სიმსივნე - ცნობიერების ამაღლება simsivne - cnobierebis amgleba

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სიმსივნე - ცნობიერების ამაღლება simsivne - cnobierebis amgleba

სიმსივნე - ცნობიერების ამაღლება simsivne - cnobierebis amgleba https://simsivne.ge/
რჩევები და რეკომენდაციები კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.

💙 ონკოლოგიური დიაგნოზი მხოლოდ პაციენტის გამოცდილება არ არის — ის მთელი ოჯახის ცხოვრებას ცვლის.სწორედ ამიტომ, ამჯერად ფსი...
03/08/2026

💙 ონკოლოგიური დიაგნოზი მხოლოდ პაციენტის გამოცდილება არ არის — ის მთელი ოჯახის ცხოვრებას ცვლის.

სწორედ ამიტომ, ამჯერად ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და არტთერაპიის შეხვედრაზე ვიწვევთ არა მხოლოდ ონკოპაციენტებს, არამედ მათ მოზარდ და მოზრდილ შვილებსაც.

📅 5 აგვისტო | 17:00 სთ.
⚫️ დასწრება თავისუფალია
⬇️ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პოსტში.

გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, რათა ბევრ ადამიანს მიეცეს ამ შეხვედრაზე დასწრების საშუალება 💛

🔸თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.

📅 5 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბალნეოლოგიური უმასპინძლებს ონკოპაციენტებსა და მათ მოზარდ და მოზრდილ შვილებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და არტთერაპიის უფასო სეანსზე.

🔸შეხვედრას გაუძღვება ნინო ქასოშვილი — „ორნამენტთერაპიის“ ალბომის შემქმნელი, რომელიც მონაწილეებს საკუთარ საავტორო მეთოდს გააცნობს და პრაქტიკულ სესიას ჩაუტარებს.

🔸„ორნამენტთერაპია“ უძველესი ქართული ორნამენტების მოტივებს თანამედროვე ვიზუალურ ენასთან აერთიანებს. ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტრუქტურირებას, ემოციური დაძაბულობის შემცირებასა და მენტალური წონასწორობის აღდგენას.

🔸ონკოლოგიური დაავადება გავლენას ახდენს არა მხოლოდ პაციენტზე, არამედ მთელ ოჯახზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი და მოზრდილი შვილების ემოციური მხარდაჭერა, რადგან ისინიც არანაკლებ რთულ ფსიქოლოგიურ პროცესს გადიან.

🔸 ღონისძიების პარტნიორია ENGAGe Teens Georgia — საქართველოს პაციენტთა კავშირის ახალგაზრდული ჯგუფი. სწორედ ამიტომ, მათი პროექტის „შვილები“ ფარგლებში, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ონკოპაციენტები, ისე მათი შვილები.

🔸გვჯერა, რომ ონკორეაბილიტაცია მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენას არ გულისხმობს. სწორედ ამიტომ, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო და მხარდამჭერ შეხვედრებს, რათა ონკოპაციენტებსა და მათ ოჯახებს რეაბილიტაციის პროცესში მრავალმხრივი მხარდაჭერა შესთავაზოს.

➡ გელით 5 აგვისტოს, 17 საათზე, თბილისის ბალნეოლოგიოურ სპა კურორტზე. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია ონკოპაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს, რათა ბევრმა ადამიანმა შეძლოს დასწრება💙

⭕️რატომ არის ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანი?🔹კიბოს დიაგნოზმა ან მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მადაზე, წონაზე, ენერ...
29/07/2026

⭕️რატომ არის ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანი?

