მზის ალი ꜱᴜɴ’ꜱ ꜰʟᴀᴍᴇ

მზის ალი   ꜱᴜɴ’ꜱ ꜰʟᴀᴍᴇ Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მზის ალი ꜱᴜɴ’ꜱ ꜰʟᴀᴍᴇ, Naturopath, Tbilisi.

,,ფიტომაგი" ​თეურგიის პრაქტიკოსი.

„ფიტომაგია ჩემთვის მცენარეთა სულთან დიალოგია, ხოლო თეურგია მათი ძალის მართვის ხელოვნება.ყოველი ,,ენერგეტიკული ინსტრუმენტი"გადის გააქტიურების მკაცრ ეტაპებს, რათა გახდეს თქვენი მეგზური სულიერ და ფიზიკურ კეთილდღეობაში.

    ​ზაფხულის პერიოდი ხშირად გაიძულებთ, რეაგირება მოახდინოთ გარე პროვოკაციებზე  იყოთ თავის მართლების რეჟიმში, იკამათოთ, ...
18/07/2026



​ზაფხულის პერიოდი ხშირად გაიძულებთ, რეაგირება მოახდინოთ გარე პროვოკაციებზე იყოთ თავის მართლების რეჟიმში, იკამათოთ, სხვას ამტკიცებინოთ ან ამტკიცოთ თქვენი სიმართლე, წახვიდეთ დამღუპველ კომპრომისებზე და ამით საკუთარი ძირძველი რესურსი მტაცებლებს საკუთარი ხელით აჭამოთ.‼️
​☉ ჩვენი ამოცანაა, ეს შინაგანი ძალა მთლიანად მივმართოთ საკუთარი საქმისკენ და არა სოციალური ქარცეცხლისა თუ ყოველდღიური კონფლიქტებისკენ, რომლებიც რეალურად დაგწვავთ და შინაგან სიცარიელემდე მიგიყვანთ.

​არსებობს მკაცრი კანონი ის, ვინც გარე პროვოკაციებზე რეაგირებს, საკუთარ კონტურს ფიტავს და პირველად მუხტს უაზროდ სწირავს.‼️❌️
​🌍 დააკვირდით, როგორ მუშაობს გარემო სივრცე და ეს მხოლოდ სოციალურ ქსელებსა და ეკრანებს არ ეხება. ეს კიდევ უფრო მწვავედ ხდება რეალურ, ფიზიკურ სიტუაციებში, ყოველდღიურ ყოფაში.
​❌ როდესაც გარე ძალა მიზანმიმართულად გთავაზობთ სცენარს, სადაც უნდა გაბრაზდეთ, ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოთ, ჩაერთოთ სხვის წუწუნში ან გააკეთოთ ისეთი საქმეები, რომლებიც კი არ გზრდით, არამედ იწვევს თქვენი რესურსის გაჟონვას
ეს არის რეალური ცხოვრების მიღმა დამალული მახე!
​როგორც კი ამ წრედში ფიზიკურად ერთვებით,
იწყება შინაგანი #კოროზია და თქვენი #დესტრუქციული მდგომარეობა.

☉ თქვენი ,,ცეცხლის კარიბჭე" იხსნება სხვებისთვის და დღის ბოლოს რჩებით სრულიად გამოფიტული, დაცლილი და გაყინული გეგმების პირისპირ.

​☉ თქვენი ცეცხლის მუხტი უნდა მუშაობდეს მხოლოდ თქვენი პროექტების, თქვენი ფინანსებისა და თქვენი რეალობის გამოსადნობად და არა სხვების გასათბობად ან საკუთარი სივრცის გამოსაფიტად.

​⏳ მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც ვირტუალურ, ისე ფიზიკურ რეალობაში მთავარ ინსტრუმენტად შემოგვაქვს #ცივიმზერის პრინციპი.
​ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც იგრძნობთ, რომ გარე ძალა ცდილობს თქვენს გამოწვევას, გახსოვდეთ თქვენი რესურსი არის ძვირფასი საწვავი. თქვენ მას არ ხარჯავთ იმაზე, რაც თქვენს ღერძს არ ემსახურება.
​❌ თქვენი პასუხი გარე ქარცეცხლზე უნდა იყოს

სრული, ცივი იგნორი!

