Dr.Tamuna Biadze - Endocrinologist

Dr.Tamuna Biadze - Endocrinologist ▫️ ექიმი ენდოკრინოლოგი
🏥 ა. ალადაშვილის კლინიკა
📍 ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №103
📞 032 2 95 80 14

🔹 მითი №1 - თაფლი დიაბეტის დროს უსაფრთხოა.✅ ფაქტი: თაფლი, ისევე როგორც სხვა შაქრები, მკვეთრად ზრდის სისხლში გლუკოზის დონ...
08/09/2026

🔹 მითი №1 - თაფლი დიაბეტის დროს უსაფრთხოა.
✅ ფაქტი: თაფლი, ისევე როგორც სხვა შაქრები, მკვეთრად ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, ამიტომ ის არ წარმოადგენს შაქრის „უსაფრთხო“ ალტერნატივას.

🔹 მითი №2 - ინსულინი დამოკიდებულებას იწვევს.
✅ ფაქტი: ინსულინი დამოკიდებულებას არ იწვევს. პირიქით, საჭირო დროს დაწყებული ინსულინთერაპია აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს და ამცირებს გართულებების განვითარების რისკს.

🔹 მითი №3 - თუ ინსულინს ვიკეთებ, ყველაფრის ჭამა შემიძლია.
✅ ფაქტი: ინსულინთერაპია არ ნიშნავს, რომ კვებას მნიშვნელობა აღარ აქვს. დაუბალანსებელმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის დეკომპენსაცია და გაზარდოს დიაბეტის გართულებების განვითარების რისკი.

🔹 მითი №4 - თუ გამხდარი ვარ, დიაბეტი არ დამემართება.
✅ ფაქტი: დიაბეტი შეიძლება ნებისმიერი წონის ადამიანს განუვითარდეს. ჭარბი წონა ტიპი 2 დიაბეტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, თუმცა არა ერთადერთი.

🔹 მითი №5 - დიაბეტის დროს ხილის მიღება აკრძალულია.
✅ ფაქტი: ხილის სრულად გამორიცხვა რეკომენდებული არ არის. მისი მიღება შესაძლებელია ინდივიდუალური კვების გეგმის ფარგლებში, ულუფების და ნახშირწყლების რაოდენობის გათვალისწინებით.

🔹 მითი №6 - თუ კვებას ვიცავ და მედიკამენტებს ვიღებ, ფიზიკურ აქტივობას მნიშვნელობა აღარ აქვს.
✅ ფაქტი: ფიზიკური აქტივობა შაქრიანი დიაბეტის მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. რეგულარული მოძრაობა აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, ხელს უწყობს გლიკემიის კონტროლს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ამიტომ, დაბალანსებულ კვებასა და მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, რეგულარული ფიზიკური აქტივობაც აუცილებელია.

🔹 მითი №7 - დიაბეტის განკურნება ჩაით, ბალახებით ან სხვა „ბუნებრივი“ საშუალებებით არის შესაძლებელი.
✅ ფაქტი: დღეისათვის არ არსებობს საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ რომელიმე მცენარეული ან „ბუნებრივი“ საშუალება შაქრიან დიაბეტს კურნავს ან უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის ეფექტურ და უსაფრთხო კონტროლს. ასეთმა საშუალებებმა არ უნდა ჩაანაცვლოს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა.

დიაბეტის ეფექტური მართვა იწყება სწორი ინფორმაციით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

29/06/2026
26/05/2026

Prof. Dr. Mikheil Metreveli

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა • Aleksandre Aladashvili clinic

27/10/2025
🩺 დიაბეტური ნეიროპათია - დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი გართულება.ყველაზე გავრცელებული ფორმაა დიაბეტური დისტალური სენსორ-მოტორუ...
16/10/2025

🩺 დიაბეტური ნეიროპათია - დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი გართულება.
ყველაზე გავრცელებული ფორმაა დიაბეტური დისტალური სენსორ-მოტორული სიმეტრიული პოლინეიროპათია, რომელიც აზიანებს ქვედა კიდურების, განსაკუთრებით ტერფების ნერვულ ბოჭკოებს.

