GT Evolution Center

GT Evolution Center Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from GT Evolution Center, Psychologist, თბილისი.

🌟GT Evolution Cemter მისია:
3D მატრიციდან 5D ცნობიერებაში გადასვლის პროცესის ხელშეწყობა და ახალი ცნობიერების ფორმირება. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს ძველი პროგრამები, აღმოაჩინონ შინაგანი კმარობა. ტრანსფორმაცია სიყვარულით.

მე ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი თავის შეყვარებაშესანიშნავი ტექსტი, რომელიც გულს ეხმიანება... გირჩევთ წასაკითხად."მე ვიცი, ...
23/08/2026

მე ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი თავის შეყვარება

შესანიშნავი ტექსტი, რომელიც გულს ეხმიანება... გირჩევთ წასაკითხად.

"მე ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი თავის შეყვარება. ეს ნიშნავს, რომ დილით გაიღვიძო და აღარ იფიქრო იმაზე, რომ ამქვეყნად ვიღაც შენზე წარმატებული, ლამაზი, ჭკვიანი, ბრძენი ან უკეთესია.

ეს ნიშნავს, რომ სარკეში იყურებოდე და საკუთარ ანარეკლს არ შორდებოდე. ენდობოდე ამ ანარეკლს. არ აქვს მნიშვნელობა მაკიჟით ხარ თუ უმაკიჟოდ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს განწყობასაც კი...

მე უბრალოდ ვენდობი იმას, რაც გულში ანათებს და გიზგიზებს.

მე ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი თავის შეყვარება. აღარ ელოდო რაიმე ღონისძიებას, შეხვედრას, მოვლენას, დაბადების დღეს, გამოსაშვებ საღამოს, დასვენების დღეებს... აღარ ელოდო სიყვარულსა და ყურადღებას სხვებისგან!

საკუთარ თავს უფლება მისცე, რომ ბედნიერი იყო დღეს, ახლავე. პირდაპირ უყურო თვალებში გამვლელებს და ჭუჭყიან ასფალტს მზერა არ აარიდო... იცოდე, რომ ირგვლივ სამყარო ისეთივე მშვენიერია, როგორიც ყოველთვის იყო.

მე ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი თავის შეყვარება. გიხაროდეს ახლობლების, შორეულების, წასულების, თუნდაც შენთვის მივიწყებული ადამიანების თითოეული წარმატება. გიხაროდეს ის, რომ ისინი ცხოვრობენ, ქმნიან, სუნთქავენ, აღწევენ მიზნებს.

იმიტომ, რომ მათი წარმატება სულაც არ ამცირებს ამ ცეცხლს ჩემში. მე არ ვპატარავდები, არ ვხდგები ნაკლებად მშვენიერი. არ ვხდები ნაკლებად საყვარელი და დაცული. იმიტომ, რომ იმდენად ღრმა ვარ, ძალაც შემწევს მათი წარმატებაც დავიტიო ჩემში.

შემიძლია ვიყო მათი სიხარულის ნაწილი. თითოეული უჯრედით მესმოდეს, რომ მათი წარმატება მთელი სამყაროს წარმატება და სიხარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ, ისევე როგორც მთელი ეს სამყარო, მათი წარმატებაც ჩემი ნაწილია.

მე ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი თავის შეყვარება. აღარ დაიჩივლო ცხოვრებისეულ სიძნელეებზე. შეიყვარო თუნდაც ეს სიძნელეები. ღიმილითა და იუმორის გრძნობით შეხვდე თითოეულ დაბრკოლებას და გესმოდეს, რომ ამ ყველაფრის უკან მზარდი ძალა და მოთმინება დგას.

გიჟდებოდე ქვეყანაზე, ქალაქზე, ქუჩაზე, რომელშიც ცხოვრობ. გაგიჟებდეს ხედი ფანჯრიდან, გაგიჟებდნენ გამვლელები. თუნდაც ასეთები — დათრგუნულები. რადგან ისინი, ზუსტად ისე, როგორც მე, ოდესმე აუცილებლად გაიგებენ, რას ნიშნავს — გიყვარდეს საკუთარი თავი".

