Psychotherapist Teona Gomarteli • ფსიქოთერაპევტი თეონა გომართელი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Psychotherapist Teona Gomarteli • ფსიქოთერაპევტი თეონა გომართელი

Psychotherapist Teona Gomarteli • ფსიქოთერაპევტი თეონა გომართელი ექიმი, ფსიქოკონსულტანტი, ბიოსინთეზის სომატური თერაპევტი.
📣 ინდივიდულური და ონლაინ კონსულტაციების დასაჯავშნად მოგვწერეთ

მაისი - ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვემაისი საქართველოში პოზიტიურ ემოციებთან და სითბოსთან ასოცირდება, მსოფლიო კი ამ ...
16/05/2026

მაისი - ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვე

მაისი საქართველოში პოზიტიურ ემოციებთან და სითბოსთან ასოცირდება, მსოფლიო კი ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის თვეს აღნიშნავს. წლის მთავარ თემად შეირჩა - „მეტი კარგი დღე ერთად“. სამყარო ცდილობს, ადამიანებს საინტერესო და კეთილდღეობით სავსე ცხოვრება შეუქმნას.

მაისში დაფიქრდით: როგორ გამოიყურება თქვენი კარგი დღე? ის, რაც დროს სასიამოვნოდ გიყვანთ და ბედნიერებას განიჭებთ. კარგი დღე აუცილებლად დღესასწაულს არ უკავშირდება — ის შეიძლება საქმიანი ან ფიზიკური აქტივობით დატვირთულიც იყოს. გათავისუფლდით იარლიყებისა და სტერეოტიპებისგან. გამოიყენეთ აფირმაციები, მაგალითად: „მე ახალი საქმე გამომივა“. აფირმაციები სხეულზე ფოკუსირებაში გეხმარებათ და თქვენს შესაძლებლობებს შეგახსენებთ.

შეარჩიეთ გარემოში ათი საგანი, შეამჩნიეთ, დააკვირდით და შეიგრძენით მათი სურნელი თუ ხმა. კმაყოფილების გრძნობით შეადგინეთ მომავლის გეგმა ან უბრალოდ ჩამოწერეთ თქვენი კარგი დღის სია. დაიწყეთ მოძრაობა, აღმოაჩინეთ საკუთარი კრეატიული მხარე, გადადგით ნაბიჯი წინ და გაუზიარეთ ახლობლებს თქვენი განცდები.

ცივი დღეები, სტრესი და ჩვენი სხეულიცივი დაუსრულებელი დღეები , ფანჯრებს მიღმა თოვლის და ქარის სურათი,ადამიანებს  სტრესულ ...
11/02/2026

ცივი დღეები, სტრესი და ჩვენი სხეული
ცივი დაუსრულებელი დღეები , ფანჯრებს მიღმა თოვლის და ქარის სურათი,ადამიანებს სტრესულ სიტუაციას უქმნის . როგორ დავძლიოთ სტრესი ზამთარში და დავეხმაროთ სხეულს.
შფოთვის ნაცვლად საკუთარ თავს დაუთმეთ დრო, სხეულზე ფოკუსირდით და გააცნობიერეთ ახლა რა გსურთ? რა გესიამოვნებათ? ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ ორჯერ.შეეკითხეთ საკუთარ თავს. რა შემიძლია ამ მომენტში? თანმიმდევრობით დაათვალიერეთ სხეული და დააკვირდით შეგრძნებებს.
ცივ პერიოდში,მოტივაციის პოვნა რთულია,ამიტომ დაფიქრდით იმაზე, რა სახის აქტივობა აგავსებთ და გადაგიყვანთ სასურველ ტალღაზე. ფავორიტ კაფეს ესტუმროთ თუ საინტერესო პოდკასტს მოუსმინოთ?.
ცივი დღეების სტრესი,ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა,რაც დაბალ ტემპერატურას,ინსოლაციის სიმცირეს უკავშირდება. სხეული მეტ პასუხისმგებლობას იღებს, მძიმედ მუშაობს, რომ ჰომეოსტაზი შეინარჩუნოს. კორტიზოლის დონე იზრდება და დაძაბულობა მატულობს.ამ დროს , კი თქვენთვის მთავარი ახლანდელ მომენტში დარჩენაა.წუხილი,შფოთვა და“ ფიქრების ღეჭვა“ სხეულის შეგრძნებებს აუარესებს,თან რთულდება გაიგოთ რეალურად რა ხდება გარშემო.“ აქ და ამჟამად“ დროში,თუ არ ხართ,კარგავთ სასიამოვნო დეტალებს,სიყვარულს.
სტრესის დასაძლევად, ბუნებაში სეირნობას და ვარჯიშს არ აქვს ალტერნატივა.,თუნდაც 20 წუთი სიარული ან კუთხის მაღაზიის ეფექტი,გუნებ-განწყობას ცვლის. ასე ,რომ დარჩით აქტიურები. პარალელურად მიირთვით ანტისტრესული საკვები-ისპანახი,კვერცხი,უცხიმო ხორცი თევზი,შოკოლადი,ციტრუსი.დალიეთ გვირილის ჩაი. სტრესის კოპინგისთვის ახლანდელ მომენტში ყოფნა მთავარია,ამ დროს,ადამიანის დაბნეულობა მატულობს და სასიამოვნო მომენტებს კარგავს,. შეჩერდით ,კონცენტრირდით სხეულზე, დააკვირდით გარემოს და გადმოერთეთ. ნუ გამოტოვებთ სასიამოვნო მომენტს და ეცადეთ დაუკავშირდეთ რეალურად იმას, რასაც აკეთებთ.

