Antropia

Antropia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Antropia, Mental Health Service, Davit Aghmashenebeli Street 97, Tbilisi.

ჩემი გზა ფსიქოლოგიისკენ დაიწყო 26 წლის ასაკში — პირადი თერაპიისას.
მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ განკურნება „გამოსწორებას“ არ ნიშნავს.
არამედ ნიშნავს დაბრუნებას საკუთარ ცოცხალ მხარესთან — გრძნობებთან, სუნთქვასთან, საკუთარ თავთან.

33 წლის ასაკში დავიწყე პროფესიული სწავლა, რომელსაც დღესაც ვაგრძელებ.
ამჟამად უნივერსიტეტში სწავლის ბოლო ეტაპზე ვარ, თუმცა ყოველ დღე უფრო მეტად ვაცნობიერებ, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს შეცნობა უსასრულო პროცესია.

თითქმის სამი წელია თერაპევტად ვმუშაობ.
ვატარებ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სესიებს — მოზრდილებთან და მოზარდებთან.

ჩემი პრაქტიკის ძირითადი თემებია:

შფოთვა, პანიკური შეტევები, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობები, სექსუალობა, თვითაღიარება და შინაგანი თავისუფლება.
გარდა ამისა, ვატარებ არტ-თერაპიის შეხვედრებსაც — სადაც ხელოვნების გამოხატულება ერთიანდება ფსიქოლოგიურ სიღრმესთან.


როგორც მხატვარს, სამყარო ფერებით, ფორმებით და მეტაფორებით მესმის.
ამ გამოცდილებამ მიმიყვანა საკუთარი მეტაფორული ბარათების შექმნამდე — ბარათების, რომლებიც დღეს უკვე ბევრი თერაპევტის, ტრენერისა და სუპერვიზორის სამუშაო იარაღად იქცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სივრცეში.

ხელოვნება ჩემთვის სულის ენაა.
თერაპია — ასევე ხელოვნებაა: ყოფნის, დანახვის, შეგრძნების და ცხოვრების ნებასთან შეხება.

ასე დაიბადა ANTROPIA — სივრცე, სადაც ფსიქოლოგია ხვდება ხელოვნებას.
სადაც სიტყვა ხატად იქცევა და ადამიანი — საკუთარი თავის შემქმნელად.
ეს არის ადგილი ყველასთვის, ვინც ეძებს გზას საკუთარ თავთან; გზას გამთლიანებისკენ; ყველასთვის, ვისაც სურს მოსმენა, შეგრძნება, ცხოვრება და სიმშვიდე.


ინგა ახვერდოვა
ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი და მხატვარი.

30/08/2026

🌿 ANTROPIA | თერაპიული ჯგუფი მოზარდებისთვის

„მე სხვებს შორის“

👤 წამყვანი თერაპევტი: ინგა ახვერდოვა

ვიწყებ მონაწილეების მიღებას მცირე, დახურულ თერაპიულ ჯგუფში 14–16 წლის მოზარდებისთვის.

👥 4 შეხვედრა • 4–5 მონაწილე • 18:00–20:00

მოზარდობა ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სხვა ადამიანი — მისი მზერა, აზრი, შეფასება და მიღება.

💭 როგორ მხედავენ?
რას ფიქრობენ ჩემზე?
შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ?
რა მოხდება, თუ ვიტყვი იმას, რასაც ნამდვილად ვფიქრობ?
მიმიღებენ?
როგორ ვიყო სხვებთან და ამავდროულად არ დავკარგო საკუთარი თავი?

„მე სხვებს შორის“ — უსაფრთხო თერაპიული სივრცეა, სადაც მოზარდს შეუძლია გამოიკვლიოს საკუთარი თავი სხვებთან ურთიერთობაში.

💬 ჯგუფში შესაძლებელია საკუთარი აზრებისა და გრძნობების გამოხატვა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, თანხმობა თუ უთანხმოება, საკუთარი და სხვისი საზღვრების შემჩნევა.

