The Playful Willow / ლაღი ტირიფი

  • Home
  • The Playful Willow / ლაღი ტირიფი

The Playful Willow / ლაღი ტირიფი თეატრალური წრე მედეგობისა და სოც-ემოციური უნარების ერთად განვითარებისათვის

30/11/2024

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ლაღი ტირიფის ყველა თანამშრომელი ვიფიცებით და უარს ვამბობთ ჩვეულ რიტმში მუშაობაზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სილაღეზე და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა სრულად კარგავს აზრს ქვეყანაში, სადაც მოქალაქეს ხმა არ აქვს და მოძალადე, არალეგიტიმურ მმართველობაში ცხოვრობს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაციის მისიის მიზნების მისაღწევად, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ახლა უნდა დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება.
Natia Cecxladze Beradze Dinara Bolqvadze Tamta Kukhaleishvili
საქართველო არასდროს გახდება რუსეთი! ✊

ვინ ვართ ჩვენ?🌳ია ბერაძე - ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის ტრენერი, ლაღი ტირიფის ...
05/10/2024

ვინ ვართ ჩვენ?
🌳ია ბერაძე - ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის ტრენერი, ლაღი ტირიფის თეატრალური წრის მენტორი

"ჩემი ინსპირაციაა ის სილაღე რასაც ბავშვობაში განვიცდიდი და მომყვება დღემდე. სილაღე, რომელიც მსურს გადავდო და გავუზიარო ყველა ადამიანს განსაკუთრებით კი ბავშვებს.
ვთვლი რომ ბავშვებთან ურთიერთობა არის საქმე რომელიც ყველაზე კარგად გამომდის და ორმხრივად სარგებლიანია😊. მსურს, დავეხმარო ბავშვებს აღმოჩენების კეთებაში, სირთულეების გადალახვასა და წარმატებების მიღწევაში."

ვინ ვართ ჩვენ? 🌳 დინარა ბოლქვაძე- ფსიქოლოგი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის ტრენერი, ლაღი ტი...
30/09/2024

ვინ ვართ ჩვენ?
🌳 დინარა ბოლქვაძე- ფსიქოლოგი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის ტრენერი, ლაღი ტირიფის თეატრალური წრის მენტორი

"ჩემი პირველი მასწავლებელი გაკვეთილებს თამაშის გამოყებით და ხალისით გვიტარებდა, გვიზიარებდა სითბოს და სიყვარულს, ითვალისწინებდა ჩვენს სურვილებს და საჭიროებებს. ამან გამიჩინა სურვილი მასსავით მემუშავა და ბავშვების მხარდამჭერი გავმხდარიყავი.
2020 წელს აღმოვჩნდი საბავშვო ბაღში და ბავშვებთან ერთად დავიწყე საოცარ სამყაროში მოგზაურობა.
ბავშვებთან მუშაობის პროცესში გავიაზრე, რომ მათზე ზრუნვა და მათ განვითარებაზე ფიქრი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა.
წინა წელს კი თეატრალურ წრეზე მენტორობის გამოცდილებამ აღმომაჩენინა რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია დრამატული თამაშები ბავშვების თავდაჯერებულობისა და განვითარების მხარდასაჭერად.
მინდა ჩემი გამოცდილებების ერთობით მიზანს მივაღწიო, ბავშვებს ხელი შევუწყო შესაძლებლობებისა და ინტერესების აღმოჩენაში და ვიყო მათი მხარდამჭერი .”

ვინ ვართ ჩვენ?🌳თამთა კუხალეიშვილი - კლინიკური ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის თან...
27/09/2024