გინტარე იოტეიკაიტე

GT Evolution Center

ნამდვილი ქალური მაგიათითოეულ ქალს შეუძლია, თავის გარშემო შექმნას ის, რაც ზუსტად მას სურს.ხოლო ყველაზე მარტივი გზა იმისათ...
22/08/2026

ნამდვილი ქალური მაგია

თითოეულ ქალს შეუძლია, თავის გარშემო შექმნას ის, რაც ზუსტად მას სურს.
ხოლო ყველაზე მარტივი გზა იმისათვის, რომ გარშემო სიმყუდროვე და კომფორტი შექმნა, არის ცხოვრებითა და საკუთარი თავით სიამოვნების მიღება.
ბედნიერებისა და ნეტარების გამოსხივებით, იგი მას ახლობლებისთვისაც ქმნის და ამით სამყაროში ამ სიკეთეს ზრდის.

ქალს შეუძლია, თავისი მაგია ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში გამოიყენოს. როდესაც ალაგებს, ამზადებს საჭმელს, ზრუნავს საკუთარ თავზე — ის ჯადოსნურ საქმეებს აკეთებს.
მხოლოდ მის განწყობაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგამდე მიიყვანს ეს ჯადოქრობა.
მაგალითად, საკვები შეიძლება იყოს უბრალოდ ენერგეტიკული პროდუქტი, შეიძლება იყოს — შხამი. ყველაფერი ქალის ხელში ივსება მისი შინაარსით.

ქალი თავის თავში აერთიანებს 4 სტიქიას და, შესაბამისად, 4 ქალურ იპოსტასს.
ცეცხლის სტიქია — ქალი-საყვარელია,
წყლის სტიქია — გოგონა,
ჰაერის სტიქია — დედოფალი,
მიწის სტიქია — დიასახლისია.

სწორედ მიწასთან კავშირი ანიჭებს მას ქალურ მაგიას.
დიასახლისის როლის ზოგადმიღებული წარმოდგენა ხშირად ასოცირდება ჭურჭლის რეცხავთან, დალაგებელთან, მზარეულთან — მოკლედ, მძიმე, მონოტონურ ყოფაცხოვრებასთან.
თუმცა, ქალი-დიასახლისი ყოფნა ბევრად მეტია.

ამ ცნებასთან ყველაზე ახლოს ჯადოქარი დგას.
ასეთ დიასახლისს შეუძლია ქატოსგან ფაფა მოხარშოს, სატრფოსთვის დაუყენოს დამცავი ფარი, რომელშიც ის დაცული იქნება.
ასეთ ქალს შეუძლია ერთი შეხებით განკურნოს ნებისმიერი ჭრილობა და ერთი მზერით ჩამარხოს კაცი.
ასეთ ქალს თავისი სურვილებით ადვილად შეუძლია დააპროგრამოს საკუთარი მომავალი და გარშემო მშვიდობა და ჰარმონია შექმნას.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს აბსოლუტურად ყველა ქალს აქვს მიცემული, მაგრამ ამ ძალას ცოტა ვინმე აცნობიერებს.
მხოლოდ ზოგჯერ, ინტუიციურად იყენებენ მას. ბევრი ჩვენგანი ასწავლეს სუპის მომზადება, სადაც ყურადღება კონკრეტულ პროდუქტებს ეთმობოდა.
მაგრამ არავის უსწავლებია ჩვენთვის ჯადოსნური სუპის მომზადება, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს გონებას დააკარგვინებდა. გვასწავლეს უთოს გამოყენება.
მაგრამ არავის უსწავლებია, როგორ გადაგვეტარებინა საყვარელი ადამიანის პერანგზე იგივე უთო ისე, რომ ის მოლაპარაკებებში გამარჯვებული გამოსულიყო და წარმატების სიმაღლეზე ყოფილიყო.
საუბარი არ არის მანიპულირებასა და შელოცვებზე, როდესაც რაღაც მიღმური ძალები გამოიყენება. აქ საუბარია სულ სხვა მაგიაზე.
საკუთარ პირად ქალურ ენერგიაზე და ქალის უნარზე, გაასხივოსნოს და სურვილები მატერიად აქციოს, ყველაფერი გარშემო ბედნიერებითა და სიყვარულით აავსოს.

ახლა კი — პრაქტიკა

დაიწყეთ თქვენი ქალური ძალის გაცნობიერებით.

იგრძენით, სად, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობს მისი წყარო. მიეცით ამ ბუნებრივ მაგიას თავისუფლად გამოვლენის საშუალება.

