Lumos • ლუმოს

Lumos • ლუმოს „ლუმოსი" არის თავშეყრის ადგილი ადამიანებისთვის, ვისაც სურს იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი, ვინც ზრუნავს გარემოზე და შეუძლია მხარდაჭერის როგორც მიღება, ისე გაცემა.
(257)

Enjoy your journey of transformation and healing at Lumos, a holistic studio in nature - Godziashvili Park 🧘🏻‍♀️ 🌳
Discover the power of yoga, moving meditations, bodywork therapies, and more empowering practices 🤸🏻 ☀️ "ლუმოსი" აერთიანებს ჩვენს სიყვარულს იოგას, გარემოზე ზრუნვის და საზოგადოებრივი მხარდაერის მიმართ. ეს სივრცე მოწყობილია იმისთვის, რომ ადამიანებს შევუქმნათ მშვიდი და ჯანსაღი გარემო

ვარჯიშისთვის და განტვირთვისთვის. "ლუმოსის" იდეოლოგია რამოდენიმე საყრდენზე დგას:

იყავი ჯანმრთელი: იოგა და ჯანსაღი (და გემრიელი) საკვები ამარტივებს ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.

იზრუნე: ჩვენ გვჯერა, რომ ყველა არსებას აქვს უფლებები და მათი ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული; მიუხედავას იმისა, ამ ინტერესებს მოაქვს რაიმე სარგებელი ადამიანებისათვის თუ არა.

იყავი მიმღები: ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მათი წარსულისა, ორიენტაციისა და თვითგამოხატვის ფორმისა.

დაუჭირე მხარი: ერთმანეთის დახმარებით ჩვენ ვზრდით და ვაძლიერებთ საკუთარ პოტენციალს.

იცხოვრე სწავლისათვის: ყველა ნამდვილად "გამოცდილი" ყოველთვის დამწყებია. ახლის სწავლის შანსი ყველგანაა.

იყავი თავისუფალი: ჩვენ შორს ვართ იმ მოსაზრებისგან, რომ სავსე და ბედნიერი ცხოვრებისთვის თავი უნდა ავარიდოთ ყველა სახის "არასწორ" ქმედებას, განვშორდეთ სამყაროს და წმინდანებს დავემგვანოთ. ჩვენი რწმენით, თუ არსებობს სწორად ცხოვრების საიდუმლო, ის მისი მრავალფეროვნების შეგრძნებაშია.

ჩვენს სტუდიას სახელი "ლუმოს" ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი წიგნიდან, ჰარი პოტერიდან შევურჩიეთ. "ლუმოს" არის შელოცვა, რომლის დროსაც ჯადოსნური ჯოხიდან სინათლის ნაკადი იფრქვევა. Lumos is a community center for people who are interested in being happy and healthy, who care about environment and are open for the community support. we combine our love of yoga with our love of community outreach and environmental consciousness. our studio was built on the foundation of clean, green, conscious construction, that is designed to create a calm and healthy environment for your practice. our community is guided and inspired by these pillars:

Be healthy: yoga practice and a healthy (and delicious) eating make it easier to make healthy life choices. Care: we believe that, all the creatures have rights and deserve to have their best interests taken into consideration, regardless of whether they are useful to humans

Be accessible: our community welcomes all bodies, backgrounds, sexual orientations and individual expression of being. community support: we amplify our own potential by supporting each other. live to learn: the truly "advanced" is always a beginner. the opportunity to learn is everywhere. be free: we reject the idea that in order to live full and happy lives we must abstain from all vices, detach from the world and become saint-like. we believe that if there is a secret to life, it lies in experiencing all sides of existence. we named our studio "Lumos" after a spell in the very dear book for us "Harry Potter". incantation Lumos is used to produce blinding flash of bright light from the tip of the wand .

✨🌿 2 სექტემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, გულთბილად გეპატიჟებით სივრცეში, სადაც სიტყვები დადუმდებიან და მხოლოდ სულის ენა...
31/08/2026

✨🌿 2 სექტემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, გულთბილად გეპატიჟებით სივრცეში, სადაც სიტყვები დადუმდებიან და მხოლოდ სულის ენა ამეტყველდება.

გაუყევით ჯადოსნურ შინაგან მოგზაურობას ვახოსთან, თეოსთან და თამასთან ერთად. შევუერთდეთ ცეკვისა და ბგერების ჰარმონიას.

💫 ცეკვა, როგორც უსიტყვო ლოცვა და აქტიური მედიტაცია ძველი სუფიური საიდუმლოა. ეს არის სიყვარულით სავსე მოძრაობა, რომელიც ამსხვრევს შინაგან ბარიერებს. იგი გვაბრუნებს სიმშვიდესა და პიროვნულ მთლიანობაში.

🎵 ბგერა, რომელიც კურნავს, ბგერითი თერაპიის (Sound Healing) ნაზი სიხშირეები და ვიბრაციები სიყვარულით ეხება სხეულის თითოეულ უჯრედს. ისინი ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და აბალანსებენ გონებას.✨

💌 მონაწილეობა: დონაციით (გულითადი მადლიერებით).

