Machvito-მაჩვიტო • შეიცანი შენი ორგანიზმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Machvito-მაჩვიტო • შეიცანი შენი ორგანიზმი

Machvito-მაჩვიტო • შეიცანი შენი ორგანიზმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Machvito-მაჩვიტო • შეიცანი შენი ორგანიზმი, Medical and health, Tbilisi.

💡 ჩვენ გიზიარებთ, ბიოლოგიური მექანიზმების საიდუმლოებებს, ბიოქიმიას, მარტივ ვარჯიშებს, თვითმასაჟის ტექნიკებს და სხვა საინტერესო ინფორმაციას. თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენ, გვჯერა, რომ ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა ცოდნაზე გადის! გვიყვარხართ ❤️ აღმოაჩინეთ მაჩვის ქონის ბუნებრივი სარგებელი!

მაჩვის ქონი/ცხიმი არის უძველესი სამკურნალო საშუალება, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხ

ურ, ისე ოფიციალურ მედიცინაში მისი უნიკალური შემადგენლობის გამო.

რატომ არის მაჩვის ქონი ასეთი ეფექტური?

ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა იმით, რომ:

💯 100% ათვისებადია: ორგანიზმი სრულად ითვისებს მასში შემავალ ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სასარგებლო ცხიმმჟავებს.

🛡️ ძლიერი იმუნიტეტი: მნიშვნელოვნად ამაღლებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის წარმომქმნელი სისტემის მუშაობას.

🌬️ სასუნთქი გზების დაცვა: A ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, ეფექტურად უშლის ხელს სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს (ბრონქიტი, ტუბერკულოზი).

🩹 ჭრილობების შეხორცება: ხელს უწყობს გადაგვარებული უჯრედების რეგენერაციას და შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.

გააძლიერე შენი ჯანმრთელობა ბუნებრივი გზით!

ჩვენთან თქვენ შეიძენთ ხარისხიან პროდუქტს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

07/09/2026

🧠სხეული არ ბერდება მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ის ბერდება მაშინ, როცა ვერ იღებს სიგნალს, რომ საფრთხე დასრულდა.

როდესაც საფრთხის წინაშე დგახართ, თქვენი სხეული გამოყოფს კორტიზოლსა და ადრენალინს. გულისცემა ჩქარდება. არტერიული წნევა იმატებს. ენერგია მოზღვავებულია. ეს არის „გადარჩენის რეჟიმი“. მოკლე ინტერვალებში სტრესი გაძლიერებთ კიდეც, მაგრამ როდესაც სტრესი არასდროს სრულდება, ბიოლოგიური სისტემა რღვევას იწყებს.
სხეული არ ბერდება მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ის ბერდება მაშინ, როცა ვერ იღებს სიგნალს, რომ საფრთხე დასრულდა.

კორტიზოლის დონე მაღალი რჩება. ანთებითი პროცესები ბოლომდე არასდროს წყდება. ძილი ხდება ზერელე. უჯრედების შიგნით მიტოქონდრიები კარგავენ ეფექტურობას, ენერგიის გამომუშავება იკლებს, დნმ-ის აღდგენა ნელდება, ხოლო ტელომერები — ქრომოსომების დამცავი ქუდები — უფრო სწრაფად მოკლდება. ეს არის უჯრედული დაბერება.

სისხლძარღვები მაგრდება, ინსულინისადმი მგრძნობელობა იკლებს, ცხიმი უფრო ადვილად გროვდება. იცვლება ტვინიც კი: ჰიპოკამპუსი პატარავდება, მეხსიერება სუსტდება, გუნება-განწყობილება კი არასტაბილური ხდება.

ქრონიკული სტრესი არ არის ემოციური სისუსტე. ეს არის ბიოლოგიური გადატვირთვა. თქვენი სხეული შექმნილი იყო სტრესისთვის, რომელსაც მოჰყვება აღდგენა და არა სტრესისთვის, რომელსაც მოჰყვება კიდევ უფრო მეტი სტრესი.

📢 ეს ინფორმაცია მოცემულია შემეცნებითი მიზნებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა ცოდნაზე გადის.

სწორედ ამიტომ, "მაჩვიტომ" სპეციალურად თქვენთვის მოიძია
და თარგმნა საინტერესო ვიდეო-მასალა.

თუ მოგეწონათ პოსტი გაუზიარეთ მეგობრებს და დაგვიწერეთ კომენტარებში "მადლობა"❤️ ! 🤝
დაეხმარეთ ჩვენს გვერდს და სხვებს, გაიგონ მეტი ჯანმრთელობის შესახებ.

