Psychotherapist Teona Ekaladze

Psychotherapist Teona Ekaladze Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Psychotherapist Teona Ekaladze, Psychologist, Tbilisi.

14/08/2026

მოქმედება იწვევს მოქმედებას.
უმოქმედობა იწვევს უმოქმედობას.

მოქმედება იწვევს შედეგს.
უმოქმედობაც იწვევს შედეგს.

მოქმედებისას მე ვირჩევ მიმართულებას. უმოქმედობისას არაფერს ვირჩევ, გარდა იმისა, რომ თავშივე უმოქმედობა ავირჩიე.

მოქმედებისას, მიზანმიმართულად სადღაც მივდივარ. უმოქმედობის შემთხვევაშიც სადღაც მივდივარ, ოღონდ სად, არ ვიცი, ან მომეწონება თუ არა იქ ყოფნა, არც ეს ვიცი.

საბოლოოდ, არჩევანი იმაზე არაა შედეგი მინდა თუ არა, შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, არჩევანი არის იმაში, მე რომელი შედეგი მინდა.

10/02/2026

ბულინგი: ქცევა თუ სიგნალი

ბავშვებს შორის ბულინგი პრობლემაა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის. უფროსების არასწორი ჩარევის შედეგად, ხშირად მეტად მწვავდება და როგორც წესი, კიდევ უფრო ცუდ შედეგებამდე მივდივართ ხოლმე.

ვეცდები გავშალო ზოგადად ბულინგის მექანიზმი, საიდან იწყება, როგორ გრძელდება და რა საჭიროებას იკმაყოფილებს ამ დროს ბავშვი.

ბულინგი არის ძალის უთანასწორობა (ფიზიკური, სოციალური), გამიზნულობა და განმეორებადობა (არ არის შემთხვევითი, კარგად გააზრებული და გამიზნულია, აქვს განმეორებითი ხასიათი),კონტროლის და დომინანტობის სურვილი (ბულერს სჭირდება ძალის განცდა, საკუთარი მნიშვნელობის დადასტურება, შფოთვის და უსუსურობის გადატანა სხვაზე).

ბულინგის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს არაერთი საფრთხის წინაშე, მაგალითად, სოციალური იზოლაცია, შფოთვა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, სირცხვილის და უმწეობის განცდა, სწავლის მოტივაციის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის სირთულე და კიდევ გაცილებით უარესი შედეგიც შეიძლება ჰქონდეს (კვლევაში, რომელიც მოიცავს 134 229 მოზარდს 12-დან 15 წლამდე, ბულინგის მსხვერპლ მოზარდებს აქვთ სუციდის მცდელობის დაახლოებით 3-ჯერ უფრო მაღალი რისკი EClinicalMedicine, 2019. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/30926574/ ).
ბულინგის შემთხვევაში, უფროსების მხრიდან მყისისერი და თანმიმდევრული ჩარევა, ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვიანებული ან უგულებელყოფილი რეაგირება არა მხოლოდ არ ამცირებს პრობლემას, არამედ ზრდის მის სიმძიმეს და ხანგრძლივობას.

ეფექტური ჩარევა მიმართული უნდა იყოს გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებასა და პრევენციაზე, რა დროსაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბულერი ბავშვი, როგორც წესი, არ არის „უზრდელი“, „სასტიკი“ და „ცუდი“ ბავშვი. ეს პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ბავშვი გამუდმებით უარყოფილია, „უჩინარია“, როდესაც მის გარემოში აგრესია ნორმალიზებულია, მუდმივად აკრიტიკებენ და ადარებენ სხვებს, ემოციური კავშირი მშობლებთან არ არის უსაფრთხო, რის შედეგადაც და შემდეგაც იწყებს ბავშვი სხვების ჩაგვრას (არაჯანსაღი კომპენსაცია), ამ გზით ცდილობს თავის საჭიროებების დაკმაყოფილებას, ცდილობს მიიღოს უსაფრთხოების განცდა, აღიარება, გახდეს შესამჩნევი და სხვ., რაც ცხადია, არ ამართლებს ქცევას, მაგრამ გვაძელვს გაგების შესაძლებლობას.

ბავშვის დასჯა, ბულინგის შემთხვევაში, არის მეთოდი, რომელიც არა თუ არ მუშაობს, არამედ, უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ბულინგთან მუშაობა გულისხმობს, რომ ბავშვს ვასწავლოთ ემოციების ამოცნობა, დასახელება, დავეხმაროთ თვითრეგულაციაში, დავუწესოთ მკაფიო საზღვრები, შევუქმნათ გამოცდილება, რომ ურთიერთობა ძალის გარეშეც შესაძლებელია. და ყველაზე მთავრი, რისი თქმაც მინდა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „ბულერი“ ბავშვი არის ბავშვი, რომელსაც უბრალოდ სწორ დროს ვერავინ ასწავლა როგორ იყოს უსაფრთხოდ სხვებთან ურთიერთობისას.
მაინტერესებს ვის რა გამოცდილება გქონიათ ამ პრობლემასთან მიმართებაში და როგორ გაუმკლავდით?

