Solaris

Solaris ჯგუფური ვარჯიში ინდივიდუალური მიდგომით

სოლარისის რითრითი ასურეთში, Gipsy Village-შითუ გსურს უცხო, უჩვეულო და ახალი გამოცდილებები მიიღო, გაიგო მეტი შენს სხეულზე...
28/03/2026

სოლარისის რითრითი ასურეთში, Gipsy Village-ში

თუ გსურს უცხო, უჩვეულო და ახალი გამოცდილებები მიიღო, გაიგო მეტი შენს სხეულზე, ემოციებსა და გონებაზე, ისწავლო თითოეულ მათგანთან მუშაობა და ამავდროულად, გახალისდე და დაისვენო, მაშინ შეგიძლია შემოგვიერთდე 5, 6 და 7 ივნისს.

რას გველოდება რითრითზე?

• ერთ დღიანი შიმშილობა, სწორი გამოსვლა მსუბუქი და ჯანსაღი საკვებით
• ფიზიკური ვარჯიში - იოგას სხვადასხვა მიმდინარეობებით
• ყოველდღიური სუნთქვითი ვარჯიშები და მათი სპეციფიკის, ბაზისების გაცნობა
• ყოველდღიური მედიტაცია და გონებასთან მუშაობის პრინციპების გაცნობა
• ლურსმნების დაფაზე ინდივიდუალური დგომა (სადჰუს დაფები)
• ექსტაზური ცეკვა
• სარელაქსაციო პრაქტიკები, იოგა ნიდრა
• ყოველდღიური სეირნობა ბუნებაში
• შემოქმედებითი ვორქშოპები
• შემეცნებითი ტიპის ლექცია-საუბრები
• 3 დღიანი სრული დასვენება ყველა ტიპის ელექტრონული მოწყობილობისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ადგილის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 აპრილი.

03/03/2026

მაისორის სტილის იოგა გულისხმობს ჯგუფში ინდივიდუალურ პრაქტიკას. ამ დროს მასწავლებელი თითოეულ მონაწილეს დამოუკიდებლად ურჩევს ვარჯიშებს. ამიტომაც ამ ტიპის ჯგუფში დასწრება შეუძლია ყველას მიუხედავად იმისა დამწყებია თუ გამოცდილი, ახალგაზრდაა თუ ასაკოვანი.

ასეთი მიდგომა იდეალურია იმ ადამიანთათვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებთ, - წელის ტკივილი, სახსრები, გულ-სისხლძარღვთა, ჰორმონალური თუ სხვა პრობლემები.

ასევე იოგას პრაქტიკით დაკავება შეუძლიათ ორსულებს, თუ მათ უკვე შეუსრულდათ 10-12 კვირა.

ჩვენს ჯგუფში ყურადღებას თანაბრად ვუთმობთ ძალის, მოქნილობისა და ბალანსის სავარჯიშოებს. მთავარი აქცენტი დასმულია სხეულთან ცნობიერ მუშაობაზე.

კლასები მიმდინარეობს ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 19:00-სა და 21:30 შუალედში. დროის შერჩევა ამ მონაკვეთში ინდივიდუალურად ხდება თქვენი სურვილისამებრ.

ჯგუფში ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

მისამართი ილია ჭავჭავაძის 41 ნომერი.

03/01/2026

ვარჯიშები განახლდება 5 იანვრიდან 🌞

ჩასაწერად მოგვწერე პირად შეტყობინებაში 🔥

კ  ვ ე ბ ი ს პრინციპები. ამ საკითხზე მრავალი განსხვავებული აზრია. გიზიარებთ ჩვენს აზრს, იმის შესახებ - არა რა, არამედ რ ...
04/12/2025

კ ვ ე ბ ი ს პრინციპები.

ამ საკითხზე მრავალი განსხვავებული აზრია. გიზიარებთ ჩვენს აზრს, იმის შესახებ - არა რა, არამედ რ ო გ ო რ იკვებო.

1 ~ ცნობიერად ჭამე. მოერიდე პარალელურად ეკრანის ყურებას (ტელევიზორს, კომპიუტერს, ტელეფონს), საქმის კეთებასა და სხვა ყურადღების გამფანტავ მოქმედებას. დააკვირდი გემოებს, შეგრძნებებს და მხოლოდ ამით იყავი დაკავებული.

2 ~ ზომიერად ჭამე. შენი შესაძლებლობის ნახევარი, ან იმდენი მაინც, რომ კუჭი სრულად არ აავსო.