ვინ ვართ ჩვენ?
🌳თამთა კუხალეიშვილი - კლინიკური ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის თანამშრომელი, ლაღი ტირიფის დამფუძნებელი.
"2010 წელს სრულიად შემთხვევით დავიწყე ბავშვებთან თეატრალურ წრეზე მუშაობა. მაშინ დავინახე, რომ ბავშვებთან მუშაობა ორმხრივი პროცესია - ბავშვებმა მე აღმომაჩენინეს ვინ ვიყავი, რა შემეძლო, დამანახეს ჩემი მნიშვნელობა და დამეხმარნენ ვყოფილიყავი მედეგი. მადლიერება, რომელსაც იმ ბავშვების მიმართ ვგრძნობ, რომლებმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალეს, არის მიზეზი მუდმივად ვეცადო უკან დავაბრუნო ის მხარდაჭერა, რომელიც მათგან მივიღე.
ჩემი ცხოვრების მისიად მივიჩნევ ბავშვების ცხოვრებას შევეხო, დავეხმარო აღმოაჩინონ საკუთარი ძალა და ისწავლონ ლაღად ცხოვრება და გამოწვევებთან გამკლავება. "
🌿 მადლობა ების (ფოტოში) ლაღი ტირიფის მხარდაჭერისთვის Tuta Jgushia

🌳შემოგვიერთდით ლაღი ტირიფის ქვეშ თეატრალურ წრეზე🌳თუ თქვენი ბავშვი გატაცებულია საშემსრულებლო ხელოვნებით და უყვარს წარმოსა...
21/09/2024

🌳შემოგვიერთდით ლაღი ტირიფის ქვეშ თეატრალურ წრეზე🌳

თუ თქვენი ბავშვი გატაცებულია საშემსრულებლო ხელოვნებით და უყვარს წარმოსახვითი თამაშები, ჩვენი თეატრალური წრე შესანიშნავი ადგილია მისთვის განივითაროს სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციის და პრობლემების გადაჭრის უნარები თეატრალური თამაშების საშუალებით. თეატრის ჯადოსნურ სამყაროში ბავშვები თავდაჯერებულად შეძლებენ საკუთარი თავის გამოხატვას. ამ მიზნების მისაღწევად დამატებით მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ფსიქოლოგთან ორი საკონსულტაციო შეხვედრით.

ვისთვის არის?
🌱5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის (ბაღის ბოლო წლიდან მეოთხე კლასის ჩათვლით)
🌱ბავშვებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება გახდნენ თავდაჯერებულები, იყვნენ ნაკლებად მორცხვები, გაიჩინონ მეტი მეგობარი, აღმოაჩინონ საკუთარი თავი
🌱ბავშვებისთვის, რომლებსაც უყვართ თამაში, როლების მორგება, სიმღერა, ცეკვა ან აინტერესებთ თეატრი

სად?
ფელიქსის საბავშვო ბაღის შენობაში. გაბრიელ ისაკაძის ქუჩა #25, საბურთალო, თბილისი

როდის?
ოქტომბრიდან ივნისის ჩათვლით კვირაში ორი შეხვედრა. წრეზე სიარულის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი საცდელი შეხვედრით (თითო 30 ლარი).

🌳ლაღი ტირიფის ქვეშ არის თეატრალური წრის ორი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მაქსიმუმ 15 ბავშვს და მათ სამ მასწავლებელს.
🌿 5-7 წლიანთა ჯგუფი
ყოველ სამშაბათს 18:00-დან 19:30 საათამდე და ყოველ შაბათს 10:30-დან 12:00 საათამდე
ჯგუფის მენტორები: თამთა კუხალეიშვილი, დინარა ბოლქვაძე, ნათია ცეცხლაძე
ღირებულება თვეში 240 ლარი. ფელიქსის ბაღში მოსიარულე ბავშვებისთვის 10%-ანი ფასდაკლებით.
🌿 7-11 წლიანთა ჯგუფი
ყოველ ოთხშაბათს 18:00-დან 20:00 საათამდე და ყოველ შაბათს 14:00-დან 16:00 საათამდე
ჯგუფის მენტორები: თამთა კუხალეიშვილი, დინარა ბოლქვაძე, ია ბერაძე
ღირებულება თვეში 260 ლარი

როგორ დავარეგისტრირო ბავშვი?
ადგილები შეზღუდულია ამიტომ, სწრაფად დარეგისტრირდით:
https://forms.gle/nQvPt9Ux3bQWZsNA6
და ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში მიიღებთ მეილზე შეტყობინებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
☘️ტელეფონზე 599 98 56 84
☘️ელ. ფოსტაზე [email protected]
☘️მესინჯერში The Playful Willow / ლაღი ტირიფი

Address

25 Gabriel Isakadze St, Tbilisi

0160

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when The Playful Willow / ლაღი ტირიფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share