10/07/2026
👁️🗨️ დიაბეტური რეტინოპათია დღეს უკვე სიბრმავეს აღარ ნიშნავს 👇
თანამედროვე ოფთალმოლოგიაში არსებობს 3 ეფექტური მეთოდი, რომლებიც მხედველობის შენარჩუნებაში გვეხმარება:
▪️ანტი-VEGF ინექციები: თვალშიგა (ინტრავიტრეალური) ინექციები ბლოკავს იმ ნივთიერებას (VEGF), რომელიც ახალი პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდას და მაკულის შეშუპებას იწვევს. პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო (ადგილობრივი ანესთეზიით), გრძელდება რამდენიმე წამი და პაციენტებს მხედველობის შენარჩუნებასთან ერთად, ხშირად მის საგრძნობ გაუმჯობესებაშიც ეხმარება.
▪️ლაზერკოაგულაცია: გამოიყენება დაზიანებული, მჟონავი სისხლძარღვების მოსაწვავად, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი სისხლჩაქცევები.
▪️ვიტრექტომია (ქირურგია): თუ თვალის შიგნით (მინისებრ სხეულში) უკვე ჩაიღვარა დიდი რაოდენობით სისხლი, რომელიც თავისით არ იწოვება, ან განვითარდა ბადურის ჩამოცლა, ტარდება მიკროქირურგიული ოპერაცია. მღვრიე სითხე იცვლება, რაც მხედველობის დაბრუნების შანსს იძლევა.
✅ თუ გაქვთ დიაბეტური რეტინოპათია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხედველობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა.
📍 მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო „300 არაგველთან“)
📞 ტელეფონი: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88