აუცილებლად უნდა აქციოთ ეს ცივი იგნორი თქვენს დამცავ ფარად.
​იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს მხოლოდ თეორიად და ლამაზ სიტყვებად რასაც მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები და არასდროს ვტოვებ მხოლოდ თეორიის დონეზე❌️

რადგან შედეგისთვის სხეულისა და გონების დონეზე ყოველთვის გვჭირდება პრაქტიკული ნაბიჯები!🌞

​არსებობს ფუნდამენტური კანონები, რის შემდგომაც იკერება გაჟონვის არხები და ჩერდება გამოფიტვა, როგორც ეკრანთან, ისე პირისპირ შეჯახებისას.
​🌍 კონკრეტული ნაბიჯები და ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ჩაკეტოთ თქვენი კონტური ამ და სხვა სტიქიურ პრაქტიკებში, იდება ჩემს დახურულ ჯგუფში.
​ვისაც გსურთ ილუზიებიდან რეალურ, მოქმედებებზე გადასვლა შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.
​.
​მზის ალის დამფუძნებელი #ალისია

​ #მზისალი #ცივიმზერა #ინდივიდუალიზმი #საკუთარიგზა #პრაქტიკულიალქიმია #თქვიარა

,,მზის ალი"_ს 🌞🔥  პროდუქტების მიერ გააქტიურებული ენერგეტიკული,ნაკადი  რომლებმაც დილიდანვე ყველა დაბრკოლება,შიში და ბარიე...
17/07/2026

,,მზის ალი"_ს 🌞🔥 პროდუქტების მიერ გააქტიურებული ენერგეტიკული,ნაკადი რომლებმაც დილიდანვე ყველა დაბრკოლება,შიში და ბარიერი დაწვეს და გამარჯვების ურყევი შინაგანი კოდი გააქტიურეს.

#ალისია #მზისალი

🌿 არსებობ თუ სიცოცხლით ტკბები? ​ჩვენ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების სტილი გვქონდეს, მაგრამ არის ერთი რამ, ...
16/07/2026

🌿 არსებობ თუ სიცოცხლით ტკბები?

​ჩვენ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების სტილი გვქონდეს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველას საერთო გვაქვს

ჩვენ ყველანი ვიბრძვით გადარჩენისთვის.

​ამ სამყაროში ყველაფერი გადარჩენას ცდილობს

მცენარეები და ხეები მიწისქვეშა ფესვებით წყალს ეძებენ, ფოთლებით კი მზის შუქს მიეფიცხებიან.
​ცხოველები ინსტინქტებით იცავენ თავს და ეგუებიან გარემოს.
​ჩვენ, ადამიანებიც, ყოველდღიურად ვშრომობთ, ვებრძვით სირთულეებს და უსაფრთხოებას ვეძებთ🌍

თუმცა აქ ჩნდება ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას

​ რისთვის მსურს გადარჩენა?

​აქ გადის უდიდესი ზღვარი ორ სრულიად განსხვავებულ რეალობას შორის

​I. თუ მიზანი გადარჩენა მხოლოდ არსებობისთვისაა მაშინ
ეს არის ბრძოლა მხოლოდ ფიზიკური ყოფიერების შესანარჩუნებლად. როდესაც მთელი ჩვენი ენერგია მიდის შფოთვაში, მუდმივ თავდაცვაში, რუტინაში, პრობლემების ავტომატურ რეჟიმში მოგვარებასა და მხოლოდ ბიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

​❌ ამ დროს ჩვენ უბრალოდ ფუნქციონირებთ და დღეებს ვითვლით. ეს არის გადარჩენა იმისთვის, რომ ხვალაც იგივე განმეორდეს. (ან ოდნავ მეტი)

​II. ხოლო გადარჩენა სიცოცხლისთვის 🌞
ეს სულ სხვა რამეა. ჩვენ გადავრჩებით არა იმიტომ, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვიყოთ ამ პლანეტაზე, არამედ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ. სიცოცხლე კი ნიშნავს იყო

#ფხიზელი, #გრძნობდე, #განიცდიდე და #ტკბებოდე ამ სამყაროთი. 🌍

​ ეს არის უნარი, გამოხვიდე თავდაცვის რეჟიმიდან, დაინახო გარემოს სილამაზე, იგრძნო მომენტის უნიკალურობა და განიცადო ნამდვილი, შინაგანი თავისუფლება.!! დიახ შინაგანი თავისუფლება და სიმშვიდეე!!