ახლა, როდესაც რაღაცას აკეთებთ: ალაგებთ, ამზადებთ და ა.შ., გააკეთეთ ეს გაცნობიერებულად, აავსეთ ეს ყველაფერი ბედნიერებით, სიხარულით, სიმშვიდით, სურვილითა და სიყვარულით.

როდესაც ამზადებთ, მიუდექით ამ პროცესს ისე, თითქოს საიდუმლო ელექსირს აზავებდეთ.
მიანიჭეთ თითოეულ პროდუქტს რაიმე თვისება ან ხარისხი. როდესაც მარილს აყრით, გააკეთეთ საათის ისრის მიმართულებით 3 წრე. დაატრიალეთ სივრცე ისე, როგორც თქვენ გინდათ.

დაამატეთ მთავარ ინგრედიენტად სიყვარული და შეაზავეთ თქვენი ქალური მაგიით. გიწამლებთ და ეს იქნება ყველაზე გემრიელი კერძი, რომელიც კი პლანეტაზე მომზადებულა.

როდესაც ალაგებთ — გაწმინდეთ და გაადნეთ მთელი ნეგატივი, აავსეთ თქვენი სივრცე ჯადოქრობითა და სიყვარულით.

ხოლო როდესაც საყვარელი ადამიანის პერანგებს აუთოებთ, დაინახეთ მისი ძალა, იგრძენით სიყვარული მისი მამაკაცურობის წინაშე. მიანიჭეთ მას გამარჯვების ძალა. თქვენ ეს შეგიძლიათ.

ისწავლეთ სიყვარულის გადაცემა შეხებით. იგრძენით სიყვარული (ყველაზე ადვილია ბავშვის მიმართ მისი განცდა, თუ ისე არ გამოდის), გამოუშვით ის ხელისგულებიდან.
იგრძენით მათში სითბო. და ახლა შეეხეთ საყვარელ ადამიანს, ბავშვს. ასეთი შეხებები სასწაულებს ახდენს.

ქალი ქმნის მშვიდობასა, მას ძალუძს ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება. გამოუშვათ, გააგზავნეთ მსოფლიოს ყველა მხარეს თქვენი ქალური ენერგია.
და წარმოთქვით: „ყველა არსება ამ დედამიწაზე მშვიდია, ყველა არსება წყნარია“.
ახლა, ამ სიტყვებით თქვენ შექმენით ჰარმონია და სიმშვიდე თქვენს გარშემო. თქვენ ეს თქვენს სამყაროში შემოიტანეთ.

დღეს სინათლისა და ენერგიის განსაკუთრებული დღეა. ზემოდან ძლიერი ვიბრაციები მოდის, რომლებიც ჩვენს სხეულს, გონებას და სულს ...
21/08/2026

დღეს სინათლისა და ენერგიის განსაკუთრებული დღეა. ზემოდან ძლიერი ვიბრაციები მოდის, რომლებიც ჩვენს სხეულს, გონებას და სულს უფრო სწრაფი ზრდისა და განვითარებისკენ უბიძგებს.
ეს გლობალური ცვლილებაა და მთელი სამყარო ახალ ეტაპზე გადადის . ახლა თითოეული ჩვენგანი გამოცდას გადის იმისათვის, თუ რამდენად შევძლებთ შემოქმედებითად და სუფთად ცხოვრებას სრულიად განსხვავებულ რეალობაში.

რადგან ცვლილებები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, შეიძლება სიძნელეებსაც სეეჯახოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, მალე შეეჩოთ ამ ახალ ენერგიებს, გაიაზროთ და მიიღოთ ისინი. მზისგან სულ უფრო ძლიერი, წმინდა კოდები და სინათლეს აფრქვევს გარშემო, სინათლის წრე კი სულ უფრო ფართოვდება.

მეგობრებო, ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და სიხარულით შევეგებოთ ამ ღვთიურ სინათლეს, რომელიც კურთხევას გვაძლევს ახალი 5დ მიწიერი ზრდისა და ამაღლებისთვის.

ახლა თქვენ ახალი მაღალი განზომილების თანამგზავრები ხართ და სინათლის სრულიად სხვა, უმაღლეს დონეზე გადადიხართ!
აირჩიეთ სინათლე დავიმგზავროთ მხოლოდ სიყვარულით .

