ლუმინი • Lumini

ლუმინი • Lumini 💚ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი💚

04/06/2026

შესვენებაზე სკვერში შევიარე, ირგვლივ ჩვეული ჟრიამულია, თუმცა ჩემი ყურადღება ერთმა წყვილმა მიიქცია, დედ - მამას ერთად გამოუყვანიათ პატარა შვილი ეტლით.
​გამიხარდა , ჩვენს რეალობაში ხომ იშვიათობაა ორივე მშობელს ერთდროულად ეცალოს შვილისთვის, ერთად სეირნობდნენ და ატარებდნენ დროს.
შეიქმნა ილუზია, თითქოს ოჯახი ერთადაა, რეალურად კი სამივე სრულიად მარტო იყო - ​პატარა იჯდა თავისთვის ეტლში და სევდიანი თვალებით უყურებდა სხვების გართობას, ამ დროს კი ორივე მშობელი გაუჩერებლად სქროლავდა ტელეფონებს. ისინი არათუ შვილს, ერთმანეთსაც კი არ ელაპარაკებოდნენ.

რამდენი მშობლისთვისაა ოცნების ტოლფასი უბრალოდ მოიცალოს და შვილი სკვერში გაასეირნოს... ჩვენ კი, როცა ამის შესაძლებლობა გვაქვს, ოქროს წუთებს რაში ვფლანგავთ?!

​ბავშვი სამყაროს მშობლის თვალებით შეიცნობს. როცა ბავშვი ხედავს, რომ მშობლის ყურადღება ხშირად ეკრანისკენაა მიმართული, მის ქვეცნობიერში ილექება მესიჯი: "მე არ ვარ საინტერესო", "ეს ნივთი ჩემზე მნიშვნელოვანია".
ასე იბადება ბავშვური მარტოობა, რომელიც ზრდასრულობაში შფოთვებში, დაბალ თვითშეფასებასა და სხვებთან კავშირის დამყარების სირთულეებში ვლინდება.

​ტექნოლოგიებმა მოგვცა ილუზია, რომ ყველასთან კავშირზე ვართ, თუმცა რეალურად ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც გაგვაწყვეტინა კავშირი.

​მშობლობა მხოლოდ ფიზიკური გვერდით დგომა არ არის, მშობლობა, პირველ რიგში, ემოციური ჩართულობაა.

ეკრანი ყოველთვის იქნება ჩვენს ცხოვრებაში, აი, ეს პატარა, ეტლში მჯდომი საოცრება კი მეორედ აღარასოდეს იქნება ასეთი პატარა!

​მოდით, გადავდოთ ტელეფონები და შევხედოთ მათ თვალებში, სანამ ჯერ კიდევ გვიყურებენ და ჩვენს მზერას ელიან. 🤍

#თამარჭანტურია
​ #ოჯახი #მშობლობა #ემოციურიკავშირი #ბავშვისფსიქოლოგია #გაცნობიერებულიცხოვრება

03/06/2026

#წყვილები #ურთიერთობები #სიყვარული #ფსიქოთერაპია #მარიამტურაშვილი

29/05/2026

#გლოვა #ბავშვები #მხარდაჭერა #ფსიქოთერაპია #მარიამტურაშვილი

"გამოდი ტელეფონიდან"-  რამდენჯერ გითქვამთ ეს ფრაზა ბოლო ერთ კვირაში? როდესაც ბავშვი 12 წლის ასაკს აბიჯებს, მისი ციფრული ...
28/05/2026

"გამოდი ტელეფონიდან"- რამდენჯერ გითქვამთ ეს ფრაზა ბოლო ერთ კვირაში?

როდესაც ბავშვი 12 წლის ასაკს აბიჯებს, მისი ციფრული სამყარო მკვეთრად იცვლება. ეკრანი აღარ არის მხოლოდ გასართობი - ის ხდება მეგობრობის, თვითდამკვიდრებისა და ემოციების გამოხატვის მთავარი სივრცე.
რაც უფრო მეტად ვთხოვთ მათ ტელეფონის გვერდზე გადადებას, მით უფრო იზრდება კედელი ჩვენს შორის.
ეს არ არის უბრალო სიჯიუტე; თანამედროვე აპლიკაციების ალგორითმები მოზარდის ნეირობიოლოგიურ სუსტ წერტილებზე - კერძოდ, დოფამინის (სიამოვნების ჰორმონის) სწრაფ მიღებაზეა გათვლილი.
როგორ დავაბრუნოთ 12+ ასაკის მოზარდი რეალურ სამყაროში ისე, რომ მისი ციფრული განვითარება არ შევაფერხოთ?!

