15/06/2026
📣 2️⃣7️⃣ ივნისს ქალაქ სენაკში 📍
👉 ქალაქ სენაკში სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში “ესკულაპი+”პაციენტებს მიიღებს "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" მოწვეული ექიმი, ანგიოლოგი/სისხლძარღვთა ქირურგი – ლაშა ოკუჯავა.
📅 მიღების დღე: 2️⃣7️⃣ ივნისი
👨🔬 კონსულტაცია + დოპლერი - 8️⃣0️⃣ ლარი
შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგი პრობლემების შემთხვევაში:
🔹 ვენების ვარიკოზული დაავადება – ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.
🔹 ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული დაავადება – როცა პაციენტები უჩივიან ტკივილს კიდურებში (200 მეტრის გავლის შემდეგ ან მოსვენებულ მდგომარეობაშიც), ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფების გაციებასა და შეუხორცებელ წყლულებს.
🔹 გულმკერდისა და მუცლის აორტის ანევრიზმები – დამახასიათებელია ტკივილი გულმკერდის ან მუცლის მიდამოში, ხველა, ყლაპვის გაძნელება, წელისა და მუცლის ტკივილი, პულსაციის შეგრძნება მუცლის არეში.
🔹 საძილე არტერიების დაავადებები – გადატანილი იშემიური ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა ან საძილე არტერიების მაღალი რისკის ასიმპტომური დაზიანება.
🔹 სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში ქიმიოთერაპიისთვის სისხლძარღვოვანი საინექციო პორტის იმპლანტაცია.
🔹 ჰემოდიალიზის პაციენტებისთვის AV ფისტულების და გრძელვადიანი სადიალიზო კათეტერების იმპლანტაცია.
წინასწარი ჩაწერა აუცილებელია
📞 +995 577 48 95 59
📍 ქ. სენაკი : ჭყონდიდელის ქ. N1