სხვა გზა აღარ არსებობს.

GT Evolution Center

მე — შენი სხეული ვარ... და შენ მოგმართავმე ისეთი გამოვიყურები, როგორც რეალურად ფიქრობ ჩემზე. ისეთივე ვარ, როგორც გრძნობ ...
20/08/2026

მე — შენი სხეული ვარ... და შენ მოგმართავ

მე ისეთი გამოვიყურები, როგორც რეალურად ფიქრობ ჩემზე. ისეთივე ვარ, როგორც გრძნობ ჩემს სხეულს. გთხოვ, იფიქრე ჩემზე, რომ ლამაზი ვარ... და მეც გავლამაზდები.

როდესაც დაავადებებზე ფიქრობ და ცდილობ, ისინი ჩემში აღმოაჩინო... იძულებული ვარ, შენს ფიქრებს მივესადაგო... და ავად გახდომას ვიწყებ.
გთხოვ, აღარ მომცე ავად გახდომის უფლება! მომეცი საშუალება, შევიძინო ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა. მომეცი უფლება, რომ ეს ენერგია გარშემო მყოფ სამყაროს გავუზიარო.

როდესაც დიდ დროს უთმობ ფიქრებს, რომლებიც შენში ნეგატიურ ემოციებს იწვევს... მეც ვიწყებ ავადობას. რადგან ძვირფასი სასიცოცხლო ენერგია სწორედ ამ ფიქრებზე იხარჯება. ხოლო როდესაც ფიქრობ ისეთ რამეებზე, რაც სიხარულს ბადებს, თვალსაჩინოდ ვხდი და თვალწინ ვახალგაზრდავდები.

მე უამრავი შესაძლებლობა მაქვს. სულაც არ ვარ ისეთი, სკოლის სახელმძღვანელოებში რომ გამოსახავდნენ. მე ბევრად მეტი ვარ, ვიდრე წიგნებში წერია.
ჩემში სიბრძნე და სიყვარულია. ჩემში სიცოცხლეა. მე ვიცი, როგორ მოვიზიდო შენთვის საჭირო და როგორ მოგაშორო არასაჭირო. შემიძლია ვუმკურნალო საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
მე ვიცი, სად მოიპოვება ფული, რომელიც ასე ძალიან გჭირდება.
ვიცი, სად ვიპოვო შენთვის საჭირო ცოდნა სამყაროს შესახებ.
და ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით გიამბობ, თუკი გადაწყვეტ - მომისმინო.

ჩემი რესურსები და შესაძლებლობები დიდზე დიდია. უბრალოდ, გჯეროდეს ჩემი... მე შემიძლია რეგენერაცია... მე შემიძლია დაზიანებული ორგანოების აღდგენა. შემიძლია გამოვჯანმრთელდე მაშინაც კი, როდესაც თქვენი ექიმები განუკურნებელ დიაგნოზს დამისვამენ. უბრალოდ, დამეხმარე შენი სურვილითა და ჩემს შესაძლებლობებში რწმენით.

ისე ვარ მოწყობილი, რომ ადვილად შემიძლია ასობით და ათასობით წელი და მეტიც ვიფუნქციონიო. რატომ იწყებ უკვე 35-40 წლის ასაკში, ან თუნდაც უფრო ადრე, დაბერებაზე ფიქრს? შენ მაბერებ შენი ფიქრებით. ვინაიდან თქვენს საზოგადოებაში ტრიალებს ვირუსული პროგრამა, თითქოს 100 წელი თითქმის ზღვარია.

როდესაც რაღაცის შეჭმას აპირებ... თუნდაც იშვიათად მკითხე, რა მჭირდება მე? თუ ისწავლი ჩემს მოსმენას და გაგონებას, აუცილებლად გიპასუხებ. და ეს მხოლოდ ჩვენ მოგვიტანს სიკეთეს. შენ კი საკვებს ავტოპილოტზე ან მორიგი ჭკვიანი წიგნების წაკითხვის შემდეგ იღებ.

