24/06/2026
სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ეტლი 𝐀𝐥𝐟𝐚 შექმნილია 𝟏𝟎𝟎–𝟏𝟓𝟎 სმ სიმაღლისა და 𝟓𝟓 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებისთვის. მას აქვს მყარი, გამძლე კონსტრუქცია, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ მოდულებს — ჩარჩოს, სავარძელსა და საზურგეს, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ტრანსპორტირებასა და ყოველდღიურ გამოყენებას.
ეტლი ასევე აღჭურვილია „𝐈 𝐠𝐫𝐨𝐰 𝐰𝐢𝐭𝐡 𝐘𝐨𝐮“ (მე ვიზრდები შენთან ერთად) სისტემით, რომელიც საზურგის, სავარძლისა და ფეხის დასადგამის რეგულირების ფართო დიაპაზონის წყალობით, იძლევა ბავშვის სიმაღლესა და საჭიროებებზე სრულყოფილი ადაპტაციის შესაძლებლობას.
სპეციალური ბალიშების, განმზიდი (აბდუქციური) სოლის, მენჯ-ბარძაყის მასტაბილიზებელი და ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედების გამოყენების შესაძლებლობის წყალობით, 𝐀𝐥𝐟𝐚 უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ მხარდაჭერას სეირნობის დროს. აქსესუარების ფართო არჩევანი კი ხელს უწყობს ყოველდღიურ ფუნქციონირებას და ზრდის მომხმარებლის კომფორტს, ამინდის პირობების მიუხედავად.