3 ~ ამჯობინე სეზონური ცოცხალი/უმი/ბუნებრივი საკვები დამუშავებულს, რამდენადაც ჯანმრთელობა გაძლევს საშუალებას.

4 ~ კვებებს შორის შუალედი დაიჭირე, რომ საჭმლის მომნელებელმა სისტემამ დაისვენოს. შიმშილობაც მთელი სხეულის დასვენება და აღდგენაა (მაგრამ მის დაპრაქტიკებამდე რჩევა მიიღე სპეციალისტისგან)

5 ~ გახსოვდეს, რომ საკვები უპირველესად წამალია. ჯანმრთელი კვება სხეულის გარდა ჯანმრთელ გონებასა და მენტალურ მდგომარეობას ნიშნავს! კვების პრინციპების სრული უარყოფა ეტაპობრივად ქიმიურ წამლებზე მიჯაჭვულს გაგხდის.

6 ~ იპოვე შენი კვება და შემდგომ ზოგჯერ დაარღვიე და შეცვალე ის, რომ მიაჩვიო ორგანიზმი ახალს, უცხოს, უჩვეულოს, გახადე მოქნილი და ადაპტირებადი. ასეთი მიდგომა მეტაბოლიზმის, კუჭ-ნაწლავის ვარჯიშია. ორგანიზმს უნდა ჰქონდეს არაჯანსაღ საკვებთან და ტოქსინებთან გამკლავების უნარიც, რადგან დღეს მიწა, წყალი და ჰაერი საშინლად დაბინძურებულია. მაგრამ ეს პრაქტიკა უნდა შეადგენდეს შენი კვების არაუმეტეს 10-20%-ს.

7~ ისწავლე სხეულის მოსმენა და იპოვე შენი პირადი, მარგებელი კვების წესი - დატესტე სხვადასხვა დიეტა, მეთოდი, დააკვირდი და შეისწავლე შედეგები მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში, დაადგინე კვების მეცნიერება შენთვის, სუბიექტურად.

8 ~ კვება არაა რელიგია და ფილოსოფია.

9 ~ საკვები უნდა იყოს ჯანმრთელი და გემრიელი ერთდროულად.

10 ~ შენი ხელით შინ მომზადებული საკვები ყოველთვის აჯობებს გარეთ შეძენილს, ბუნებრივი პროდუქტით დამზადებული აჯობებს მზა საკვებს.

11 ~ რა ემოციითაც ჭამ, იმ ემოციას ჭამ. არასოდეს ჭამო გაბრაზებულმა, სევდიანმა, არ ჭამო როცა გეჩქარება. ჭამე მადლიერების განცდით, მშვიდად.

12 ~ არსებობს ხუთი ტიპის საკვები (ყველაზე უხეშიდან უფაქიზესამდე)
ა) საჭმელი - მყარი
ბ) წყალი - თხევადი
გ) ჰაერი - აირადი
დ) სინათლე
ე) ინფორმაცია/სიტყვა/აზრი

მუდმივად კვებაზე ფიქრი მტანჯველია, კვების სრული უარყოფა კი ავადმყოფობა, გზა შუაში გადის.

ძალის, მოქნილობისა და ბალანსის სინთეზი.ავარჯიშო სხეულის განსხვავებული მდგომარეობები თანაბრად, ნიშნავს შეიცნო სხეული თავი...
29/11/2025

ძალის, მოქნილობისა და ბალანსის სინთეზი.

ავარჯიშო სხეულის განსხვავებული მდგომარეობები თანაბრად, ნიშნავს შეიცნო სხეული თავის მთლიანობაში. ისინი ერთმანეთის სუსტ მხარეებს ავსებენ და ამით წონასწორობაში მოყავთ მთლიანი სხეული.

თუ რომელიმე მათგანი შენი ფავორიტია, ხოლო დანარჩენენს უარყოფ, აუცილებლად აისახება შედეგები შენს სხეულსა და ხასიათშიც.

შემოიტანე ეს მოძრაობები მინიმალური რაოდენობით შენს პრაქტიკაში, გახადე ნაცნობი, შეაჩვიე სხეულს, ადაპტირდი, რადგან რაც არ გიყვარს, რასაც გაურბი, იქ გაქვს სწორედ სამუშაო, ის არის სუსტი წერტილი, რომელიც ზრუნვას და ყურადღებას მოითხოვს.