ასევე შესაძლებელია შეფასების, გაუგებრობისა და უარყოფის შიშის კვლევა და უსაფრთხო გარემოში ურთიერთობის ახალი გზების მოსინჯვა.

აქ არ არის საჭირო იყო აუცილებლად კომუნიკაბელური, თავდაჯერებული ან „სწორი“.

🌱 აქ შესაძლებელია ნელ-ნელა აღმოაჩინო:

როგორი ვარ, როდესაც სხვებთან ვარ?
რა ხდება ჩემში, როდესაც მხედავენ?
რა მიშლის ხელს საკუთარი თავის გამოხატვაში?
როგორ დავიკავო ჩემი ადგილი სხვებს შორის?

🧩 4 შეხვედრა — 4 ნაბიჯი

1. მე და ჯგუფი — შემიძლია აქ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ?
გაცნობა, უსაფრთხოება და ნდობა. როგორ ვჩნდები სხვებთან? რას ვაჩვენებ და რის დამალვას ვამჯობინებ?

2. მე სხვების თვალით — და მე საკუთარი თვალით
თვითშეფასება, შედარება და შეფასების შიში. როგორ მხედავენ სხვები და როგორ ვხედავ საკუთარ თავს მე?

3. მე სხვებთან ურთიერთობაში
სიახლოვე, მეგობრობა, საზღვრები, სიმპათია, კონფლიქტი და უარყოფა. როგორ ვამყარებ ურთიერთობას და რა ხდება ჩემში, როდესაც სხვა ჩემგან განსხვავებულია?

4. მე ვავლენ საკუთარ თავს
როგორ დავიკავო ჩემი ადგილი, ვისაუბრო საკუთარი ხმით, ვიყო დანახული და მოსმენილი — ისე, რომ არ დავკარგო საკუთარი თავი.

ეს არ არის ჯგუფი იმის შესახებ, როგორი უნდა გახდეს მოზარდი.

💛 ეს არის სივრცე, სადაც მას შეუძლია საკუთარ გამოცდილებაში აღმოაჩინოს:

„მე შემიძლია ვიყო საკუთარი თავი სხვებს შორის.
შემიძლია გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ.
შემიძლია ვიყო ურთიერთობაში და ამავდროულად დავრჩე საკუთარ თავად.“

📌 ფორმატი

🎯 ასაკი: 14–16 წელი
🔹 ფორმატი: დახურული თერაპიული ჯგუფი
👥 მონაწილეთა რაოდენობა: 4–5
⏳ ხანგრძლივობა: 4 შეხვედრა, თითოეული 2 საათი
🗓️ დაწყება: 20 სექტემბერი
💳 ღირებულება: 80 ₾ — ერთი შეხვედრა / 320 ₾ — სრული ციკლი
📍 მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 97
👤 წამყვანი თერაპევტი: ინგა ახვერდავა

📅 I ჯგუფი — კვირა, 18:00–20:00

მსურველთა საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ჩამოყალიბდება მეორე ჯგუფიც:

📅 II ჯგუფი — შაბათი, 18:00–20:00

თითოეული ჯგუფი იქნება დახურული და შედგება 4–5 მონაწილისგან. ჯგუფში მონაწილეობა გულისხმობს ოთხივე შეხვედრაზე დასწრებას.

🤝 ჯგუფში ჩართვამდე გათვალისწინებულია მოზარდთან წინასწარი გაცნობითი შეხვედრა.

🌿 ANTROPIA — გზა გამთლიანებისკენ.

16/08/2026

სად მთავრდება ზრუნვა და სად იწყება კონტროლი?

ერთ ჩვეულებრივ სიტუაციაში საკუთარი თავი საინტერესო ფაქტის გაცნობიერებაზე დავიჭირე.