📍 დამახასიათებელი სიმპტომები

➤ ტერფების, ტერფის თაღის, ფეხის თითების ან/და წვივების დაბუჟება
➤ ჩხვლეტითი ტკივილი
➤ ჭიანჭველის ცოცვის ან სიმხურვალის შეგრძნება
➤ კრამპები (განსაკუთრებით ღამით)
➤ მგრძნობელობის დაქვეითება ტერფებზე, ტერფის თაღზე, ფეხის თითებზე, წვივებსა და ზოგჯერ ხელებზეც

⚠️ ეს ნიშნები მიუთითებს ნერვული დაზიანების არსებობაზე, რომლის მთავარი მიზეზია სისხლში გლუკოზის (შაქრის) ქრონიკულად მაღალი დონე.

❕დამატებითი რისკ-ფაქტორები

➤ ხანგრძლივი და ცუდად კონტროლირებული დიაბეტი
➤ არტერიული ჰიპერტენზია
➤ D ვიტამინის დეფიციტი
➤ თამბაქოს მოხმარება
➤ ლიპიდური ცვლის დარღვევა
➤ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
➤ მჯდომარე ცხოვრების წესი
➤ ჭარბი წონა

🔍 დიაგნოსტიკა

დიაბეტური ნეიროპათია ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, რის გამოც დროული სკრინინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეფასება მოიცავს:
🔻 ტემპერატურული მგრძნობელობის ტესტირებას
🔻 ვიბრაციული მგრძნობელობის შეფასებას
🔻 ტკივილისა და შეხების აღქმის ტესტებს

⚠️ რეკომენდებულია ტერფების რეგულარული დათვალიერება მცირე ტრავმებისა და წყლულების ადრეული გამოვლენის მიზნით.

💊 მკურნალობა და მართვა

მთავარი მიზანია სისხლში გლუკოზის სტაბილური კონტროლი და მისი ცვალებადობის შემცირება.

დამხმარე თერაპიად გამოიყენება ალფა-ლიპოის მჟავა და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული ბოჭკოების ფუნქციის შენარჩუნებას.

ტკივილის ინტენსივობისა და ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით, შესაძლებელია დამატებით სხვა დამხმარე პრეპარატების დანიშვნაც სპეციალისტის რეკომენდაციით.

🩺 ცხოვრების წესის მოდიფიკაცია

ნეიროპათიის პროგრესის შენელებისა და გართულებების პრევენციისთვის აუცილებელია:

✅ რეგულარული ფიზიკური აქტივობა
🏃‍♀️ ყოველდღიური მსუბუქი მოძრაობა ან ვარჯიში აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ამცირებს ინსულინრეზისტენტობას.

🚭 თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა
ნიკოტინი ამცირებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიაში და აჩქარებს ნერვული დაზიანების განვითარებას.

⚖️ სხეულის მასის ნორმალიზება
წონის კონტროლი ამცირებს გლიკემიურ და მეტაბოლურ სტრესს ნერვულ სისტემაზე.

🌤️ D ვიტამინის დონის რეგულაცია
ოპტიმალური დონე ასოცირებულია ნერვული და იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებასთან.

🫀 არტერიული წნევის და ლიპიდური პროფილის კონტროლი
კარდიომეტაბოლური რისკების მართვა იცავს მიკროცირკულაციას და აფერხებს ნეიროპათიის პროგრესს.

📣 პრევენციული ჩარევა, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, მნიშვნელოვნად ამცირებს ნეიროპათიული დაზიანების განვითარების რისკს.

🤍 გისურვებთ ჯანმრთელობას!

