კარავი • Karavi

კარავი • Karavi Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კარავი • Karavi, Medical and health, 10b Bakhtrioni Street, Tbilisi.

⛺ ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითრების ცენტრი

✔️ TÜV Austria-ს მიერ საქართველოში ერთადერთი ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით სერტიფიცირებული ცენტრი

📍 https://maps.app.goo.gl/nobyFxTLKhLfFsjq7

🎉 მოხარულები ვართ, რომ ნეიროგანვითარების ცენტრი კარავი საბავშვო ბაღების IV ფორუმის მონაწილე და პარტნიორი იყო⛺ფორუმის ფარ...
08/07/2026

🎉 მოხარულები ვართ, რომ ნეიროგანვითარების ცენტრი კარავი საბავშვო ბაღების IV ფორუმის მონაწილე და პარტნიორი იყო

⛺ფორუმის ფარგლებში, კარავის კლინიკურმა მენეჯერმა - ნათია დაღელიშვილმა მოხსენება წარადგინა თემაზე: „ერთად ბავშვის განვითარებისთვის. ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ - საბავშვო ბაღების პარტნიორი ბავშვის მხარდაჭერასა და განვითარებაში“

💛 მადლობა ფორუმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო შეხვედრის, გამოცდილების გაზიარებისა და ბავშვთა განვითარების მხარდასაჭერად შექმნილი მნიშვნელოვანი სივრცისთვის

⛺👧 ჩვენთვის ბავშვებისა და აღმზრდელების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. გვიხარია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში შევძელით ცოდ...
29/06/2026

⛺👧 ჩვენთვის ბავშვებისა და აღმზრდელების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. გვიხარია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში შევძელით ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, რათა ბავშვებისთვის ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მზრუნველი და მხარდამჭერი გარემო

⛺კარავისა და  საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი • Kidsoffice -ის თანამშრომლობის შესახებ
24/06/2026

⛺კარავისა და საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი • Kidsoffice -ის თანამშრომლობის შესახებ

ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავი • Karavi და საბავშვო ბაღბის საკონსულტაციო ცენტრი KidsOffice იწყებენ გრძელვადიან თანამშრომლობას.

ამ პარტნიორობის საფუძველს საერთო ღირებულებები წარმოადგენს - ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი განვითარების ხელშეწყობა და ოჯახებისთვის ხარისხიანი, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების შექმნა.

თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური სერვისების განვითარებასა და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ბავშვებსა და მათ ოჯახებს.

გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება შესაძლებლობა სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი.

მოხარულები ვართ, რომ უკვე 27 ივნისს, საბავშვო ბაღების IV ფორუმზე, კარავის წარმომადგენელი ნათია დაღელიშვილი წარდგება მოხსენებით თემაზე: „ერთად ბავშვის განვითარებისთვის. ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ - საბავშვო ბაღების პარტნიორი ბავშვის მხარდაჭერასა და განვითარებაში“.

შევხვდებით ფორუმზე 💫

👶⛺კარავი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!
01/06/2026

👶⛺კარავი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!

⛺ კარავის სენსორულმა თერაპევტმა, ნათია კაშიამ, წარმატებით დაასრულა Ayres Sensory Integration (ASI) საერთაშორისო სასერტიფ...
08/05/2026

⛺ კარავის სენსორულმა თერაპევტმა, ნათია კაშიამ, წარმატებით დაასრულა Ayres Sensory Integration (ASI) საერთაშორისო სასერტიფიკატო 180-საათიანი პროგრამა!

✨ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნათია ამ პროგრამის პირველი ოფიციალური კურსდამთავრებულია საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულების გაძლიერებისთვის

✔️ აღნიშნული პროგრამა გულისხმობს სენსორული ინტეგრაციის სიღრმისეულ შესწავლას, სტანდარტიზებული შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებას და ინდივიდუალური თერაპიული ინტერვენციის დაგეგმვას

💛 ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდის წევრების მუდმივი განვითარება, რათა ბავშვებმა მიიღონ თანამედროვე, ეფექტური და ეთიკური მომსახურება

🎉კარავის გუნდის  წარმატება!⛺გვიხარია გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის 3 სპეციალისტი წარმატებით გახდა IBAO-ს — International Be...
08/05/2026

🎉კარავის გუნდის წარმატება!