​გზა არსებობიდან ნამდვილ სიცოცხლემდე სწორედ ამ გაცნობიერებაზე გადის

​არსებობისთვის ბრძოლა სხეულის ინსტინქტია. ❌️

ხოლო სიცოცხლისთვის ბრძოლა კი

სულის უნარი, ისუნთქოს სავსე მკერდით და მთელი არსებით შეიგრძნოს სამყარო! 🌞🌍

მზის ალის დამფუძნებელი #ალისია

​ #არსებობა #სიცოცხლისგემო #აქდაახლა #შინაგანითავისუფლება #გაცნობიერება
#მზისალი #მზისიმპულსი #სიცოცხლე #სამაყრო

ხანდახან, წინ ნაბიჯის გადასადგმელად ახალი წიგნის გადაშლა კი არა, სხვისი ნააზრევის დავიწყებაა საჭირო  უბრალოდ უნდა მისცე ...
14/07/2026

ხანდახან, წინ ნაბიჯის გადასადგმელად ახალი წიგნის გადაშლა კი არა, სხვისი ნააზრევის დავიწყებაა საჭირო უბრალოდ უნდა მისცე გონებას უფლება, სხვისი იდეებისგან განიტვირთოს,ისე თითქოს ძველ მტვერს იყრიდეს მხრებიდან 🍃.

💡წინსვლისთვის ხშირად არა ახლის სწავლა, არამედ ჯერ ძველისგან განტვირთვაა საჭირო.

​ხოლო კითხვაზე რა მინდა სინამდვილეში? პასუხი თითქმის არასდროს ემთხვევა იმას, რაც სხვებისთვის პრესტიჟულად ჟღერს.

მაგრამ იცი რა არის აქ მთავარი?
საკუთარ თავთან აღიარო, რა არის შენი ნამდვილი ბედნიერების წყარო, თუნდაც ის სხვისთვის წვრილმანად ჩანდეს.დიახ როცა ზუსტად იცი, რა გსურს, სწორედ მაშინ არის დრო!

❌ შეწყვიტე სხვისი წესების კოპირება და გაკაფე შენი ინდივიდუალური გზა

​მაგალითად და ყველაზე მარტივი თუ შენი შინაგანი ენერგია და პროდუქტიულობა ღამით იღვიძებს მოარგე ცხოვრების რიტმი შენს ბიორიტმს და არა დადგენილ ტენდენციებს ⏳

❌ ნუ აიძულებ თავს, დილის 5 საათზე გაღვიძებულთა კლუბში ჩაეწერო მხილოდ იმიტომ,რომ ვინმეს ან რამეს მოერგო არაა❌️

​ცოდნა პასიურია და გუბდება,აი გამოცდილება კი ცოცხალია და მოძრაობს ასე რომ წარმატებაც სწორედ მაშინ მოდის, როცა თეორიიდან პრაქტიკაზე გადადიხარ. თუმდაც პირველი ნაბიჯი არასრულყოფილი იყოს, მაგრამ შეცდომებით მიღებული გამოცდილება ათასჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე
​❌ უმოძრაო, იდეალური მოლოდინი

მზის ალის დამფუძნებელი ​ #ალისია

#მზისალი #ინდივიდუალიზმი #საკუთარიგზა #თვითგანვითარება #გამოცდილება #ბიორიტმი #თქვიარა

წარმატება თავისთავად,რომ სასურველი  შედეგია, მაგრამ როდესაც მას ცნობიერების ნაკლებობა და შინაგანი კომპლექსები ერწყმის, ი...
07/07/2026

წარმატება თავისთავად,რომ სასურველი შედეგია, მაგრამ როდესაც მას ცნობიერების ნაკლებობა და შინაგანი კომპლექსები ერწყმის, ის ხდება სნობიზმის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი.
და ამ დროს
ადამიანები საკუთარ კიბეს წვავენ მას შემდეგ, რაც ზემოთ ავლენ⚠️