იმისთვის, რომ მუდმივად მიიღოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, უბრალოდ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი!
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენამდე მოვიდეს მხოლოდ ხარისხიანი და ღირებული კონტენტი.

➡️ დააჭირეთ "Like"-ს და "Follow"-ს, რათა არცერთი მნიშვნელოვანი პოსტი არ გამოგრჩეთ!

#მაჩვიტო გისურვებთ ჯანმრთელობას !

06/09/2026

რას ნიშნავს ეტიოლოგია ?
რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დროს?
რატომ არის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური მექანიზმების ცოდნა, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს?

ეტიოლოგია (ბერძ. αἰτιολογία; λογία — მიზეზი და λογία - ...ლოგია)[1] — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზებსა და პირობებს.
თანამედროვე შეხედულებების მიხედვით მიზეზი არის ის ფაქტორი რომელიც იწვევს ავადმყოფობას. მიზეზის გარეშე ავადმყოფობა არ აღმოცენდება. ეტიოლოგიური ფაქტორი პათოლოგიურ პროცესს(ავადმყოფობას) სპეციფიურ ხასიათს ანიჭებს,ე.ი. განსაზღვრავს მის თავისებურებებს. დაავადების გამომწვევ გარეგან (ეგზოგენურ) მიზეზებს მიეკუთვნება ფიზიკური (მექანიკური, თერმული, ელექტრული და სხივური ენერგია,გადატვირთვა, აჩქარება, ატმოსფერული წნევის ცვლილება, კოსმიური მოვლენები.), ქიმიური (მჟავები, ტუტეები და სხვ.), ბიოლოგიური (ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, სოკოები, ცხოველური შხამები და სხვ.), ფსიქოგენური ფაქტორები. შინაგანი (ენდოგენური) მიზეზები ძირითადად მემკვიდრული ფაქტორებით და კონსტიტუციური თავისებურებებითაა წარმოდგენილი.
ავადმყოფობის გამომწვევი პირობები, მიზეზის გარეშე ავადმყოფობას არ იწვევენ, მაგრამ შეუძლიათ შეცვალონ მისი მიმდინარეობა. კონკრეტულ სიტუაციაში მიზეზი ერთია, პირობები კი შეიძლება მრავალი იყოს. შესაძლოა განვაცალკეოთ ავადმყოფობის განვითარების ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი პირობები. ორივე მათგანი იყოფა გარეგან და შინაგან პირობებათ. გარეგან პირობებს მიეკუთვნება — გარემოს ფაქტორების ზემოქმედება,კვების,შრომის და დასვენების რეჟიმის თავისებურებანი, შინაგანი პირობებია — ასაკობრივი ფაქტორი, მემკვიდრეობითი მიდრეკილება და სხვ.
ზოგი პათოლოგიური პროცესი შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს, ასეთ შემთხვევაში საუბრობენ ავადმყოფობის პოლიეტიოლოგიურობაზე, თუმცა, ავადმყოფობას კონკრეტულ სიტუაციაში ერთი მიზეზი იწვევს. ეტიოლოგიური მკურნალობა — უშუალოდ დაავადების გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედებას გულისხმობს. ეტიოლოგიური ფაქტორების სწორი განსაზღვრა და ცოდნა,რაც ზოგჯერ სირთულეს წარმოადგენს — ავადმყოფობათა მკურნალობის და პრევენციის ძირითადი საწინდარია.
თუ გვეთანხმებით გააზიარეთ 🎈

🔔 გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ახლავე!
ჩვენ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს გამომწერებს ცოდნას, რომელიც ცვლის ცხოვრებას.

➡️ დააჭირეთ "Like"-ს და "Follow"-ს, რათა არცერთი მნიშვნელოვანი პოსტი არ გამოგრჩეთ!

#მაჩვიტო გისურვებთ ჯანმრთელობას ❤

#თბილისი #საქართველო #ბათუმი #აჭარა #სამცხეჯავახეთი #ოზურგეთი #გურია #ზუგდიდი #ქუთაისი #შემოდგომა #ყაზბეგი #ბრონხები #ფილტვები #სიყვარული #კახეთი #იმერეთი #გორი #ბორჯომი #მცხეთა #ჯანმრთელობა

06/09/2026

,,ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ,
ადამიანის ორგულობა, ცბიერება, ღალატი და ბოროტება მაკვირვებდა..
დღეს კი აღარაფერი მიკვირს და ყოველ მორიგ სიფლიდეს მშვიდად ვხვდები..
და როცა ვფიქრდები,
ეს სიმშვიდე მერე მტკივდება."
🖊 ცირა ტურაშვილი

