22/10/2024
🦷 კბილის კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილების შემდგომ ღრუს წარმოქმა.
🦷ადამიანის პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმია, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან. კარიესის მიზეზი კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმებია. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ - სტრეპტოკოკები, ლაქტობცილები და აქტინომიცეტები.
🦷 როგორც წესი, ისინი დაბადებიდან, დედიდან „მემკვიდრეობით“ გადაეცემა ბავშვს და მათი მოშორება შეუძლებელია. კბილების გახეხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბაქტერიების რიცხვი შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს. სტრეპტოკოკები გადაამუშავებენ ნახშირწყლებს, რომლებიც საკვებიდან მიიღება და სანაცვლოდ გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც აზიანებს კბილებს.
🦷 ამ პროცესზე განსაკუთრებით საქაროზა მოქმედებს, რომელსაც რაფინირებული შაქარი და შესაბამისად, შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს. ნებისმიერი კარიესი იწყება იმით, რომ პირში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები.
☎️ 577 304 112