ჩემი შვილი სამზარეულოში ზურგით იდგა და რაღაცას დანით ჭრიდა. მე ვკითხე:
— რომელი დანით ჭრი?
და უცებ საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: რატომ ვკითხე ეს?
თუ გულწრფელი ვიქნები სინამდვილეში არ მაინტერესებდა, რომელი დანა ეჭირა ხელში. უბრალოდ, მინდოდა სიტუაციის კონტროლი.
მერე მას ვკითხე:— შენი აზრით, ეს ზრუნვა იყო თუ კონტროლი?
მან მიპასუხა:— ჩემთვის ეს ზრუნვაა.
და სწორედ ამ მომენტში ჩემთვის საინტერესო გაცნობიერება იყო.
რაც ჩემთვის კონტროლი იყო, მისთვის ზრუნვა აღმოჩნდა.
ერთი მოქმედება, ერთი კითხვა, ორი სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა.
და სად გადის მაშინ ეს ზღვარი?
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონტროლი იყო, თუ მეორე ადამიანმა ის ზრუნვად აღიქვა?
ან იქნებ ზრუნვასა და კონტროლს განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, რას ვაკეთებთ, არამედ ისიც, როგორ აღიქვამს ამას მეორე ადამიანი?
რა ხდება მაშინ, როცა ვზრუნავთ ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვაკონტროლებთ?
შესაძლოა, კონტროლი ყოველთვის არ ჰგავს ზეწოლას. ზოგჯერ ის კითხვის ფორმას იღებს, ინტერესის, რჩევის ან ფრაზის:
„უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი კარგადაა“.
და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეორე ადამიანმა შესაძლოა ამაში კონტროლი საერთოდ ვერ იგრძნოს.
გამოდის, რომ ზღვარი ზრუნვასა და კონტროლს შორის ხშირად მართლაც თითქმის უხილავია.
ის ჩნდება იქ, სადაც ორი სუბიექტური სამყარო ,ჩემი და შენი,ერთმანეთს ხვდება.
და მაშინ რჩება კითხვა:
თუ მე ვაკონტროლებ, ხოლო შენ ზრუნვას გრძნობ — სინამდვილეში რა ხდება ჩვენს შორის?❤️

დღეს ANTROPIA-ში განსაკუთრებული ჯგუფური შეხვედრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მონაწილემ მოსვლა ვერ შეძლო, გ...
19/07/2026

დღეს ANTROPIA-ში განსაკუთრებული ჯგუფური შეხვედრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მონაწილემ მოსვლა ვერ შეძლო, გადავწყვიტე, ჯგუფი მაინც ჩატარებულიყო — და ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს ნდობისთვის, გახსნილობისთვის და იმ განსაკუთრებული სივრცისთვის, რომელიც დღეს ერთად შევქმენით. 💛

05/07/2026

როდესაც სხეული იწყებს საუბარს…

ხშირად სხეული ინახავს იმას, რისი გამოხატვაც სიტყვებით გვიჭირს. დაძაბულობა, გაშეშება, სუნთქვის შეკავება, ქრონიკული დაღლილობა თუ ტკივილი შესაძლოა იმ გამოცდილების გამოხატულება იყოს, რომელსაც ოდესღაც ვერ მიეცა ადგილი.

ANTROPIA გიწვევთ სხეულზე ორიენტირებულ ჯგუფურ თერაპიაზე.

ეს იქნება უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცე, სადაც სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკების, არტთერაპიისა და ჯგუფური პროცესის დახმარებით შესაძლებლობა გვექნება, მოვუსმინოთ სხეულს, შევეხოთ საკუთარ გამოცდილებას, გავაღრმაოთ კონტაქტი საკუთარ თავთან და აღმოვაჩინოთ შინაგანი რესურსები, რომლებიც ცვლილებისა და ზრდის საფუძველია.

ჯგუფი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, გააძლიეროს საკუთარ სხეულთან კავშირი და უსაფრთხო გარემოში გამოიკვლიოს თავისი შინაგანი სამყარო.

📅 თარიღი: 19 ივლისი
🕚 დრო: 11:00 – 18:00

📍 მისამართი: დ.აღმაშენებლის 97

ჯგუფს გაუძღვება
ფსიქოლოგი ,გეშტალტთერაპევტი
ინგა ახვერდოვა

📞 ტელეფონი:577010128

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.