06/09/2026

მეტაბოლიზმი, როგორც ორგანიზმის მამოძრავებელი ძალა ❗

ადამიანის ორგანიზმი ერთი დიდი, გამართული მანქანაა, რომელსაც აქვს ძრავი გულის სახით, კომპიუტერი ტვინის სახით, ბორბლები კიდურების სახით და სჭირდება საწვავი საკვების სახით. თუმცა ავტომობილისგან განსხვავებით, სადაც საწვავი პირდაპრი გზით ამუშავებს ძრავს, ადამიანის სხეულში ბევრად უფრო რთული და კომპლექსური პროცესები მიმდინარეობს. საწვავის (საკვების) ორგანიზმში მოხვედის შემდეგ იგი გადის გადამუშავების მრავალფაზიან პროცესს, რომელსაც მეტაბოლიზმი ეწოდება და რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ორგანიზმის მთავარი მაცოცხლებელი პროცესი.

მეტაბოლიზმი (ბერძნულიდან: metabolē, "ცვლილება") არის ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი ქიმიური რეაქციების ერთობლიობა. მეტაბოლიზმის სამი ძირითადი მიზანია:
✅საკვების ენერგიად გადაქცევა უჯრედული პროცესების ფუნქციონირებისთვის
✅საკვების გარდაქმნა ცილების, ლიპიდების, ნუკლეინის მჟავებისა და ნახშირწყლების სამშენებლო ბლოკებად
✅მეტაბოლური ნარჩენების ლიკვიდაცია

სიტყვა მეტაბოლიზმი ასევე შეიძლება მოიცავდეს ყველა ქიმიურ რეაქციას, რომელიც ხდება ცოცხალ ორგანიზმებში, მათ შორის საჭმლის მონელება და ნივთიერებების ტრანსპორტირება სხვადასხვა უჯრედებამდე.

ადამიანს ჯდომისა და უმოქმედოდ ყოფნის დროსაც კი ესაჭიროება ენერგია. ათასობით ქიმიურ რეაქციას, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს სჭირდება გარკვეული ენერგია, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ. თუმცა პირდაპირ საკვები არ ნიშნავს ენერგიას, არამედ ნივთიერებათა ცვლის (იგივე მეტაბოლიზმის) შედეგად მიღებული მიკრო და მაკრო ნუტრიენტები, რომლებიც უჯრედულ საწვავს წარმოადგენენ.

ადამიანის ჩასახვიდან სიცოცხლის ბოლომდე უწყვეტად მიმდინარეობს მეტაბოლიზმი. იგი აუცილებელი პროცესია და მისი შეფერხება მძიმე დაავადებებთან ასოცირდება, ხოლო შეწყვეტა უპირობო სიკვდილს იწვევს.
თქვენ იღებთ საკვებს, რათა ორგანიზმის მიერ დახარჯული ენერგია აღიდგინოთ. უჯრედებსაც ესაჭიროებათ ენერგიის მუდმივი მიწოდება სასიცოცხლოდ მნშვნელოვანი ქიმიური რეაქციების წარმართვისთვის. მეტიც, სწორედ თქვენ მიერ მიღებული საკვებია თქვენივე უჯრედების ენერგიის წყარო.

ნივთიერებათა ცვლის დროს ქიმიური რეაქციები ორგანიზებულია მეტაბოლურ გზებად, ერთმანეთთან დაკავშირებული ქიმიური რეაქციების წყებად. როდესაც ერთი ქიმიური ნივთიერება გადის სხვადასხვა ნაბიჯს და გარდაიქმნება სხვა ქიმიურ ნივთიერებად. თითოეული ნაბიჯის შესრულებას ხელს უწყობს სპეციფიკური ფერმენტი. ფერმენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ მეტაბოლიზმისთვის, რადგან ისინი ორგანიზმს აძლევენ საშუალებას აწარმოონ სასურველი რეაქციები. ფერმენტები მოქმედებენ როგორც კატალიზატორები და უზრუნველყოფეს რეაქციის უფრო სწრაფად მიმდინარეობას. გარდა ამისა, ისინი ასევე არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის რეაქციის დონეს, უჯრედის გარემოს ცვლილებების საპასუხოდ.