18/01/2026

როცა საკუთარ თავს ირჩევ, სევდიანი გრძნობა გეუფლება, თითქოს დანაშაულის გრძნობა გიჩნდება.
დაგასწავლეს, რომ თითქოს ძლიერი ქალი სხვებზე წინ საკუთარ თავს არასდროს აყენებს, რომ მუდმივად თრგუნავს საკუთარ მინდებს, სურვილებს, მისწრაფებებს. მუდმივად მობილიზებულია გადაჭრას სხვების პრობლემები, აირჩიოს სხვების ინტერესები და მაინც თითქმის გამუდმებით აქვს განცდა, რომ საკმარისი არასდროს არის.
ზოგჯერ, როცა იღლება, ამას საკუთარ სისუსტედ თვლის, რადგან ბავშობიდან სწავლობდა, რომ გაჩერება ან/და საკუთარი თავის არჩევა ეგოიზმია..
დღითიდღე ეკარგება შინაგანი ხმა, რომელსაც რაღაც უნდოდა, ან არ უნდოდა. ვიცი, ალბათ სევდიანი წასაკითხია, მაგრამ არა უცხო, ხომ მართალია?!
ზოგჯერ გიჩნდება კითხვები საკუთარ თავთან, კი, შენ ნამდვილად ახერხებ, უძლებ, მაგრამ რის ხარჯზე, რის ფასად?! სად არის შენი ნამდვილი ხმა, შენ სად ხარ ამ ყველაფერში?!
შესაძლოა ეს შეკითხვები შემთხვევით არ ჩნდება, იქნებ შინაგანი სიგნალია, რომელიც გეუბნება, რომ შენ გაქვს ადგილი, არა სადღაც ბოლოს, არა დასასრულს, ყველგან ყველას პრობლემას რომ გადაჭრი, არამედ, ახლა, აქ, დღეს.. შენ გაქვს სივრცე, რომელიც შენია.
შენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟიც და მთავარი გმირიც ხომ შენ ხარ.
მინდა იცოდე, რომ შენი ხმა არსად გაქმრალა, ისევ შენთან არის, უბრალოდ მოსმენა შეწყვიტე დიდი ხნის წინ..
მინდა რომ სულ გახსოვდეს, საკუთარ თავზე ზრუნვა, თვითსიყვარული, არ ნიშნავს სხვის მიტოვებას, იქნებ პირიქითაც იყოს.. მოსმენილი და აღიარებული მე, კიდევ უფრო ძლიერია. უფრო ეფექტური მხარდაჭერის შეთავაზება შეუძლია, ვიდრე ჩამქრალ, გადაღლილ, ძალაგამოცლილ მეს.
ახლა მინდა გთხოვო, რომ საკუთარ თავს ცოტა მეტი სიკეთით შეხედო, ცოტათი მეტად იზრუნო და ეცადო ხშირად შეამჩნიო, სინამდვილეში რა უნდა. სცადე აირჩიო საკუთარი თავი, შიშის, თვითკრიტიკის, სინდისისქენჯნის გარეშე, ან მათთან ერთად.. არაუშავს, თუ შეგრცხვება, არაუშავს თუ შეგეშინდება და სულ გახსოვდეს, საკუთარი თავის არჩევა გამბედაობაა.

09/01/2026

თრობა, როგორც გადარჩენის საშუალება

ალბათ ერთხელ მაინც გითქვამს ახლობელზე,ოჯახის წევრზე, ნაცნობზე, რომ „სიმთვრალეში ცუდი ხასიათი აქვს“ ან „როცა თვრება, აგრესიულია“.

სინამდვილეში კი, თრობა არ იწვევს აგრესიას, პირიქით, აგრესიის არსებობა იწვევს თრობის მოთხოვნილებას.

მე ვარ თეონა ეკალაძე, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგსტრანტი, ჩართული საერთაშორისო გეშტალტ თერაპიის სასწავლო კურსში და განვიხილავ ალკოჰოლდამოკიდებულებას, ფსიქოლოგიური პროცესების ჭრილში.

ჩვენს საზოგადოებაში ( არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში), ემოციების გამოხატვა, გამოვლენა, ხშირად სისუსტედ, სირცხილად არის მიჩნეული. განიხილება, როგორც არაადაპტური ქცევა.