24/11/2025

ინსტრუქტორი - ირაკლი შულაია 🔥

🌀 თუ გსურს დაიწყო ვარჯიში და არ გაქვს არანაირი გამოცდილება, გტკივა ხერხემალი ან გაქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რაც სპეციალურ ყურადღებას მოითხოვს, ხარ ასაკოვანი, ორსული, ანდაც უკვე გამოცდილი მოვარჯიშე ხარ და გინდა შენი პრაქტიკა გააუმჯობესო, მაშინ მაისორის სტილია იოგა იდეალურია შენთვის - აქ ერთ ჯგუფში, ერღდროულად ვარჯიშობს ყველა ტიპის ადამიანი, ხოლო ინატეუქტორი მათ ცალცალკე, ინდივიდუალურად უდგენს ვარჯიშებს.

🌀 თუ ხარ კომპანია და გსურს შენ და შენმა თანამშრომლებმა ერთად ივარჯიშოთ სამსახურამდე, შესვენებისას ან სამუშაოს დასრულების შემდეგ, მაშინ შეგიძლია დაგეგმო კ ო რ პ ო რ ა ტ ი უ ლ ი კლასი სამსახურში.

🌀 თუ გაინტერესებს ინდივიდუალური 1:1-ზე მთლიანას შენზე მორგებული ვარჯიში სახლში, პირადად ან ონლაინ, რომ არ დაკარგო დრო გზაში, შეგიძლია დაგვიკავშირდე.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 🍃

ძელზე მუშაობის ერთერთი შედარებით რთული პოზა - German hang არის სტატიკური მდგომარეობა, რომელიც მ ხ რ ე ბ ს მრავალფუნქციურ...
18/11/2025

ძელზე მუშაობის ერთერთი შედარებით რთული პოზა - German hang არის სტატიკური მდგომარეობა, რომელიც მ ხ რ ე ბ ს მრავალფუნქციურად ავარჯიშებს

🌀 ის შლის მხრებს სრულიად, რითიც მობილობის, ანუ ფუნქციური გამოყენების არეალის გაზრდას უწყობს ხელს ამ სახსრებში.
🌀 წელავს მხრის წინა, ხელის და გულმკერდის კუნთებს, რითაც დაძაბულობას, დაჭიმულობას ხსნის. შესაბამისად იდეალური იმ ადამიანთათვის, ვინც წონებით ან საკუთარი სხეულის მასით (კალისტენიკა) ვარჯიშობენ.
🌀 აძლიერებს მხრის უკანა და ზურგის ზედა ნაწილის კუნთებს. მხრის სახსარი მაქსიმალურად გაშლილ მდგომარეობაში (end range) სტაბილურდება და მაგრდება, რაც სახსრის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
🌀 თავისთავად ამ პოზიციაში მუშავდება მოჭიდების ძალა (grip strength), ძლიერდებიან თითები, მაჯები, იდაყვები, წინა მხრის კუნთები, რომლებიც სხეულს აკავებს ძელზე, ეწინააღმდეგება გრავიტაციას და ასტაბილურებს სახსრებს დაძაბულ მდგომარეობაში.
🌀 მისი დინამიური ვარიანტი (skin the cat) გაცილებით რთულია, ის შემდეგნაირად სრულდება: ძელზე ჩამოკიდება (dead hang) -> ამოტრიალება და გადასვლა German hang-ში -> საპირისპირო ბრუნით dead hang-ში დაბრუნება. ამ დროს მხრები სრულ ბრუნს ასრულებენ, მათ მეტი დატვირთვის ატანა უწევთ და ამავდროულად ინტენსიურად იტვირთებიან მუცლის კუნთები.

გაითვალისწინე, რომ ის არ წარმოადგენს დამწყებთა ვარჯიშს ❗️მაგრამ თუ გამოცდილი პრაქტიკოსი ხარ, ის შენი მხრების ჯანმრთელობისა და მოქნილობისთვის საოცარი ვარჯიშია 🔥

სრულფასოვანი ცხოვრების საბაზისო პრინციპები1. იმოძრავე, ავარჯიშე სხეული - კუნთები, სახსრები, მყესები, ძვლები, ორგანოები, ...
12/11/2025

სრულფასოვანი ცხოვრების საბაზისო პრინციპები

1. იმოძრავე, ავარჯიშე სხეული - კუნთები, სახსრები, მყესები, ძვლები, ორგანოები, სისხლი
2. ყურადღება მიაქციე კვებას - საჭმელს, სასმელს, ჰაერს, მზეს
3. იკითხე, ავარჯიშე გონება - კონცენტრაცია, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა
4. შექმენი, იურთიერთე ხელოვნებასთან - დაწერე, დახატე, გამოძერწე, დაუკარი, იმღერე, იცეკვე
5. იურთიერთე ბუნებასთან, მის ყველა ელემენტთან
6. დაისვენე - მოაწესრიგე ძილი, ისწავლე დასვენება რაიმეს კეთების გარეშე
7. სილაღე და სიხარული არ დაივიწყო, ბავშვურობა არ დაკარგო