🔹კიბოს დიაგნოზმა ან მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მადაზე, წონაზე, ენერგიის დონეზე, გემოს შეგრძნებაზე და საჭმლის მონელებაზე.
🔹ჯანსაღი, დაბალანსებული კვება ხელს უწყობს:
▪️ენერგიისა და ძალის შენარჩუნებას;
▪️კუნთებისა და ქსოვილების აღდგენას;
▪️იმუნური სისტემის გაძლიერებას;
▪️ჯანსაღი წონის შენარჩუნებას;
▪️გულის დაავადებების, დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა ჯანმრთელობის პრობლემის რისკის შემცირებას;
▪️მკურნალობის გვერდითი მოვლენების მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

➡ჩვენი მიზანია ყოველდღიურად მიიღოთ საკმარისი:

✅ნახშირწყლები: ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა და გვეხმარება ყოველდღიური აქტივობის, ტვინის მუშაობისა და ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში. კიბოს მკურნალობის დროს ნახშირწყლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმს აღდგენისათვის ძალა და ენერგია სჭირდება.
ჯანსაღი ნახშირწყლების კარგი წყაროა:
▪️მთელმარცვლოვანი პური;
▪️შვრია;
▪️წიწიბურა;
▪️ყავისფერი ბრინჯი;
▪️მაკარონი;
▪️კარტოფილი და ტკბილი კარტოფილი;
▪️სიმინდი;
▪️ლობიო, ოსპი და ბარდა;
▪️ხილი და ბოსტნეული.

➡უპირატესობა მიანიჭეთ მთელმარცვლოვან და ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტებს, რადგან ისინი შეიცავს ბოჭკოს, ვიტამინებსა და მინერალებს. მაგალითად, თეთრი პურის ნაცვლად აირჩიეთ მთელმარცვლოვანი პური, ხოლო თეთრი ბრინჯის ნაცვლად - წიწიბურა ან ყავისფერი ბრინჯი.

✅ცილა: ცილა აუცილებელია ორგანიზმის ზრდის, კუნთების შენარჩუნებისა და ქსოვილების აღდგენისთვის. იგი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მკურნალობის პერიოდში ორგანიზმს ხშირად მეტი ცილა სჭირდება.
ცილის კარგი წყაროებია:
▪️თევზი;
▪️ქათამი და ინდაური;
▪️კვერცხი;
▪️რძე, იოგურტი, კეფირი, ხაჭო, ყველი - რძის ნაწარმი ცილისა და კალციუმის წყაროა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის;
▪️ლობიო, ოსპი და მუხუდო;
▪️სოიოს პროდუქტები;
▪️თხილი და თესლები.
▪️წითელი ხორცი, მაგალითად საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცი.

❗️გახსოვდეთ:
წითელი ხორცი მიიღეთ ზომიერად, კვირაში 1-2ჯერ. უფრო ხშირად ჩაანაცვლეთ თევზით, ქათმით, ინდაურით, ლობიოთი, ოსპით ან სხვა ცილით.
➡რეკომენდებულია, ცილოვანი პროდუქტი მიიღოთ ყოველ ძირითად კვებაზე და მცირე წასახემსებლის დროსაც.

✅ბოჭკო: ბოჭკო ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას. ის ასევე გეხმარებათ დანაყრების შეგრძნებაში და შეიძლება დადებითად იმოქმედოს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის კონტროლზე.

ბოჭკოს კარგი წყაროა:
▪️პარკოსნები - ლობიო, ოსპი, მუხუდო, ბარდა;
▪️მთელმარცვლოვანი პროდუქტები - შვრია, წიწიბურა, ქერი, ყავისფერი ▪️ბრინჯი, მთელმარცვლოვანი პური და მაკარონი;
▪️ხილი კანიანად;
▪️ჩირი;
▪️ბოსტნეული;
▪️თხილი და თესლები - ნუში, კაკალი, მზესუმზირას თესლი, სელის თესლი, ჩიას თესლი.

➡ეცადეთ, ბოჭკო მიიღოთ თითოეული კვებისას. აირჩიოთ სხვადასხვა ფერის სეზონური ხილი და ბოსტნეული -„ცისარტყელის პრინციპით“.

✅ცხიმი ორგანიზმისთვის საჭიროა ენერგიის მისაღებად, უჯრედებისა და ქსოვილების დასაცავად, ასევე A, D, E და K ვიტამინების შესათვისებლად.

