ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education

ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education 🎓 უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) ტრენინგები ექიმებისა და ექთნებისთვის.
სიცოცხლის გადარჩენა იწყება ცოდნით 🚀

„ვიანის სასწავლო ცენტრი“ შექმნილია ჰოსპიტალური ქსელის - ვიანის ბაზაზე. ცენტრის მიზანია სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარჩვევების ამაღლების გზით ხელი შეუწყოს უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის განვითარებას საქართველოში.

სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია–სემინარებითა და პრაქტიკული მეცადინეობებით, ცენტრი უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის მუდმივ წვდომას მსოფლიო მედიცინის უახლეს, თანამედროვე მიღწევებზე. სამედიცინო ინფრასტრუქტურით მოწყობილი სიმულაციური სასწავლო კაბინეტები, სატრენინგო აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, კომპიუტერული ლაბორატორია და სხვა დამატებითი ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობას იძლევა განხორციელედეს მაღალი დონის კომპლექსური სწავლება.

📅8-9 აგვისტოს  🕒 16:30 საათზე “ექოკარდიოგრაფია, როგორც გასაღები კარდიოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მართვაში” 🏅 12...
05/08/2026

📅8-9 აგვისტოს 🕒 16:30 საათზე
“ექოკარდიოგრაფია, როგორც გასაღები კარდიოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მართვაში”
🏅 12 კრედიტქულიან პროგრამაში მონაწილეობისთვის
დარეგისტრირდით ბმულზე:
https://forms.office.com/e/JAPHckBg4Y
პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებისთვის: ☢️რადიოლოგია,🫀კარდიოლოგია, 🗡️კარდიოქირურგია, 💉ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, 🩸გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა;
ტრენინგს უძღვება Სოფიო შველიძე - რადიოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკით, შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი", სს "ვიანი" - კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი".
კურსის მიზანია მსმენელს მიაწოდოს უახლესი, თანამედროვე გაიდლაინებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია კარდიოლოგიური სერვისის გახორციელების მიმართულებით. შედეგად გააუმჯობესოს ექოკარდიოგრაფიული კვლევის ხარისხი, შეამციროს სამედიცინო შეცდომები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ტრენინგის ფასია 250 ლარი.
მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება. ფასდაკლების შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
593 163 697

Healthcare Company

28/07/2026

🩺 ისწავლე ექთნის პროფესია სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით MEDSKILL-ში
📍 მიიღე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა
📍 წარმატებული სტუდენტები „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ კლინიკებში დასაქმდებიან
➡️ გაიარე წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: bit.ly/MEDSKILLCollege

30/04/2026

📣6 ივნისს, სასტუმრო "ვინდჰემ გრანდ თბილისში" ჩატარდება რიგით მესამე კონფერენცია "გააზიარე გამოცდილება - იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში"

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 23 უნიკალური შემთხვევა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისგან.
კონფერენცია ორგანიზებულია "პედიატრიული განათლების და პროფესიული განვითარების ასოციაციისა" და ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრიული განყოფილების მიერ.

📝კონფერენცია აკრედიტებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მსმენელებს მიენიჭებათ უპგ ქულა შემდეგ სპეციალობებში:
• პედიატრია
• ნეონატოლოგია
• ბავშვთა ნევროლოგია
• ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა რეანიმატოლოგია
• ბავშვთა ზოგადი ქირურგია
• ბავშვთა ალერგოლოგია/იმუნოლოგია
• ბავშვთა ინფექციური სნეულებანი.

📢 გაითვალისწინეთ, კრედიტქულა გაიცემა პირველ 100 დარეგისტრირებულ დელეგატზე.

🔗 სარეგისტრაციო ბმული: 👇

https://rebrand.ly/dbp4859

🫀ახალაკრედიტებულ პროგრამაზე “ექოკარდიოგრაფია, როგორც გასაღები კარდიოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მართვაში” რეგისტ...
29/01/2026

🫀ახალაკრედიტებულ პროგრამაზე “ექოკარდიოგრაფია, როგორც გასაღები კარდიოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მართვაში” რეგისტრაცია დაიწყო!
🏅 კრედიტ ქულა: 12
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.office.com/e/JAPHckBg4Y

პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებისთვის: კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, რადიოლოგია, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა;
ტრენინგს უძღვება Სოფიო შველიძე - რადიოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკით, შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი", სს "ვიანი" - კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი".

კურსის მიზანია მსმენელს მიაწოდოს უახლესი, თანამედროვე გაიდლაინებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია კარდიოლოგიური სერვისის გახორციელების მიმართულებით. შედეგად გააუმჯობესოს ექოკარდიოგრაფიული კვლევის ხარისხი, შეამციროს სამედიცინო შეცდომები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ტრენინგის ფასია 250 ლარი.
მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება. ფასდაკლების შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
593 163 697

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education:

Shortcuts

Share

Category