ნუ დაამცირებთ იმ იარაღს, რომლითაც თქვენი პირველი ბრძოლები მოიგეთ‼️

​არაფერია იმაზე პარადოქსული, როდესაც ადამიანი
გუშინდელ ხერხებსა და პრინციპებს დღეს გმობს. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ თუ რამ გამოგიმუშავათ გამოცდილება და რესურსი, რამაც დღემდე მოგიყვანათ. როდესაც თქვენ დღეს გმობთ იმ გზებს, რასაც გუშინ თავად მიმართავდით ამით თქვენ აკნინებთ საკუთარ განვლილ გზას!

გდღევანდელი მაღალი პოზიციიდან ძველი ხელსაწყოები თუ პრიმიტიული გზები შეიძლება მოძველებულად ან არაპროფესიონალურად ჩანდეს, მაგრამ გახსოვდეთ კიბე რომელიც აიარეთ!
გახსოვდეთ ყველა ხერხი რომელსაც მიმართეთ ვინაიდან
​ეს ზუსტად იმას ჰგავს,
იდგე მწვერვალზე, სვამდე მთის წყალს და ზიზღით უყურებდე იმ ონკანს, საიდანაც გუშინ თავად სვამდი.

როცა ამ ონკანს გმობ, ამით წყალს კი არა, საკუთარ წარსულს სდებ ბრალს სიბინძურეში‼️

ზრდა და განვითარება ბუნებრივია და ადამიანმა ყოველთვის უკეთესისკენ უნდა ისწრაფვოს და მთის წყალი ეძებოს. თუმცა, ნამდვილი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ახალ სიმაღლეზე ასულს არ დაგავიწყდეს შენი საწყისები და შეინარჩუნო მადლიერება იმ ბაზისური, მარტივი და მიწისმიერი რესურსების მიმართ, რომელთა გარეშეც შენი განვითარების გზა უბრალოდ ვერ შედგებოდა

​რომ არა ის „უბრალო ონკანი“ და ის უხეში მეთოდები, დღეს მთამდე მისასვლელი ენერგია და ფიზიკური ძალა უბრალოდ არ გექნებოდათ. 🎯🎯

#ალისია #მზისალი

03/07/2026

ბევრად მეტი ვიდრე ჰიგიენაა!

​კანის ზედაპირის გაწმენდა და ჭუჭყის მოშორება ეს საბაზისო ჰიგიენაა და ამ ფუნქციას ჰიგიენის მებისმიერი ნაყიდი მასობრივი პროდუქტი ასრულებს.

ამ სივრცეში კი სრულიად სხვა კატეგორიის ენერგეტიკული ინსტრუმენტები იქმნება🔥

​აქ ტერმინი „ენერგეტიკული“ არ არის აბსტრაქტული ან მისტიკური ცნება. ეს არის კონკრეტული ძალის, ინფორმაციისა და კანონზომიერების ერთობლიობა. სწორედ ამიტომ, აქ მასობრივი რეცეპტები არ არსებობს. ❌️‼️

​☀️ „მზის ალის“ ენერგეტიკულ ლაბორატორიაში

მოქმედებს მკაცრი სტანდარტი და აბსოლუტური მიზნობრიობა! ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთი მცენარე არ ირჩევა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უხდება კომპოზიციას ან სურნელოვანია. ‼️
ენერგეტიკული თავსებადობა და ინგრედიენტების სინერგია კი გათვლილია უმცირეს დეტალამდე რადგან გადამწყვეტი ფაქტორია ცოდნა თუ რომელი მცენარე (ელემენტი) აძლიერებს პროცესს და რომელი იწვევს ბლოკირებას.⚠️

ფორმულის შედგენის
საფუძველი ყოველთვის ადამიანის მიმდინარე მდგომარეობა და მისი ინდივიდუალური ენერგეტიკული რუკაა.☀️🔥
​საპონი მუშაობს წყლის დახმარებით რადგან წყალი სამყაროს უმთავრესი და უტყუარი საინფორმაციო გამტარია. როდესაც ის ერწყმის საპნის სტრუქტურასა და მცენარეთა უჯრედულ მეხსიერებას, ეს კოდი მომენტალურად ინტეგრირდება თქვენს სისტემაში.