მეტაბოლური რეაქციები შეიძლება დაიყოს კატაბოლურ და ანაბოლურ კატეგორიებად. კატაბოლური არის რთული მოლეკულების მარტივ კომპონენტებად დაშლა (მაგალითად, გლუკოზის დაშლა), ხოლო ანაბოლურია - მარტივი მოლეკულებისგან რთული ნაერთების წარმოქმნა (სინთეზი), როგორიცაა ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები და ნუკლეინის მჟავები. ჩვეულებრივ, კატაბოლიზმი გამოყოფს ენერგიას, ხოლო ანაბოლიზმი კი იყენებს მას.
კონკრეტული ორგანიზმის მეტაბოლური სისტემა განსაზღვრავს რომელ ნივთიერებებია მისთვის მკვებავი და რომელი შხამიანი. მაგალითად, ზოგიერთი პროკარიოტი წყალბადის სულფიდს საკვებად იყენებს, მაგრამ ეს გაზი შხამიანია ცხოველებისთვის. ორგანიზმის ძირითადი მეტაბოლური დონე (The basal metabolic rate ) არის ყველა ამ ქიმიური რეაქციის მიერ მოხმარებული ენერგიის დონე.

ადამიანების, ცხოველების, მცენარეებისა და მიკრობების შემადგენელი სტრუქტურების უმეტესობა მზადდება მოლეკულის ოთხი ძირითადი კლასისგან: ამინომჟავები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავა და ლიპიდები (იგივე ცხიმები). ვინაიდან ეს მოლეკულები აუცილებელია სიცოცხლისთვის, მეტაბოლური რეაქციები ძირითადად ფოკუსირებულია ამ მოლეკულების შექმნაზე უჯრედების და ქსოვილების მშენებლობის დროს, ან მათი დაშლა და ენერგიის წყაროდ გამოყენებაზე.

ამინომჟავები და ცილები.
ცილები მზადდება ამინომჟავებისგან, რომლებიც განლაგებულია სწორხაზოვან ჯაჭვში და დაკავშირებულია პეპტიდური ბმებით. ბევრი ცილა წარმოადგენს ფერმენტებს, რომლებიც ახდენენ ნივთიერებათა ცვლის ქიმიური რეაქციების კატალიზაციას. სხვა პროტეინებს აქვთ სტრუქტურული ან მექანიკური ფუნქციები. ცილები ასევე მნიშვნელოვანია უჯრედების სიგნალიზაციის, იმუნური რეაქციების, მემბრანების აქტიური ტრანსპორტირებისა და უჯრედული ციკლისათვის. ამინომჟავები ასევე ხელს უწყობენ უჯრედული ენერგიის მეტაბოლიზმს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ენერგიის ძირითადი წყარო, მაგალითად, გლუკოზა მწირია, ან როდესაც უჯრედები განიცდიან მეტაბოლურ სტრესს.
ნახშირწყალი.
ნახშირწყალი არის ადამიანის ორგანიზმში ყველაზე უხვად წარმოდგენილი ბიოლოგიური მოლეკულა და ასრულებს უამრავ როლს, როგორიცაა ენერგიის წარმოქმნა (სახამებლის, გლიკოგენის) და სტრუქტურული კომპონენტების შენახვა და ტრანსპორტირება. ნახშირწყლების ძირითად ერთეულებს მონოსაქარიდებს უწოდებენ და მოიცავს გალაქტოზას, ფრუქტოზას და რაც მთავარია გლუკოზას. მონოსაქარიდები შეიძლება დაუკავშირონ ერთმანეთს და შექმნან პოლისაქარიდები.

საჭმლის მონელება.
მაკრომოლეკულების გადამუშავება შეუძლებელია უშუალოდ უჯრედების მიერ. სანამ ისინი უჯრედულ მეტაბოლიზმში ჩაერთვებიან უფრო მცირე ზომის მოლეკულებად უნდა დაიყონ. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საჭმლის გადამუშავებისას და მონაწილეობენ ისეთი ფერმენტები, როგორებიცაა პროტეაზა (შლის ცილას ამინომჟავებად), ამილაზა (ნახშირწყალსა და სახამებელს შლის შაქრის მოლეკულებად) და ლიპაზა (შლის ცხიმებს). ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება საკვები ნივთიერებების უშუალოდ უჯრედულ მეტაბოლიზმში ჩართვა.
მეტაბოლიზმი და სხეულის ტემპერატურა. როგორც უკვე მიხვდით, სხეულში მიმდინარე ყველა პროცესი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ნივთიერებათა ცვლას. მეტაბოლიზმთან პირდაპირ კავშირშია სხეულის ტემპერატურაც.