როგორ აისახება ჩვენი ემოციები სხეულზე?ემოციური დისტრესის ფიზიკური მანიფესტაცია - პიროვნების სხეულია. პოზიტიური თუ ნეგატი...
17/01/2026

როგორ აისახება ჩვენი ემოციები სხეულზე?

ემოციური დისტრესის ფიზიკური მანიფესტაცია - პიროვნების სხეულია. პოზიტიური თუ ნეგატიური ფიქრი,დათრგუნვა, შიდაპიროვნული კონფლიქტი და გადაუმუშავებელი ემოციები ჩვენს სხეულშივე რჩება. ადამიანს ხშირად გონია, რომ, რაღაც არასასურველი აზრი, ან შეგრძნება მოიცილა, თითქოს დატოვა. თუმცა ,ეს ყოველივე- აბსოლიტურად სხვა სახით, მასთანვე რჩება და არსად მიდის.ამერიკელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი, ვილჰელმ რაიხი,სწორედ ამ შენახულ,არასასურველ ემოციებზე ამახვილებდა აქცენტს. ის თავის ნაშრომებში სხეულებრივ დისკომფორტსა და დაავადებაზე წერდა არა,როგორც ცალკეულ კომპონენტზე, არამედ პიროვნების მთლიანობაზე.
„ ერთიანობა ირღვევა,როდესაც სხეულის ნაწილი იბლოკება“-აღნიშნავდა რაიხი.
ფსიქოთერაპევტი ფოკუსირებული იყო სხეულზე,რომ სხული არ ტყუის და მეტს გვეუბნება,პაციენტის ხასიათზე,ვიდრე სიტყვები. ემოციების დათრგუნვა,კუნთური რიგიდობა ანუ კუნთური ჯავშანი-ისინი ჰორიზონტალური რკალების სახით ხერხემლის გაყოლებაზეა განლაგებული.რაიხმა სხეულის 7 სეგმენტი გამოყო, სადაც’“ვეგეტატიური ენერგიის“ ბლოკირება ხდება და კუნთურ ჯავშნად იქცევა.
1.თვალები-თვალის ირგვლივ მიმიკური და შუბლის კუნთები.აქ გროვდება სტრესის დროს გამოყოფილი ემოციები.ცარიელი თვალი,შუბლი,სურვილი-გამოეყო სამყაროს,ვიღაცას ან პრობლემის აცილება.თავის ტკივილი,გადაღლა და ასთენიზაცია,.აგრეთვე, რაღაც“.შლემის“ მსგავსი დისკომფორტი.
2.პირის ღრუ-ნიკაპი,,ყელი,კეფის კუნთები.აქ გროვდება ბრაზის,ტირილის,ყვირილის ემოციები,კბენა,წოვა.
3.კისერი-კისრის კუნთები და .ენა,სადაც ბრაზი,ყვირილი და ტირილი იყრის თავს.გაიხსენეთ გამოთქმა-ყელში ბურთი გამეჩხირა.
4გულმკერდის მიდამო ბრაზს,სევდას და ნეგატივს აკავებს.თუმცა პოზიტიური შეგრძნებების გამოხატვის-სიცილის და ვნების დათრგუნვასაც აქვს ადგილი.
5დიაფრაგმა - ბრაზის,შფოთვის და წყენის ბლოკირება.აგრეთვე კომუნიკაციის კომპლექსის.
6 მუცლის ღრუ- კუნთები სიავეს და აგრესიულობას ინახავს.შიშს და აღმატებულობას.
7 მენჯის ღრუ- სექსუალური აღგზნების,შფოთვის.ფრუსტრირებული აგრესიის და დომინაციისკენ სწრაფვას ინახავს. საინტერესოა ის, რომ ამ სეგმენტების მხარე, ფიზიოლოგიური მხრიდან- შინაგანად ჰეტეროგენულია.ისინი ტიპიური შინაგანი სტრუქტურით გამოირჩევიან.

