ფსიქოლოგი • კატო ებანოიძე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოლოგი • კატო ებანოიძე

ფსიქოლოგი • კატო ებანოიძე 🔹 კლინიკური ფსიქოლოგი | ფსიქოკონსულტანტი (PPT, NLP)
🔹 ფსიქოგანათლება
🔹 თერაპია • პიროვნული განვითარება
📩 WhatsApp/Viber: 574 85 14 25

სიკეთე საზღვრების გარეშე -   თვითდაზიანებაა 🧠🌿ხშირად თერაპიაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ადანაშაულებენ ...
02/09/2026

სიკეთე საზღვრების გარეშე - თვითდაზიანებაა 🧠🌿
ხშირად თერაპიაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ადანაშაულებენ იმაში, რომ ვიღაცას გადაჰყვნენ, ბოლომდე ენდნენ, საპასუხოდ კი ტკივილი მიიღეს.
ეს პატარა იგავი სწორედ იმაზეა, თუ რატომ არის აუცილებელი ჯანსაღი პირადი საზღვრები:
❄️ ძუ ვეფხვმა ყინვაში მყოფი, გაყინული გველი დაინახა. გულმა არ გაუძლო და შეებრალა.
— „მაგრამ შენ გველი ხარ... ვერ გენდობი, ყოყმანობდა ვეფხვი.
— „გთხოვ, ნუ დამტოვებ აქ სასიკვდილოდ... მართლა ფიქრობ, რომ იმას ვავნებ, ვინც სიცოცხლეს გადამირჩენს?“ შეეხვეწა გველი.
ვეფხვმა ინტუიცია დაადუმა და ემპათიას მიჰყვა: შარფი მოიხსნა, თბილად შეახვია, სახლში წაიყვანა, ცეცხლი დაანთო, აჭამა და იზრუნა. რამდენიმე დღე ისე უვლიდა, როგორც ოჯახის წევრს.
როცა გველმა ძალები სრულად აღიდგინა, წასვლისას ჰკითხა:
— „სანამ წავალ... შეიძლება ჩაგეხუტო, რომ მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის?“
— „რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, შეგიძლია!გაუხარდა ვეფხვს.
და სწორედ ამ დროს... გველმა მას უკბინა.
— „ეს რატომ გამიკეთე?! მე ხომ სიცოცხლე გადაგირჩინე?!“ — წამოიყვირა ტკივილისგან განადგურებულმა ვეფხვმა.
— „ის ფაქტი, რომ გადამარჩინე, ჩემს ბუნებას ვერ შეცვლიდა. შენ ხომ იცოდი, რომ გველი ვიყავი...“
💡 ფსიქოლოგიური მორალი:
1. სხვისი ბუნების შეცვლა თქვენი პასუხისმგებლობა არ არის. რამდენადაც დიდი სიყვარულით და ზრუნვითაც არ უნდა შემოეხვიოთ ადამიანს, ეს მისი ტოქსიკური ქცევის გარანტიას ვერ შეცვლის.
2. ნუ დაიდანაშაულებთ საკუთარ თავს სიკეთის გამო. ღალატი თქვენს ემპათიას შეცდომად არ აქცევს.
3. სიკეთეს სჭირდება საზღვრები. როდესაც საკუთარ ინტუიციას უგულებელყოფთ და საზღვრებს შლით, სიკეთე საკუთარი თავის დაზიანებად გადაიქცევა ხოლმე.
გახსოვდეთ: საკუთარი თავის დაცვა არ ნიშნავს, რომ ბოროტი ხართ - ეს ნიშნავს, რომ ზრდასრული ხართ და ჯანსაღი ემოციური საზღვრები გაქვთ. 🤍

რატომ ვერ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში სიახლე?როგორც ფსიქოლოგი, ხშირად ვხედავ თერაპიაზე, როგორ ვიღლებით არა იმით, რასაც დღეს...
30/08/2026

რატომ ვერ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში სიახლე?