კიდევ ერთხელ მინდა შევხო სილამაზის თემას.
გთხოვ, ნუ გამტენი ყოველგვარი აბებით, სილიკონებით, ბოტოქსებით, აკრილებით, გელებითა და ა.შ. შემიძლია ვიყო ლამაზი ამ ყველაფრის გარეშეც. უბრალოდ, დამეხმარე და მეც სიხარულით მივიღებ შენთვის სასურველ ფორმებს. შემიძლია ძალიან ძლიერად შევიცვალო — არა მხოლოდ დავიკლო ან მოვიმატო, დავბერდე ან გავახალგაზრდავდე.
მთავარია — მითხარი, რა გინდა და მომეცი უფლება, გავხდე ასეთი.
და შემდეგ სიხარულით ადევნე თვალი, როგორ ხდება ეს. სიხარული ამ პროცესში — სავალდებულოა. რადგან სწორედ ის ენერგიაა, რომლისგანაც ვყვავი.

ძალიან მიყვარს სუფთა ჰაერზე სეირნობა. ცურვა. სირბილი. ცეკვა. მომწონს მასაჟი და სექსი.

მომწონს ის საქმიანობები, რომლებიც შენ სიხარულს განიჭებს. უსმინე საკუთარ თავს, იცხოვრე ისე, როგორც მოგწონს, ნუ უყურებ და ადარებს თავს სხვებზე.
ბოლოს და ბოლოს, არავინ იცის ზუსტად, რა არის რეალურად სწორი და რა — არა. მაგრამ ჩემი მოსმენით შენ შეგიძლია იგრძნო, რა არის კარგი და სწორი ზუსტად შენთვის.

ძალიან მჯერა შენი... და თუ ტორტის ნაჭრის ჭამის შემდეგ ფიქრობ, რომ გასუქდები, მე ვასრულებ შენს ფიქარს... და ვსუქდები.

ძალიან მიყვარხარ. და ძალიან მინდა შენგან მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვების მოსმენა. თუნდაც იშვიათად...
მაგრამ თუ ამას არ გააკეთებ... მე მაინც უპირობოდ მიყვარხარ.

ის, რასაც აქ გწერ — მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი მოყოლაც მინდოდა შენთვის ჩემსა და ჩემი შესაძლებლობების შესახებ.

მე — შენი სხეული ვარ.
მე — შენი სამყარო ვარ.
და შენც უზარმაზარი სამყაროს ნაწილი ხარ.
მადლობა, რომ ყველაფერი ზუსტად ასეა!
მადლობა, რომ მისმენ ახლა!
მადლობა შენ!

მე ვარსებობ იმიტომ, რომ შენ ეს ისურვე.
და მე ისეთივე ვარ, როგორიც შენ გსურს ჩემი ხილვა.
მოდი, დავეხმაროთ ერთმანეთს.

დღეს შენ ირჩევ სინათლეს

აირჩიე შენი განწყობის მიხედვით და კომენტარებში ჩაწერე:„ის ცას სინათლის სასწაულს არ სთხოვს!!!ის თავად იქცა სასწაულ სინათლ...
19/08/2026

აირჩიე შენი განწყობის მიხედვით და კომენტარებში ჩაწერე:

„ის ცას სინათლის სასწაულს არ სთხოვს!!!
ის თავად იქცა სასწაულ სინათლედ,
რომელიც ვარსკვლავებს ბადებს.“

„ფრთები იმისთვის არ არის მოცემული, რომ სამყაროს დაემალო, არამედ იმისათვის, რომ მის თავზე იბრწყინო.“

„სინაზესაც ძალუძს იყოს ძლიერი.“

„როდესაც სული ანათებს — სიბნელეც კი მშვენიერი ხდება.“

„მისი დუმილიც კი ლოცვაა, რომელიც სამყაროს აწყნარებს.“

„ის აღარ ებრძვის ჩრდილებს — ის მას თავის სინათლეში მიუძღვება.“

„თავისუფლება არ არის სადღაც წასვლა, თავისუფლება შენში ანთებული მზეა.“

„ფრთები, რომლებიც ტკივილის ცეცხლში გამოიწვა, არასდროს დაიღლება ფრენით.“

„თითოეულ გულში პირადი სამყარო ცხოცხლობს. მთავარია - მისცე ფრთების გაშლის საშუალება.“

სიბრალულის ტყვეობა: როდესაც ურთიერთობა „მხსნელის“ ილუზიაზე დგასროდესაც ურთიერთობის შენარჩუნების მთავარი მოტივი სიბრალული...
18/08/2026

სიბრალულის ტყვეობა:
როდესაც ურთიერთობა „მხსნელის“ ილუზიაზე დგას
როდესაც ურთიერთობის შენარჩუნების მთავარი მოტივი სიბრალული ხდება, ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ რთული და არაჯანსაღი დინამიკის მაჩვენებელია.
სიბრალული გულისხმობს, რომ პარტნიორს აღიქვამთ არა როგორც თანასწორს, არამედ როგორც თქვენზე სუსტს, უსუსურს ან „დაზარალებულს“.

