ფსიქოჰიგიენის აკადემია

ფსიქოჰიგიენის აკადემია ნეირომეცნიერება და ფსიქოთერაპიის ინსტრუმენტები გამართული ფსიქიკისთვის.
🧠💭🔍🗂️📜😌
თერაპიული ტრენინგები და ფსიქოთერაპია
ვიზიტის დაჯავშნა: 📩

მომსახურება:
- CBT - ფსიქოთერაპია.(შფოთვა, დეპრესია, პიროვნების დარღვევები, პრობლემები ემოციურ რეგულირებასა და ურთიერთობებში).
- დახმარება პიროვნულ განვითარებაში, შესაბამისი ინსტრუმენტების დახმარებით.

🧠📑პროფესიული ზრდა იწყება იქ, სადაც ცოდნის სხვადასხვა სფერო იკვეთება.ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული გაგება, ნეირობიოლოგიუ...
08/09/2026

🧠📑
პროფესიული ზრდა იწყება იქ, სადაც ცოდნის სხვადასხვა სფერო იკვეთება.
ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული გაგება, ნეირობიოლოგიური კანონზომიერებები, ფიზიოლოგია და გარემოს გამოწვევები, სწორედ ამ თანაკვეთაზე იბადება რეალური ცოდნა და ძალა…

07/09/2026
29/08/2026
18/08/2026

მარიამ აფრასიძე
ფსიქოთერაპევტი

ციფრული მასალები მენტალური ჯანმრთელობისა და პიროვნული ზრდისთვის, ამ სივრცეში თავმოყრილია ნეირომეცნიერებასა და თანამედროვ...
16/08/2026

ციფრული მასალები მენტალური ჯანმრთელობისა და პიროვნული ზრდისთვის, ამ სივრცეში თავმოყრილია ნეირომეცნიერებასა და თანამედროვე ფსიქოთერაპიაზე დაფუძნებული პრაქტიკული ინსტრუმენტები - წიგნაკები, სავარჯიშო რვეულები, გაიდები, საჭირო მასალები.

ციფრული მასალები ფსიქიკის და მენტალური ჯანმრთელობისთვის, ამ სივრცეში თავმოყრილია ნეირომეცნიერებასა და თანამე...

14/08/2026

წუწუნი:
„საშინელი დღე მქონდა, ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა, საცობებში ჩავრჩი, ყველა მეჩხუბებოდა, უბრალოდ განადგურებული ვარ.“

ახალი შეფასება:
„...მოკლედ, დღეს მართლაც ქაოტური და დამღლელი დღე გამოვიდა. იმისთვის, რომ ეს ნეგატივი სახლში არ შევიტანო და ჩემი საღამო არ გაფუჭდეს, ახლა თავს უფლებას მივცემ რამით ვისიამოვნო, ცხელი აბაზანა მივიღო, დავისვენო და ხვალიდან ახალი ენერგიით დავიწყო.“

- წუწუნი:
„პროექტის პრეზენტაციაზე ჩემს იდეას მხარი არავინ დაუჭირა, აზრი არ აქვს საერთოდ ინიციატივების გამოჩენას.“

ახალი შეფასება:
„...ჩემი იდეა დღეს არ მიიღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვარ კომპეტენტური. გუნდს უბრალოდ სხვა პრიორიტეტები აქვს ამ ეტაპზე. იდეას დავხვეწ და შემდეგზე უკეთეს ფორმაში წარვადგენ.“

- წუწუნი:
„ეს სამუშაო კოშმარია, უფროსი სულ მიყვირის, გადამწვა ამდენმა სტრესმა, აღარაფერი შემიძლია.“

ახალი შეფასება: „...დიახ, სიტუაცია მართლაც რთულია და ჩემი უფროსის ქცევა მიუღებელია, მაგრამ მე ვხედავ, რომ ამ გარემოშიც კი ვახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას, საზღვრების დაწესებას და ჩემი ფსიქიკური მდგრადობის (სტაბილულობის) გაძლიერებას. ეს გამოცდილება მეხმარება გავიზარდო, როგორც პროფესიონალი.“

მარიამ აფრასიძე
ფსიქოთერაპევტი

მიჯაჭვულობის სტილი ურთიერთობაში.
30/05/2025

მიჯაჭვულობის სტილი ურთიერთობაში.