#დიაბეტურინეიროპათია #დიაბეტი #ენდოკრინოლოგი #ნეიროპათია #შაქრიანიდიაბეტი #დიაბეტისგართულებები #დიაბეტისმართვა #გლუკოზისკონტროლი

Dr.Tamuna Biadze - Endocrinologist

⚡️ მუდმივი დაღლილობა, ენერგიის დეფიციტი და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება ხშირად ენდოკრინული სისტემის დისბალანსზე მიუთი...
20/07/2025

⚡️ მუდმივი დაღლილობა, ენერგიის დეფიციტი და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება ხშირად ენდოკრინული სისტემის დისბალანსზე მიუთითებს — მნიშვნელოვანია მიზეზების დროული შეფასება

შესაძლო მიზეზები ⬇️

◾️ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთიროზი)
➤ სიმპტომები: ენერგიის დეფიციტი, დაღლილობა, სიცივის მიმართ მგრძნობელობის ცვლილება, წონის მომატება, ძილიანობა, კანის სიმშრალე.

◾️ ინსულინრეზისტენტობა და გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა
➤ სისხლში შაქრის დონის რყევები იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებადობას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.

◾️ ჰორმონალური დისბალანსი სტრესის ფონზე
➤ ჰორმონების (მაგ. კორტიზოლის) დისრეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის დაქვეითება და ქრონიკული დაღლილობა.

◾️ D ვიტამინის დეფიციტი
➤ თან ახლავს კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ნევროლოგიური და იმუნური დარღვევები.

◾️ რკინადეფიციტური ანემია
➤ აუცილებელია რკინის დონის განსაზღვრა, რადგან ანემია ხშირად ვლინდება დაღლილობით.

◾️ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი
➤ თან ახლავს დაღლილობა.

◾️არასრულფასოვანი ძილი (ინსომნია, აპნოე)
➤ ძილის ღრმა ფაზების დარღვევა მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის დონეს და კონცენტრაციის უნარს.

💡 მოუსმინეთ სხეულს, სწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე დამოკიდებულია თქვენი ენერგია და სიცოცხლის ხარისხი.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 🤍

Dr.Tamuna Biadze - Endocrinologist #ენდოკრინოლოგი
#ენდოკრინოლოგია #დაღლილობა #ჰორმონები #ჰიპოთიროზი #ინსულინრეზისტენტობა

⚡️ რა არის დაბალგლიკემიური საკვები?დაბალგლიკემიური საკვები არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნელა გარდაიქმნება გლუკოზად და...
24/06/2025

⚡️ რა არის დაბალგლიკემიური საკვები?

დაბალგლიკემიური საკვები არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნელა გარდაიქმნება გლუკოზად და არ იწვევს სისხლში შაქრის მკვეთრ მატებას.

დაბალგლიკემიური საკვები ნელა შეიწოვება, უზრუნველყოფს გრძელვადიან ენერგიას და ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილურობას.

🔹 დაბალგლიკემიური საკვების სარგებელი:

✔ ხელს უწყობს პრედიაბეტის, დიაბეტის და ინსულინრეზისტენტობის მართვას
✔ ამცირებს შაქრის მკვეთრი მატებისა და ვარდნის რისკს
✔ ხელს უწყობს წონის კონტროლს, რადგან არ იწვევს მადის გაძლიერებას
✔ უჯრედისით მდიდარია და აუმჯობესებს მონელებას
✔ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს

🥗 დაბალგლიკემიური საკვების არასრული სია:

➤ ბოსტნეული 🥦🥒🍅🫑

✔ ბროკოლი
✔ კიტრი
✔ პომიდორი
✔ ბულგარული წიწაკა
✔ ისპანახი
✔ ბადრიჯანი
✔ სალათის ფურცელი

➤ მარცვლეული და პარკოსნები 🍚🫘

✔ შვრია (მთლიანი მარცვალი)
✔ ყავისფერი ბრინჯი
✔ წიწიბურა
✔ ოსპი
✔ ლობიო
✔ სელის თესლი

