C-ჰაბი • C-hub

C-ჰაბი • C-hub 🌿ბავშვებისა და მოზარდების პიროვნული, ემოციური და სოციალური განვითარების მხარდაჭერისთვის შექმნილი სივრცე.

📌 როგორ შეუძლია მშობელს დაიცვას ბავშვი თანატოლთა მავნე ზეგავლენისგან?🤝ურთიერთნდობა🧠ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია თავი...
13/05/2026

📌 როგორ შეუძლია მშობელს დაიცვას ბავშვი თანატოლთა მავნე ზეგავლენისგან?

🤝ურთიერთნდობა🧠ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია თავისუფლად გაგიზიაროთ ყველაფერი, განსჯის შიშის გარეშე.
🧡ნდობა ორმხრივია - თქვენც იყავით გულწრფელი მასთან, გაუზიარეთ თქვენი გრძნობები, მოუსმინეთ და აჩვენეთ, რომ პატივს სცემთ მის აზრს და ენდობით მის გადაწყვეტილებებს.

🛡️უსაფრთხო გარემოში ავარჯიშეთ, როგორ თქვას “არა“
მაგალითად, ჰკითხეთ:
• „თუ მეგობარი გთხოვს რაიმეს, რისი გაკეთებაც შენ არ გინდა, რას ეტყვი?“

💡 ერთად მოიფიქრეთ შესაძლო პასუხების რამდენიმე ვერსია; შემდეგ, სთხოვეთ ბავშვს, ხმამაღლა თქვას თითოეული და შეარჩიოს მისთვის ყველაზე კომფორტული ფრაზა.
💡 ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ „არა“-ს თქმა ყველა ადამიანის უფლებაა, თუმცა ეს უნარი ვარჯიშს საჭიროებს.

👥 ბავშვზე თანატოლთა ზეგავლენა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური.🚩როგორ მივხვდეთ, რომ ზეგავლენა პრობლემური...
06/05/2026

👥 ბავშვზე თანატოლთა ზეგავლენა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური.

🚩როგორ მივხვდეთ, რომ ზეგავლენა პრობლემურია?
• ბავშვი აკეთებს იმას, რისი კეთებაც ადრე არ უნდოდა ან არასწორად მიაჩნდა
• ამბობს: „ასე უნდა მოვიქცე, თორემ აღარ მემეგობრებიან“
• იმეორებს სხვის სიტყვებს, თითქოს ეს თავისი აზრი იყოს
• არჩევანის გაკეთებისას, ამბობს: „არ ვიცი, როგორც ჩემი კლასელები იტყვიან“
• გადაწყვეტილების მიღებისას, მუდმივად სხვებს ელოდება, რომ მერე იგივე გაიმეოროს
• ხშირად ამბობს, რომ იცის, რა არის სწორი, მაგრამ არ იცის, როგორ თქვას „არა“

🎯 ამ დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ბავშვს დავეხმაროთ საკუთარი პოზიციის მშვიდად, თამამად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარის განვითარებაში.
👨‍👩‍👧 მშობლებს ამ უნარის განვითარებაში ბავშვის მხარდაჭერა ყოველდღიურ ურთიერთობაში შეუძლია.
📌მომდევნო პოსტში ამ საკითხს უფრო დეტალურად შევეხებით.

💬ზოგჯერ, ბავშვებს უჭირთ იმის თქმა, თუ რას გრძნობენ. არა იმიტომ, რომ არ სურთ, უბრალოდ, მათთვის რთულია საკუთარი განცდებისთ...
01/05/2026

💬ზოგჯერ, ბავშვებს უჭირთ იმის თქმა, თუ რას გრძნობენ. არა იმიტომ, რომ არ სურთ, უბრალოდ, მათთვის რთულია საკუთარი განცდებისთვის სახელის დარქმევა.

