Home
  • Georgia
  • Mzcheta
  • ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი მცხეთაში / La Maison Verte

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი მცხეთაში / La Maison Verte ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული მომსახურება ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახებისთვის.

05/09/2026

Nyd de videoer og den musik, du holder af, upload originalt indhold, og del det hele med venner, familie og verden på YouTube.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,მწვანე სახლი,, მცხეთაში მუშაობას განაახლებს 7 სექტემბრიდან.
26/08/2026

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,მწვანე სახლი,, მცხეთაში მუშაობას განაახლებს 7 სექტემბრიდან.

✅ მცხეთის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,მწვანე სახლი"
გთავაზობთ:

🟢 ფსიქოლოგის კონსულტაციას;
🟢 ფსიქოთერაპიას ბავშვებთან და მოზარდებთან;
🟢ფსიქოთერაპიულ ჯგუფებს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის (როგორც პრევენციის, ასევე ფსიქორეაბილიტაციის მიზნით);
🟢ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამას;
🟢 სპეციალური მასწავლებლის მომსახურებას (ინდივიდუალურად, ჯგუფურად);
🟢მეტყველების თერაპია;
🟢 ექიმი-ფსიქიატრის კონსულტაციას და დიაგნოსტიკას (ადოსი, ადეარი);

მისამართი: ქალაქი მცხეთა, ანტიოქიის 12
Mail: [email protected]
ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 593117970; 568632333;

25/08/2026

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის თეორიულ-კლინიკური სწავლებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ მოცემული PDF დოკუმენტის სახით:

https://www.espacegeorgien.com/_files/ugd/877ec5_0ea83e9d58a94a208aacad97efade94e.pdf

🔹 რეგისტრაციის ბოლო ვადა - 1 ოქტომბერი.

🔹 რეგისტრაციის ლინკი იხილეთ კომენტარებში.

წარმოგიდგენთ ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის სწავლების პროგრამას.2026-2027 წელს ქართული ფსიქოა...
23/08/2026

წარმოგიდგენთ ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის სწავლების პროგრამას.

2026-2027 წელს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფაგრლებში იმ აქტივობებთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია წევრთა ფსიქოანალიტიკურ ფორმაციასთან, ასოციაცია განახორციელებს 100-ზე მეტ ღონისძიებას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის სწავლების სფეროში ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად.

მომავალი წლის პროგრამა მოიცავს სემინარებს, ჯგუფის კლინიკურ სუპერვიზიებს, სამკითხველო ჯგუფებს, სამუშაო ჯგუფებს (კარტელებს), საუნივერსიტეტო კონფერენციებს ადგილობრივ და მოწვეულ კოლეგებთან ერთად, საზაფხულო სკოლას, სემინარებსა და პრაქტიკულ სამუშაოს ინდივიდუალურ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოდრამაში, შეხვედრებს ფსიქოანალიზისა და სინემას, ფსიქოანალიზისა და ლიტერატურის ჯგუფებში, მთარგმნელობით საქმიანობას, სტატიების გამოქვეყნებასა და ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალის შემდგომი ნომრების გამოცემას.

პროგრამა განკუთვნილია როგორც ფსიქოანალიტიკური ფორმაციით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი ფსიქოთერაპევტებისთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვისაც, საჯარო სემინარებზე დასწრების გარდა, სურს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების უმეტესობაში.

🔹 საწევრო გადასახადი ყოველწლიურ პროგრამაში მონაწილეობის საფუძველზე შეადგენს 240 ლარს, რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს:
https://www.espacegeorgien.com/challenge-payment/4de89efc-ec7c-406a-86b1-6f97af28bfe1?showOneAppInfo=true

🔹 მთლიანი წლის განრიგის სანახავად კი მიჰყევით მითითებულ ბმულს:
https://www.espacegeorgien.com/program

🔹 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ პდფ დოკუმენტი:
https://www.espacegeorgien.com/_files/ugd/877ec5_0ea83e9d58a94a208aacad97efade94e.pdf

🔹 ლაკანიანური ასოციაციის ფარგლებში ფსიქოანალიტიკური ფორმაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:
https://www.espacegeorgien.com/formation

წარმოგიდგენთ ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის 2026-2027 წლის სწავლების 1 წლიან პროგრამას.
2026-2027 წელს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფაგრლებში იმ აქტივობებთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია წევრთა ფსიქოანალიტიკურ ფორმაციასთან, ასოციაცია განახორციელებს 100-ზე მეტ ღონისძიებას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის სწავლების სფეროში ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად.