თუ გრძნობთ, რომ დროა სხეულის ხმას მოუსმინოთ, შემოგვიერთდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ზოგჯერ ის, რისი თქმაც სიტყვებით რთულია, ფერში, ფორმასა და ხელის მოძრაობაში იწყებს გამოჩენას.მადლობა მონაწილეებს ნდობისთვ...
17/05/2026

ზოგჯერ ის, რისი თქმაც სიტყვებით რთულია, ფერში, ფორმასა და ხელის მოძრაობაში იწყებს გამოჩენას.
მადლობა მონაწილეებს ნდობისთვის, გახსნილობისთვის და ამ სიღრმეში შემოსვლის გამბედაობისთვის. 🤍

ANTROPIA — სივრცეა, სადაც შეგიძლია საკუთარ პროცესში იყო და უსაფრთხოდ იყო მიღებული.

06/05/2026

🙏კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს თერაპიულ სივრცეში, სადაც ერთად გავივლით გზას გამთლიანებისკენ.

📝 ჩემი გზა ფსიქოლოგიისკენ 26 წლის ასაკში — პირადი თერაპიისას დაიწყო.

მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ განკურნება „გამოსწორებას“ არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს საკუთარ ცოცხალ მხარესთან — გრძნობებთან, სუნთქვასთან, საკუთარ თავთან დაბრუნებას.

33 წლის ასაკში დავიწყე პროფესიული სწავლა, რომელსაც დღესაც ვაგრძელებ.

ამჟამად უნივერსიტეტში სწავლის ბოლო ეტაპზე ვარ, თუმცა ყოველ დღე უფრო მეტად ვაცნობიერებ, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს შეცნობა უსასრულო პროცესია.

თითქმის სამი წელია თერაპევტად ვმუშაობ.

ვატარებ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სესიებს — მოზრდილებთან და მოზარდებთან.

✏️ჩემი პრაქტიკის ძირითადი თემებია:

- შფოთვა,
- პანიკური შეტევები,
- დეპრესია,
- ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობები,
- სექსუალობა,
- თვითაღიარება და შინაგანი თავისუფლება.

გარდა ამისა, ვატარებ არტ-თერაპიის შეხვედრებსაც — სადაც ხელოვნების გამოხატულება ერთიანდება ფსიქოლოგიურ სიღრმესთან.

🎨როგორც მხატვარს, სამყარო ფერებით, ფორმებით და მეტაფორებით მესმის.

ამ გამოცდილებამ მიმიყვანა საკუთარი მეტაფორული ბარათების შექმნამდე — ბარათების, რომლებიც დღეს უკვე ბევრი თერაპევტის, ტრენერისა და სუპერვიზორის სამუშაო იარაღად იქცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სივრცეში.

ხელოვნება ჩემთვის სულის ენაა.

თერაპია — ასევე ხელოვნებაა: ყოფნის, დანახვის, შეგრძნების და ცხოვრების ნებასთან შეხება.

ასე დაიბადა ANTROPIA 🐘 — სივრცე, სადაც ფსიქოლოგია ხვდება ხელოვნებას, სადაც სიტყვა ხატად იქცევა და ადამიანი — საკუთარი თავის შემქმნელად.

ეს არის სივრცე მათთვის, ვინც ეძებს გამთლიანების და საკუთარი თავის შეცნობის გზას, რათა, უკეთ შეიგრძნოს ცხოვრება და სიმშვიდე.

ინგა ახვერდოვა
ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი და მხატვარი.

30/04/2026

✨ ANTROPIA-ში არტთერაპიული ერთდღიანი ჯგუფი
„ის, რაც იბადება“

ეს არის ერთდღიანი არტთერაპიული ჯგუფი, სადაც შემოქმედება არ არის „ლამაზად დახატვის“ მცდელობა, არამედ საკუთარ თავთან შეხვედრის გზა.
აქ არ არის აუცილებელი, ხატვა იცოდე.
არ არის საჭირო სწორი სიტყვების შერჩევა.
ზოგჯერ ის, რისი თქმაც სიტყვებით რთულია, იწყებს გამოჩენას ხაზში, ფერში, ფორმაში.
ხშირად ნახატი ფსიქიკას უფრო ზუსტად ალაპარაკებს —
უფრო ღრმად და გულწრფელად.