საახალწლო სტრესიახალი წლის პერიოდში,უამრავი ადამიანი საუბრობს ფსიქიკური ჯანმრელობის პრობლემებზე.ერთდროულად  სხვადასვა სა...
30/12/2025

საახალწლო სტრესი

ახალი წლის პერიოდში,უამრავი ადამიანი საუბრობს ფსიქიკური ჯანმრელობის პრობლემებზე.ერთდროულად სხვადასვა საქმეზე ფოკუსირება,რუტინა და სიჩქარე სტრესულ სიტუაციას ქმნის. ამას თან ერთვის არარეალური მიზნები,ტრადიცია,ფინანსური სირთულეები. ახალ წელს ადამიანთა ნაწილი, მარტოსულადაც გრძნობს თავს.
ახალი წლის პერიოდში არაორგანიზებულობის განცდა , შფოვას ზრდის.ამიტომ ეცადეთ ჯერ დაგეგმილი საქმეები შეასრულოთ.
რეგულარული ვარჯიში და სეირნობა ბუნებაში,საკმაოდ სასარგებლოა - ზრდის სეროტონინის და ნორეპინეფრინის აქტივაციას. სეროტონინი ჰორმონი და ნეიროტრანსმიერია ,რომელიც გუნებ განწყობის ფონს ქმნის. სტრესის რედუქციისთვის, საყურადღებო რგოლია პერსონალური დროის განსაზღვრა და სამუშაოდან გადართვა.რეფოკუსი სტრესს ამცირებს.
თუ გადამეტებულად ფიქრობთ და ნეგატიური ფიქრის პატერნმაც შეგაწუხათ,ეცადეთ ნათელი მხარე იპოვოთ-მაგ.თუ არ დაგაწინაურეს,ჩათვალეთ, რომ ეს შანსია ,უკეთესი სამსახური იპოვოთ.ყურადღება მიაქციეთ პირად მიღწევებს,გასული წელი ეცაეთ დადებითად შეაფასოთ.ნუ შეედრებით სხვებს, თქვენს პატარა წარმატებასა და თვითგანვითარებაზე იზრუნეთ.
სუნთქვის და გრაუნდინგის ტექნიკა(სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია)სტრესის შესამცირებლად საუკეთესოა. ის გეხმარებათ,რომ არ ჩავარდეთ კატასტროფის მახეში და ცხოვრების სტილი გადააფასოთ.

მზრუნველი პირი და გადაწვა (Caregiver burnout)ოჯახის წევრის თუ საყვარელი პიროვნების მოვლა რთული პროცესია. მომვლელი პირი, ...
07/12/2025

მზრუნველი პირი და გადაწვა (Caregiver burnout)

ოჯახის წევრის თუ საყვარელი პიროვნების მოვლა რთული პროცესია. მომვლელი პირი, ხშირად ვერ აცნობიერებს სტრესის ეფექტს, რაც მას ფიზიკურად და ემოციურად ფიტავს. შესაბამისად ეს მდგომარეობა სხეულზე აისახება და ჩნდება სიმპტომები. ქრონიკული სტრესი ხშირად გადაწვით სრულდება. ამ დროს ადამიანი ემოციურად,მენტალურად და ფიზიკურად გამოფიტულია.

მზრუნველი პირის გადაწვას თან სდევს ემოციური სიმპტომები - ბრაზი, უმწეობის განცდა,კონცენტრაციის სირთულე,ინტერესების დაქვეითება,სოციალური იზოლაცია,მოტივაციის ნაკლებობა,დანაშაულის განცდა და უარყოფა.
ფიზიკური სიმპტომები კი ასე გამოიყურება-ძილის სირთულეები,უმადობა,თავის ტკივილი,წონის ცვლილება,ხშირი ავადობა.

პიროვნების ქცევა-ინტერესების სფეროს დაქვეითება,დაკარგვა,სოციალური იზოლაცია,სტრესის დაძლევის არაჯანსაღი სტრატეგიები-ალკოჰოლზე,აბებზე დამოკიდებულებაა და ა.შ.

