Dr. Nino Rostiashvili

Call Contact the practice

Dr. Nino Rostiashvili ექიმი რადიოლოგი

12/08/2026
ტერფი სახესთან — პოზა, რომელსაც ექოსკოპიის დროს საკმაოდ ხშირად ვხვდებით და რომელიც ყოველთვის იწვევს მშობლების ინტერესს: ...
04/06/2026

ტერფი სახესთან — პოზა, რომელსაც ექოსკოპიის დროს საკმაოდ ხშირად ვხვდებით და რომელიც ყოველთვის იწვევს მშობლების ინტერესს: როგორ ახერხებს პატარა ამას? 👣

ეს მხოლოდ საინტერესო კადრი არ არის. ნაყოფის ასეთი მოქნილობა განპირობებულია იმით, რომ მისი ძვლები და სახსრები ჯერ კიდევ ძალიან ელასტიურია, ხოლო იოგები — მეტად მოქნილი.

მუცლადყოფნის პერიოდში ასეთი მოძრაობები ნაყოფის აქტიური განვითარების ბუნებრივი ნაწილია.👶

9 კვირა — მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპი. ემბრიონული პერიოდი დასრულებულია და პატარა უკვე ნაყოფის სტადიაზე გადადის. განვ...
02/06/2026

9 კვირა — მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპი. ემბრიონული პერიოდი დასრულებულია და პატარა უკვე ნაყოფის სტადიაზე გადადის. განვითარებული აქვს კიდურები და იწყებს პირველ, ჯერ კიდევ შეუმჩნეველ მოძრაობებს.“ 👶✨

31/05/2026

ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან ნაყოფის სახისა და პირის ღრუს მოძრაობები უფრო მრავალფეროვანი ხდება. ექოსკოპიურად შესაძლებელია დავაკვირდეთ მთქნარებას, სანაყოფე წყლების ყლაპვას, ენის მოძრაობებსა და სხვა მიმიკურ აქტივობას.
ეს ქცევები მხოლოდ შემთხვევითი მოძრაობები არ არის — ისინი ასახავს ცენტრალური ნერვული სისტემის, თავის ტვინისა და ნერვულ-კუნთოვანი კოორდინაციის განვითარებას, ასევე ყლაპვის მექანიზმის ჩამოყალიბებას. სანაყოფე წყლების ყლაპვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომწიფებაში, ხოლო პირისა და ენის მოძრაობები ხელს უწყობს დაბადების შემდეგ კვებისა და სუნთქვისთვის აუცილებელი ფუნქციების განვითარებას. 👶🏻

19/04/2026

👶 როდის ახელს ნაყოფი თვალს?

ნაყოფი თვალების გახელას იწყებს დაახლოებით 26–28 კვირიდან.
ამ ეტაპიდან ის უკვე:
● რეაგირებს სინათლეზე
● არჩევს სინათლესა და სიბნელეს
● იწყებს გარემოს პირველად აღქმას

🧠 თვალების გახელა ნერვული სისტემის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია — ეს ნიშნავს, რომ ტვინი და სენსორული სისტემა აქტიურად მუშაობს.

👀 შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მომენტი, როცა პატარა პირველად „იყურება“ სამყაროსკენ…

🤰 ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ორსულობა მხოლოდ ფიზიკური პროცესი არ არის — ეს არის ცოცხალი, განვითარებადი სამყაროს შექმნა, სადაც თითოეული ეტაპი განსაკუთრებულია💫

💗
03/03/2026

💗

Address

თბილისი, საქართველო,, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ
Tbilisi
0179

Telephone

+995597900660

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Nino Rostiashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Dr. Nino Rostiashvili:

Shortcuts

Share

Category