🎨 ამ ჯგუფში ვიმუშავებთ შემოქმედებითი პროცესით და შემდეგ იმ თერაპიული კვლევით, რაც ნახატში გამოჩნდება.
ეს არ არის ხელოვნებაზე.
ეს არის საკუთარ თავთან კონტაქტზე.
საკუთარ მდგომარეობასთან.
იმასთან, რაც სადღაც შიგნით, სიღრმეში, დიდი ხანია ფორმას ითხოვს.

👩‍🎨 ჯგუფს ვუძღვები მე — ინგა ახვერდოვა, თერაპევტი და მხატვარი, ადამიანი, ვისთვისაც შემოქმედება და თერაპია უკვე მრავალი წელია ერთი ცოცხალი პროცესის განუყოფელი ნაწილებია.
მაქვს 20-წლიანი პირადი თერაპიის გამოცდილება,
13 წელი ვარ გეშტალტ-თერაპიის პროფესიული სწავლების პროცესში,
3 წელია ვმუშაობ კლიენტებთან კერძო პრაქტიკაში.
ჩემი მუშაობა ჩამოყალიბდა თერაპიული გამოცდილების, პირადი გზისა და შემოქმედებითი პროცესის გადაკვეთაზე, სადაც ხელოვნება ჩემთვის არ არის მხოლოდ გამოსახულების შექმნის გზა, არამედ საკუთარი თავის დანახვის, შეგრძნების, ამოცნობისა და საკუთარ თავთან ფრთხილად დაბრუნების საშუალება.

🤍 ამ ჯგუფში გთავაზობთ სივრცეს, სადაც ერთიანდება პროფესიული საყრდენი, შინაგანი პროცესის მიმართ მგრძნობელობა და ყურადღებიანი მუშაობა იმასთან, რაც ადამიანში თავს იჩენს გამოსახულების, მდგომარეობის, განცდისა და კონტაქტის მეშვეობით.

✨ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ წინასწარი ჩაწერა აუცილებელია.

📅 17 მაისი | 11:00 — 18:00
📍 დავით აღმაშენებლის გამზირი 97
📞 577 01 01 28

Antropia-ში გუშინ გაიმართა ჯგუფური თერაპია „ცოცხალი პროცესის“ ფორმატში.ეს იყო სივრცე, სადაც ყველაფერი იბადებოდა აქ და ახ...
20/04/2026

Antropia-ში გუშინ გაიმართა ჯგუფური თერაპია „ცოცხალი პროცესის“ ფორმატში.
ეს იყო სივრცე, სადაც ყველაფერი იბადებოდა აქ და ახლა — წინასწარ განსაზღვრული თემის გარეშე, მაგრამ ყველაზე მთავარი ფოკუსით: იმაზე, როგორ ვიყოთ აწმყოში ცოცხალი, როგორ ვიცხოვროთ და გავიაროთ ცხოვრება აქ და ახლა.
ჯგუფი იყო პატარა, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნიდა უსაფრთხო და სიღრმისეულ კონტაქტს.
ის გამოვიდა ძალიან ცოცხალი, დინამიკური, სავსე განცდებით, გამოძახილებით და საკუთარ თავთან შეხვედრის მნიშვნელოვანი მომენტებით.
მადლიერი ვარ თითოეული მონაწილის მიმართ — მათი გახსნილობისთვის, პროცესში ყოფნის სიმამაცისთვის და იმ ატმოსფეროსთვის, რომელიც ერთად შევქმენით.
ეს ნამდვილად ძალიან ღირებული იყო.

ჯგუფის წამყვანი — თერაპევტი ინგა ახვერდოვა❤️❤️

Address

Davit Aghmashenebeli Street 97
Tbilisi
0102

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Antropia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share