მომავალი წლის პროგრამა მოიცავს სემინარებს, ჯგუფის კლინიკურ სუპერვიზიებს, სამკითხველო ჯგუფებს, სამუშაო ჯგუფებს (კარტელებს), საუნივერსიტეტო კონფერენციებს ადგილობრივ და მოწვეულ კოლეგებთან ერთად, საზაფხულო სკოლას, სემინარებსა და პრაქტიკულ სამუშაოს ინდივიდუალურ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოდრამაში, შეხვედრებს ფსიქოანალიზისა და სინემას, ფსიქოანალიზისა და ლიტერატურის ჯგუფებში, მთარგმნელობით საქმიანობას, სტატიების გამოქვეყნებასა და ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალის შემდგომი ნომრების გამოცემას.

პროგრამა განკუთვნილია როგორც ფსიქოანალიტიკური ფორმაციით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი ფსიქოთერაპევტებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც სურს ფსიქოანალიზის გაცნობა და მისი თეორიული თუ კლინიკური საკითხების უფრო ღრმად შესწავლა.

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ასოციაციის ძირითადი აქტივობები იწყება 15 სექტემბერს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 1 ოქტომბერი.

🔹 საწევრო გადასახადი ყოველწლიურ პროგრამაში მონაწილეობის საფუძველზე შეადგენს 240 ლარს, რეგისტრაციის ლინკი იხილეთ კომენტარებში.

🔹 მთლიანი წლის განრიგის სანახავად კი მიჰყევით მითითებულ ბმულს:
https://www.espacegeorgien.com/program

🔹 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ პდფ დოკუმენტი:
https://www.espacegeorgien.com/_files/ugd/877ec5_0ea83e9d58a94a208aacad97efade94e.pdf

🔹 ლაკანიანური ასოციაციის ფარგლებში ფსიქოანალიტიკური ფორმაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:
https://www.espacegeorgien.com/formation

დასრულდა უაღრესად ნაყოფიერი, თეორიულად და კლინიკურად მდიდარი საჯარო კონფერენცია და სემინარი, რომელსაც ქართველი კოლეგების...
08/06/2026

დასრულდა უაღრესად ნაყოფიერი, თეორიულად და კლინიკურად მდიდარი საჯარო კონფერენცია და სემინარი, რომელსაც ქართველი კოლეგების, სტუდენტებისა და ფსიქოანალიზით დაინტერესებული მსმენელებისთვის უძღვებოდა ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, პარიზის ეტიენ მარსელის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მოზარდობის ასაკის ფსიქოპათოლოგიის მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის ავტორი - დიდიე ლოღუ.

შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები:

🔹 „ფსიქოზის ჩამრთველი ფაქტორები: დეპერსონალიზაცია და მანია“;
🔹 „მოზარდობის ასაკის ერთი კლინიკური შემთხვევის ანალიზი“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო პაციენტისა და მისი ანალიტიკოსის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი.

🏡ჩვენს სივრცეს კიდევ ერთი თბილი სიახლე შეემატა: ნიჭიერმა მხატვარმა, ელენე მჭედლიშვილმა, ცენტრს თავისი ულამაზესი ნახატი ა...
04/06/2026

🏡ჩვენს სივრცეს კიდევ ერთი თბილი სიახლე შეემატა: ნიჭიერმა მხატვარმა, ელენე მჭედლიშვილმა, ცენტრს თავისი ულამაზესი ნახატი აჩუქა.🎨

ეს ნამუშევარი კიდევ უფრო მყუდროს გახდის ჩვენს გარემოს.

უღრმესი მადლობა ელენეს ამ კეთილი ჟესტისთვის, მხარდაჭერისა და გულთბილი საჩუქრისთვის! ❤️

https://www.facebook.com/profile.php?id=61555703356194

კიდევ ერთი კონფერენცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში (თსუსა და მწვანე სახლის სივრცეში). დასწრება თავისუფალი...
02/06/2026

კიდევ ერთი კონფერენცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში (თსუსა და მწვანე სახლის სივრცეში).
დასწრება თავისუფალია.

