26/07/2026
ძვირფასო მშობლებო, ბავშვებო და მეგობრებო! 💙
განვაახლეთ ჩვენი ციფრული დიაბეტური პლატფორმის https://type1diabetes.ge/ ხშირად დასმული კითხვების განყოფილება და დავამატეთ ახალი, პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს.
🔹 რა ახალი ინფორმაცია დაგხვდებათ?
✅ რა მომსახურებებსა და მხარდაჭერას სთავაზობს საქართველოს სახელმწიფო ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს;
✅ ინფორმაცია დიაბეტური ბანაკების შესახებ – რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი, რა სარგებელი მოაქვს ბანაკში მონაწილეობას და რას უნდა ელოდონ ბავშვები და მათი მშობლები;
✅ სხვა ხშირად დასმული კითხვები ტიპი 1 დიაბეტის მართვის შესახებ.
🌐 ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:
https://type1diabetes.ge/
გვინდა, რომ ეს პლატფორმა იყოს სანდო და მუდმივად განახლებადი საინფორმაციო სივრცე ყველა ოჯახისთვის, რომელიც ტიპი 1 დიაბეტთან ერთად ცხოვრობს.
📌 ამიტომ გთხოვთ პერიოდულად ეწვიოთ მას, რადგან რეგულარულად დავამატებთ ახალ ინფორმაციას, სასარგებლო რესურსებსა და პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.
თუ გაქვთ შეკითხვა, რომლის პასუხიც ვებ-გვერდზე ჯერ არ არის, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. თქვენი კითხვები დაგვეხმარება, რომ საიტი კიდევ უფრო სასარგებლო გავხადოთ.
💙 ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს დროული, სანდო და პრაქტიკული ინფორმაცია ტიპი 1 დიაბეტის შესახებ.