კიბოს მკურნალობის დროს ცხიმი შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს მაშინ, როცა მადა დაქვეითებულია ან წონა იკლებს, რადგან მცირე ულუფითაც მეტ ენერგიას გაძლევთ.

➡უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ, უჯერ ცხიმებს:
▪️ზეითუნის ზეთი;
▪️ავოკადო;
▪️ნუში, კაკალი, თხილი;
▪️სელის, ჩიას, მზესუმზირას ან გოგრის თესლი;
▪️ცხიმიანი თევზი - ორაგული, სკუმბრია, სარდინი;
▪️არაქისის ან სხვა თხილის კარაქი.

➡ეცადეთ შეზღუდოთ ნაჯერი და ტრანსცხიმები, რომლებიც ხშირად გვხვდება:
▪️მარგარინში;
▪️ცომეულში, ნამცხვრებში და ფუნთუშებში;
▪️ჩიფსებში და ზოგიერთ მზა წასახემსებელში;
▪️სწრაფი კვების ან შემწვარ (deep fried) პროდუქტებში.

✅სითხე აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის. ის ხელს უწყობს ჰიდრატაციის შენარჩუნებას, საჭმლის მონელებას, თირკმელების მუშაობას, სხეულის ტემპერატურის რეგულირებას და დაღლილობის შემცირებას. კიბოს მკურნალობის დროს სითხე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ღებინებამ, დიარეამ, სიცხემ ან მადის დაქვეითებამ შეიძლება გაუწყლოვნება გამოიწვიოს.
კარგი არჩევანია:
▪️წყალი;
▪️სუპი და ბულიონი;
▪️რძე, კეფირი და იოგურტი;
▪️უშაქრო ან ნაკლებშაქრიანი ჩაი;
▪️კომპოტი ან წვენი ზომიერად;
▪️სმუზი.

➡ეცადეთ, სითხე მიიღოთ ხშირად და მცირე ყლუპებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ გულისრევა ან პირის სიმშრალე გაწუხებთ. ბევრ ადამიანს საშუალოდ დღეში დაახლოებით 1.5–2 ლიტრი სითხე სჭირდება, თუმცა ზუსტი რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს მკურნალობის, წონის, თირკმლის ან გულის მდგომარეობის მიხედვით.

გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, რათა მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა

➡სიკვდილზე საუბარი ძალიან რთულია და დიდი სიმამაცე სჭირდება. ამიტომაც ხშირად თავს ვარიდებთ სიკვდილის თემას მიუხედავად იმი...
15/07/2026

➡სიკვდილზე საუბარი ძალიან რთულია და დიდი სიმამაცე სჭირდება. ამიტომაც ხშირად თავს ვარიდებთ სიკვდილის თემას მიუხედავად იმისა, რომ მასზე ღიად და გულწრფელად საუბარი, შიშის გაზიარება ბევრი ადამიანისთვის დიდი შვებაა.

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სიკვდილზე საუბარმა შეიძლება ადამიანი მოსალოდნელზე ადრე მიიყვანოს სიკვდილამდე, თუმცა სიკვდილის თემის ტაბუირება გამოსავალი არ არის. მასზე არ ლაპარაკმა შეიძლება გააძლიეროს შიში, სევდა, მარტოობა და შფოთვა, დაძაბოს ურთიერთობები ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან, ამასთან გადაავადოს პრაქტიკული საკითხების მოგვარება.

➡ონკოპაციენტების უმეტესობამ, ვინც სიცოცხლის დასასრულს უახლოვდება, ძირითად შემთხვევაში იცის, რომ კვდება. მაგრამ შესაძლოა ისინი ამ თემას თავს არიდებდნენ, რათა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს არ აგრძნობინონ თავი უხერხულად. მათ შეიძლება ეშინოდეთ, რომ სხვები ვერ გაუმკლავდებიან ამაზე საუბარს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს აგრძნობინოთ, რომ მზად ხართ საუბრისა და მოსმენისთვის. მნიშვნელოვანია, მისცეთ მათ საუბრის დრო. არ შეცვალოთ თემა, მაშინაც კი, თუ არ იცით რა თქვათ ან რომელიმე თქვენგანი ტირილს დაიწყებს. ყურადღებით მოუსმინეთ, მაშინაც კი, თუ გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებს. ეს ხშირია, როცა ადამიანები ასეთ ემოციურ მდგომარეობაში არიან.

