14/03/2026
Ted talk _ის საინტერესო ვიდეო ემოციურ მანიპულაციაზე,სადაც ARiel Leve საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხსნის , როგორ იწყება ემოციური მანიპულაცია , თითქოს უმტკინვეულო ფრაზებით : "შენ ზედმეტად ემოციური ხარ ." "ეს ასე არ ყოფილა" , "აჭარბებ".
ემოციური მანიპულაცია იგივე "გაზლაითინგი "- ეს არის ემოციური ძალადობის ფორმა,როცა მეორე ადამიანი მუდმივად ცდილობს საკუთარ გრძნობებში,აზრებში ან/და რეალობაში ეჭვი შეიტანო . რაც უკვე ემოციურ დამორჩილებას ნიშნავს.
#როგორ ამოვიცნოთ Gaslighting?
ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი მუდმივად ცდილობს დაგაჯეროს, რომ შენ არ გესმის, შენ არასწორად ხედავ მოვლენებს, ბრალს გდებს, უარყოფს ფაქტებს, იყენებს დუმილს ან დამაბნეველ ფრაზებს. თუ შენ ხშირად გრძნობ, რომ არასოდეს ხარ „მართალი“, შენს აზრებში ეჭვი გეპარება ან საკუთარ ემოციებს აღარ ენდობი, ეს უკვე გამაფრთხილებელი ნიშანია.
რა შეიძლება გამოიწვიოს Gaslighting-მა:
#საკუთარი შეგრძნებების დაკარგვა;
#მუდმივი ეჭვი საკუთარ აღქმაში;
#შფოთვა, სტრესი, დეპრესია;
#გადაწყვეტილების მიღების სირთულე;
#ურთიერთობების გაწყვეტა ან მუდმივი კონფლიქტები მეგობრებთან, ოჯახთან, პარტნიორებთან;
#დაბალი თვითშეფასება და საკუთარი ემოციებში გაურკვევლობა.
#რატომ ხდებიან ადამიანები ემოციური მოძალადეები? ხშირად ეს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის შედეგად ვითარდება:
#წარსული ტრავმული გამიცდილება,
#ბავშვობაში კონტროლის, კრიტიკის ან ემოციური უგულებელყოფის გამოცდილება,
#დაბალი თვითშეფასება,
#ემოციების მართვის სირთულე,
და ახლა მანიპულაციის გზით ცდილობს კონტროლის დაბრუნებას სხვებზე. სხვებზე გავლენის მოხდენა მათთვის უსაფრთხოებისა და ძლიერების შეგრძნებას ქმნის.ისინი ვერ მართავენ ემოციებს ჯანსაღად და ამის ნაცვლად იყენებენ დამამცირებელ ფრაზებს, დუმილს ან ფაქტების დამახინჯებას.
#რჩევები:
#ენდე საკუთარ გრძნობებს და გამოცდილებას
როცა ვინმე გარწმუნებს, რომ “არასწორი ხარ” ან “აჭარბებ”, იფიქრე: შენი გრძნობები ნამდვილია.
დაიჯერე, რომ შენი აღქმა მნიშვნელოვანია.
#დააყენე მკაფიო საზღვრები,
#დაიცავი პირადი სივრცე – ფიზიკური ან ემოციური დისტანცია, მაშინ როცა გრძნობ, რომ სიტუაცია კონტროლს გასცდა.
#ფოკუსირდი საკუთარ ინტერესებზე.
Gaslighting is an emotionally abusive tactic that makes the victim question their own sanity and perception of reality. In this important talk, Ariel Leve sh...