Radiant - რედიენტი

Radiant - რედიენტი შპს რედიენტი, წონაში კლების ეფექტური და ბუნებრივი საშუალება, არ შეიცავს მავნე ქიმიურ მინარევებს.

რატომ ვსუქდებით?ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ ცხიმების ჭამა ასუქებს, არის სრულიად მცდარი. სინამდვილეში, ...
20/02/2020

რატომ ვსუქდებით?

ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ ცხიმების ჭამა ასუქებს, არის სრულიად მცდარი. სინამდვილეში, ასუქებს არა ცხიმების, არამედ ნახშირწყლების ჭამა. ცხიმების ჭამა, პირიქით, გახდომას იწვევს.

ნახშირწლების მიღება იწვევს ინსულინის გამოყოფას, რასაც, ცხიმოვან ქსოვილთან დაკავშირებით, ორგვარი ეფექტი აქვს:
1. მიღებული ნახშირწყლების გარდაქმნა ცხიმებად.
2. უკვე არსებული ცხიმის დაშლის და უტილიზაციის დაბლოკვა.

მიუხედავად იმისა, თუ რა სახით მივიღებთ ნახშირწყლებს, მარტივი შაქრების თუ გლუკოზის პოლიმერის, სახამებლის სახით, შედეგი ყველა შემთხვევაში იქნება ინსულინის გამოყოფა, ზემოაღნიშნული ეფექტებით. ამავე დროს, ფრუქტოზა, რომელსაც ხილი სუფთა სახით შეიცავს, ხოლო საქაროზა - გლუკოზასთან მიერთებული სახით, განსაკუთრებით მავნე შაქარია, რადგან, გლუკოზისგან განსხვავებით, მისი მეტაბოლიზმი მხოლოდ ღვიძლშია შესაძლებელი და, შედეგად, მისგან წარმოქმნილი ცხიმი თავად ღვიძლშივე გროვდება, რასაც ამ ორგანოს გაცხიმოვნება და დაზიანება მოსდევს თავს. ამას გარდა, ნახშირწყლების ჭამა სიმაძღრის გრძნობას ძალიან სუსტად აღძრავს და, ამიტომ, ადამიანები მათ ძალიან დიდი რაოდენობით ღებულობენ.

დიდი რაოდენობით ნახშირწყლების რეგულარული მიღება არა მხოლოდ გასუქებას იწვევს, არამედ ქმნის ე.წ. მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბების წინაპირობასაც. მეტაბოლურ სინდრომში, სიმსუქნის გარდა, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა, და ათეროსკლეროზი შედის, რასაც, საერთო ჯამში, დამანგრეველი ზეგავლენა აქვს ორგანიზმზე, რადგან მკვეთრად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ამისგან განსხვავებით, რაც უფრო მეტი ცხიმი იქნება საკვებში, მით უფრო ნაკლები ინსულინის გამოყოფა მოხდება და მით უფრო ნაკლებად გავსუქდებით. ცხიმიანი საკვების მიღება, აგრეთვე, იწვევს სიმაძღრის ძლიერ გრძნობას და, ამიტომ, ადამიანი სწრაფად წყვეტს ჭამას.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი ცხიმი სასარგებლოა. მარგარინი განსაკუთრებით მავნებელია, რადგან მისი რეგულარული მიღება ტრანს-ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გამო მკვეთრად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ზეთებიდან ყველაზე სასარგებლოა ზეითუნის ზეთი და სწორედ ეს ზეთი უნდა იყოს ჩვენი მთავარი არჩევანი. სხვა სახის ზეთების, განსაკუთრებით, ე.წ. მცენარეული, კანოლას, სოიოს, და სიმინდის ზეთების მიღებას საერთოდ უნდა მოვერიდოთ. მოსაზრება, რომ ზეითუნის ზეთში შეწვა არ შეიძლება, მცდარია. ნებისმიერ შემთხვევაში extra virgin olive oil ჯობია გამოვიყენოთ.

ყველაზე სასარგებლო ცხიმია კარაქი და სხვა ცხოველური ცხიმები. თეორია, რომ კარაქში, ცხოველურ ქონში, და კვერცხში ქოლესტეროლის და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდიდა, სამარცხვინოდ გაცამტვერდა უამრავი სათანადოდ ჩატარებული კვლევის შედეგად.

