20/08/2026
ზოგჯერ ყველაზე მეტად არა მარცხის, არამედ წარმატების გვეშინია!..🌿
უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა!
შეიძლება ძალიან გინდოდეს:
✨ცვლილება
✨წარმატება
✨ახალი სამსახური
✨საკუთარი საქმის დაწყება
✨ახალი ურთიერთობა
✨ან ცხოვრების ახალი ეტაპი…
მაგრამ როცა ეს შესაძლებლობა რეალურად ჩნდება, უცებ იწყებ უკან დახევას...
❌ „ჯერ მზად არ ვარ…“
❌ „იქნებ ვერ გავართვა თავი?!"
❌ „მოდი, ცოტა ხანს კიდევ დაველოდები…“
❌ „სხვები ჩემზე უკეთესები არიან…“
და ამას ხშირად უბრალოდ მოტივაციის ნაკლებობას ვარქმევთ...
მაგრამ ზოგჯერ ამ ყველაფერის უკან წარუმატებლობის შიში კი არა,
წარმატების შემდეგ მოსალოდნელი ცვლილებების შიში დგას!
როცა წარმატებას აღწევ, რაღაცები იცვლება...
შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისროს...
შეიძლება სხვების ყურადღება გაიზარდოს...
შეიძლება მოგიწიოს საკუთარი თავის უფრო მეტად წარმოჩენა...
შეიძლება ძველი გარემო და ჩვევები აღარ მოგერგოს...
და ყველაზე მნიშვნელოვანი
შეიძლება მოგიწიოს საკუთარ თავზე იმ წარმოდგენის შეცვლა, რომელიც წლების განმავლობაში გქონდა!🌸
თუ შინაგანად ჯერ კიდევ გჯერა:
„მე ამისთვის საკმარისი არ ვარ“
ან
„ასეთი რამ ჩემნაირი ადამიანებისთვის არ ხდება“
მაშინ შესაძლებლობის გამოჩენისას შეიძლება თავადვე დაიწყო მისი შეფერხება!
❗არა იმიტომ, რომ წარმატება არ გინდა,
არამედ იმიტომ, რომ შენი სურვილი და შენი შინაგანი რწმენა ერთმანეთთან ჯერ კიდევ წინააღმდეგობაშია!
ამიტომ, როცა საკუთარ თავს ამჩნევ, რომ მუდმივად გადადებ, თავს არიდებ ან ბოლო მომენტში უკან იხევ, მხოლოდ იმას ნუ იკითხავ:
„რატომ არ მაქვს საკმარისი მოტივაცია?!"
ჰკითხე საკუთარ თავს:
„რისი მეშინია, თუ ეს ნამდვილად გამომივა?!"
ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი ძალიან ბევრ რამეს დაგანახებს!..
🌱 ზოგჯერ ჩვენი ყველაზე დიდი დაბრკოლება გარემოებები ნამდვილად არ არის!
დაბრკოლება არის ის შინაგანი წარმოდგენა, რომელიც გვეუბნება:
✨ვინ ვართ
✨რისი ღირსი ვართ და
✨რამდენის მიღების უფლება გვაქვს!🫶
🌱💫 ცვლილება კი იწყება მაშინ, როცა ვხვდებით:
„შეიძლება ის ცხოვრება, რომლისთვისაც ვემზადები, იმაზე დიდია, ვიდრე ის წარმოდგენა, რომელიც საკუთარ თავზე აქამდე მქონდა!" 💜🌸
მეტი საინტერესო თემისთვის
გამომყევი და გამოიწერე გვერდი...🌱🌸🫶
#ფსიქოლოგია #თვითშეფასება #წარმატება #პიროვნულიგანვითარება #თვითშემეცნება #შინაგანისიმშვიდე #ცვლილება
სიყვარულით
თამარ რატიანი 💜