Aversi Career-ავერსი კარიერა

  • Home
  • Aversi Career-ავერსი კარიერა

Aversi Career-ავერსი კარიერა აფთიაქების და კლინიკების უდიდესი ქსელი

📢 ვაკანსია – ოფის მენეჯერი (არამედიკამენტების დეპარტამენტი)თუ გამოირჩევით ორგანიზებულობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნო...
02/07/2026

📢 ვაკანსია – ოფის მენეჯერი (არამედიკამენტების დეპარტამენტი)
თუ გამოირჩევით ორგანიზებულობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და გიყვართ ადმინისტრაციული პროცესების მართვა, შემოგვიერთდით ოფის მენეჯერის პოზიციაზე!

ძირითადი მოვალეობები:
✅ ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია
✅ დოკუმენტაციის მართვა
✅ შეხვედრების ორგანიზება
✅ ინგლისური ენის ცოდნა ( რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
✅ საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

📍 თბილისი
გამოგვიგზავნე CV და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! 📩

ოფის მენეჯერი (არამედიკამენტების დეპარტამენტში) - ავერსი

ეძებ ახალ კარიერულ შესაძლებლობას? 👀შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის ვადების მართვის ოპერატორის პოზიციაზე...
30/06/2026

ეძებ ახალ კარიერულ შესაძლებლობას? 👀

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის ვადების მართვის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ გაქვს 1C სისტემასთან მუშაობის გამოცდილება, კარგად ფლობ MS Excel-ს, მოგწონს დეტალებზე ზრუნვა, გამოირჩევი სიზუსტით და გსურს დინამიურ გარემოში, სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობით მუშაობა - ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა!
📍 თბილისი
✅ სრული განაკვეთი
გამოგვიგზავნე CV და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! 📩

პროდუქციის ვადების მართვის ოპერატორი - ავერსი

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ციკლოტრონის პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.თუ გაქვთ მსხვილი პროექტების მართვის გ...
17/06/2026

შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ციკლოტრონის პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

თუ გაქვთ მსხვილი პროექტების მართვის გამოცდილება, გსურთ ჩაერთოთ მაღალი ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში და უზრუნველყოთ მისი წარმატებული განხორციელება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

პოზიციის მიზანია ციკლოტრონის პროექტის დაგეგმვა, დანერგვა და შემდგომი ოპერაციული საქმიანობის ეფექტიანი მართვა.

დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:
https://wrk.ge/BIBoBD45Aq

📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25.06.2026

🚀 შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე!თუ მოგწონს ციფრებში სიღრმისეულად ჩაძიება და ანა...
18/08/2025

🚀 შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე!
თუ მოგწონს ციფრებში სიღრმისეულად ჩაძიება და ანალიტიკა, ეს პოზიცია სწორედ შენთვისაა 👉
პოზიცია ითვალისწინებს ფინანსური მონაცემების ანალიზს, პროგნოზირებასა და ბიზნეს-გეგმების მომზადებაში მონაწილეობას, რაც კანდიდატს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოს კომპანიის ფინანსურ პროცესებში.
🔹 ძირითადი მოვალეობები:
ფინანსური მოდელებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
ფინანსური და საოპერაციო მონაცემების ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა;
საინვესტიციო პროექტებისთვის ბიზნეს-გეგმებისა და ანალიზის მხარდაჭერა;
საბანკო ოპერაციების შესრულება და ბანკებთან ურთიერთობა.
🔹 მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
გამოცდილება ERP/BI სისტემებში (1C, Power BI, Tableau);
IFRS სტანდარტების ცოდნა;
MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ფლობა;
ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
📅 საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 8 სექტემბერი, 2025
📩 CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]
🔗 ვაკანსიის სრული აღწერა იხილეთ ბმულზე:

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: ფინანსური მოდელე....

🚶‍♂️ ისეირნე მთელი გულით, ისეირნე სიყვარულით❤ გიყვარს სიარული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და ყურადღების ცენტრში ...
21/11/2024

🚶‍♂️ ისეირნე მთელი გულით, ისეირნე სიყვარულით❤

გიყვარს სიარული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და ყურადღების ცენტრში ყოფნა? ავერსში გვაქვს შენთვის იდეალური ვაკანსია! ვეძებთ ენერგიულ და ხალისიან ადამიანებს, რომლებიც ჩვენს აფთიაქებს შორის ისეირნებენ და ავერსის დიდი, ბრწყინვალე ჩანთებით იქნებიან გამორჩეულები. შენი ყოველდღიური მისია იქნება აფთიაქებიდან აფთიაქში გადასვლა, ხალხის ყურადღების მიპყრობა, ავერსის შეთავაზებების გაცნობა და ყოველ ნაბიჯზე სიყვარულის გავრცელება❤😊

რას ველით შენგან?
• ძალიან კარგი, სიყვარულით სავსე განწყობა
• ენერგიულობა და ცნობისმოყვარეობა – მზად იყავი 10,000+ ნაბიჯისათვის!
• ძლიერი მოტივაცია ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი – ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე, გვჯერა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სიყვარულით იწყება და გვინდა შენც იყო ამ იდეის მხარდამჭერი!
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

რა გელოდება ჩვენთან?
• ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა – ყოველ ნაბიჯზე ვაფასებთ შენს წვლილს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში.
• განსხვავებული სამუშაო დღეები – არა ოფისში ჯდომა, არამედ ცოცხალი, აქტიური, სიყვარულით სავსე დღეები!

ლოკაცია - თბილისი
სამუშაოს ტიპი - დროებითი
გრაფიკი - მოქნილი

თუ მზად ხარ ისეირნო მთელი გულით და სიყვარულით ❤გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მეილზე [email protected] 25.11.2024-მდე და შემოგვიერთდი!

🕊️ავერსი-ფარმა კვლავ აგრძელებს თანამშრომლებზე ზრუნვას, მათ მუდმივ განვითარებასა და მოტივირებას. 🌟წლების განმავლობაში ტრა...
20/05/2024

🕊️ავერსი-ფარმა კვლავ აგრძელებს თანამშრომლებზე ზრუნვას, მათ მუდმივ განვითარებასა და მოტივირებას.

🌟წლების განმავლობაში ტრადიციად ჩამოყალიბდა გასვლითი ტრენინგები, რომელიც ადამიანებს სიახლეების შემეცნებასთან ერთად, არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება აძლევს. ეს კი გუნდის შეკვრისა და დაახლოების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

💫ამჯერად კახეთში, ულამაზესს სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტ-ში, ჩატარდა ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ბიზნესში“, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თეორიულ მასალასთან ერთად სიმულაციური თამაშები ეთამაშათ, რამაც სახალისოსთან ერთად მეტად ნაყოფიერი და საინტერესო ელფერი მისცა ტრენინგს.

🪄თანამშრომლებისთვის მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის დასამახსოვრებელია. თითოეული მათგანი მოტივირებული დაუბრუნდა სამუშაო ადგილებს. წინ დიდი გამოწვევები, ბევრი სიახლე და საინტერესო დღეები გველოდება.

✨ტრენინგს უძღვებოდა შპს „ავერსი ფარმა“-ს ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი სოფია გოლეთიანი.

#ავერსიფარმა
#შექმენიშენითავი
#აკეთეგულით

Address

Agmashenebeli 148

3700

Telephone

+995577336232

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Aversi Career-ავერსი კარიერა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Aversi Career-ავერსი კარიერა:

Shortcuts

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share