ჩვენი ადრეული ურთიერთობები, ინტერაქციის სტილი აფორმირებს ჩვენს სხვა ურთიერთობებს ცხოვრებაში. ეს კონცეფცია ფსი....

💭 რატომ ვფიქრობთ ზედმეტს?ჭარბფიქრიანობა ხშირად არის თავდაცვითი მექანიზმი, თქვენი გონება ცდილობს განჭვრიტოს შესაძლო საფრთ...
27/03/2025

💭 რატომ ვფიქრობთ ზედმეტს?
ჭარბფიქრიანობა ხშირად არის თავდაცვითი მექანიზმი, თქვენი გონება ცდილობს განჭვრიტოს შესაძლო საფრთხეები, თუმცა თან ქმნის სტრესს.
ამ დროს მეტად ვაქცენტირდებით ნეგატიურ მხარეზე ვიდრე იმაზე, თუ რა ხდება მიმდინარე მომენტში რეალურად. ეს განაპირობებს ფიქრთა ციკლს, რომელიც ხშირად იწვევს პარალიზებას და არაპროდუქტიულობას.
ფიქრიანობა საჭიროა სიტუაციურად, თუმცა თუ ის გადამეტებულია და ქრონიკული იწვევს ნეგატიურ შედეგებს, როგორიც არის დეპრესიული ფონი ან შფოთვა.
და ის თუ რატომ ხდება ფიქრიანობა უკონტროლო დამოკიდებულია ადამიანის ამა თუ იმ პრობლემურ ფსიქოლოგიურ მექანიზმზე ან არაჯანსაღ ჩვევებსა და ცხოვრების სტილზე.
❓როგორ გავარღვიოთ ჭარბფიქრიანობის ციკლი:
🧐 დააფიქსირეთ ფიქრიანობა - დაიწყეთ შენიშნოთ როდესაც შეჰყევით ფიქრებს, დააფიქსირეთ რომ ,,ახლა ზედმეტად შევყევი ფიქრებს".
🤔 გამოიწვიეთ ფიქრები - ეს ფიქრები ახლა სასრგებლოა თუ საზიანო?
🕒 დაბრუნდით რეალობაში - მიმოიხედეთ გარშემო, დაფიქრდით რა გაქვთ გასაკეთებელი, თუ პრონლემაა გადასაჭრელი ჩამოწერეთ შესაბამისი ნაბიჯები.

#ფიქრები #ფსიქოლოგია #ტვინი

04/09/2024

1.⏰ სასურველია დაძინება-გაღვიძების დროები იყოს ერთი და იგივე და ადამიანს ეძინოს მინიმუმ 7 სთ და 45 წთ.
(ცხადია გვხვდება გამონაკლისები და პერიოდები როდესაც ადამიანს ან მეტი ან ნაკლები სძინავს)
2.📵მოერიდეთ ეკრანებს ძილის წინ, LED განათება ცუდად მოქმედებს ტვინზე, ამასთან მნიშვნელოვანია ოთახი კარგად იყოს ჩაბნელებული.
3.🚫☕🍷 კოფეინი და ალკოჰოლური სასმელები ძილის წინ აუარესებს ძილის ხარისხს.
4.🌝🌬 დაძინებამდე გაანიავეთ საძინებელი, სიგრილე და ჟანგბადი დადებითად მოქმედებს. შეგიძლიათ დაიხმაროთ მაგნიუმის საკვები დანამატი.
5.🏃‍♀️⛹️‍♂️ დღის განმავლობაში სასურველია ფიზიკური დატვირთვა-აქტივობა, 30 წუთიც სასარგებლოა.

ნეირომეცნიერება და ფსიქოთერაპიის ინსტრუმენტები გამართული ფსიქიკისთვის.
🧠💭🔍🗂️📜😌
თერაპიული ტრენინგები და ფსიქოთერაპია
ვიზიტის დაჯავშნა: 📩

 #ცვლილებები
18/02/2024

#ცვლილებები

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოჰიგიენის აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share