ე.წ. კეტოგენური დიეტის დროს, რომელიც ნახშირწყლების დაბალი, ცხიმების მაღალი, და ცილების ზომიერი შემცველობით გამოირჩევა, და განსაკუთრებით ეფექტურ დიეტად ითვლება, რეკომენდებულია, რომ კვების რაციონიდან ამოვიღოთ ყველა სახის პური (არა მხოლოდ თეთრი, არამედ, შავიც); მჭადი, პოპკორნი, და სიმინდის სხვა პროდუქტები; ყველანაირი ცომეული; ვერმიშელი და მაკარონი; ბრინჯი, შვრია, წიწიბურა, ქინოა, და ყველა სხვა ბურღულეული; შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები; სიმინდის სიროფი ფრუქტოზის მაღალი შემცველობით და მისი შემცველი პროდუქტები; თაფლი და მისი შემცველი პროდუქტები; ხელოვნური დამატკბობლები და მათი შემცველი პროდუქტები; ყველანაირი ტკბილეული (შოკოლადის ჩათვლით); ყველა სახის ტკბილი სასმელი, ტკბილი ჩაის, ტკბილი ყავის, ე.წ. სპორტული სასმელების, და ხილის ნატურალური ან კონცენტრატებისგან დამზადებული წვენების და სმუზიების ჩათვლით (როცა გვწყურია, ჩვეულებრივი წყალი საუკეთესო არჩევანია); ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით, ლუდი; რძე და და შემცირებული ცხიმიანობის მქონე რძის პროდუქტები (მოხდილი რძე ყველაზე უარესია); კარტოფილი, ბატატი, ჭარხალი, და, ზოგადად, იმ ბოსტნეულის უმეტესობა, რომელიც მიწის ქვეშ იზრდება, და, აგრეთვე, გოგრა; ავოკადო, პირიქით, განსაკუთრებით კარგია, ცხიმის მაღალი და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის გამო; მიწისქვეშ მზარდი ბოსტნეულის თერმული დამუშავება ნახშირწყლების ათვისებას აადვილებს, რაც კეტოგენურ პროფილს აუარესებს, მაგალითად, სტაფილოს შემთხვევაში, თუმცა, ცხიმში ხახვის მოთუშვა, პირიქით, ამ ბოსტნეულის კეტოგენურ პროფილს აუმჯობესებს; თითქმის ყველა ხილი (რაც უფრო ტკბილია ხილი, მით უარესია: ამ მხრივ, კენკროვანი ხილი ყველაზე უკეთესია, ხოლო ბანანი და ყურძენი ყველაზე უარესია, ნახშირწყლების განსაკუთრებით მაღალი შემცველობის გამო. ტროპიკული ხილის უმეტესობა, განსაკუთრებით, მანგო და ანანასი, ასევე არასასურველია); ქიშმიში, ინდის ხურმა, და ყველა სხვა ხილის ჩირი; ზოგიერთი კაკალი (კაკლებიდან ყველაზე უკეთესია პეკანი, მაკადემია, ნიგოზი, და თხილი, და ყველაზე უარესია წაბლი, ნუში, ფსტა, არაქისი, და ქეშიუ); და პარკოსნები: ლობიო, ბარდა, და ა.შ. სოიოში ნახშირწყლები კი შედარებით ცოტაა, მაგრამ მას ის პრობლემა აქვს, რომ ფიტოესტროგენებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს და ამიტომ ასუქებს, ჰორმონალური დისბალანსის გამოწვევის გზით. იგივე პრობლემა შეიძლება სხვა მცენარეულ პროდუქტებსაც ჰქონდეთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსაზრება, რომ ყველა კალორია ერთნაირია და, ამიტომ, მიღებული კალორიები უნდა ვითვალოთ, ასევე მცდარია. ყველა კალორია ერთნაირი არ არის. მთავარი ის კი არ არის, რა რაოდენობით კალორიებს ვღებულობთ, არამედ ის, ნახშირწყლებიდან ვღებულობთ ამ კალორიებს თუ ცხიმებიდან და ცილებიდან. ამდენად, კალორიების თვლას არათუ აზრი აქვს, არამედ კონტრპროდუქტიულიცაა.

ასევე არასწორია იმის იმედად ყოფნა, რომ მხოლოდ ფიზიკური აქტივობით შევძლებთ გასუქების შეჩერებას ან წონის დაკლებას. როდესაც სიმსუქნის კონტროლზე ვლაპარაკობთ, სწორ კვებას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე ფიზიკურ აქტივობას.

მოკლედ რომ შევაჯამო, გასუქებას და მისგან გამომდინარე მეტაბოლურ სინდრომს იწვევს არა ცხიმების და ცილების, არამედ ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება. ეს არის პარადიგმული მნიშვნელობის მქონე უდიდესი ცვლილება კვების ჰიგიენაში და, ამდენად, გადავწყვიტე, ის თქვენთვის მემცნო, რათა გაგეთვალისწინებინათ და ჯანმრთელად გეკვებათ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება იშვიათად ვჭამოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შესაბამის საკვებს ვღებულობთ, წონის მატების პროცესი ვერ შეჩერდება, თუკი ხშირად ვჭამთ. ხშირად ჭამა და წახემსება ინსულინის რაოდენობას მუდმივად მაღალ დონეზე ინარჩუნებს, და ეს ჩვენი გასუქების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. საკვების მიღების პერიოდს საკვების მიღებისგან თავის შეკავების ხანგრძლივი პერიოდი უნდა მოსდევდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიკლებს ინსულინის რაოდენობა იმდენად და ისეთი ხანგრძლივობით, რომ ცხიმების წვა დაიწყოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დღეში აუცილებლად მხოლოდ ერთხელ ვიკვებოთ, არამედ იმას, რომ საკვებს მხოლოდ გარკვეული "ფანჯრის" პერიოდში ვღებულობდეთ, მაგალითად, დღის 12-დან საღამოს 6 საათამდე, და მანამდე და ამის შემდეგ საერთოდ არაფერს ვჭამდეთ. შიმშილის პერიოდები შეიძლება უფრო ხანგრძლივიც იყოს, თუკი ჭარბი წონის დაკლება სწრაფადაა საჭირო.

06/08/2016
27/05/2016

წონაში კლება

10/05/2016

წონაში კლება

09/05/2016

ბავშვის აღზრდა

08/05/2016

წონაში კლება

06/05/2016

წონაში კლება

04/05/2016

წონაში კლება

29/04/2016

წონაში კლება

28/04/2016

წონაში კლება

27/04/2016

წონაში კლება

შეიძლება ხშირად დაგიმშვიდებიათ თავი : „ეს ჭარბი წონა არ არის, ეს მხოლოდ მუცელია“ არადა სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოთ ყ...
23/04/2016

შეიძლება ხშირად დაგიმშვიდებიათ თავი : „ეს ჭარბი წონა არ არის, ეს მხოლოდ მუცელია“ არადა სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოთ ყურადღებით.

თქვენი სხეულის ცხიმის ტიპი და მისი განლაგება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ციფრები სასწორზე.

წონაში კლება

Address

Kostava Street #35
Tbilisi
0170

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Radiant - რედიენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share