05/06/2026
🙌 იმის კეთებაში რაც არ მინდა, მეხმარება იმ კმაყოფილების შეგრძნების გახსენება, რომელიც მაშინ მაქვს როცა ამას გავაკეთებ!
🌟 ეს არის ჩემი ჯადოსნური რეცეპტი.
⏳ყველაზე რთული დაწყებამდე 5 წუთი და დაწყების შემდეგ 5 წუთია, შემდეგ კი რიხინ-რიხინით მიდის.
🌱 საერთო ჯამში კი ეს ქმნის დისციპლინას.
დისციპლინით არ ვიბადებით, ეს არის უნარი, რომელიც გამომუშვდება.
მთავარია დაიწყო მოქმედება და მოტივაცია და ჟინი კეთებაში მოდის.🔥
ყველაზე ხშირი შეცდომა არის ყველაფრის იდეალურად გაკეთების ილუზია. სინამდვილეში ყველაზე მთავარი არის განმეორებითობა და მუდვიდი კეთება, რომელიც აყალიბებს და აძლიერებს ნეირონულ კავშირებს. სწორედ ასე იქმნება ახალი ჩვევები და იზრდება თვითრეგულაციის უნარი.
🧘 თუმცა პირველი ნაბიჯი არის პარადოქსული, მიიღო საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ცვლილებები.
როცა ვარჯიში დავიწყე ვიცოდი, რომ მექნებოდა გაცდენები, ზოგჯერ კვირაც ვერ ვივლიდი. ვივარჯიშებდი სულ რამდნეიმე წუთი, სანამ შევწუხდებოდი. გავაანალიზე, ვაღიარე და მივიღე ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ. ერთადერთი, რაც გავაკეთე ეს იყო არ შევწვიტე, არ შევწყვიტე, მაშინ როცა ბევრი გავაცდინე, არ შევწყვიტე მაშინ როცა მეზარებოდა, როცა წვიმდა და თოვდა. 🌟 შედეგად გაიზარდა ვარჯიშის დრო, გაიზარდა დღეების რაოდენობა, თითქოს თავისით დაბალანსდა.
ამ ყველაფერში დამეხმარა, ის რომ საერთოდ დავივიწყე შედეგზე ფიქრი, უბრალოდ მთელი შეგრძნებით გადავეშვი პროცესში, რამაც ძლიან დიდი სტრესი და დემოტივირება ამაცილა თავიდან.
🌱 იყო პროცესზე ორიენტირებული და არა შედეგზე არის ის რაც სასიამოვნოს ხდის ყველაფერს რასაც აკეთებ.
ჩემი დისციპლინის რეცეპტია:
▫️ მიიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ, მხოლოდ ამის შედეგ იწყება ცვლილებები!
▫️ შეინარჩუნე კეთება, მაშინაც კი როცა იდეალურად არ გამოგდის (ეს ამყარებს ნეირონულ კავშირებს და უკეთ იწყებ კეთებას)
▫️ იყავი პროცესზე ორიენტირებული და არა შედეგზე, ეს აგარიდებს დემოტივაციას და სასიამოვნოს გახდის იმას რასაც აკეთებ.
▫️ გახსოვდეს, რომ დაწყებამდე 5 წუთი და დაწყების შემდეგ 5 წუთია ყველაზე რთული, შემდეგ „მუღამში“ შედიხარ.
▫️ დაიმახსოვრე ის კმაყოფილების შეგრძნება, რომელიც იმის კეთების მერე გეუფლება რისი გაკეთებაც გეზარებოდა ან გადადებას აპირებდი. გაიხსენე ეს შეგრძნება, როცა ისევ დაგეზარება. ეს დაგეხმარება პირველი დაზარების 5 წუთის დაძლევაში!
🙌 იცოდე, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, ისიმოვნე პროცესით!
გისურვებ წარმატებებს🧘 🤍