სტრესის და გადაწვის პერიოდში,პრიორიტეტად აქციეთ თვითზრუნვა.დასახეთ ფიზიკური და თქვენთვის სასიამოვნო აქტივობები. მხარდამჭერებს,კი გაუზიარეთ ემოციები და შეგრძნებებზე ესაუბრეთ. ამ დროს, ყურადღება მიაქციეთ სწორ შესვენებებს და ყოველთვის გახსოვდეთ პირადი საზღვრები.

როცა განცდები მხოლოდ შენთან რჩებიან-დეპრესია მამაკაცებში(ნოემბერი-მამაკაცების მენტალური ჯანმრთელობის თვეა)ნოემბერი-მამაკ...
26/11/2025

როცა განცდები მხოლოდ შენთან რჩებიან-დეპრესია მამაკაცებში

(ნოემბერი-მამაკაცების მენტალური ჯანმრთელობის თვეა)

ნოემბერი-მამაკაცების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ,ცნობიერების ამაღლების თვეა. დრო ,როდესაც ღიად საუბრობენ არსებულ თუ გადაულახავ სირთულეებზე.ისინი არ ამჟღავნებენ ,თუ როგორ გრძნობენ თავს ან რაღაც ისე არ მიდის.
მამაკაცები ოთხჯერ უფრო მეტად აწყდებიან დეპრესიულ ეპიზოდებს,თუმცა ნაკლებად არიან მიმდევრები,რომ დეპრესიის სიმპტომები გააცნობიერონ. ხშირად უარყოფენ შეგრძნებებს, მალავენ ან სხვა ქცევით ნიღბავენ.ყურადღების გაფანტვა,ინტერესების დაქვეითება, უიმედობის, სიცარიელის განცდა,ძილის სირთულე,სწრაფი დაღლა და სასოწარკვეთა--ხშირი ემოციური სიმპტომებია.მამაკაცები ფიქრობენ,რომ მოწყენილობა და ემოციურობაა მთავარი სიმპტომი.თავის,მუცლის ტკივილი, აუხსნელი ტკივილები- განსაკუთრებით კი გრძელვადიანი,
დიგესტიური მოვლენები და სექსუალური დრაივის დაქვეითება დეპრესიის მახასიათებელია.
დეპრესიის მიზეზებად ბიო-ფსიქო- სოციალური ფაქტორები სახელდება.
რა ქნას პიროვნებამ,როგორ შეამსუბუქო დეპრესია, სპეციალისტთან მისვლამდე? ამ პერიოდში ეფექტურია ადამიანის პოვნა,რომელსაც პირისპირ დაეკონტაქტებით, კომფორტულად იქნებით და არსებულ ემოცებს,განცდებს გაუზიარებთ. ამასთანავე,სასურველია საყვარელ აქტივობაში ჩართვა,რომელიც მეტად გსიამოვნებთ.ამ დროს სტრესის სიძლიერე მცირდება,რადგან პიროვნება „აქ და ამჟამად“ დროში რჩება.

სცადეთ ფიქრების რეგულირება და ახალი მიდგომები საკუთარი თავის მიმართ. ეცადეთ პრობლემას თავიდან,ახალ ჭრილში გადახედოთ.არ დარჩეთ დეპრესიასთან მარტო,იზრუნეთ საკუთარ თავზე სხეულზე,გახსოვდეთ, რომ ამ აშლილობის მთავარი წინაპირობა- განცდები, თქვენთან - თქვენს სხეულში რჩებიან და შემდეგ ეტაპზე სომატურად გარდაიქმნებიან.

როგორ დავძლიოთ სატესტო შფოთვა?სატესტო შფოთვა,შეფასებაზე ფიქრი,ზეწოლის განცდა და საერთოდ ზედმეტი ფიქრის ციკლი ოთხიდან ერთ...
22/10/2025

როგორ დავძლიოთ სატესტო შფოთვა?

სატესტო შფოთვა,შეფასებაზე ფიქრი,ზეწოლის განცდა და საერთოდ ზედმეტი ფიქრის ციკლი ოთხიდან ერთ პიროვნებას აღენიშნება.
ხშირად ზრდასრულთა ნაწილი ვერ აღწევს პროფესიულ მიზანს და თავის კეთილდღეობას ვერ მართავს,რადგან საგამოცდო სტრესის დაძლევა უჭირს.

სატესტო პერიოდში ადამიანებს აქვთ,მარცხის,ჩაფლავების შიში. აგრეთვე შფოთვა სოციალურ სტატუსზე-რას იფიქრებს ხალხი? საყურდღებოა,გახანგრძლივებული სტრესი,რადგან ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსი იწურება და დაავადების დებიუტი შეიძლება დაიწყოს.

