25/08/2026
✨ გაიცანით „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ გუნდის ახალი წევრი — ექიმი მინდია ლანჩავა.
👨⚕️ მინდია ლანჩავა გახლავთ მედიცინის დოქტორი, ქირურგი-ონკოლოგი, რომელსაც თავისა და კისრის, ასევე კანისა და რბილი ქსოვილების ონკოქირურგიაში მრავალწლიანი პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება აქვს.
🏛️ მინდია ლანჩავამ სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში მიიღო, რის შემდეგაც ასპირანტურა ეროვნულ ონკოლოგიურ ცენტრში გაიარა. 2007 წელს მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის ონკოლოგიური ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების დეპარტამენტს.
📚მინდია ლანჩავა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც ეხება ცხვირ-ხახის კიბოს მკურნალობაში ქიმიო-სხივური თერაპიისა და ენდოსკოპური ლაზერული მეთოდების ეფექტურობას.
მკურნალობის მიმართულებები და ქირურგიული პროფილი:
🔹ენდოკრინული ქირურგია: ექიმის პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ფარისებრი ჯირკვლის როგორც კეთილთვისებიანი (კვანძები, ადენომები, ტოქსიკური ჩიყვი), ისე ავთვისებიანი სიმსივნეების (პაპილარული, ფოლიკულური, მედულარული, ანაპლაზიური) ქირურგიული მკურნალობა. იგი ასევე ახორციელებს ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძების რადიოტალღურ აბლაციას, კისრის რეგიონულ ლიმფადენექტომიასა და პარათირეოიდული ჯირკვლების ოპერაციებს ჰიპერპარათირეოზის დროს.
🔹 თავისა და კისრის, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია: მინდია ლანჩავა ახორციელებს რთულ ქირურგიულ და რეკონსტრუქციულ ჩარევებს:
• ზედა და ქვედა ყბის, ენის, პირის ღრუს ფსკერის, ხორხის, ხორხ-ხახისა და პირ-ხახის წარმონაქმნების დროს;
• სანერწყვე ჯირკვლების, საყლაპავისა და ტრაქეის სიმსივნეების მკურნალობისას;
• კანისა და რბილი ქსოვილების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნების, ასევე ნეიროგენული სიმსივნეების დროს;
• თანდაყოლილი კისტებისა და ხვრელარხების ქირურგიული მკურნალობისას;
• ონკოლოგიური ოპერაციების შემდგომი დეფექტების აღდგენისა და რეკონსტრუქციის მიმართულებით.
„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში“ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი უმაღლესი პასუხისმგებლობა.
დაგვიკავშირდით: 📞 0322 111 000
🏢 მისამართი: თბილისი, ჩაჩავას ქ. N 1
თუ გსურთ სრული ინფორმაციის ნახვა გადადით ბმულზე ⤵
https://ico.ge/content/mindia-lanchava