05/06/2026
👁️მხედველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში, ეწვიეთ ოზურგეთის თვალის კლინიკას.
თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
❗️• გლაუკომა – დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია თვალშიდა წნევის მატებით;
❗️• კატარაქტა – თვალის ბროლის დეგენერაციული პროცესი;
❗️• დიაბეტური რეტინოპათია – ქრონიკული, პროგრესირებადი, პოტენციურად მხედველობის დაკარგვის გამომწვევი დაავადება;
❗️• მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია – როდესაც ადამიანს უჭირს მხედველობის ველის ცენტრში არსებული დეტალების გარჩევა, წერა-კითხვა, სწორი ხაზები კი, ირიბი ეჩვენება.
👉ჩაგიტარდებათ ოფთალმოლოგიური კვლევები:
1. ოფთალმოსკოპია – თვალის ფსკერის დათვალიერება;
2. ბიომიკროსკოპია – ნაპრალოვანი სანათის დიაგნოსტირება;
3. ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა;
4. ტონომეტრია – თვალშიგა წნევის გაზომვა.
ისარგებლეთ ჩვენი კლინიკის მომსახურებებით, თუ გამოხატული გაქვთ ისეთი ტიპის ჩივილები, როგორიცაა:
❗️• თვალის ტკივილი;
❗️• მხედველობის დაბინდვა ან სრულად დაკარგვა;
❗️• ფერადი მხედველობის დაქვეითება;
❗️• მხედველობის არეში შავი წერტილები ან ნათებები;
❗️• წარბებისა და ქუთუთოების შეშუპება;
❗️• მხედველობის გაუარესება ღამით;
❗️• მგრძნობელობის მომატება სინათლეზე;
❗️• გაორებული ხედვა ცალ თვალში;
❗️• სხვა ტიპის უჩვეულო სიმპტომები.
🏥 მის: ოზურგეთი, 9 აპრილის ქუჩა N5
✍️შესაძლებელია ექიმთან წინასწარი ვიზიტის დაჯავშნა.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
☎️+995591 44 40 09