04/06/2026
ტერფი სახესთან — პოზა, რომელსაც ექოსკოპიის დროს საკმაოდ ხშირად ვხვდებით და რომელიც ყოველთვის იწვევს მშობლების ინტერესს: როგორ ახერხებს პატარა ამას? 👣
ეს მხოლოდ საინტერესო კადრი არ არის. ნაყოფის ასეთი მოქნილობა განპირობებულია იმით, რომ მისი ძვლები და სახსრები ჯერ კიდევ ძალიან ელასტიურია, ხოლო იოგები — მეტად მოქნილი.
მუცლადყოფნის პერიოდში ასეთი მოძრაობები ნაყოფის აქტიური განვითარების ბუნებრივი ნაწილია.👶