Safety Team - უსაფრთხოების გუნდი

Safety Team  -  უსაფრთხოების გუნდი Safety Team -შრომის უსაფრთხოების საკონსულტა?

28/04/2022

📣 დღეს შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო დღეა! ♥️♥️♥️🥳

👉 28 აპრილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი უნდა იყოს ჯანსაღი შრომის უსაფრთხოების კულტურის შექმნა, ცნობიერების ამაღლება და თანამშრომლობის გაძლიერება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.♥️♥️♥️🥳

🤝 Safety Team ♥️ გისურვებთ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და წინსვლას! ♥️♥️♥️🥳

აზბესტის მნიშვნელობა ❗️😷თეთრი ბოჭკოვანი მინერალი (მაგნიუმის სილიკატის ნაწარმი);😷გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში მისი ...
30/03/2021

აზბესტის მნიშვნელობა ❗️

😷თეთრი ბოჭკოვანი მინერალი (მაგნიუმის სილიკატის ნაწარმი);

😷გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში მისი ცეცხლგამძლე და ელექტრო იზოლატორული თვისებების გამო, ასევე ქიმიურ ფილტრებში. აზბესტისაგან ამზადებენ აგურებს, შიფერს, კარდონს, ბრეზენტს, ცეცხლგამძლე ქსოვილებს, სპეციალურ ტანსაცმელს.

😷აზბესტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებაა, აზბესტთან მომუშავე ადამიანების პროფესიულ დაავადებაა აზბესტოზი

რა არის ასბესტოზი?

😷აზბესტოზი არის ფილტვის დაავადება, რომელიც ვითარდება, როდესაც აზბესტის ბოჭკოები თქვენს ფილტვებში ნაწიბურს იწვევს. ნაწიბუროვანი ზღუდავს თქვენს სუნთქვას და ხელს უშლის ჟანგბადის უნარს თქვენს სისხლში მოხვედრას. ამ დაავადების სხვა სახელებია ფილტვის ფიბროზი და ინტერსტიციული პნევმონიტი.

😷მრავალი შემთხვევა წარმოიშობა სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედებით, სანამ 1970-იანი წლების შუა პერიოდში არ მიიღეს მისი მარეგულირებელი ფედერალური კანონები. ამ დაავადების განვითარებას წლები სჭირდება და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

😷ტოქსიკური ნივთიერებების და დაავადებათა რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, შეერთებულ შტატებში აზბესტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა 2030 წლისთვის შეიძლება 200 000-ს გადააჭარბოს.

❗️აზბესტის მავნე მხარეები❗️

😷აზბესტი, კიბოს საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებას, რადგან ზრდის კიბოთი დაავადების რისკს.

😷ნივთიერება ათობით ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა, მიუხედავად ამისა, აზბესტის შემცველი პროდუქცია საქართველოში რეგულარულად შემოდის. ძირითადად, ესენია ავტომანქანის სამუხრუჭე ხუნდები. ავტომობილის დამუხრუჭებისას, ჰაერში იფრქვევა აღნიშნული ნივთიერება, რაც საგრძნობლად აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველაზე ხშირად აზბესტის შემცველი სამუხრუჭე ხუნდები საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოიყენება.
აზბესტი ფილტვის ქსოვილებსა და ხორხში ნემსიკავივით ჯდება და იქ მერე წლობით და ათწლეულობით იბუდებს. ამიტომ კიბო აზბესტის მეშვეობით შეიძლება გაჩნდეს ამ საშიშ მინერალთან კონტაქტიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგაც კი.

