21/09/2024
🌳შემოგვიერთდით ლაღი ტირიფის ქვეშ თეატრალურ წრეზე🌳
თუ თქვენი ბავშვი გატაცებულია საშემსრულებლო ხელოვნებით და უყვარს წარმოსახვითი თამაშები, ჩვენი თეატრალური წრე შესანიშნავი ადგილია მისთვის განივითაროს სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციის და პრობლემების გადაჭრის უნარები თეატრალური თამაშების საშუალებით. თეატრის ჯადოსნურ სამყაროში ბავშვები თავდაჯერებულად შეძლებენ საკუთარი თავის გამოხატვას. ამ მიზნების მისაღწევად დამატებით მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ფსიქოლოგთან ორი საკონსულტაციო შეხვედრით.
ვისთვის არის?
🌱5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის (ბაღის ბოლო წლიდან მეოთხე კლასის ჩათვლით)
🌱ბავშვებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება გახდნენ თავდაჯერებულები, იყვნენ ნაკლებად მორცხვები, გაიჩინონ მეტი მეგობარი, აღმოაჩინონ საკუთარი თავი
🌱ბავშვებისთვის, რომლებსაც უყვართ თამაში, როლების მორგება, სიმღერა, ცეკვა ან აინტერესებთ თეატრი
სად?
ფელიქსის საბავშვო ბაღის შენობაში. გაბრიელ ისაკაძის ქუჩა #25, საბურთალო, თბილისი
როდის?
ოქტომბრიდან ივნისის ჩათვლით კვირაში ორი შეხვედრა. წრეზე სიარულის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი საცდელი შეხვედრით (თითო 30 ლარი).
🌳ლაღი ტირიფის ქვეშ არის თეატრალური წრის ორი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მაქსიმუმ 15 ბავშვს და მათ სამ მასწავლებელს.
🌿 5-7 წლიანთა ჯგუფი
ყოველ სამშაბათს 18:00-დან 19:30 საათამდე და ყოველ შაბათს 10:30-დან 12:00 საათამდე
ჯგუფის მენტორები: თამთა კუხალეიშვილი, დინარა ბოლქვაძე, ნათია ცეცხლაძე
ღირებულება თვეში 240 ლარი. ფელიქსის ბაღში მოსიარულე ბავშვებისთვის 10%-ანი ფასდაკლებით.
🌿 7-11 წლიანთა ჯგუფი
ყოველ ოთხშაბათს 18:00-დან 20:00 საათამდე და ყოველ შაბათს 14:00-დან 16:00 საათამდე
ჯგუფის მენტორები: თამთა კუხალეიშვილი, დინარა ბოლქვაძე, ია ბერაძე
ღირებულება თვეში 260 ლარი
როგორ დავარეგისტრირო ბავშვი?
ადგილები შეზღუდულია ამიტომ, სწრაფად დარეგისტრირდით:
https://forms.gle/nQvPt9Ux3bQWZsNA6
და ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში მიიღებთ მეილზე შეტყობინებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
☘️ტელეფონზე 599 98 56 84
☘️ელ. ფოსტაზე [email protected]
☘️მესინჯერში The Playful Willow / ლაღი ტირიფი