ვიწყებთ 2-თვიან კურსს -
"ციფრული ბალანსი მოზარდებისთვის".

პროგრამა ეფუძნება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისა და მოტივაციური ინტერვიუირების საერთაშორისოდ აღიარებულ, მეცნიერულ მეთოდებს.
რას შეცვლის ეს პროგრამა თქვენი შვილის ცხოვრებაში?
• კვირა 1-2;
შინაგანი მოტივაცია და ტრიგერები - მოზარდი თავად (და არა იძულებით) დაინახავს საკუთარ ციფრულ ჩვევებს და გააცნობიერებს, რატომ გარბის ეკრანთან, როცა სწყინდება ან ნერვიულობს.
• კვირა 3-4;
დოფამინის მახის დაძლევა - ბავშვები მათთვის გასაგებ ენაზე გაიგებენ, როგორ მანიპულირებენ მათით სოციალური ქსელები და ისწავლიან შეტყობინებების მართვას (სტიმულების კონტროლი).
• კვირა 5-6;
ემოციური რეგულაცია და ალტერნატივები - ვანვითარებთ რეალურ სოციალურ უნარებს და ტენდენციების ჩამორჩენის შიშის დაძლევის გზებს. ვირტუალურ "ლაიქებს" ჩავანაცვლებთ ნამდვილი ინტერესებით.
• კვირა 7-8;
დროის მენეჯმენტი და კონტრაქტი - ვნერგავთ პროდუქტიულობის ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა პომოდოროს ეფექტი და ვქმნით პერსონალურ "ციფრული ბალანსის შეთანხმებას".

🎯 ეს არ იქნება მოსაწყენი ლექცია. ეს იქნება ინტერაქციული, ნდობაზე დაფუძნებული პროცესი, სადაც 12 წლიდან ზემოთ მოზარდები ისწავლიან, თავად იყვნენ საკუთარი დროის მმართველები.

კურსის განმავლობაში გათვალისწინებულია მშობელთა მოკლე კონსულტაციებიც, რათა ოჯახში ერთიანი, მხარდამჭერი გარემო შეიქმნას.

მიეცით თქვენს შვილს შანსი, მართოს ტექნოლოგიები და არა ტექნოლოგიებმა მართონ ის.

📩 რეგისტრაციისთვის ან დეტალური პროგრამის მისაღებად მოგვწერეთ პირადი შეტყობინება

#ციფრულიბალანსი
#ფსიქოლოგითამარჭანტურია
#მოზარდებისფსიქოლოგია
#ეკრანდამოკიდებულება

26/05/2026

#საზღვრები #ფსიქოთერაპია #ურთიერთპატივიცემა

26/05/2026

#მშობლები #შვილები #შინაგანიბავშვი #ფსიქოთერაპია #მარიამტურაშვილი

22/05/2026

ფსიქოთერაპია დაგეხმარება
მხარი დაუჭირო შენს შინაგან ბავშვს…
იმ ნაწილს შენში,
რომელიც ოდესღაც მარტო დარჩა…
იმ პატარა ბავშვს,
რომელსაც უბრალოდ ჩახუტება სჭირდებოდა…
არ გაექცე შენს ემოციებს…
არ ჩაახშო ტკივილი…
მოუსმინე საკუთარ თავს…
ნელ-ნელა ისწავლი,
როგორ მიიღო შენი შიში,
როგორ აპატიო საკუთარ თავს,
და როგორ გახდე ის მხარდამჭერი,
რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებოდა...
შენი შინაგანი ბავშვი გელოდება,
როდის აირჩევ შენს თავს… #ფსიქოთერაპია #შინაგანიბავშვი #მარიამტურაშვილი

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლუმინი • Lumini posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ლუმინი • Lumini:

Shortcuts

Share

Category