გელოდებით სიყვარულით ❤️ ადგილის დასაჯავშნად და დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ Lumos.ge ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.

🍃 23, 24 და 25 ოქტომბერს ლუმოსი გეპატიჟებათ ნუნისში, სამდღიანი დაოსური პრაქტიკების რითრითზე, რომელსაც იური ლომიძე და თეო...
30/08/2026

🍃 23, 24 და 25 ოქტომბერს ლუმოსი გეპატიჟებათ ნუნისში, სამდღიანი დაოსური პრაქტიკების რითრითზე, რომელსაც იური ლომიძე და თეონა შალამბერიძე გაუძღვებიან.

✨ ეს არის ბუნებაში განცდილი დინამიური მედიტაციების, უძველესი აღმოსავლური სიბრძნისა და შინაგანი სიმშვიდის ჰარმონიული სინთეზი. რითრითი სრულიად მორგებულია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ პრაქტიკოსებზე.

🌀 პროგრამა მოიცავს:
🔸 ციგუნს ნერვული სისტემის დასამშვიდებლად და ენერგეტიკული ბალანსის აღსადგენად;
🔸 ტაი ჩის - მოძრაობას მედიტაციაში, სადაც სხეული და სუნთქვა ერთიანდება;
🔸 ენერგეტიკული წერტილების (აკუპრესურის) ვორქშოფს;
🔸 სტატიკურ მედიტაციასა და ღრმა მოდუნების პრაქტიკებს;
🔸 ტყეში სეირნობასა და სუნთქვით სავარჯიშოებს.

🍃 ნუნისი ლუმოსისთვის გამორჩეული ადგილია. ნაძვნარში ჩაფლული სასტუმრო, რომელიც თავისი ენერგეტიკული სიძლიერით გვეხმარება ბუნებასა და საკუთარ თავთან ღრმა კავშირის აღდგენაში.

გელოდებით სიყვარულით ❤️დეტალებისთვის ეწვიეთ: Lumos.ge ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში 🪷

✨🌿 26 აგვისტო,  19:00 საათზე გულთბილად გეპატიჟებით სივრცეში, სადაც სიტყვებს გავუშვებთ და თავისუფალი მოძრაობებით გამოვხატ...
25/08/2026

✨🌿 26 აგვისტო, 19:00 საათზე გულთბილად გეპატიჟებით სივრცეში, სადაც სიტყვებს გავუშვებთ და თავისუფალი მოძრაობებით გამოვხატავთ საკუთარ შინაგან სამყაროს
მორიგი მოგზაურობა თამა, თეოსთან და ვახოსთან ერთდ ერთად.

💫 ცეკვა, როგორც უსიტყვო ლოცვა და აქტიური მედიტაცია ძველი სუფიური საიდუმლოა. ეს არის სიყვარულით სავსე მოძრაობა, რომელიც ამსხვრევს შინაგან ბარიერებს. იგი გვაბრუნებს სიმშვიდესა და პიროვნულ მთლიანობაში.
შეხვედრის დეტალები:
მონაწილეობა: დონაციით (გულითადი მადლიერებით)
გელოდებით სიყვარულით ❤️ადგილის დასაჯავშნად და დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ

ბგერითი თერაპია ზემოქმედებს ვიბრაციის, სიხშირეებისა და რეზონანსის მეშვეობით. კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა რეზონანსული გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ტალღების აქტიური ბეტა მდგომარეობიდან უფრო მშვიდ ალფა, თეტა ან დელტა მდგომარეობებში გადართვას, რაც დაკავშირებულია მედიტაციასთან, ღრმა დასვენებასთან, წვდომასა და აღდგენასთან.

🎶 ბგერა ასევე ეხმარება ავტონომიური ნერვული სისტემის დაბალანსებას და ააქტიურებს პარასიმპათიკურ - დასვენება-აღდგენის მდგომარეობას. ხმოვანი ვიბრაციები უშუალოდ აღწევს ქსოვილებში, კუნთებსა და ძვლებში, რაც ხელს უწყობს მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და დაგროვილი დაძაბულობის გამოთავისუფლებას.

🍂 ლუმოსის საშემოდგომო კურსები და ვორქშოფები -  სივრცე ღრმა შინაგანი დაკვირვებებისა და შემეცნებისთვის🐚 ყველა ვორქშოფისა დ...
21/08/2026

🍂 ლუმოსის საშემოდგომო კურსები და ვორქშოფები - სივრცე ღრმა შინაგანი დაკვირვებებისა და შემეცნებისთვის

🐚 ყველა ვორქშოფისა და კურსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავმოყრილია კარუსელში - გადაფურცლეთ

ჩაწერა დაწყებულია, გვაქვს გადახდის წამახალისებელი პირობები: 💦

Early Bird - სპეციალური ფასი ადრეული რეგისტრაციისთვის.

ეტაპობრივი გადახდა - თანხის ორ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობა.

