21/06/2026
20 ივნისს, MediBridge Global Healthcare Group-ის, Tbilisi Medic-ის და Imperial Hospital-ის ორგანიზებით, ლაპაროსკოპიული ქირურგიის პრაქტიკული ვორქშოპი ჩატარდა.
ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება ლაპაროსკოპიული ქირურგიის თანამედროვე მეთოდებში.
ღონისძიების მიზანი - ქირურგებისთვის თანამედროვე მინიმალურად ინვაზიური ქირურგიის ძირითადი პრინციპების, ტექნიკისა და უნარების გაცნობა და დახვეწა.
პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ლაპაროსკოპიული ინსტრუმენტების გამოყენებას, ქირურგის ერგონომიკას, ნაკერებისა და კვანძების დადების ტექნიკას, ასევე ბარიატრიულ ოპერაციებს — Sleeve Gastrectomy-სა და Gastric Bypass-ს.
ღონისძიებაში ლექციებით მონაწილეობდნენ ზოგადი ქირურგები ოთარ კეპულაძე და სერკან ტაიარი. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია პროფესიული განვითარების და თანამედროვე ქირურგიული პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.
ვორქშოპის ფარგლებში:
🔹 მონაწილეებს მიესალმა და ღონისძიება გახსნა ნია ხინთიბიძემ, ასევე წარადგინა MediBridge Global Healthcare Group-ის საქმიანობა.
🔹 ქირურგმა ოთარ კეპულაძემ წარადგინა თემები:
* ლაპაროსკოპიული აპარატურა და ინსტრუმენტები;
* ქირურგის ერგონომიკა და საოპერაციოში ენერგიის ეფექტური მართვა;
* ლაპაროსკოპიული ქირურგიის ძირითადი პრინციპები;
* ლაპაროსკოპიული ნაკერებისა და კვანძების დადების ტექნიკა.
🔹 თურქმა სპეციალისტმა სერკან ტაიარმა ისაუბრა:
* თანამედროვე ქირურგიულ პრაქტიკაში შესრულებულ ლაპაროსკოპიულ ოპერაციებზე;
* ლაპაროსკოპიულ Sleeve Gastrectomy-ზე;
* ლაპაროსკოპიულ Gastric Bypass-ზე.