სატესტო სტრესს თან ახლავს სიმპტომები : თავბრუსხვევა, დაძაბულობა კისრის მიდამოში, მყესოვანი ფეხები, თავის,მუცლის ტკივილი,აგრეთვე აუხსნელი ტკივილები.

სატესტო შფოთვას შეამცირებს ასეთი სტრაეგიები:
- მომზადება ადრე დაიწყეთ და ტესტის მასალა ნაწილებად დაყავით.
- აირიდეთ უსარგებლო პრინციპი-„ან ყველაფერი, ან არაფერი“-ის კლასიკური კოგნიტური შეცდომაა.
- ანტისტრესული საკვები დაძლევის აუცილებელი კომპონენტია-დაბალ კალორიული,თევზი, ხორცი.ხილი,ბოსტნეული,შეამცირეთ კოფეინის მოხმარება..
- ტესტირების პერიოდში,სტრესის რედუქციისთვის სრულფასოვანი ძილი და ბუნებაში სეირნობა-აუცილებელი პირობაა.
- წარმოიდგინეთ გარემო,სადაც ტესტირება უნდა ჩატარდეს და ამუშავეთ წარმოსახვა. შეგიძლიათ წინა დღეს მიხვიდეთ იმ ადგილზე,სადაც უნდა ჩატარდეს და ადაპტირდეთ.

გთავაზობთ ფსიქოსომატურ ტექნიკას-„დაღლილი ხელი“, რომელიც ხელს უწყობს ავტონომიას, კუნთების მოდუნებას და მობილიზაციას.ვარჯიშის დროს,ეცადეთ და დააკვირდით სხეულის შეგრძნებებს:
მოთავსდით სკამზე კომფორტულად,მიიღეთ სასურველი პოზა და დახუჭეთ თვალები. ორჯერ,ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. დააკვირდით სხეულს და შეგრძნებებს.შიდა შეგრძნებებზე გაამახვილეთ აქცენტი, გამოერთეთ და მარჯვენა ხელი ნელა აიტანეთ,მხრის სიმაღლეზე,გაჭიმეთ და მოუშვით მუშტი რამდენჯერმე,ვიდრე ძლიერ არ დაგეჭიმებათ .შემდეგ ხელები სიმეტრიულად დაიდეთ მუხლებზე.
დააკვირდით შეგრძნებებს-მარჯვენა,შემდეგ მარცხენა ხელში. იპოვეთ სხვაობა. როგორ აღიქვამთ თქვენი კიდურის წონას? რამდენად მძიმეა მარჯვენა კიდური მარცხენაზე? ტემპერატურას როგორ შეიგრძნობთ? რომელ ხელშია მეტი სიცხელე? 5 ან 6 წუთი იმუშავეთ შეგრძნებებზე.სიმძიმე და სითბო.შემდეგ ისევ დააკვირდით სხეულს ,თავიდან ფეხებამდე და შეგრძნებებს. რა ემოციაც გექნებათ,სასურველია გააზიაროთ.

აპრილი სტრესის ცნობადობადობის თვეა.ცხოვრების უამრავი ასპექტი იწვევს სტრესს. პიროვნების მთლიაონობაში სტრესის დაძლევის სტრ...
03/04/2025

აპრილი სტრესის ცნობადობადობის თვეა.

ცხოვრების უამრავი ასპექტი იწვევს სტრესს. პიროვნების მთლიაონობაში სტრესის დაძლევის სტრატეგიები დიდ როლს ასრულებს. სტრესი რისკ ფაქტორია და ბმაშია კარდიო-ვასკულურ დაავადებებთან.
„გჯეროდეთ, რომ სიყვარული უნივერსალური ძალაა და ნარატივის შეცვლა შეიძლება“

მე კი, შეგახსენებთ სტრესის სიმპტომებს:

ემოციური სიმტომები:
გაღიზიანება,ბრაზი,წალეკვა,მოუსვენრობა,მერყეობა

ფიზიკური სიმპტომები:
დაძაბულობა,კუნთების ტკივილი,თავბრუსხვევა,თავის,მკერდის ტკივილი
ხშირი გაცივება
ქცევა-აცილება,კვებითი ჩვევის დარღვევა,ალკოჰოლ დამოკიდებულება და ა.შ.

Address

კ. ჩაჩავას 1
Tbilisi

Telephone

+995577492272

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Psychotherapist Teona Gomarteli • ფსიქოთერაპევტი თეონა გომართელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Psychotherapist Teona Gomarteli • ფსიქოთერაპევტი თეონა გომართელი:

Shortcuts

Share