​ თუ გრძნობთ, რომ მიზნებამდე მისვლა ფერხდება, ეს თქვენს ველში არსებული გაჭედილი, სტაგნაციური ენერგიის შედეგია.

​სწორედ ამ დროს, ენერგეტიკული პროდუქტები

☉ სტრუქტურულად ჩამორეცხავს ენერგეტიკულ ტოქსინებს

☉ შლის წარმოქმნილ ბარიერებს.

☉ ახდენს თქვენი შიდა ეკოსისტემის სრულ რეკონსტრუქციას.

‼️​ეს პროცესი არ არის დამოკიდებული „მჯერა არ მჯერა“ ❌️ პრინციპზე

​ #ფიტომაგია ეს არის ზუსტი კანონზომიერება. როდესაც სისტემაში სწორი ინსტრუმენტი შემოგყავს, შედეგი გარდაუვალია! 🌱🌎☉
#მზისალი #ალისიამზისალიდან
​ #ფიტომაგია #მცენარეთასული #უჯრედულიმეხსიერება #ინფორმაციულიკოდი #დედამიწისმეხსიერება #ბუნებრივიენერგია #მცენარეულიფორმულა #მცენარეთაენერგეტიკა #ბუნებისძალა

 #ოთხიკარიბჭე ​ყველაზე დიდი ილუზია ისაა, რომ ბუნებას ჩვენგან განცალკევებულად ვუყურებთ.  რეალურად, დედამიწაზე არსებული 4 ...
01/07/2026

#ოთხიკარიბჭე

​ყველაზე დიდი ილუზია ისაა, რომ ბუნებას ჩვენგან განცალკევებულად ვუყურებთ.

რეალურად, დედამიწაზე არსებული 4 სეზონი შენი შინაგანი სამყაროს სარკეა.🪞

როდესაც გარე სამყაროში კარიბჭე იცვლება, შენს შიდა კოსმოსშიც, უჯრედულ დონეზე, სრული გადაწყობა ხდება. თუ არ იცი, როდის რომელი კარი როგორ შეაღო და როგორ აყვე ამ რიტმს, შენ სამყაროს დინების საწინააღმდეგოდ დაიწყებ ცურვას სწორედ აქედან იწყება ენერგიის დესტრუქცია და დაცლა.

​🌞
​დაფიქრებულხარ, რატომ ხდება, რომ წლის გარკვეულ პერიოდში უმიზეზოდ გეცლება ენერგია, ზოგჯერ შინაგან ქარტეხილებს ებრძვი, ზოგჯერ კი თითქოს მთების გადადგმა შეგიძლია?
ასეთ დროს ადამიანები ფიქრობენ,რომ მიზეზი ცუდ ხასიათში ან მხოლოდ გადაღლაშია არ ეს არ არის. ❌️ მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა შენს შიგნით ზუსტად ის 4 სეზონი ტრიალებს, რასაც გარე სამყაროში ხედავ.
#სამყარომ ასე მოგვიწყო შიდა ველები ისინი დედამიწის რიტმზე არიან მომართულები. სეზონების ცვლა მხოლოდ გარე ამინდი როდია ეს შენი შინაგანი ბიოლოგიური და ენერგეტიკული არქიტექტურის ცვლილებაა.

წელიწადში 4 მთავარი კარიბჭე იღება. თითოეულ კარს თავისი საიდუმლო აქვს და უნდა იცოდე, როგორ შეაღო ის, რომ სამყაროს რიტმს ფეხი აუწყო 🌍 ახლა ჩვენ პირველ კარიბჭესთან ვართ და ამაზე ჩემს წინა პოსტებში ვისაუბრე.
​მოდი, პირდაპირ დღევანდელი რეალობით ვისაუბროთ. ახლა ზაფხულია. ცეცხლის კარიბჭე ფართოდ არის ღია. ეს ნიშნავს, რომ შენს შიდა ველებში ახლა ყველაზე მაღალი სიხშირის ენერგია ტრიალებს. კოსმიური ლოგოსი (მზე) შენში მიძინებულ ძალებს აღვიძებს. ცეცხლი მართვას ითხოვს ფიზიკურ და მენტალურ დონეზე. 🔥
​თუ შენს შინაგან ველებში წინა სეზონების ჩაკეტილი, დაგროვილი ემოციები და ბლოკები გაქვს, ზაფხულის ეს დიდი ენერგია კი არ დაგეხმარება, არამედ შინაგანად დაგწვავს. ‼️🔥

მე, ​გთავაზობ შეამოწო შენი თავი, ამ მდგომარეობებიდან რომელიმე ხომ არ გეცნობა ახლა?