ჯანსაღი ურთიერთობა პატივისცემასა და პარტნიორობაზე ეფუძნება, სიბრალული კი ამ ბალანსს არღვევს და მხარეებს „მშობლის/მხსნელისა“ და „ბავშვის/მსხვერპლის“ როლებში ანაწილებს.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

დამღლელი ენერგიული ტვირთი:
სხვისი ემოციური მდგომარეობის მუდმივი ტარება მძიმე ტვირთია. როცა ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ რჩებით, რომ მას „არ ეწყინოს“ ან „არ დაიღუპოს“ თქვენ გარეშე, ადრე თუ გვიან გაგიჩნდებათ ბრაზი და ფარული აგრესია. იქმნება შინაგანი კონფლიქტი: ადამიანი გეცოდებათ, მაგრამ ამავდროულად მისი ყოფნა გღლით.

განვითარების ბლოკირება:
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სიბრალულით გვერდით დგომა ხელს უშლის პარტნიორს ზრდაში. სანამ ის გრძნობს, რომ თქვენ მისი „საყრდენი“ ხართ, მას არ უჩნდება მოტივაცია, თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებასა და ბედნიერებაზე.

ინტიმურობის დაკარგვა:
სიბრალულით შენარჩუნებულ კავშირში გულწრფელობა ქრება. პარტნიორი ადრე თუ გვიან იგრძნობს, რომ მხარდაჭერა არა სიყვარულიდან, არამედ მოვალეობის ან დანაშაულის გრძნობიდან მოდის, რაც მისთვისაც მტკივნეული და დამამცირებელია.

კარმული და სულიერი განზომილება:
სულიერი და ენერგეტიკული თვალსაზრისით, სიბრალულზე აგებული კავშირი არ არის სიყვარულის ნაკადი — ეს არის ენერგიის ცალმხრივი დინება და ენერგეტიკული ვამპირეზი.

„მხსნელი“ თავის სასიცოცხლო ენერგიას უსხამს „მსხვერპლს“, შედეგად კი ორივე მხარე ბლოკავს საკუთარ სულიერ ევოლუციას. გარდა ამისა, სულიერი კანონებით, როდესაც სიბრალულის გამო ადამიანს არ ვაძლევთ უფლებას, ბოლომდე ჩაიხედოს ფსკერზე და თავად გამოძვრეს კრიზისიდან, ჩვენ ვარღვევთ მის თავისუფალ ნებას და ვაფერხებთ მისი სულის მთავარ გაკვეთილს.

კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ:
- რა მოხდებოდა, ეს ადამიანი რომ დღეს სრულიად ბედნიერი და წარმატებული გახდეს? ისევ მენდომებოდა მასთან ყოფნა?

- რა მამოძრავებს: მასზე ჯანსაღი ზრუნვა თუ იმ დანაშაულის გრძნობის შიში, რომელიც მისი მიტოვების შემთხვევაში გამიჩნდება?

- ვცემ თუ არა მას პატივს, როგორც პიროვნებას, თუ მხოლოდ მის სისუსტეებს ვხედავ?

- ვბლოკავ თუ არა ჩემი ქმედებით ამ ადამიანის ნამდვილ სულიერ გაღვიძებას და საკუთარი ძალის პოვნას?

სიბრალულით დაწყებული ან გაგრძელებული კავშირი „მსხვერპლი-მხსნელის“ დრამატული სამკუთხედის ნაწილია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არცერთ მხარეს არ აბედნიერებს.

ჭეშმარიტად ჯანსაღი ურთიერთობა და ენერგეტიკული სისავსე მხოლოდ იქ იწყება, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს სრულფასოვან, ზრდასრულ და თავისუფალ ადამიანად აღიქვამს.

