Dermatologi-შათირიშვილი თეონა

Dermatologi-შათირიშვილი თეონა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Dermatologi-შათირიშვილი თეონა, Medical and health, Telavi.

29/05/2025

ზაფხულში ტემპერატურის და ტენიანობის მატებასთან ერთად ხდება ჭარბი რაოდენობით ოფლის და ცხიმის გამოყოფა, რაც იწვევს ფორების დახშობას და შედეგად გამონაყრის განვითარებას, ასევე ჭარბი მზის სხივები აჩენს ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს .. შემოგთავაზებთ სახის კანის მოვლის რუტინას რომლითაც მინიმუმამდე შეგიძლიათ დაიყვანოთ ის გვერდითი ეფექტები, რაც ზაფხულს შეიძლება ჰქონდეს ჩვენს კანზე.

1. დაიბანეთ სახე ზედმეტი ჭუჭყის და ცხიმის მოსაშორებლად: ჩვენი სხეული აწარმოებს ბუნებრივ დამატენიანებელ ფაქტორებს, რომლებიც წყალს იკავებენ კანში. მათი ჩამობანით კანის ზედა ნაწილი შეიძლება გაუწყლოვდეს. ამიტომ არ არის რეკომენდირებული სახის ხშირი დაბანა ზაფხულში. დაიბანეთ სახე დილით და საღამოს ნელთბილი წყლით ,აირჩიეთ კანის ტიპის შესაფერისი ნაზი გამწმენდები ალკოჰოლის გარეშე.
2. დაიტენიანეთ სახის კანი : სახის კანს დატენიანება სჭირდება ნებისმიერ სეზონზე. ზაფხულში გამოიყენეთ სახის მსუბუქი დამატენიანებელი თქვენი კანის ტიპის მიხედვით .დამატენიანებელი უნდა იყოს არაკომედოგენური.
3. ატარეთ მსუბუქი მაკიაჟი: ნაკლები მაკიაჟის ტარება კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს
4.მოახდინეთ კანის ექსფოლიაცია კვირაში ერთხელ ან ორჯერ: ოფლი ,ჭუჭყი და მზის დამცავი კრემები იწვევს ფორების დახშობას. ფორების გასუფთავებისთვის რეკომენდირებულია ნაზი ექსფოლიანტების გამოყენება კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
5. გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი: ტუჩის კანი ისევე, როგორც სახის კანი შეიძლება დაზიანდეს მზის სხივების მოქმედების შედეგად. გამოიყენეთ SPF შემცველი ტუჩის ბალზამი ტუჩის კანის დასაცავად
ატარეთ მზისგან დამცავი აქსესუარები: ატარეთ ფართოფარფლიანი ქუდები და დაიცავით თვალები მზის სათვალით.
დალიეთ მეტი წყალი და დაამატეთ საკვებ რაციონში ხილი და ბოსტნეული: ზაფხულში წყლის მიღება უნდა იყოს მინიმუმ 2-3 ლიტრი დღეში.ახალი წვენები კარგი საშუალებაა ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად. იდეალური კანისთვის კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ სეზონური ხილით და ბოსტნეულით
გამოიყენეთ მზისდამცავი კრემი
საუკეთესო რამ რაც შეიძლება შენს კანს გაუკეთო ზაფხულში არის მზის დამცავი. მისი არ გამოყენების შემთხვევაში კანი ბერდება მალე და იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი.
მზისგან დამცავი საშუალებები უნდა იყოს :
• შერჩეული კანის ტიპის მიხედვით
• მინიმუმ 30spf+-ით
• ფართო სპექტრის, რაც ნიშნავს, რომ მზისგან დამცავი უნდა იცავდეს კანს როგორც UVA, ასევე UVB სხივებისგან.
• გამოვიყენოთ ყოველ ორ საათში

27/04/2025

ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი

18/04/2025
17/04/2025

ნაირფერი პიტირიაზი

Address

Telavi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dermatologi-შათირიშვილი თეონა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share