⛺გვიხარია გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის 3 სპეციალისტი წარმატებით გახდა IBAO-ს — International Behavior Analysis Organization — სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი

✔️ეს წარმატება ჩვენი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ნიშნავს:

🟢უფრო ზუსტ და მრავალმხრივ შეფასებას

🟢ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი პროგრამების შემუშავებას

🟢სტრუქტურირებულ, უსაფრთხო და მზრუნველობით სავსე თერაპიულ გარემოს

🟢 თანამედროვე და ეფექტური ინტერვენციების გამოყენებას, რომლებიც ორიენტირებულია ბავშვის ფუნქციური, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე

💛ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდის წევრების უწყვეტი პროფესიული განვითარება. გვჯერა, რომ ხარისხიანი მომსახურების საფუძველი არის ცოდნა, ეთიკა და მუდმივი სწავლა. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვებსა და მათ ოჯახებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, ეფექტური და ემპათიური თერაპიული სივრცე და მხარდაჭერა

🥚კარავი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
12/04/2026

🥚კარავი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

🧩 2 აპრილს კარავში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა⛺ბავშვებს საშუალება ჰ...
08/04/2026

🧩 2 აპრილს კარავში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

⛺ბავშვებს საშუალება ჰქონდათ დაკავებულიყვნენ სხვადასხვა აქტივობით და დრო მხიარულად გაეტარებინათ. ღონისძიებაზე მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადავეცით

🧑‍🧑‍🧒‍🧒 მშობლებისთვის ონლაინ შეხვედრა მოეწყო. სადაც ჩვენმა წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს აუტიზმზე და მასთან ასოცირებულ სამედიცინო მდგომარეობებზე, მშობლების როლსა და პასუხისმგებლობაზე, მათი მხარდაჭერისა და დახმარების გზებზე

⛺კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის ილაპარაკე/𝐒𝐏𝐄𝐀𝐊 𝐔𝐏-ს ორგანიზებით  მინი კონფერენცია მწვანე შუქი/Green Lig...
07/04/2026

⛺კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის ილაპარაკე/𝐒𝐏𝐄𝐀𝐊 𝐔𝐏-ს ორგანიზებით მინი კონფერენცია მწვანე შუქი/Green Light გაიმართა

🟢პროექტი „მწვანე შუქი“ მიზნად ისახავს შშმ პირთა მშობლებისა და მეურვეების ფსიქო-სოციალურ გაძლიერებას, მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას

🟢"მწვანე შუქის" საპილოტე ფაზაში ჩართული იყო 25 შშმ პირის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედა. პროგრამა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში და მორგებული იყო მშობლების ფსიქო-ემოციურ საჭიროებებსა და ყოველდღიურ გამოწვებებს. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში 60 მშობელი იყო ჩართული მხარდამჭერ და საგანმანათლებლო ონლაინ სესიებში

გაიგე მეტი: https://shorturl.at/pTfXn

⛺A mini-conference Green Light was held at Children Neurodevelopment center Karavi, organized by the Women and Persons with Disabilities Support Center Speak up

🟢 The Green Light project aims to provide psychosocial empowerment for parents and guardians of persons with disabilities, support their mental health, and promote their social integration

🟢 25 single, socially vulnerable mothers of persons with disabilities participated in the pilot phase of the Green Light project. The program lasted for 6 months and was tailored to the psycho-emotional needs and everyday challenges of the parents. In addition, 60 parents were involved in online support and educational sessions within the framework of the project

Learn more: https://shorturl.at/pTfXn

03/04/2026

⛺კარავი სტუმრად BMG • ბიემჯი-ში!

ვსაუბრობთ აუტიზმის შესახებ

Address

10b Bakhtrioni Street
Tbilisi
0194

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კარავი • Karavi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კარავი • Karavi:

Shortcuts

Share