არაა აუცილებელი ათლეტი იყო, ან პროფესორი, ხელოვანი, მუსიკოსი და ა.შ. მაგრამ მცირე დოზით ყველა პრინციპი საჭიროა ჯანმრთელი ახალგაზრდობისა და სიბერისთვის, ჯანმრთელი სხეულისა და გონებისთვის.

რთულიაო იტყვის ბევრი. ნუ იტყვი და ნუ აქცევ მას რთულად. ერთი ნაბიჯით დაიწყე. უბრალოდ აკეთე. შენ თუ არა, სხვა ვერავინ გააკეთებს. მარტივია.

#იოგაყველასთვის #იოგავაკეში #იოგათბილისში #იოგა #ვარჯიში #ზრუნვა #ჯანმრთელობა

ხიდი ერთერთი უნიკალური მოძრაობაა ადამიანისთვის.• ის აქტიურ მდგომარეობაში წელავს ხერხემალს გულმკერდისა და წელის მიდამოში,...
09/11/2025

ხიდი ერთერთი უნიკალური მოძრაობაა ადამიანისთვის.

• ის აქტიურ მდგომარეობაში წელავს ხერხემალს გულმკერდისა და წელის მიდამოში, რის შედეგადაც ასწორებს და პრევენციას უკეთებს ხერხემლის დეფორმაციებსა და დაზიანებებს.

• ხიდი წარმოადგენს ერთგვარ ამოტრიალებულ თამასას ("პლანკას"), სადაც ინტენსიურ გაშლასთან ერთად, ზურგისა და მთელი უკანა ტანის კუნთები აქტიურად არიან შეკუმშულნი, რომ შეეწინააღმდეგონ გრავიტაციას. ამის საფუძველზე მთელი უკანა ტანი მკვრივდება და ძლიერდება.

• ასევე ინტესიურად იწელება, მაგრამ ამჯერად პასიურ მდგომარეობაში წინა ტანი: გულმკერდის, მუცლის, მენჯის გამშლელი კუნთები.

• მუცლის კუნთების გაწელვის შედეგად სტიმულირდება ყველა მუცლის ღრუს ორგანო და მათ შორის ნაწლავები, რის გამოც პერისტალტიკა და შესაბამისად საჭმლის მონელება უმჯობესდება.

• ის აქტიურად შლის და აღადგენს მობილობას მხრის სახსრებში.

• ძლიერად იწელება წინამხრის კუნთები, რადგან მაჯა არის სრულიად გაშლილ მდგომარეობაში. ხელის ეს პოზიცია ამავდროულად ხდის მაჯას ძლიერსა და მოქნილს.

• გულმკერდის გაშლის შედეგად, ფილტვები მაქსიმალურად ფართოვდებიან და უზრუნველყოფენ ჟანგბადის დიდი რაოდენობით ათვისებას. ამის გამო ეს პოზა სასარგებლოა ასთმის და მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანთათვის.

• ხიდი აძლიერებს სისხლისა და ლიმფის მოძრაობას მთელ სხეულში ერთდროულად, რითიც აძლიერებს გულის მუშაობას, ტვინს აწვდის სისხლს უკეთესად, სასარგებლო ნივთიერებათა ათვისება უმჯობესდება, ხოლო ლიმფის გაუმჯობესებული მოძრაობა ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს.

• ის ააქტიურებს ჰორმონალურ სისტემას: ფარისებრ და პარაფარისებრ ჯირკვალს, თიმუსს, პანკრეასს, გონადებს, თირკმელზედა ჯირკვლებს.

• ხიდის პოზა ადამიანში ფსიქოლოგიურად და ემოციურად იწვევს ღიაობის, თავისუფლების, მიმღებლობის, სიმშვიდისა და ამავდროულად სიმყარის განცდებს.

#იოგავაკეში #იოგაყველასთვის #იოგაორსულთათვის #იოგათბილისში #იოგა #იოგასაქართველოში

Address


Opening Hours

Monday 08:00 - 10:00
18:00 - 22:00
Wednesday 08:00 - 10:00
18:00 - 22:00
Friday 08:00 - 10:00
18:00 - 22:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Solaris posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share