===
ამავე გვარის არის
„უჩემოდ დაიღუპება“ — მაცხოვრის ილუზია თუ სულიერი ძალადობა?

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიმეორებთ, როცა ადამიანს არა სიყვარულით, არამედ სიბრალულით, დანაშაულის გრძნობითა და „მხსნელის“ კომპლექსით ვეჭიდებით.

როდესაც ფიქრობ, რომ შენს გარეშე ის განწირულია, შენ მას თანასწორ, ზრდასრულ ადამიანად კი არა, უსუსურ არსებად აღიქვამ. ეს არ არის ზრუნვა — ეს არის ფარული კონტროლი და სხვისი სულიერი ევოლუციის ბლოკირება.

რატომ არის ეს საშიში?
თავისუფალი ნების დარღვევა:
სანამ შენ მის მაგივრად ათრევ მისსავე კარმულ ტვირთს, მას არასდროს გაუჩნდება მოტივაცია, რომ საკუთარი ძალა იპოვოს და ფსკერიდან თავად ამოძვრეს.

ენერგეტიკული ვამპირეზი:
შენს სასიცოცხლო ენერგიას უსხამ ადამიანს, რომელიც რეალურად შენი ენერგიის ხარჯზე „იკვებება“, თავად კი ადგილზე დგას. საბოლოო ჯამში, იფიტები შენც და ისიც.

დაგროვილი აგრესია:
ადრე თუ გვიან, მუდმივი მსხვერპლშეწირვა შინაგან ბრაზსა და პროტესტში გადაიზრდება. გაგიჩნდება კითხვა: „მე რატომ ვწირავ საკუთარ თავისუფლებას?“.

დროა სიმართლეს თვალში ჩაყურო:
არავინ იღუპება შენ გარეშე. ეს მხოლოდ შენი ეგოს ილუზიაა, თითქოს ვიღაცის ხსნა შენს მხრებზე დგას. სანამ მას „გადაარჩენ“, შენ საკუთარ თავს კარგავ.

შეჩერდი და ჰკითხე შენს თავს:

- ვინ იღუპება სინამდვილეში — ის, თუ შენი შინაგანი თავისუფლება?
- რა მოხდება, თუ მას შენი „მხსნელი“ ხელი გავუშვი? იქნებ ზუსტად მაშინ დაიწყოს მისი ნამდვილი გაღვიძება?

სიყვარული არ არის ტყვეობა. ჭეშმარიტი სინათლე იქ იწყება, სადაც ყველა თავის გზას თავად ირჩევს და ერთმანეთს პატივს ვცემთ, როგორც სრულფასოვან, ძლიერ სულებს.

GT Evolution Center

ვიბრაციების ასამაღლებელი 10 წესი1. აკონტროლეთ თქვენი ფიქრები! ჩვენი ყოველდღიური ფიქრები ქმნიან ჩვენს რეალობას. ჩვენ არ ვ...
17/08/2026

ვიბრაციების ასამაღლებელი 10 წესი

1. აკონტროლეთ თქვენი ფიქრები!
ჩვენი ყოველდღიური ფიქრები ქმნიან ჩვენს რეალობას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თითოეული თავში მოსული ფიქრი უნდა აკონტროლოთ. ამან შეიძლება შეგშალოთ კიდეც. უბრალოდ აუცილებელია აიძულოთ საკუთარი თავი, თქვა უარი ნეგატიურ ფიქრებზე. თავიდან ეს შეუსრულებელ ამოცანად გეჩვენებათ. მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ყველაფერი ასე რთული არ არის, თქვენ მიაჩვევთ გონებას ფიქრების გაფილტვრას. ისწავლეთ დაინახოთ არა პრობლემა, არამედ მისი მოგვარების გზები. რაც უფრო მეტს ფიქრობთ კარგზე, მით უფრო ამაღლებთ თქვენს ვიბრაციას.

2. ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაც გსურთ!
ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებსაც პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვთ, შეყვარებულ წყვილს ხედავენ, ოხრავენ და რაღაც ამგვარს ამბობენ: „აი, ვიღაცას უმართლებს, ჩემ გარდა!“ გაჩერდი! ასე კიდევ უფრო აქვეითებთ საკუთარ ვიბრაციას. შემდეგ ჯერზე თქვით მსგავსი რამ: „მიხარია ამ წყვილისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მეც შევხვდები ჩემს ბედს“. იგივე შეიძლება ითქვას ფულზეც, არ ღირს თქვენს ყველა ნაცნობს მოუყვეთ ფინანსურ პრობლემებზე, ამით მხოლოდ ამძიმებთ ისედაც რთულ სიტუაციას. ისწავლეთ კეთილდღეობაზე, ფულსა და ბედნიერებაზე საუბარი!