კურსებისა და ვორქშოფების პროგრამების დაწვრილებით აღწერას, თარიღებსა და პირობებს ნახავთ ჩვენს საიტზე: lumos.ge

💫 9 სექტემბრიდან ლუმოსში მე-11 შემეცნების წელი დაიწყება✨ ახალი შემართებითა და ენერგიით;✨ განახლებული განრიგით;✨ ახალი და...
20/08/2026

💫 9 სექტემბრიდან ლუმოსში მე-11 შემეცნების წელი დაიწყება

✨ ახალი შემართებითა და ენერგიით;
✨ განახლებული განრიგით;
✨ ახალი და საინტერესო კურსებითა და ვორქშოფებით;
✨ და ბევრი სიურპრიზით, რომლებიც გზაშია და სულ მალე გაგიმხელთ 🎁

💛 მადლობა თითოეულ თქვენგანს მრავალფეროვანი წლებისთვის- თქვენი ენერგიისთვის, ღიმილისთვის, შთაგონებისთვის, ლუმოსის ღიმილითა და მადლიერებით ავსებისთვის.

მანამდე კი დაისვენეთ, არ შეწყვიტოთ მოძრობა, ისუნთქეთ ღრმად და სიყვარულით 🌸

შევხვდებით სექტემბერში! 💫

🌿 იზრუნე შენს სხეულზე ისე, რომ სულს მოუნდეს მასში ცხოვრება…7 სექტემბრამდე გაქვთ შესაძლებლობა, დაჯავშნოთ აღდგენითი იოგას ...
13/08/2026

🌿 იზრუნე შენს სხეულზე ისე, რომ სულს მოუნდეს მასში ცხოვრება…

7 სექტემბრამდე გაქვთ შესაძლებლობა, დაჯავშნოთ აღდგენითი იოგას ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფური სესიები თამასთან.

✨ეს არის აღმოსავლური ჰოლისტური პრაქტიკების, ტიბეტური 5 რიტუალისა და ენერგეტიკული ვარჯიშების ჰარმონიული სინთეზი.

🌀 პრაქტიკა მოიცავს:
🔸 სუნთქვით სავარჯიშოებს (პრანაიამა);
🔸 სხეულის 12 მერიდიანის გააქტიურებას;
🔸 ასანებს ცენტრალური ნერვული სისტემის ღრმა მოდუნებისთვის;
🔸 აქტიური და პასიური მედიტაციის სინთეზს.

🍃 აღდგენითი იოგა განკუთვნილია ყველასთვის. მისი მთავარი მიზანი სხეულისა და გონების დაბალანსება, ენერგეტიკული სიხშირის გაზრდა და დღის ჰარმონიულად დაწყებაა

ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფური სესიის დასაჯავშნად დეტალებისთვის ეწვიეთ: https://www.lumos.ge/individualurisesiebi/restorative-yoga ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში 🪷

🌬️
02/08/2026

🌬️

🍃 საზაფხულო კლასები 15 აგვისტომდე გაგრძელდება. არ გადადოთ საკუთარ თავზე ზრუნვა შემოდგომისთვის, შემოუერთდით ჩვენს ჯგუფებს...
30/07/2026

🍃 საზაფხულო კლასები 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

არ გადადოთ საკუთარ თავზე ზრუნვა შემოდგომისთვის, შემოუერთდით ჩვენს ჯგუფებს დღესვე 🌱

სეზონის ბოლო შეხვედრა 💫🌊 4 აგვისტოს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით გამორჩეულ აღმოსავლურ ცერემონიაზე, გონებისა და სხეულის სრუ...
25/07/2026

სეზონის ბოლო შეხვედრა 💫

🌊 4 აგვისტოს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით გამორჩეულ აღმოსავლურ ცერემონიაზე, გონებისა და სხეულის სრული გადატვირთვისთვის.

🌞 პრატიაჰარა, იოგას რვასაფეხურიანი გზის მეხუთე ეტაპი, არის მდგომარეობა, სადაც გრძნობის ორგანოები მშვიდდება და რჩება მხოლოდ დამკვირვებელი.

🍃 თუ ქალაქის ქაოსით გადაიღალეთ, ეს პრაქტიკა მომენტალურად დაამშვიდებს თქვენს ნერვულ სისტემას, აღადგენს დახარჯულ ენერგიას და მოგგვრით შვებას სხეულისა და გონების დასვენების ღრმა, აღმდგენი ეფექტით.

😊 მიეცით თავს უფლება, უბრალოდ მოხვიდეთ და სცადოთ - პრაქტიკა განკუთვნილია ყველასთვის და არ საჭიროებს წინასწარ გამოცდილებას.

ადგილები შეზღუდულია, რადგან სივრცე მყუდრო და ინტიმურ გარემოს მოითხოვს.

დეტალებისთვის ეწვიეთ: Lumos.ge ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში 🌱

Address

Sairme Street, 71 Godziashvili Park
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 08:00 - 22:00
Tuesday 09:00 - 22:00
Wednesday 08:00 - 22:00
Thursday 09:00 - 22:00
Friday 08:00 - 22:00
Saturday 12:00 - 20:00
Sunday 18:00 - 20:00

Telephone

+995595620001

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lumos • ლუმოს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Lumos • ლუმოს:

Shortcuts

Share

Category