➤ ცილოვანი საკვები 🐟🍗🥚

✔ თევზი (ორაგული, ტუნა)
✔ ქათმის ფილე
✔ კვერცხი

➤ ხილი 🍏🍎🍊🍓🍒

✔ ვაშლი
✔ მარწყვი
✔ ალუბალი
✔ გრეიფრუტი

➤ რძის პროდუქტები 🥛🧀

✔ ყველი
✔ ხაჭო
✔ არაჟანი

➤ ჯანსაღი ცხიმები და თხილეული 🥑🥜

✔ ავოკადო
✔ ნუში
✔ კაკალი
✔ თხილი
✔ ზეითუნის ზეთი

⚠ მოერიდეთ მაღალგლიკემიურ პროდუქტებს, რომლებიც სწრაფად ზრდიან სისხლში შაქრის დონეს:

🍬🍩🍫🍰🧁🍦🍯
❌ შაქარი
❌ კანფეტები
❌ შოკოლადები
❌ მურაბა
❌ თაფლი
❌ საკონდიტრო ნაწარმი
❌ ნატურალური წვენები
❌ ტკბილი გაზიანი სასმელები (მაგ., კოკა-კოლა, პეპსი და სხვა)

✅ დაბალგლიკემიური საკვების ჩართვა რაციონში ხელს შეუწყობს დიაბეტის, ინსულინრეზისტენტობის, ჭარბწონიანობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციასა და მართვას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
#ენდოკრინოლოგი

#დაბალგლიკემიურისაკვები
#შაქრიანიდიაბეტი
#ინსულინრეზისტენტობა
#ჯანსაღიკვება

⚡️ძილის ქრონიკული უკმარისობა და მისი ხარისხის დარღვევა იწვევს ჰორმონულ და მეტაბოლურ დისბალანსს, რაც აფერხებს ცხიმის წვას...
06/06/2025

⚡️ძილის ქრონიკული უკმარისობა და მისი ხარისხის დარღვევა იწვევს ჰორმონულ და მეტაბოლურ დისბალანსს, რაც აფერხებს ცხიმის წვას და ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის მიდამოში.

⚠️ ძილის უკმარისობის ძირითადი მექანიზმები:

◻️ გრელინის მომატება
🔹 გრელინი — შიმშილის ჰორმონი
🔹 ძილის დეფიციტის დროს მისი დონე იმატებს
🔹 იზრდება მადა, განსაკუთრებით ნახშირწყლების მიმართ

◻️ ლეპტინის დაქვეითება
🔹 ლეპტინი — დანაყრების ჰორმონი
🔹 ძილის ნაკლებობისას მისი დონე იკლებს
🔹 ტვინი ვერ აღიქვამს დანაყრების სიგნალს

◻️ კორტიზოლის მომატება
🔹 კორტიზოლი — სტრესის ჰორმონი
🔹 ძილის დარღვევა აძლიერებს მის სეკრეციას
🔹 ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის მიდამოში

◻️ ინსულინის მგრძნობელობის დაქვეითება
🔹 უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე
🔹 ვითარდება ინსულინის რეზისტენტობა
🔹 იზრდება ცხიმოვანი მასის დაგროვების რისკი

📚 კვლევებით დადგენილია, რომ ძილის დარღვევა:
▫️ზრდის ჭარბი წონისა და მუცლის ცხიმის განვითარების რისკს
▫️აფერხებს წონის კლებას
▫️ამძაფრებს ტკბილეულის მოთხოვნილებას
▫️ ასოცირდება მეტაბოლურ სინდრომთან და ტიპი 2 დიაბეტთან

🩺 ძილი არ არის მხოლოდ ფიზიკური განტვირთვა — ის წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული, მეტაბოლური და ნეიროფიზიოლოგიური რეგულაციის მნიშვნელოვან ფაზას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

#ძილი #წონისკლება #ჰორმონები #ექიმისრჩევა #ენდოკრინოლოგი
Dr.Tamuna Biadze - Endocrinologist

🩸 გლუკოზის (შაქრის) დონეების ნორმებიეფუძნება ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) და ევროპის დიაბეტის ასოციაციის (EASD) გა...
29/05/2025