ადამიანი, ფხიზელი გონებით, ემოციების დამალვას წარმატებულად ართმევს თავს.
გამოხატვის საკითხს ისიც ართულებს, რომ ხშირად ემოციის იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ. არ ვიცი რას განვიცდი, ბრაზია ეს, შიში, პროტესტი, სირცხვილის განცდა თუ რაიმე სხვა, შესაბამისად, ამ ჩვენთვის გაუგებარი ემოციის სიტყვით ფორმულირება და კონსტრუქციულად გამოხტვა, ცხადია, არც ისე მარტივია.

ალბათ ოდესმე გითქვამთ მთვრალი ადამიანისთვის, „რაღა დროს ეგ არის, შარშანდელ ამბავზე, ახლა ჩხუბობ?!“ ან რაიმე მსგავსი.. საქმე ისაა, რომ მისთვის ეს ამბავი ძველი არ არის, ის ისევ აქტუალურია, ისევ მოუნელებელია და შასაძლოა უფრო მძიმეც, ვიდრე ამბის მოხდენისას იყო.
ვერ გაგებული და ვერ გამოთქმული ემოციები, არსად არ მიდიან, აკუმულირდებიან და ხშირ შემთხვევაში, დესტრუქციულად გამოვლინდებიან.
ამ პროცესში, ალკოჰოლის ფუნქციაა იმპუსლების კონტროლის შესუსტება, შიშისა თუ სირცხვილის შემცირება და მუშაობს, როგორც დროებითი „ნებადამრთველი“, რაც ადამიანისთვის დიდი შვებაა.

როცა თრობის გზით ერთხელ მაინც განიცდის ემოციურ შვებას, ეს გამოცდილება ფსიქიკაში ფიქსირდება, როგორც ხელმისაწვდომი რეგულაციის მექანიზმი, შესაბამისად, მომდევნო ემოციური დაძაბულობისა და დისკომფორტისას, ალკოჰოლის მიმართ მოთხოვნილება კვლავ აქტიურდება.

მაინტერესებს თქვენი აზრი, ამ საკითხთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოახერხოს ადამიანმმა ემოციების გამოხატვა და მის გარშემომყოფებს (ოჯახისწევრებს, მეგობრებს) აქვთ თუ არა რაიმე როლი, ამ კუითხით?

09/01/2026

"არაფერი მაწუხებს, მაგრამ კარგად მაინც არ ვარ"

"თითქოს ისეთს არაფერს ვაკეთებ, თუმცა მაინც სულ დაღლილი ვარ"

"ვცდილობ ხშირად დავასვენო სხეული, გონება, რომ ძალების, ენერგიის აღდგენა შევძლო, მაგრამ რაღაც არ გამოდის"

თუ მსგავსი ფიქრები გეხმიანება, კითხვა განაგრძე👇

მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი, ჩართული ვარ საერთაშორისო გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამაში და ვეცდები გავშალო ყველა ის მდგომარეობა, რაც ზემოთ აღვწერე. ვისაუბრებ მიზეზებზე და გადაჭრის გზებზე.

არახალია, რომ თანამედროვე მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, ხშირად გაქვს განცდა, თითქოს დრო შენგან დამოუკიდებლად მიდის, ცდილობ დაეწიო, დაუღალავად ცდილობ, მაგრამ არ გამოდის, რაც შფოთვას გიძლიერებს და ცხადია, პირდაპირ აისახება შენს ეფექტურობაზე. ვიწროვდება ინტერესების სფეროები, ძლიერდება დაღლილობის შეგრძნება, კარგავ სიხარულის, ბედნიერების, სიამოვნების განცდას.. შემდეგ ცდილობ რაღაცები შეცვალო, მიმართავ ექსპერიმენტებს (ხშირი და გავრცელებული ტექნიკაა სიამოვნების და სიხარულის განცდის წარმოდგენა, "გათამაშება"). საბოლოოდ ხვდები, რომ არ მუშაობს და უბრუნდები საწყის წერტილს.. შემდეგ რაღაც ახალს ცდი, შემდეგ ისევ ბრუნდები და აგრძელებ წრეზე სიარულს. ბოლოს მიდიხარ დასკვნამდე, რომ ყველაფერი სცადე და არაფერი გამოდის, სადაც მე ვერ დაგეთანხმები.. გამოდის, აუცილებლად გამოდის, უბრალოდ დროა განსხვავებული მეთოდი იპოვო, რაც შენია და ამ გზით სცადო.
ვფიქრობ, ყველა ადამიანზე განსხვავებული სტრატეგიები მუშაობს, კონკრეტულად მისი საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არის ერთი უნივერსალური გზა, რაც შესაძლოა ყველაფერზე არა, თუმცა ბევრი კუთხით იწვევს დადებით ცვლილებებს და საგრძნობლად აუმჯობესებს შენი ცხოვრების ხარისხს, ეს არის სწორი დასვენება. დიახ, უნდა ისწავლო, როგორ დაისვენო სწორად და ხარისხიანად და მე გარანტიას გაძლევ, ყოველდღე შეამჩნევ რაღაც ახალს, სასიამოვნოს და ყოველდღე დაინახავ ახალ შესაძლებლობებს. ☘️☘️