სხეულის ძირითადი ტემპერატურა მკაცრად რეგულირდება 37 გრადუსზე, რადგან ეს არის ოპტიმალური ტემპერატურა ჩვენი ფერმენტების მუშაობისთვის. თუ ჩვენ უგულველყოფთ სხეულის ტემპერატურის თვითრეგულირების მექანიზმს და შევძლებთ მის ხელოვნურად აწევას, ან დაწევას, ვნახავთ როგორ ასწრაფდება, ან შენელდება მეტაბოლური პროცესები. რაც უფრო მეტია სხეულის ტემპერატურა, მით უფრო სწრაფდება ნივთიერებათა ცვლა და იწვის მეტი კალორია. სწორედ ამიტომაა, რომ ძლიერი თერმოგენული ცხიმისმწველები ახდენენ ადამიანის ტემპერატურის 1-2 გრადუსით აწევას. თუმცა ტექნიკურად სხეულის ტემპერატურის აწევა 42 გრადუსამდეა შესაძლებელია, რომლის შემდეგაც უჯრედული ცილა ხდება სტაბილური და მეტაბოლიზმი უბუნდება ისევ ჩვეულ მდგომარეობას.

საპირისპიროდ, რაც უფრო გრილდება გარემო, ჩვენი სხეული უფრო ანელებს მეტაბოლიზმს და ცდილობს ტემპერატურის შენარჩუნებას სხვადასხვა მოქმედებით (მაგალითად კანკალი).
მეტაბოლიზმზე მოქმედი ფაქტორები. ვინაიდან მეტაბოლიზმი ადამიანის ორგანიზმის ყველა ასპექტშია ჩართული, მასზე ასევე ბევრი ფატორი მოქმედებს. განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანები:

ასაკი.
ასაკის მატებასთან ერთად, კუნთოვანი ქსოვილის დაკარგვის, ჰორმონალური და ნევროლოგიური პროცესების ცვლილების გამო ნივთიერებათა ცვლა ნელდება. მეტაბოლიზმი თავის მაქსიმალურ სიჩქარეს განვითარების პერიოდში, ბავშვებში აღწევს. 20 წლის შემდეგ, საშუალოდ ყოველ ათწლეულში 10 პროცენტით მცირდება საკვების გადამუშავების სიჩქარე. ამ პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატებაც, როდესაც ადამიანები ბევრ საკვებს არ ღებულობენ. ამიტომაცაა, რომ ხშირად ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდება ჭარბწონიანობის შემთხვევები.
სხეულის ზომა.
ლოგიკურია, რომ რაც უფრო დიდია სხეულის ზომა, მით უფრო მაღალია ძირითადი მეტაბოლური დონე (The basal metabolic rate ). შესაბამისად, მათ სხეულის სტანდარტული ფუნქციონირებისათვის უფრო მეტი ენერგია და კალორია ესაჭიროებათ.
საკვები რაციონი.
ჩვენს საკვებ რაციონს საკმაოდ ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. მაგალითად ცილით მდიდარი საკვების მიღებას, წყლის, მწვანე ჩაისა და ყავის სმას და ჯანსაღი ცხიმების მოხმარებას შეუძლია ააჩქაროს ჩვენი მეტაბოლიზმი და უფრო ეფექტური გახადოს ცხიმის წვის პროცესი.
ცხოვრების წესი.
ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არეგულირებს თქვენს მეტაბოლიზმს. ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და მოწესრიგებული ძილის რეჟიმი არის გარანტია, რომ თქვენ დაარეგულირებთ ნივთიერებათა ცვლას და შეძლებთ საკუთარი ორგანიზმის წესრიგში მოყვანას.
სტატიკური ფაქტორები.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ნივთიერებათა ცვლის პროცესზე ასევე ახდენს გავლენას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სქესი და გენეტიკა. მათ თქვენ ვერ დაარეგულირებთ, არ ემორჩილებიან კორექციას და დაბადებიდან მონაწილეობენ თქვენი მეტაბოლიზმის პროცესში.

#მაჩვიტო გისურვებთ ჯანმრთელობას !

#მაჩვისქონი #ფოთი #ყაზბეგი #ფოთი #გურია #ოზურგეთი #ბათუმი #თბილისი #საქართველო #ქუთაისი #ზუგდიდი #სამეგრელო #ყაზბეგი #პარაზიტები #ბაქტერიები #ვირუსები #ჯანმრთელობა #პარაზიტებისგაწმენდა #ბაქტერიებისგაწმენდა #გორი #მზე #სილამაზე #სენაკი #ხონი #ხობი #დუშეთი #მთა #ზესტაფონი #სხეული #ორგანიზმი

🧬 კარდიო-ჰეპატური ღერძი: რატომ არის ღვიძლი შენი გულის „ფარული მცველი“? 🛡️ხშირად, როდესაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე ვს...
05/09/2026

🧬 კარდიო-ჰეპატური ღერძი: რატომ არის ღვიძლი შენი გულის „ფარული მცველი“?
🛡️
ხშირად, როდესაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ წნევას, ქოლესტერინს და კვებას ვახსენებთ. თუმცა, ბიოქიმიურ დონეზე არსებობს ერთი „უხილავი მოთამაშე“, რომლის გარეშეც გულის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია. ეს ღვიძლია.