როგორც ფსიქოლოგი, ხშირად ვხედავ თერაპიაზე, როგორ ვიღლებით არა იმით, რასაც დღეს ვაკეთებთ, არამედ იმით, რაც თან დაგვაქვს.
წარმოიდგინეთ ხურჯინი, რომელიც ქვებითაა სავსე:
5 წუთით რომ დაიჭიროთ - მსუბუქია.
1 საათი - ხელები დაგეღლებათ.
მთელი დღე ან წლები რომ ატაროთ - სრულად გამოგფიტავთ.
ქვების წონა არ იცვლება. იცვლება დრო, რასაც მათ ტარებაში ვხარჯავთ.
ზუსტად ასეა წარსულიც: ძველი წყენები, შეცდომები, სინანული... როცა ორივე ხელით ამ მძიმე ხურჯინს ებღაუჭებით, ფიზიკურად აღარ რჩება ადგილი და ენერგია ახლის მისაღებად.
გაშვება არ ნიშნავს დაივიწყო, რაც მოხდა.
გაშვება ნიშნავს თქვა: „ეს უკვე იყო, ახლა კი ადგილი უნდა გავათავისუფლო იმისთვის, რაც მოდის.“
ჩამოიღეთ ეს ხურჯინი მხრებიდან. მიეცით თავს უფლება, იაროთ მსუბუქად. 🕊️

ურთიერთობა ჩემთვის ხელოვნებაა.სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ მე ვარ ხელოვანი.ხანდახან ურთიერთობაში იმდენად ვცდილობთ, რომ ის ი...
26/08/2026

ურთიერთობა ჩემთვის ხელოვნებაა.
სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ მე ვარ ხელოვანი.
ხანდახან ურთიერთობაში იმდენად ვცდილობთ, რომ ის იდეალურად გამოვიდეს - ვხსნით, ვითმენთ, ვპატიობთ, ვასწორებთ, ვამართლებთ, ველოდებით…

და ბოლოს ვხვდებით, რომ ეს ურთიერთობა კი არა, ჩვენი მარტო შესრულებული ნამუშევარია.

ურთიერთობა ხელოვნებაა მაშინ, როცა მას ორი ადამიანი ქმნის.
ერთი ადამიანის მუდმივი მცდელობა კი ურთიერთობის შენარჩუნება აღარ არის - ეს უკვე საკუთარი თავის დაკარგვის რისკია.

შეამოწმე: შენ ურთიერთობას ქმნი თუ მარტო შენ ცდილობ მის გადარჩენას?

🧠 ფსიქოლოგი კატო ებანოიძე

დაანებე ყველას გადარჩენას თავი.ყველა იქ არის, სადაც ამ ეტაპზე თავად უნდა რომ იყოს.ხშირად ვირგებთ „მხსნელის“ როლს - მე მა...
24/08/2026

დაანებე ყველას გადარჩენას თავი.

ყველა იქ არის, სადაც ამ ეტაპზე თავად უნდა რომ იყოს.

ხშირად ვირგებთ „მხსნელის“ როლს - მე მას გადავარჩენ, გამოვასწორებ, დავეხმარები.

ეს შეიძლება ზრუნვას ჰგავდეს, მაგრამ ზოგჯერ სიკეთით „ძალადობადაც“ იქცევა.

დაფიქრდი, რეალურად ვისი გადარჩენა გინდა?

ადამიანისთვის ადამიანის გვერდით ყოფნა ერთ-ერთი უმშვენიერესი რამაა განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე ადამიანს ეს ნამდვილად სჭირდება ან თავად გთხოვს.

მაგრამ თუ მუდმივად ვექაჩებით, ვასწავლით, ვასწორებთ და ვზრდით სხვას, იქნებ რაღაც მნიშვნელოვანს ვართმევთ - ზრდასრულობის გამოცდილებას.

თუ სულ მშობელი ხარ, ის სულ ბავშვად რჩება.

აცადე ადამიანებს დაუშვან შეცდომები.
აცადე, გაიზარდონ.
აცადე, თავად მიხვდნენ.