➡რამდენიმე რჩევა, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ მსგავსი საუბრებისთვის:

🔹საუბრის დასაწყებად შეიძლება დაგეხმაროთ ასეთი სიტყვები: „ვიცი, ეს ძალიან რთულია, მაგრამ შეიძლება დაგვეხმაროს, თუ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ვგრძნობთ თავს და რა გველის წინ“.
🔹წაახალისეთ, მეტი ისაუბროს თავის გრძნობებზე, ჰკითხეთ: როგორ გრძნობ თავს? არის რამე ერთი კონკრეტული რამ, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს? მუდმივად გეშინია თუ მხოლოდ ზოგჯერ? არის რამე, რაზეც საუბარი გინდა? არის რამე, რაც გეხმარება დამშვიდებაში?

➡ეცადეთ, მოერიდოთ რჩევების მიცემას. ის, რაც თქვენთვის სასარგებლოა, შესაძლოა სხვა ადამიანისთვის ასე არ იყოს.

მოერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ზუსტად ვიცი, რას გულისხმობ“ ან „მეც ასე მიგრძნია თავი“.

➡არ შეცვალოთ თემა, რაც არ უნდა რთული და უხერხული იყოს საუბარი.

შეიძლება გინდოდეთ უთხრათ: „ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ“ ან „ასე ნუ ლაპარაკობ - ყველაფერი მოგვარდება“ და ა.შ. მაგრამ მოერიდეთ ხელოვნურ პოზიტიურობას.

🔹ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია ასეთ სენსიტიურ თემაზე მხოლოდ უახლოეს ადამიანთან ისაუბროს, სხვებს პირიქით, უცხოებთან უფრო უადვილდებათ, ზოგს მხოლოდ პროფესიონალთან ან სულიერ მოძღვართან. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც კვდებიან, სურთ, რომ ვინმემ მოუსმინოს.

გამოყენებული წყარო:
https://www.cancerresearchuk.org/about-cancer/coping/dying-with-cancer/coping-with-the-news/talking-about-dying

➡გვიხარია, რომ ჩვენი პირველი საგანმანათლებლო შეხვედრა ონკონუტრიციის თემაზე შედგა.განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მარი მალა...
03/07/2026

➡გვიხარია, რომ ჩვენი პირველი საგანმანათლებლო შეხვედრა ონკონუტრიციის თემაზე შედგა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მარი მალაზონიას, რომელმაც რთული სამედიცინო საკითხები ძალიან გასაგებად, პრაქტიკული მაგალითებით და დიდი გულისხმიერებით ახსნა.

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხი იყო. თითოეულ მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა საკუთარი, ხშირად ძალიან პირადი კითხვები და მიეღო პასუხი სანდო სპეციალისტისგან.

ჩვენთვის ეს შეხვედრა მხოლოდ ერთი საღამო არ ყოფილა.
ეს იყო დასაწყისი იმისა, რისი განხორციელებაც დიდი ხანია გვინდა — შევქმნათ სივრცე, სადაც ონკოპაციენტებსა და მათ ოჯახის წევრებს სანდო ინფორმაცია, მხარდაჭერა და ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.

მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მოხვედით, გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები, კითხვები და ნდობა. სწორედ ეს გვაძლევს ძალას, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გავაგრძელოთ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს, რომელმაც ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის თავისი სივრცე დაგვითმო და ღონისძიებას უმასპინძლა.

