17/07/2026
ქორწილამდე სულ ერთი თვე დარჩა, თუმცა მომავალ პატარძალს ერთი წლის წინ მიღებული შედეგი კვლავ ძალიან ლამაზად და ბუნებრივად აქვს შენარჩუნებული.
მის გვერდით კი მისი მეჯვარეა. რა თქმა უნდა, გოგონებმა ქორწილის წინ მომმართეს, რათა მათი ბუნებრივი სილამაზე კიდევ უფრო დახვეწილად გამოგვეკვეთა.
ჩემთვის უდიდესი პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც პატარძლები ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წინ საკუთარ გარეგნობას მანდობენ.
ეს არის დღე, რომელიც ერთხელ ხდება, მაგრამ მასთან დაკავშირებული ემოციები, ადამიანები, ფოტოები და ვიდეოები მთელი ცხოვრება რჩება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასურველია ქორწილის თარიღსა და პროცედურას შორის უფრო დიდი ინტერვალი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციის შესამჩნევი ნიშნები რამდენიმე დღეში თითქმის ქრება, საბოლოო შედეგის სრულად ჩამოყალიბებას, ქსოვილებთან ინტეგრაციას