🩸 გლუკოზის (შაქრის) დონეების ნორმები

ეფუძნება ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) და ევროპის დიაბეტის ასოციაციის (EASD) გაიდლაინებს

🔹 ფიზიოლოგიური (ნორმალური) გლუკოზის დონეები:

▫️ უზმოდ: < 100 მგ/დლ
▫️ ჭამიდან 2 სთ-ში: < 140 მგ/დლ
▫️ გლიკოჰემოგლობინი (HbA1c): < 5.7%

🔹 პრედიაბეტი:

▫️ უზმოდ: 100–125 მგ/დლ
▫️ ჭამიდან 2 სთ-ში: 140–199 მგ/დლ
▫️ HbA1c: 5.7–6.4%

🔹 შაქრიანი დიაბეტი:

▫️ უზმოდ: ≥ 126 მგ/დლ
▫️ ჭამიდან 2 სთ-ში: ≥ 200 მგ/დლ
▫️ HbA1c: ≥ 6.5%

🔹 დადასტურებული დიაბეტი – სამიზნე მაჩვენებლები
(არაორსულ, ზრდასრულ პაციენტებში)

▫️ უზმოდ: 80–130 მგ/დლ
▫️ ჭამიდან 2 სთ-ში: < 180 მგ/დლ
▫️ HbA1c: < 7%

✅ გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

გაუზიარეთ მათ, ვისთვისაც ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია.

🩺 გისურვებთ ჯანმრთელობას!
Dr.Tamuna Biadze - Endocrinologist

#შაქარი
#გლუკოზა
#დიაბეტი
#პრედიაბეტი
#შაქრიანიდიაბეტი
#გლიკოჰემოგლობინი
#შაქრისკონტროლი
#ენდოკრინოლოგია

⚡️ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს, ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ...
25/04/2025

⚡️ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს, ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და რეპროდუქციულ სისტემების ფუნქციონირებას. მათი დისბალანსი გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

დისფუნქცია ორი ძირითადი ფორმით ვლინდება:

🛑 ჰიპოთირეოზი- დაქვეითებული ფუნქცია:
სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:

🔹 დაღლილობა, ზოგადი სისუსტე
🔹 ძილიანობა
🔹 წონის მატება
🔹 სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა
🔹 კანის სიმშრალე, ოფლიანობის შემცირება
🔹 თმის ცვენა
🔹 გულისცემის სიხშირის დაქვეითება
🔹 ფრჩხილების მტვრევადობა
🔹 ყაბზობა (შეკრულობა)
🔹 დეპრესია, განწყობის ცვლილებები
🔹 მეხსიერების დაქვეითება
🔹 მენსტრუალური ციკლის დარღვევა
🔹 შეშუპება (სახესა და ქვედა კიდურების არეში)

🛑 ჰიპერთირეოზი- გაძლიერებული ფუნქცია:

🔹 წონის კლება -ნორმალური ან გაძლიერებული მადის მიუხედავად
🔹 სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
🔹 შფოთვა, გაღიზიანებადობა
🔹 ძილის დარღვევა
🔹 ხელების კანკალი
🔹 ჭარბი ოფლიანობა
🔹 სითბოს აუტანლობა
🔹 კუჭის მოქმედების გახშირება
🔹 მენსტრუალური ციკლის დარღვევა
🔹 კუნთების სისუსტე
🔹 თვალების წინ წამოწევა (გრეივსის დაავადება)

⚠️როდის მივმართოთ ენდოკრინოლოგს?
თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა საშუალებას გვაძლევს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დავარეგულიროთ და თავიდან ავიცილოთ გართულებები.

#ენდოკრინოლოგი #ფარისებრიჯირკვალი #ჰორმონები #ჰიპოთირეოზი #ჰიპერთირეოზი

Address

უზნაძის ქუჩა 103
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr.Tamuna Biadze - Endocrinologist posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share