მიიღე ისინი საკუთარი არაიდეალურობით.
და, ამასთან ერთად, მიიღე საკუთარი თავიც.

თავისუფალი ნება, რომელზეც მთელი რელიგიები და ფილოსოფიები საუბრობენ, იწყება ჩვენგან და ჩვენით.

იქნებ ადამიანები ზუსტად იმ მომენტში, იმ წერტილში არიან, სადაც ამ ეტაპზე სჭირდებათ ყოფნა და ესეც მათი არჩევანია.

შენი საქმე ყოველთვის მათი გადარჩენა არ არის.

ზოგჯერ ყველაზე დიდი სიყვარულია დარჩე მათ გვერდით, მაგრამ მისცე უფლება, საკუთარი გზა თავად გაიარონ.

დაფიქრდი. ❤️💌

ორი მგლის ლეგენდა 🐾მოხუცი ინდიელი თავის შვილიშვილს ცხოვრების მთავარ საიდუმლოზე ესაუბრებოდა:თითოეული ადამიანის შიგნით მუდ...
22/08/2026

ორი მგლის ლეგენდა 🐾
მოხუცი ინდიელი თავის შვილიშვილს ცხოვრების მთავარ საიდუმლოზე ესაუბრებოდა:
თითოეული ადამიანის შიგნით მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც ორ მგელს შორის ომს ჰგავს.
პირველი მგელი ბოროტია - ის არის შური, ეჭვიანობა, დარდი, სიბრაზე, ამპარტავნება, შიში და სიცრუე.
მეორე მგელი კეთილია - ის არის მშვიდობა, სიყვარული, იმედი, სიკეთე, თავმდაბლობა და ჭეშმარიტება.
პატარა ჩეროკიმ ცოტა ხანს იფიქრა, ბაბუას თვალებში ჩახედა და ჰკითხა:
— ბოლოს რომელი მგელი იმარჯვებს?
მოხუცმა ოდნავ გაიღიმა და უპასუხა:
— ის, რომელსაც კვებავ.

მთავარი სიმართლე ის არის, რომ ორივე მგელი ჩვენშია და ეს სრულიად ბუნებრივია.
ჩვენ არ ვართ მხოლოდ სინათლე და არც მხოლოდ სიბნელე. ბრაზი, შიში, ეჭვები თუ სისუსტეები ისეთივე ცოცხალი ნაწილია ჩვენი შინაგანი სამყაროსი, როგორც სიყვარული, სიკეთე და სიმშვიდე.
საკუთარ თავთან ჰარმონია იმის უარყოფით კი არ მიიღწევა, რომ „ცუდი მგელი“ არ არსებობს, არამედ იმის გაცნობიერებით, რომ ორივე ჩვენს შიგნით ბინადრობს - ხოლო საჭესთან ის ჯდება, ვისაც ყოველდღიური არჩევანით ენერგიასა და ყურადღებას ვაძლევთ.
✍️ ჩეროკის ტომის ინდიელების ხალხური იგავი
❓ დაფიქრდი, დღეს რომელ მგელს აჭამე?

21/08/2026

პარტნიორს ეძებ თუ შენს მიერ იდეალიზებულ ვერსიას?
(ნაწილი 2)

ინდივიდუალური კონსულტაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში 💌

20/08/2026

პარტნიორს ეძებ თუ შენს მიერ იდეალიზებულ ვერსიას?
(ნაწილი 1 )

ინდივიდუალური კონსულტაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში 💌

შენი ცხოვრებაა თუ სხვისი მოლოდინებით ცხოვრობ? თავისუფლებას ხშირად გარეთ ვეძებთ:სხვა ურთიერთობაში, ახალ ქალაქში, სამსახურ...
19/08/2026

შენი ცხოვრებაა თუ სხვისი მოლოდინებით ცხოვრობ?
თავისუფლებას ხშირად გარეთ ვეძებთ:
სხვა ურთიერთობაში, ახალ ქალაქში, სამსახურის შეცვლაში, წასვლაში.
მაგრამ შეიძლება გარემო შეიცვალოს და შინაგანი მდგომარეობა - არა.