ეს მხოლოდ დასაწყისია. 💙

⭕1 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში გაიმართება შეხვედრა ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების...
25/06/2026

⭕1 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში გაიმართება შეხვედრა ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

შეხვედრის პროგრამა:

🔹ექიმი-ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია ისაუბრებს თემაზე „ონკოლოგია, მალნუტრიცია და კვებითი შუქნიშანი“

🔹სადისკუსიო პანელი – დარგის სპეციალისტები ისაუბრებენ კვების აქტუალურ საკითხებზე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებში.

🔹კითხვა-პასუხი – შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღონ პასუხები სპეციალისტებისგან.

📍 შეხვედრის ადგილი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი (აბანოთუბანი, ვახტანგ გორგასლის N9)
🕕 1 ივლისი, 18:00
⭕ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

➡დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdWxpeqPaq-qjKdAgVhnYf4lRxcv5D-T0fe_p7421xBnkSgDw/viewform

გთხოვთ, გააზიროთ პოსტი, რათა მეტმა ადამიანმა შეიტყოს ამ შეხვედრის შესახებ.
კომენტარებში დაგვიწერეთ კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მოსმენას.

💧 კიბომ და მისმა ზოგიერთმა მკურნალობამ, როგორიცაა ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია და იმუნოთერაპია, შეიძლება გამოიწვიოს შ...
19/06/2026

💧 კიბომ და მისმა ზოგიერთმა მკურნალობამ, როგორიცაა ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია და იმუნოთერაპია, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

▪️ ღებინება
▪️ დიარეა
▪️ ცხელების გამო ოფლიანობა
▪️ მადის დაკარგვა

ოპერაციის შემდეგ, თუ გაქვთ მილები ან დრენაჟები, შესაძლოა სითხე დაკარგოთ კუჭიდან ან ნაწლავებიდანაც.

როდესაც კიბოს მკურნალობის გვერდითი მოვლენები მძიმეა, მათ შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიიღოთ საკმარისი რაოდენობის საკვები და სასმელი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმიდან იმაზე მეტი სითხისა და მარილების, ანუ ელექტროლიტების, დაკარგვა, ვიდრე მიღებას შეძლებთ. შედეგად ვითარდება ორგანიზმში სითხის ნაკლებობა — დეჰიდრატაცია.

💧 გახსოვდეთ, ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის სითხე მისი სწორი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ზოგიერთი ონკოპაციენტი შეიძლება დეჰიდრატაციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო:

▪️ ასაკი — ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები დეჰიდრატაციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
▪️ ქრონიკული დაავადებები — დიაბეტის, თირკმლის დაავადების მქონე ადამიანებს ან მათ, ვინც შარდმდენ მედიკამენტებს იღებს, შეიძლება გაუჭირდეთ საკმარისი სითხის მიღება.
▪️ ვარჯიში — ფიზიკური აქტივობის დროს ადამიანი ოფლით მეტ სითხეს კარგავს.
▪️ კოგნიტიური პრობლემები — ასეთ ადამიანებს ხშირად უჭირთ საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

რა სიმპტომები აქვს დეჰიდრატაციას?

💧 წყურვილის შეგრძნება
💧 შარდვის შემცირება
💧 მუქი ფერის ან მძაფრი სუნის მქონე შარდი
💧 ძლიერი დაღლილობა
💧 თავბრუსხვევა
💧 პირის, კანისა და თვალების სიმშრალე
💧 ჩაცვენილი თვალები
💧 კუნთების სისუსტე და სპაზმები
💧 თავის ტკივილი
💧 გულისრევა
💧 წონის კლება
💧 აჩქარებული სუნთქვა
💧 დაბალი არტერიული წნევა
💧 სხეულის ტემპერატურის მომატება
💧 მადის დაქვეითება და წყურვილის არქონა

რჩევები დეჰიდრატაციის მართვისთვის

✅ დალიეთ მცირე რაოდენობით სითხე ხშირად. წყლის გარდა სითხედ ითვლება კომპოტი, წვენი, სუპი და რძიანი სასმელები.

✅ ზოგჯერ ცივი ან ყინულიანი სითხეები უფრო ადვილად დასალევია.