ბიოლოგიაში ამ კავშირს „კარდიო-ჰეპატური ღერძი“ ეწოდება. მოდით, ჩავაშტერდეთ ამ საოცარ მექანიზმს:

1. ჰემოდინამიკური „მაგისტრალი“ 🛣️
ფიზიოლოგიურად, ღვიძლი და გული პირდაპირ არიან გადაბმული ქვემო ღრუ ვენით. ღვიძლი არის სისხლის უდიდესი რეზერვუარი.

🔘როცა გული სუსტდება:
თუ გულის მარჯვენა პარკუჭი ეფექტურად ვერ ტუმბავს სისხლს, ხდება ე.წ. „უკუგდება“. სისხლი გროვდება ღვიძლში, იწვევს მის შეშუპებას და წნევის მატებას სინუსოიდებში. ამას მედიცინაში „მუსკატურ ღვიძლს“ უწოდებენ.

🔘როცა ღვიძლი ზიანდება:
ფიბროზის ან ციროზის დროს სისხლს უჭირს ღვიძლში გავლა. ეს ქმნის პორტულ ჰიპერტენზიას. შედეგად, გულს უწევს გაორმაგებული ძალით მუშაობა, რათა სისხლი ამ „ბარიერში“ გაატაროს, რაც საბოლოოდ გულის კუნთის გადაღლას (ჰიპერტროფიას) იწვევს.

2. ბიოქიმიური „ქარხანა“ და ათეროსკლეროზი 🧪
ღვიძლი არის ლიპიდების (ცხიმების) მეტაბოლიზმის ცენტრი. გულსისხლძარღვთა დაავადებების 80% სწორედ აქ იწყება:

🟥VLDL და LDL სინთეზი: დაზიანებული ან გაცხიმოვნებული ღვიძლი (NAFLD) სისხლში უშვებს დიდი რაოდენობით „ცუდ“ ქოლესტერინს.

🟥ოქსიდაციური სტრესი: როცა ღვიძლი ტოქსინებს ვეღარ უმკლავდება, სისხლში ხვდება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებენ სისხლძარღვების შიდა შრეს (ენდოთელიუმს). დაზიანებულ ენდოთელიუმზე კი ქოლესტერინი ბევრად მარტივად წარმოქმნის ფოლაქებს.

3. სისტემური ანთების კერა 🔥
ღვიძლი აწარმოებს C-რეაქტიულ ცილას (CRP). ეს არის მთავარი მარკერი, რომელიც გვეუბნება, არის თუ არა ორგანიზმში ანთება.

🔸დაზიანებული ღვიძლი მუდმივად იმყოფება ანთებით მდგომარეობაში.
🔸ეს ანთებითი ციტოკინები სისხლის მიმოქცევით აღწევენ გულამდე და იწვევენ მიოკარდიუმის ქრონიკულ მიკრო-დაზიანებებს.

4. ელექტროლიტური დისბალანსი და რიტმი ⚡
ღვიძლი პასუხისმგებელია ისეთი ცილების სინთეზზე, რომლებიც ინარჩუნებენ კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის ბალანსს.
⚠️ თუ ეს ბალანსი დაირღვა, გული კარგავს თავის რიტმულობას. სწორედ ამიტომ, ღვიძლის მძიმე დაავადებებს ხშირად თან ახლავს არითმია და წინაგულების ფიბრილაცია.

🛡️ „მაჩვიტოს“ ბიო-რეზიუმე: რა დაავადებებს ვიღებთ დაზიანებული ღვიძლით?
თუ ღვიძლი „დაიღალა“, გული დარტყმის ქვეშ ხვდება. ძირითადი რისკებია:

🔵კორონარული არტერიების დაავადება (ათეროსკლეროზის გამო).
🔵არტერიული ჰიპერტენზია (წნევის მატება სისტემური დისბალანსის გამო).
🔵ციროზული კარდიომიოპათია (გულის კუნთის სტრუქტურული ცვლილება).
🔵გულის უკმარისობა.

დასკვნა: გულზე ზრუნვა იწყება ღვიძლის მოწესრიგებით. სუფთა ფილტრი ნიშნავს ძლიერ მატორს! 🚜

📢 გაუზიარე ეს ინფორმაცია მათ, ვისაც გულისა და წნევის პრობლემები აწუხებს – შესაძლოა გამოსავალი სწორედ ღვიძლის ჯანმრთელობაში იყოს!

📢 ეს ინფორმაცია მოცემულია შემეცნებითი მიზნებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა ცოდნაზე გადის.