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე აგრძელებს სასემინარო ციკლს - „ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური კლინიკა და თეორია“ - და 6-7 ივნისს გიწვევთ ღია კონფერენციასა და სემინარზე, რომელსაც გაუძღვება პარიზიდან მოწვეული ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი დიდიე ლოღუ.

6️⃣ ივნისი, 19:00 საათი - “ფსიქოზის ჩამრთველი ფაქტორები: დეპერსონალიზაცია და მანია”.

📍თსუ-ს I კორპუსი, აუდიტორია 206.

7️⃣ ივნისი, 18:30 საათი - „მოზარდობის ასაკის ერთი კლინიკური შემთხვევის ანალიზი“ (სემინარის ფარგლებში იქნება ნაჩვენები კლინიკური პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო, პაციენტის ანალიტიკოსთან შეხვედრისა და გასაუბრების პროცესი, რომლის შემდეგაც მომხსენებელი ჯგუფთან ერთად განიხილავს კლინიკურ და თეორიულ საკითხს).

📍ასოციაცია მწვანე სახლი, გიორგი ჩიტაიას N17

🔹დასწრება თავისუფალია.
🔹უზრუნველყოფილი იქნება პარალელური თარგმანი ფრანგულიდან ქართულ ენაზე.

მომხსენებლის შესახებ:
დოქტორი დიდიე ლოღუ | Didier Lauru არის ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, ასოციაცია Espace Analytique-ის წევრი. ის მრავალი წელია (როგორც ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი) იკვლევს მოზარდობის ასაკის ფსიქოპათოლოგიას და მოზარდობას, როგორც ფსიქიკურ პროცესს. ის პარიზში ეტიენ მარსელის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელია, რომლის ფარგლებშიც უძღვება მოზარდ პაციენტთა ცნობილ კლინიკურ პრეზენტაციებს. დიდიე ლოღუ ხელმძღვანელობს სამეცნიერო ჟურნალს enfances & psy. დიდიე ლორუ მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორია. აღსანიშნავია მისი წიგნები, რომელსაც ის უძღვნის სიყვარულის საკითხს ფსიქოანალიზში, აგრეთვე ნაშრომი, რომელიც მან მიუძღვნა სიძულვილის ფსიქოპათოლოგიას („საკუთარი თავის სიძულვილიდან სხვის სიძულვილამდე“), აგრეთვე ნაშრომი ინფანტილურ სექსუალობაზე და ცნობილი წიგნი მამისა და ქალიშვილის ურთიერთობების თავისებურებებზე (Père - fille). მისი მრავალი სტატიიდან აღსანიშნავია სტატია „სუიციდი, როგორც ენიგმა მოზარდობის ასაკში“.

ორგანიზატორები:
🔹 ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე.
🔹 ასოციაცია (პარიზი) Espace Analytique- formation psychanalytique et de recherche freudienne.
🔹 თბილისის ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში�.

მასპინძელი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი.

🏠🍃 მცხეთის მწვანე სახლის ფსიქოთერაპევტების ვიზიტი მცხეთის N6 საბავშვო ბაღში.მშობლებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინტ...
08/05/2026

🏠🍃 მცხეთის მწვანე სახლის ფსიქოთერაპევტების ვიზიტი მცხეთის N6 საბავშვო ბაღში.

მშობლებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინტერაქციული იყო.

ვხედავთ, რამდენად დიდია ინტერესი და ჩართულობა, რაც ძალზედ გვახარებს. 🤝
მადლობა ბაღის დირექციას თბილი მასპინძლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის! ✨

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსისა და ანთროპოლოგის, ოლივიე დუვილის ვიზიტი „მწვანე სახლში“. უაღრესად საინტერესო სუპერვიზიები თბილი...
07/05/2026

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსისა და ანთროპოლოგის, ოლივიე დუვილის ვიზიტი „მწვანე სახლში“. უაღრესად საინტერესო სუპერვიზიები თბილისისა და მცხეთის „მწვანე სახლის“ მონაწილეობით.

Address

ქალაქი მცხეთა, ანტიოქიის 12
Mzcheta

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი მცხეთაში / La Maison Verte posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share