✅ მიირთვით საკვები, რომელიც მეტ სითხეს შეიცავს — ხილი, ბოსტნეული, სუპები, იოგურტი და სმუზები.

✅ თუ სმა ან ჭამა გიჭირთ, წუწნეთ ყინულის პატარა ნატეხები ან ხილის ყინული.

✅ დალიეთ მეტი სითხე ვარჯიშამდე და ცხელ ამინდში გარეთ გასვლამდე.

✅ მოერიდეთ ალკოჰოლსა და კოფეინს (ყავა, ჩაი), რადგან მათ შეუძლიათ სითხის დაკარგვის გაძლიერება.

✅ დაიტენიანეთ კანი, რათა თავიდან აიცილოთ მისი გამოშრობა და დახეთქვა.

⚠️ აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ:

▪️ ვერ სვამთ ან ვერ ინარჩუნებთ სითხეს ორგანიზმში
▪️ გაქვთ ღებინება, დიარეა, ცხელება ან ყლაპვის გაძნელება 24 საათზე მეტხანს
▪️ შარდი ძალიან მუქია ან ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა, ან შარდვა არ ყოფილა 8 საათის ან მეტი დროის განმავლობაში

გთხოვთ გადააზიაროთ პოსტი, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი გვერდის შესახებ.

გამოყენებული წყაროები:

American Cancer Society
Cancer Research UK

⭕ქიმიოთერაპიისა და მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპი...
16/06/2026

⭕ქიმიოთერაპიისა და მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის.
გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

🔹 ფერტილობა — ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატი გავლენას ახდენს ფერტილობაზე, ანუ დაორსულების ან სხვისი დაორსულების უნარზე. თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებელია მკურნალობის დაწყებამდე ესაუბროთ ონკოლოგს. ზოგჯერ ფერტილობის შენარჩუნება შესაძლებელია ქიმიოთერაპიის დაწყებამდე სპერმის ან კვერცხუჯრედების შენახვით.

🔹 სტომატოლოგიური შემოწმება — ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სტომატოლოგიური შემოწმება ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. თუ თქვენი კბილები ან პროთეზები კარგ მდგომარეობაშია, ეს ამცირებს მკურნალობის დროს პირის ღრუს პრობლემების რისკს.

🔹 სხვა პრეპარატების, ვიტამინების ან დანამატების მიღება — ყოველთვის უთხარით თქვენს ონკოლოგს ყველა რეცეპტით გამოწერილი ან ურეცეპტო პრეპარატის, ვიტამინის, მცენარეული საშუალების ან საკვები დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ ან აპირებთ მიღებას. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ან მკურნალობა ნაკლებად ეფექტური გახადოს.

🔹 ვაქცინაცია — ვაქცინაციამ შეიძლება შეამციროს გარკვეული ინფექციების რისკი. ექიმები, ჩვეულებრივ, ონკოპაციენტებს ურჩევენ გრიპისა და კორონავირუსის ვაქცინაციას. ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს მკურნალობამდე, მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.

🔹 ტესტები და გამოკვლევები — ქიმიოთერაპიის დაწყებამდე შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სკანირება ან რენტგენი, რათა გაირკვეს მეტი ინფორმაცია კიბოს გავრცელების, ანუ მისი სტადიის შესახებ.

🔹 ორგანოების ფუნქციის შეფასება — ზოგიერთმა ქიმიოთერაპიულმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ორგანოებზე, მაგალითად გულზე ან თირკმელებზე. ქიმიოთერაპიის დაწყებამდე შეიძლება დაგჭირდეთ ტესტები იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეს ორგანოები.

🔹 სისხლის ანალიზები — ქიმიოთერაპიის თითოეული ციკლის წინ ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი.

მკურნალობის გეგმის ცვლილებები 🩺

შესაძლოა ქიმიოთერაპიის მკურნალობის გეგმის შეცვლა გახდეს საჭირო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ქიმიოთერაპიის გავლენით პაციენტის სხეულზე ან მისი გავლენით კიბოზე. ზოგჯერ ცვლილებები შეიძლება გაკეთდეს პაციენტის პირადი გარემოებების გათვალისწინებით.

მიზეზიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება:

▪️ გადადოს ქიმიოთერაპია მცირე ხნით;
▪️ შეამციროს დოზა;
▪️ დანიშნოს სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატი.

კიბოს ტიპიდან გამომდინარე, მკურნალობის მცირე ხნით გადადება, ჩვეულებრივ, პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენი ონკოლოგი გეტყვით, რამდენად მისაღებია ეს კონკრეტულ შემთხვევაში.

📚 გამოყენებული წყარო:
https://www.macmillan.org.uk/cancer-information-and-support/treatment/types-of-treatment/chemotherapy

⭕ქიმიოთერაპია იყენებს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს კიბოს უჯრედების გასანადგურებლად.🔹ქიმიოთერაპიის უმეტესობა სისხლის ს...
12/06/2026

⭕ქიმიოთერაპია იყენებს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს კიბოს უჯრედების გასანადგურებლად.

🔹ქიმიოთერაპიის უმეტესობა სისხლის საშუალებით ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია სხეულის ნებისმიერ ნაწილში არსებულ კიბოს უჯრედებამდე მიაღწიოს. ქიმიოთერაპიული პრეპარატები არღვევს კიბოს უჯრედების ზრდისა და გაყოფის პროცესს.

თუმცა, ისინი ასევე მოქმედებს სხეულის ზოგიერთ ჯანმრთელ უჯრედზეც. ეს ჯანმრთელი უჯრედები, ჩვეულებრივ, ქიმიოთერაპიით გამოწვეული დაზიანების შემდეგ აღდგენას ახერხებენ, ხოლო კიბოს უჯრედები საბოლოოდ ნადგურდებიან.

🔹 ყველა ტიპის კიბოს ერთნაირი პრეპარატებით არ მკურნალობენ.

სხვადასხვა პრეპარატი კიბოს უჯრედებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. რომელი პრეპარატები და რა ფორმით დაინიშნება, დამოკიდებულია კიბოს ტიპზე.

შეიძლება დაინიშნოს ერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატი ან რამდენიმე პრეპარატის კომბინაცია. როდესაც გამოიყენება პრეპარატების კომბინაცია, თითოეული მათგანი შეირჩევა მისი განსხვავებული მოქმედების მიხედვით.

📌 ქიმიოთერაპიის ჩატარება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის:

• კიბოს ტიპზე;
• მისი დაბრუნების რისკზე;
• გავრცელების არეალზე;
• პაციენტის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

🎯 ქიმიოთერაპია შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა მიზნით:

• როგორც ძირითადი მკურნალობა ისეთი კიბოების შემთხვევაში, როგორიცაა ლიმფომა და ლეიკემია;
• კიბოს შესამცირებლად ქირურგიულ ოპერაციამდე ან რადიოთერაპიამდე (ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია);
• კიბოს დაბრუნების რისკის შესამცირებლად ოპერაციის ან რადიოთერაპიის შემდეგ (ადიუვანტური ქიმიოთერაპია);
• რათა რადიოთერაპიამ უკეთ იმოქმედოს (ქიმიორადიაცია);
• ლოკალურად გავრცელებული ან შორსწასული კიბოს სამკურნალოდ (პალიატიური ქიმიოთერაპია);
• კიბოს შესამცირებლად ან გასაკონტროლებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად (პალიატიური ქიმიოთერაპია).

👨‍⚕️ თქვენი ონკოლოგი აგიხსნით, რა მიზანი აქვს ქიმიოთერაპიას თქვენს შემთხვევაში, რამდენად ხშირად ჩაგიტარდებათ, როგორ მიიღებთ მას, რამდენ ხანს გაგრძელდება კურსი და რომელი გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი.