✨ მინდა გაგიზიარო სპეციალური ციფრული ალბომი, სადაც თავმოყრილია ყველაზე საჭირო ინფორმაცია
ღვიძლის ბიოქიმიასა და ბიოლოგიურ მექანიზმებზე.

👇 როგორ მიიღო ალბომი?
უბრალოდ დააკომენტარე: „ღვიძლი“ და მე პირადად გამოგიგზავნით პირად შეტყობინებაში! 📩

✨ თუ მოგეწონათ პოსტი, გაუზიარეთ მეგობრებს და დაგვიწერეთ კომენტარებში "მადლობა" ❤️

– თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ჯანმრთელობის შესახებ. 🤝

🚀 გსურთ, მუდმივად მიიღოთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია?

უბრალოდ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი! ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენამდე მხოლოდ ხარისხიანი და ღირებული კონტენტი მოვიდეს.➡️ დააჭირეთ "Like"-ს და "Follow"-ს, რათა არ გამოგრჩეთ არცერთი მნიშვნელოვანი სიახლე!✨

#მაჩვიტო გისურვებთ ჯანმრთელობას! 🌿

🫁ფილტვების სისუფთავე და ძლიერი იმუნიტეტი — რატომ არის მაჩვის ქონი შეუცვლელი?ხშირად გახველებთ, გრძნობთ სისუსტეს, თუ სეზონ...
04/09/2026

🫁ფილტვების სისუფთავე და ძლიერი იმუნიტეტი — რატომ არის მაჩვის ქონი შეუცვლელი?
ხშირად გახველებთ, გრძნობთ სისუსტეს, თუ სეზონური ვირუსების შემდეგ ფილტვების აღდგენა გიჭირთ? გამოსავალი ბუნებაშია. 🌿
თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს გაწუხებთ:
🫁 ფილტვებისა და სასუნთქი გზების პრობლემები (ხველა, ბრონქული ასთმა, ბრონქიტი)
🦠 პოსტ-კოვიდური სიმპტომები და დაბალი იმუნიტეტი
🚬 ხართ აქტიური ან პასიური მწეველი
🩸 სახსრების ანთება ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა
„მაჩვიტო“-ს 100% ნატურალური, ქარხნულად გაფილტრული მაჩვის ქონი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელსაც ორგანიზმი სრულად ითვისებს.
✨ როგორ მუშაობს ის?
1. ჟანგბადით მომარაგება:
აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც ფილტვებს, ორგანოებსა და ნერვულ სისტემას მეტი ჟანგბადი მიეწოდება.
2. უჯრედების დაცვა:
მასში არსებული პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (PUFA) და ოლეინის მჟავა აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს, კვებავენ ქსოვილებს და ხელს უშლიან ანთებით პროცესებს.
3. ვიტამინების ბომბი:
მდიდარია A, C, D,F, E, K და PP ვიტამინებით, რაც აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტისთვის, ასევე კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის.
🛡️ რატომ მაინცდამაინც „მაჩვიტო“?
მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ქარხნულად გაფილტრული და დალუქული მაჩვის ქონი, რომელიც დამზადებულია უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
გაფრთხილება: სხვაგან შეძენილი პროდუქტის ხარისხზე „მაჩვიტო“ პასუხს არ აგებს.
📦 რაოდენობა შეზღუდულია!
🎁 გსურთ ნახოთ რეალური შედეგები?
ჩვენ შევქმენით "ციფრული ალბომი", სადაც თავმოყრილია ჩვენი მომხმარებლების რეალური გამოცდილება და შედეგები, რომლებიც მათ საჯაროდ გაგვიზიარეს.
👇 როგორ მიიღოთ ალბომი და ვიდეო მასალა უფასოდ?
უბრალოდ დააკომენტარეთ: "77" და მე პირადად გამოგიგზავნით მას.

🔗 დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ გვერდის პირად შეტყობინებებში.
📞 WhatsApp: 595 10 99 02
🌿 გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, სადაც რეგულარულად ვაქვეყნებთ საინტერესო ინფორმაციას ბიოლოგიური მექანიზმების, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვარჯიშების შესახებ!
#მაჩვიტო გისურვებთ ჯანმრთელობას.
#მაჩვისქონი

🧠 იცოდით, რომ თქვენი პოზა პირდაპირ კავშირშია ტვინის კვებასთან?​„საძილე არტერიები სასიცოცხლო მნიშვნელობის გზებია, რომელთა...
04/09/2026

🧠 იცოდით, რომ თქვენი პოზა პირდაპირ კავშირშია ტვინის კვებასთან?