😷განსაკუთრებით საშიში აზბესტი მისი იმ თვისების გამოა, რომ ბოჭკოების გაკეთება შეუძლია. აზბესტის ბოჭკომ ფილტვიდან კუჭამდეც კი შეიძლება ჩააღწიოს და ეს ბოჭკო უძლებს მჟავებს და ტუტეებს, ასევე ძალიან მაღალ ტემპერატურას. ამიტომ ორგანიზმს მისი არც გადამუშავება შეუძლია, არც გამოდევნა. ამგვარად ხდება ორგანიზმში დაბუდებული აზბესტი ქრონიკული ინფექციების წყარო.
ორგანიზმი ამ ინფექციებს ქსოვილების გასქელებით პასუხობს, რაც ავთვისებიანი სიმსივნის წინაპირობაა.

😷აზბესტი განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, თუ ადამიანი სიგარეტს ეწევა და ალკოჰოლს ბოროტად მოიხმარს. ქრონიკული დაავადებები და სუსტი იმუნიტეტი, ასევე ყველანაირი ბაქტერიული ინფექციები და ვირუსებიც აზბესტთან კომბინაციაში კიბოს გამომწვევ ძალიან სახიფათო "კოქტეილს" ქმნიან.

❗️ქვეყნები სადაც აზბესტის გამოყენება აკრძალულია❗️

🇩🇪 1993 წლიდან აზბესტი აკრძალულია გერმანიაში, ხოლო 2005 წლიდან – მთელ ევროკავშირში.🇪🇺

😷საქართველოში 20 წელზე მეტია, რაც აზბესტის წარმოება შეწყდა, თუმცა მისი იმპორტი დღემდე ხორციელდება.
ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია აზბესტის იმ ბოჭკოს იმპორტ-ექსპორტი, რომელიც შეიცავს კროციდოლიტს, ამოზიტს, ანტოფილტს, აქტინოლიტს და ტრემოლიტს. თუმცა აზბესტი – ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველი მინერალი ჩვენს ქვეყანაში დღემდე უპრობლემოდ გამოიყენება მშენებლობასა და ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაციის საშუალებებში, ასევე შენობა-ნაგებობების გადასახურად; ელექტროობაში, როგორც საიზოლაციო საშუალება და მანქანის სამუხრუჭე სისტემაში.

❗️სტატისტიკა❗️

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად აზბესტის ზემოქმედებას სამუშაო ადგილზე 127 მილიონი ადამიანი განიცდის მთელ პლანეტაზე.
იმავე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად აზბესტის ზემოქმედების შედეგად დედამიწაზე ყოველწლიურად 107 000 ადამიანი იღუპება (ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკით, ხოლო არაოფიციალურად გაცილებით უფრო მეტი).
სად გვხვდება
მიუხედავად დამტკიცებული საფრთხეებისა, აზბესტის ნარჩენებს დღესაც უპრობლემოდ შეხვდებით ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთებით სოფლებში, სადაც სახლების უმეტესობა კვლავ ამ მასალით არის გადახურული. აზბსეტის ღობეებიც არ არის იშვიათობა. ასევე არ ხდება უვარგისი და დამტვრეული ნარჩენების დროული გატანა იმ ადგილებიდან, სადაც ხშირად შეიძლება ბავშვები თამაშობენ. ამ მხრივ რეგიონებში სრული განუკითხაობაა, რადგან გარემოს დაცვის და ზედამხედველობის სამსახური, ფაქტიურად, არცერთ რეგიონში არ არსებობს.

🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 👉  ℹ  🇬🇪 🇬🇪 🇬🇪2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექცია კომპანიებს გაუფრთხილებლად შეამოწმებს. 🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 🖇 🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 ...
24/12/2020

🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 👉 ℹ 🇬🇪 🇬🇪 🇬🇪2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექცია კომპანიებს გაუფრთხილებლად შეამოწმებს.
🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 🖇 🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი არ გულისხმობს მხოლოდ კომპანიებში შესვლას გაუფრთხილებლად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 🤝 🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 მომავალი წლიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებში შეამოწმებენ როგორც შრომის უსაფრთხოებას, ასევე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობებსაც გააკონტროლებენ.
🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 📞 +(995) 555 161 111

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Safety Team - უსაფრთხოების გუნდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Safety Team - უსაფრთხოების გუნდი:

Shortcuts

Share