ინდივიდუალური სესიით დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდი: 👉557 564 993

09/01/2026

"უძრავი ქონების შეძენა მინდა და ვერ ვრისკავ"

"სასწავლო კურსზე მინდა დარეგისტრირება და არ ვიცი ხარჯებს როგორ გავწვდები"

თუ ხშირად ხარ მსგავს სიტუაციაში, წაიკითხე ბოლომდე, გულდასმით, კიდევ დაუბრუნდი და თავიდან წაიკითხე..

ამჯერად ვისაუბრებ ფსიქოლოგიურ ტექნიკაზე, რომელიც შესაძლოა ჩემამდე არსებობდა, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ჩემი აღმოჩენაა და ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ტექნიკა განვითარებისთვის.

თუ გაქვს კონკრეტული მიზანი, პირობითად, უძრავი ქონების შეძენა, რომლის ყიდვისაც არც შესაძლებლობა გაქვს, ამ ეტაპზე და არც ფსიქოემოციური მზაობა. ავიღოთ პირობითად, 30 000 დოლარიანი ღირებულების სახლი, რომლის შეძენაც გსურს, მაგრამ შიში უკან გხევს.. ფოკუსირდი გაცილებით ძვირადღირებულ, მაგალითად, 100 000 დოლარის ღირებულების სახლზე.

შენი შემოსავლები გაწერე სათითაოდ, ხარჯები დათვალე, რა გაქვს აუცილებელი ხარჯი და რისი "ჩახსნა" შეგიძლია. შემდეგ ითვალე ყოველდღიურად თვეში კონკრეტულ წელზე რამდენის გადახდა მოგიწევს.
მერე სხვა ვადაზე სცადე. მერე იფიქრე რა რესურსი გაქვს ამ ეტაპზე ხელთ, კიდევ რისი მოძიება შეიძლება.. შეეხე შენს სურვილს, საქმით, მიუახლოვდი.
რაღაც პერიოდის შემდეგ, შედარებით ბიუჯეტური ვარიანტები დაათვალიერე და მენდე, გარისკვა ვეღარ შეგაშინებს.
ეს ტექნიკა და მიდგომა გამოიყენე სხვადასხვა მიმართულებებით, სწავლასთან მიმართებაში, კარიერულ განვითარებასთან, უძრავ-მოძრავი ქონების შეძენასთან მიმართებაში და საერთოდ ყველგან, რაც შენი ინტერესების სფეროა.

ტვინი რეალობას და სიმულაციას, რომელთანაც უკვე საქმით, აქტივობით ხარ კავშირში, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს და გიგზავნის სიგნალს, რომ ეს არაფერია, ორჯერ ძვირადღირებულის შეძენას აპირებდი და ეს იმასთან შედარებით, გაცილებით მარტივია.. ეს არის უკვე არა ოცნება, არამედ პროცესში მყოფი რეალობა. ტვინი გადადის გადარჩენის და ბრძოლის რეჟიმიდან, სტრატეგიულ რეჟიმში.

ასევე, მინდა შევეხო ბანკების საკითხს. ნუ აღიქვამ, ნუ შეხედავ ბანკს, როგორც "გამომძალველს", როგორც "ბანდიტს" და ა.შ.

შეხედე, როგორც პარტნიორს, კომპანიონს, მოკავშირეს, რომელიც დღეს ხელს გიმართავს და თავის სარგებელსაც იღებს. ვიცი, რომ ჩვენთან დიდი პროცენტია, მაგრამ ამაზე გავლენა ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ, ამ მოცემულობაში, ფოკუსირდი როგორ მიიღო მეტი სარგებელი.

თუ შეგხვდა ეს პოსტი და გაეცანი, აუცილებლად მოიწონე. მადლიერება სამყაროსთვის არ არის უბრალოდ კარგი მანერა. ეს არის შინაგანი მოძრაობა, რომელიც შენს ფსიქიკას სხვა სიხშირეზე აყენებს,
სიხშირეზე, სადაც შენ უკვე აღარ ხარ უბრალოდ მოლოდინში, არამედ ხარ პროცესში, სადაც რაღაცები უკვე თავისით იწყებენ შენთან მოახლოებას.

ეს იქნება შენი პატარა „მადლობა“ სამყაროსთვის.
ხშირად, ზუსტად ასეთი პატარა ნიშნებით იწყება დიდი ცვლილებები

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 15:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Psychotherapist Teona Ekaladze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category