20/07/2026
📢 ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის პრეზიდენტი, გოთუას სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი მაკა რუხაძე ურტიკარიის (ჭინჭრის ციების) მართვის ახალი საერთაშორისო გაიდლაინის თანაავტორია.
📘 "ურტიკარიის განსაზღვრის, კლასიფიკაციის, დიაგნოსტიკისა და მართვის საერთაშორისო გაიდლაინი" (The International Guideline for the Definition, Classification, Diagnosis and Management of Urticaria) წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის საფუძველზე შემუშავებულ გლობალურ კონსენსუსს.
🎯 გაიდლაინი მიზნად ისახავს დაეხმაროს კლინიცისტებს მსოფლიოს მასშტაბით ურტიკარიის სტანდარტიზებული დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესებაში, რაც საბოლოოდ პაციენტების მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
🏥 გოთუას სამედიცინო ცენტრი (რომელიც დაფუძნდა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ბაზაზე) ერთადერთი სერტიფიცირებული GA²LEN UCARE, ACARE, ADCARE და ANACARE (Global Allergy and Asthma Excellence Network of Care of Urticaria, Angioedema, Atopic dermatitis and Anaphylaxis Centers of Reference and Excellence) ცენტრების გაერთიანებაა საქართველოში. 🇬🇪