⏳ ქიმიოთერაპია, ჩვეულებრივ, ტარდება რამდენიმე სესიად, რომელთა შორისაც არის დასვენების პერიოდები. დასვენების პერიოდი (21 დღე, 14 დღე, 7 დღე და ა.შ.) თქვენს სხეულს აძლევს საშუალებას, აღიდგინოს ძალები და დაისვენოს გვერდითი მოვლენებისგან.

გამოყენებული წყარო:
https://www.macmillan.org.uk/cancer-information-and-support/treatment/types-of-treatment/chemotherapy

#ქიმიოთერაპია #კიბოსმკურნალობა #ონკოლოგია

🍔 ულტრადამუშავებული საკვები (მაგალითად, ყველის სნექები და ტკბილი წვენები) ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ძუძუს კიბოს რისკი...
09/06/2026

🍔 ულტრადამუშავებული საკვები (მაგალითად, ყველის სნექები და ტკბილი წვენები) ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ძუძუს კიბოს რისკის ზრდასთანაც არის დაკავშირებული.

📌 კვლევები ცხადყოფს, რომ ჯანსაღ დიეტას მნიშვნელობა არ ეკარგება ძუძუს კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგაც და გავლენას ახდენს ონკოპაციენტის გადარჩენის პროცენტულ მაჩვენებელზე.

➡ულტრადამუშავებული საკვები ორგანიზმში ანთებას და დამატებით სტრესს ზრდის იმ დროს, როცა სხეული უკვე სტრესის ქვეშაა. ჯანსაღი კვება, რომელიც შედგება მინიმალურად დამუშავებული საკვებისგან (მაგალითად, მთლიანი ხილისა და ბოსტნეულისგან ან შეფუთული საკვებისგან, რომელსაც მხოლოდ ერთი ან ორი ინგრედიენტი აქვს), მდიდარია ცილით, უჯრედისით და მოიცავს ჯანსაღ ცხიმს, ეხმარება ორგანიზმს მკურნალობის უკეთ გადატანაში.

🥗 ჯანსაღი კვება არის პრაქტიკული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ონკოპაციენტის გრძელვადიანი შედეგები და ცხოვრების ხარისხი.

რა არის ულტრადამუშავებული საკვები?

ბევრი დიეტოლოგი ულტრადამუშავებულ საკვებად მიიჩნევს ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ინგრედიენტს, რომელიც ჩვეულებრივ სახლში, სამზარეულოში არ გვხვდება. მაგალითად, ქიმიურ კონსერვანტებს, მაღალი ფრუქტოზის შემცველ სიმინდის სიროფს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს. ხშირ შემთხვევაში, საბოლოო პროდუქტი არც გარეგნობით და არც გემოთი აღარ ჰგავს საწყის ინგრედიენტებს.

ულტრადამუშავებული საკვები თითქმის ყოველთვის კალორიებით მდიდარია და ნუტრიენტებით ღარიბი. მაგალითად: ტკბილი სასმელები, ნამცხვრები, ცხარე ყველის სნექები და ა.შ.

📊 2023 წლის კვლევამ, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში კიბოს გადარჩენილ ადამიანებს აკვირდებოდა, აჩვენა, რომ მათ, ვინც ყველაზე მეტ ულტრადამუშავებულ საკვებს იღებდა, კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილის რისკი 22%-ით მაღალი ჰქონდათ.

⚠️ დადასტურდა, რომ ულტრადამუშავებული საკვების ყველა ქვეჯგუფს შორის დამუშავებული ხორცი ყველაზე საშიშია და კიბოთი სიკვდილიანობასთან ყველაზე მეტად არის დაკავშირებული.

მთავარი რეკომენდაცია არის დამუშავებული ხორცის მიღების შეზღუდვა, როგორიცაა ბეკონი, სოსისი, ძეხვეული, ქათმის ნაგეტსები, შებოლილი და დაკონსერვებული ხორცი.

გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ💙

გამოყენებული წყარო:
https://www.breastcancer.org/news/women-ultraprocessed-foods-worse-breast-cancer-survival

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სიმსივნე - ცნობიერების ამაღლება simsivne - cnobierebis amgleba posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share