🤸🏻‍♂️სწორედ ამიტომ, ეს ემოციები ხშირად ქცევებში იჩენს თავს:
ტირილში 😢 გაბრაზებაში 😡 წესების დარღვევაში ან მძაფრ წინააღმდეგობაში 💥

👀 როცა მშობელს უჭირს მიხვდეს, რა დგას ამ ქცევის უკან, ხშირად ის რეაგირებს მხოლოდ ქცევაზე და არა მის გამომწვევ მიზეზებზე.
დაუსვით კითხვა ბავშვს ფერებზე და ემოციებზე და
🧡 მოუსმინეთ ინტერესით, შეფასებისა და შესწორებების გარეშე (არ უთხრათ, რომ სევდა ლურჯი ფერია და არა - ყვითელი; ეს მისი ემოციაა 😊)

💬 განაგრძეთ საუბარი:
„რა საინტერესოა… ძალიან მკვეთრი ყვითელია შენი სევდა თუ სუსტად ჩანს?
„მომიყევი ცოტა მეტი ამ გრძნობაზე...“
„როდის გრძნობ ხოლმე ასე თავს?“

🍀 ბოლოს კი, უთხარით:
„მე ყოველთვის, ყოველთვის შენს გვერდით ვარ და შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.“

🌿სცადეთ და თავად აღმოაჩინეთ თქვენი შვილის ქცევის მიღმა არსებული რეალური მიზეზები - ის, რაც ბავშვს ნამდვილად აწუხებს 💛

✨სიამოვნებით გიზიარებთ სიახლეს სი-ჰაბისა და აკადემია რკალი - Rkali Academy -ს შორის თანამშრომლობის შესახებ  🤝✨ეს თანამშრ...
27/02/2026

✨სიამოვნებით გიზიარებთ სიახლეს სი-ჰაბისა და აკადემია რკალი - Rkali Academy -ს შორის თანამშრომლობის შესახებ 🤝
✨ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ ბავშვს შევთავაზოთ უსაფრთხო, მხარდამჭერი და პროფესიონალური გარემო, სადაც ისინი შეძლებენ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარების განვითარებას 🌿

🎯C-ჰაბში ბავშვები და თინეიჯერები იწყებენ საკუთარი უნიკალური „მე“-ს მოსმენასა და ახალი გზების აღმოჩენას მიღწევებისკენ; 🌿მ...
20/01/2026

🎯C-ჰაბში ბავშვები და თინეიჯერები იწყებენ საკუთარი უნიკალური „მე“-ს მოსმენასა და ახალი გზების აღმოჩენას მიღწევებისკენ;

🌿მშობლები კი სწავლობენ, როგორ აქციონ რეალობად პრინციპი: "მიიღე შენი შვილი ისეთი, როგორიც არის" 🤝✨

12/01/2026

✨ვიწყებთ ახალ ჯგუფებს თებერვლიდან.
დეტალური ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 📨
🌿ბავშვების სოციალურ-ემოციურ უნარებზე მუშაობა არ იწყება მხოლოდ მათთან. მნიშვნელოვანია, მათ გვერდით იყვნენ უფროსები, რომლებსაც ესმით და ჩართულნი არიან პროცესში.

🌱როცა მშობლები და სპეციალისტები ბავშვის მხარდასაჭერად ერთიანდებიან, შედეგები უფრო მდგრადია ✨😊ვიწყებთ ახალ ჯგუფებს თებერვ...
09/01/2026

🌱როცა მშობლები და სპეციალისტები ბავშვის მხარდასაჭერად ერთიანდებიან, შედეგები უფრო მდგრადია ✨😊
ვიწყებთ ახალ ჯგუფებს თებერვლიდან.
დეტალური ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 📨

🎄 💫 გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერების, თბილი ურთიერთობებისა და ემოციური კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის! 💛
31/12/2025

🎄 💫 გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერების, თბილი ურთიერთობებისა და ემოციური კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის! 💛

🎄 მალე ახალი წელი დადგება და საახალწლო არდადეგებიც დაიწყება. ❄️საახალწლო დღეები სავსეა ფუსფუსით, სტუმრებითა და მზადებით....
25/12/2025

🎄 მალე ახალი წელი დადგება და საახალწლო არდადეგებიც დაიწყება.
❄️საახალწლო დღეები სავსეა ფუსფუსით, სტუმრებითა და მზადებით. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბავშვების განცდებია. მათთვის ახალი წელი არა მხოლოდ 🎁 საჩუქრების მოლოდინი, არამედ ოჯახთან ერთად დროის გატარებისა და ერთმანეთთან სიახლოვის გამოცდილებაა.
☃ მცირე რჩევები მოგიმზადეთ საახალწლო დღეებისთვის.

Address

7 Gudauri Street
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when C-ჰაბი • C-hub posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category