საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - Georgian Medical Holding

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - Georgian Medical Holding “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” სახელმწიფო კლინიკების მმართველი ჯგუფია.

ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კლინიკების მართვას. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მძლავრი სამედიცინო რესურსების არსებობა ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო კლინიკები ხარისხის, ხელმისაწვდომობის და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების უზურნველყოფის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. სახელმწიფო მართვის ფარგლებშია შესაძლებელი სამედიცინო მომსახურების ხარისხის ეროვნული სტანდარტების დაკმაყოფილება; სახელმწიფო კლინიკა არ არის ორიენტირებული ფინანსურ მოგებაზე, რის შედეგადაც მომსახურების ფასები მაქსიმალურად არის მიახლოებული მის ფაქტობრივ ღირებულებასთან, რაც, თავის მხრივ, ჯანდაცვას ბევრად ხელმისაწვდომს ხდის როგორც მოქალაქისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყაროა.

ჰოლდინგის მიზნებია:
· სამედიცინო სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნა;
· სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკების გაძლიერება და განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.
· მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა (მ.შ. მოწყვლად ჯგუფებში);
· უწყვეტი სამედიცინო განათლების რეფორმის დაგეგმვა და განხორციელება;
პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება;
· ტელემედიცინის დანერგვა-გაძლიერება.

26/05/2026

Endereço

თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ, N29
Poti, CE
0177

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - Georgian Medical Holding posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com A Prática

Envie uma mensagem para საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - Georgian Medical Holding:

Compartilhar