​☉ I. შინაგანი ხანძრის შეგრძნება (გადაწვა)
ხარ ჰიპერაქტიური, მაგრამ ამავდროულად ხარ ქაოსში. გრძნობ მუდმივ შფოთვას, ნერვულ დაძაბულობას, აგრესიას და ადვილად ფეთქდები. ეს არის მზის ენერგიის გაუკონტროლებელი დინება, რომელიც წვავს შენს ნერვულ სტრუქტურას.

​☉ II.
გარეთ ენერგიის პიკია, შენ კი ადგომის ძალაც არ გაქვს. შენი ველი იმდენად გადატვირთულია ძველი საინფორმაციო ნაგვით, რომ ამხელა მუხტს ვერ ატარებს და სისტემა თავდაცვის მიზნით უბრალოდ ითიშება.

​☉ III. მოჩვენებითი ნაბიჯები (წრეზე სიარული)
როდესაც გარეგნულად საოცრად დაკავებული ხარ, აკეთებ უამრავ საქმეს, დარბიხარ, იღლები, მაგრამ დღის ბოლოს რეალური შედეგი გაქვს ნული. ეს არის მდგომარეობა, როცა შენი შიდა ველი წრეზე ტრიალებს ენერგიას ხარჯავ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ, რადგან ზაფხულის ცეცხლის მიზანმიმართული, სწორხაზოვანი ძალა გაფანტული გაქვს.

​☉ IV. ემოციური გაყინულობა (სიცარიელის განცდა) და ეს მაშინ
როდესაც ირგვლივ ყველაფერი დუღს, ფერადია და ცოცხალია, შენ კი შინაგანად აბსოლუტურ სიცარიელეს და სიცივეს გრძნობ. თითქოს შენსა და სამყაროს შორის სქელი მინაა აღმართული ვერაფერი განიჭებს სიხარულს, ვერაფერი გეხება სულზე. ეს არის ნიშანი იმისა, რომ შენი შიდა ველები ჯერ კიდევ ზამთრის ღრმა, ჩაკეტილ ფაზაშია ჩარჩენილი და ზაფხულის კარიბჭის სინათლე შენამდე ვერ აღწევს.

​მუხტის შენარჩუნებას და მისი სწორი მართვის დაწყებას მხოლოდ მაშინ შეძლებ როდესაც გააცნობიერებ, საკუთარ შიდა სეზონს და დაკეტავ არარაციონალური გაჟონვის ყველა წერტილს.

​ჩაუკვირდი შენს სხეულს ახლა, ამ მომენტში როგორ პასუხობენ შენი შიდა ველები ზაფხულის კარიბჭეს? გრძნობ მზის შემოქმედებით ძალას, თუ შინაგან კოცონში იწვი და ებრძვი რაღაც აუხსნელს? 👇

​🌞ასხივეთ, გარდაქმენით, დაამყარეთ.🌞
​ #ალისია #მზისალი🌞🔥
​ #ოთხიკარიბჭე #ცეცხლისკარიბჭე #შინაგანიეკოსისტემა #ბიოენერგეტიკა #ფიტომაგია #ენერგოარქიტექტურა #რესურსისმართვა #მზისკოდი #პიროვნულიღერძი

26/06/2026

🜚მცენარეული #ეთერზეთები, რომლებიც ,,მზის ალის" სივრცეში იქმნება.