როგორც ფსიქოლოგს, ხშირად უფრო საინტერესო მგონია კითხვა:
ნამდვილად მე ვირჩევ, თუ შიშის, დანაშაულის გრძნობის ან სხვისი მოლოდინის მიხედვით ვიქცევი?
სცადე მარტივი რამ:

როცა საკუთარ თავს ეუბნები „უნდა“, ჰკითხე:
„მართლა უნდა, თუ მე ვირჩევ?“
„უნდა დავრჩე“ → „მე ვირჩევ დარჩენას.“
„უნდა დავეხმარო“ → „მე ვირჩევ დახმარებას.”
და მერე ჰკითხე საკუთარ თავს:
თუ სხვისი რეაქციის არ შემეშინდებოდა, რას ავირჩევდი?
თავისუფლება არ ნიშნავს რაც მინდა, იმის კეთებას.

თავისუფლება არჩევანის უფლებაა, პასუხისმგებლობა კი - ამ არჩევანის შედეგების საკუთარ თავზე აღება.
ამიტომ თავისუფლებას მხოლოდ გარეთ ვერ ვიპოვით.
ის პირველ რიგში შიგნით იწყება - იმ მომენტში, როცა სხვისი მოლოდინის ნაცვლად საკუთარ არჩევანს აცნობიერებ და მიზეზ-შედეგობრიობაზე პასუხისმგებელი ხარ.

„ის ხელახლა დაბადება, რომელსაც ეძებ, იმ სიკვდილშია, რომელსაც ასე გაურბიხარ.“როდესაც კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტი ამბობს,...
14/08/2026

„ის ხელახლა დაბადება, რომელსაც ეძებ, იმ სიკვდილშია, რომელსაც ასე გაურბიხარ.“

როდესაც კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტი ამბობს, რომ გაჭედილია, თითქმის ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის გაურბის არა ცვლილებას, არამედ დაკარგვის შიშს.
ჯოზეფ კემპბელისა და კარლ იუნგის არქეტიპულ ფსიქოლოგიაში ეს პროცესი ცნობილია როგორც სიმბოლური სიკვდილი (Mors Psychologica). კლინიკური თვალსაზრისით კი , ეს არის:
ეგოს რღვევა: იმ ძველი წარმოდგენების ნგრევა, რომლებიც წლების განმავლობაში გვიცავდნენ, მაგრამ დღეს უკვე ხელს გვიშლიან. (მაგალითად: „ყველასთვის კარგი გოგო/ბიჭი უნდა ვიყო, „თუ შევცდები, არასაკმარისი ვარ“).
გლოვის აუცილებლობა: ჩვენ ვერ შევქმნით ახალ იდენტობას, თუ არ გამოვიგლოვებთ იმას, რაც ვეღარ ვიქნებით. ტრავმასთან ან ნევროტულ მოდელებთან გამკლავება მოითხოვს, რომ „მოკვდეს“ ჩვენი ძველი, ნაცნობი, თუმცა მავნე კომფორტის ზონა.
დაცვითი მექანიზმების მოშლა: ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია (უარყოფა, მარტოობა, წარუმატებლობა, საკუთარ ჩრდილოვან მხარეებთან შეხვედრა), სინამდვილეში შეიცავს უდიდეს ფსიქიკურ ენერგიას.
ფსიქოთერაპიაში „ხელახლა დაბადება“ არ არის უბრალოდ პოზიტიური აზროვნება. ეს არის სიმამაცე - ჩახვიდე საკუთარ შიშებში, მისცე უფლება ძველ იდენტობას დასრულდეს და ამ ფერფლიდან ააშენო ახალი, უფრო მედეგი და ავთენტური „მე“.

Address

Tbilisi
0160

Telephone

+995574851425

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგი • კატო ებანოიძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქოლოგი • კატო ებანოიძე:

Shortcuts

Share