​„საძილე არტერიები სასიცოცხლო მნიშვნელობის გზებია, რომელთაც სისხლი გულიდან თავის ტვინამდე მიაქვთ. თავის წინ წამოწეული პოზის (Forward Head Posture) დროს, ამგვარმა განლაგებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სისხლის ოპტიმალურ დინებას და შექმნას მუდმივი „საცობი“, რაც ამცირებს ტვინის ცირკულაციას და უწყვეტ სტრესში ამყოფებს როგორც ნერვულ სისტემას, ისე მთლიანად ორგანიზმს.

​✅ როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა?
გამოსავალი მარტივ, თანმიმდევრულ ნაბიჯებშია:
1️⃣ რეგულარული სიარული – ბუნებრივი მოძრაობის აღსადგენად.
2️⃣ კისრის გაძლიერება და მობილიზაცია – სწორი პოზის მხარდასაჭერად.
3️⃣ ყბის დისფუნქციის დიაგნოსტიკა – ხშირად სწორედ ყბის პრობლემები განაპირობებს თავის წინ წამოწევას.

თუ მოგეწონათ პოსტი გაუზიარეთ მეგობრებს და დაგვიწერეთ კომენტარებში "მადლობა"❤️ ! 🤝
დაეხმარეთ ჩვენს გვერდს და სხვებს, გაიგონ მეტი ჯანმრთელობის შესახებ.

იმისთვის, რომ მუდმივად მიიღოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, უბრალოდ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი!

ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენამდე მოვიდეს მხოლოდ ხარისხიანი და ღირებული კონტენტი.
➡️ დააჭირეთ "Like"-ს და "Follow"-ს, რათა არცერთი მნიშვნელოვანი პოსტი არ გამოგრჩეთ!

03/09/2026

კუდუსუნი (coccyx), რომელსაც ხშირად უბრალოდ „ბოლოხერხემალს“ უწოდებენ, თქვენი ხერხემლის სვეტის საბოლოო სეგმენტია. ის შედგება 3-დან 5-მდე მცირე ზომის შეზრდილი მალისგან, მდებარეობს უშუალოდ გავის ძვლის (sacrum) ქვემოთ და ქმნის ხერხემლის ბოლო ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ კუდუსუნი ძალიან პატარაა, მას არსებითი როლი აკისრია სხეულის მხარდაჭერაში — ის ასტაბილურებს მენჯის ფსკერს და იჭერს მენჯის ღრუს ორგანოებს. ჯდომისას, განსაკუთრებით უკან გადახრის დროს, კუდუსუნი ჯდომის ძვლებთან ერთად გვეხმარება დატვირთვის გადანაწილებაში, რაც ამცირებს ზეწოლას გარშემომყოფ ქსოვილებზე.

გარდა ამისა, ის წარმოადგენს საიმედო საყრდენ (მიმაგრების) წერტილს იმ კუნთებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ნაწლავების მოქმედების კონტროლში, შარდვასა და მშობიარობაში.

კუდუსუნი შორს არის იმისგან, რომ უსარგებლო, გადმონაშთი „კუდი“ იყოს — ის ადამიანის ანატომიის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება და უზრუნველყოფს სტაბილურობას, საყრდენსა და წონასწორობას ყოველ ჯერზე, როდესაც ჯდებით, დგებით ან მოძრაობთ.

კუდუსუნიდან გამომავალი ნერვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

📢 ეს ინფორმაცია მოცემულია შემეცნებითი მიზნებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა ცოდნაზე გადის.
სწორედ ამიტომ, "მაჩვიტომ" სპეციალურად თქვენთვის მოიძია
და თარგმნა საინტერესო ვიდეო-მასალა.

თუ მოგეწონათ პოსტი გაუზიარეთ მეგობრებს და დაგვიწერეთ კომენტარებში "მადლობა"❤️ ! 🤝
დაეხმარეთ ჩვენს გვერდს და სხვებს, გაიგონ მეტი ჯანმრთელობის შესახებ.

იმისთვის, რომ მუდმივად მიიღოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, უბრალოდ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი!
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენამდე მოვიდეს მხოლოდ ხარისხიანი და ღირებული კონტენტი.

➡️ დააჭირეთ "Like"-ს და "Follow"-ს, რათა არცერთი მნიშვნელოვანი პოსტი არ გამოგრჩეთ!

#მაჩვიტო გისურვებთ ჯანმრთელობას !

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Machvito-მაჩვიტო • შეიცანი შენი ორგანიზმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Machvito-მაჩვიტო • შეიცანი შენი ორგანიზმი:

Shortcuts

Share