🜚ეს არის ცოცხალი ენერგია და სურნელი, რომელიც ასე ძალიან გხიბლავთ. საპნებშიც სწორედ #ეთერზეთების ბუნებრივი ძალაა გამოყენებული და რაც მთვარია ყოველგვარი დანამატების გარეშე‼️
#მცენარეულიმუხტი #მზისალი #ენერგეტიკულისაპონი #მზისენერგია #ბუნებისძალა #ცოცხალიენერგია #ვიბრაცია

❌ დღეს სოციალური სივრცე სრულ ქარიშხალად და იდეების ქურდობის დიდ პოლიგონად იქცა. ყველაფერი ერთმანეთშია არეული, თუმცა რეალ...
24/06/2026

❌ დღეს სოციალური სივრცე სრულ ქარიშხალად და იდეების ქურდობის დიდ პოლიგონად იქცა. ყველაფერი ერთმანეთშია არეული, თუმცა რეალობა მარტივია!!

​☉ ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარი ფასი და ზუსტად ხედავს თავის გზას, არასდროს აიღებს სხვის იდეას.

​ის არ გაჰყვება სხვის მიერ უკვე გაკვალულ მარშრუტს, რადგან ესმის, რომ მთავარი ღირებულება #ინდივიდუალიზმია. როდესაც ფლობ ფუნდამენტურ, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, შენს სისტემაში სხვისგან ნასესხები იდეების ადგილი უბრალოდ ფიზიკურადაც აღარ რჩება.
​❌ იპარავს ის და
ისინი, ვისაც არ გააჩნია საკუთარი შინაგანი ბაზისი, რესურსი და შემოქმედებითი მუხტი. ქურდობა ყოველთვის საკუთარი სიცარიელის და უძლურების აღიარებაა!!!
​☉ მთავარი კანონზომიერება კი სულ სხვაა
​გზა, რომელიც ერთხელ უკვე სხვამ გაჭრა და გაიარა, სხვისი გზაა. მასზე სიარულით ვერასდროს მიხვალ იქ, სადაც შენი პოტენციალის რეალიზებაა შესაძლებელი.
​აუცილებელი არ არის სხვის ნაკვალევს მიჰყვე!❌️❌️
შენი საკუთარი, უნიკალური ბილიკი უნდა შექმნა და გაჭრა თუნდაც ნულიდან.
​შესაძლებელია ადამიანებმა ერთი და იგივე პროდუქტი ან ინსტრუმენტი გამოიყენონ, მაგრამ მასში სულ სხვა სული, სრულიად განსხვავებული შინაარსი უნდა ჩადონ!

​❗❗❗ შენი სული უნდა შთაბერო შენს საქმეს!!! ❗❗❗

​☉ ჩემი ხელწერით დავიწყე ყველაფერი რაც იქმნება ჩემს სულთან არის კავშირში. ასე დავიწყე და ასე მივყვები ჩემს საქმეს, ჩემს ყოველ იდეას მხოლოდ ჩემი ინდივიდუალური ხელწერა ექნება!

ყოველთვის მექნება ამბიცია,
ვაკეთო განსხვავებული და განსხვავებულად და მხოლოდ ჩემეულად.

🔥ჩემი მთავარი ამოცანა არის ჩემი შინაგანი სტანდარტიი
🔥წერტილ მძიმითაც კი არ ვგავდე სხვას
ეს არის ყოველდღიური, გაცნობიერებული მუშაობა საკუთარ თავზე.
​❌ არასდროს გაიმეორო ნაცადი შაბლონები, არ გადაიღო სხვისი ხელწერა და მუდმივად გაუფრთხილდი შენს ავთენტურობას, რათა ყოველი სიტყვა თუ ნაბიჯი მხოლოდ შენი მუხტის მატარებელი იყოს.

☉ ხოლო მათ, ვისაც სხვისი მზა იდეების მითვისება გირჩევნიათ თუ მიგაქვთ წაიღეთ!! წიაღეთ თუმცა გახსოვდეთ
ნამდვილი ცოდნა ამოუწურავი და დაუშრეტელი ოკეანეა, მისი წყარო ჩემშია და მას ვერავინ გამოლევს.

#პატივისცემით #ალისია 🔥

💛 🌞 🔥  #უკუკავშირი  #მადლიერება
23/06/2026

💛
🌞
🔥

#უკუკავშირი #მადლიერება

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მზის ალი ꜱᴜɴ’ꜱ ꜰʟᴀᴍᴇ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category