3. აირჩიეთ სამეგობრო წრე!
შეეცადეთ არ იქონიოთ კონტაქტი პესიმისტურ და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან, ჩვეულებრივ ამ კატეგორიის ადამიანებს ძალიან დაბალი ვიბრაცია აქვთ და ამან შეიძლება მხოლოდ ვნება მოგყენოთ.

4. შეწყვიტეთ თუნდაც დროებით ფიქრი და მსჯელობა!
ამის გაკეთება საუკეთესოა ბუნებაში ან ქალაქისგან მოშორებულ რომელიმე წყნარ ადგილას. კონცენტრირდით სიჩუმესა და სიმშვიდეზე. ეს საუკეთესო საშუალებაა თქვენი გონების გასაწმენდად და საკუთარი ვიბრაციის ასამაღლებლად. თუ ძალიან დაკავებული ადამიანი ხართ და უახლოეს მომავალში დასვენების საშუალება არ გაქვთ, მოუსმინეთ მშვიდ, განმატვირთველ მუსიკას.

5. იურთიერთეთ თანამოაზრეებთან!
დაუთმეთ მეტი დრო ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებსა და ჰობის. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ მწერალი გახდეთ, ჩაეწერეთ ლიტერატურულ წრეში. დამიჯერეთ, ამით არა მხოლოდ დახვეწთ საკუთარ ოსტატობას, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებთ თქვენს ვიბრაციას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თანამოაზრეებთან ურთიერთობა სიცოცხლეს საშუალოდ 5 წლით ახანგრძლივებს.

6. გაეცით რაც შეიძლება მეტი!
ეს შეიძლება იყოს ყველაფერი: ფული, დრო ან უბრალოდ ის, რასაც დიდი ხანია არ იყენებთ. გაცემით, ორმაგად ვიღებთ. დაეხმარეთ სხვებს და სხვებიც მოვლენ თქვენ დასახმარებლად.

7. მოეპყარით ადამიანებს ისე, როგორც გსურთ, რომ ისინი გეპყრობოდნენ!
სანამ ვინმეზე გაბრაზდებით და წყენას იგრძნობთ, დაფიქრდით, ღირს თუ არა ეს. არის მომენტები, როდესაც უმჯობესია და უფრო ადვილია პატიება. რაც უფრო მარტივად და კეთილგანწყობილად ეპყრობით გარშემომყოფებს, მით უკეთეს ადამიანებს შეხვდებით თქვენს ცხოვრებაში.

8. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს!
საქმე ისაა, რომ ტელევიზია უფრო და უფრო ხდება ნეგატივის წყარო. რაც უფრო მეტს უსმენთ და უყუროთ გადაცემებს ტკივილზე, ძალადობასა და სიღარიბეზე, მით უფრო აქვეითებთ საკუთარ ვიბრაციას. თქვენი ქვეცნობიერი ეჩვევა ნეგატიურ ფიქრებს და მაგნიტივით იწყებს მათ მიზიდვას თქვენსსავე ცხოვრებაში. იგივე ეხება სოც. ქსელებს.

9. გახსოვდეთ ოპტიმიზმის შესახებ!
ეს შეიძლება თქვენთვის ყველაზე რთული აღმოჩნდეს, ძნელია იყო პოზიტიური, როცა ყველაფერი ინგრევა და არაფერი გამოდის, მაგრამ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ასეთ წუთებშია აუცილებელი პოზიტიურად განწყობილის შენარჩუნება. როცა იცინით და მარტივად უყურებთ სიტუაციას, თქვენი ვიბრაცია მკვეთრად იზრდება, და რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაცია, მით უფრო სწრაფად ქრება პრობლემები. პოზიტიური ფიქრები იზიდავს კეთილ და სასიამოვნო ადამიანებს, ხოლო სასიამოვნო ურთიერთობა კარგი განწყობის საწინდარია.

10. განწყობა!
ეს არის ყველაზე მთავარი წესი, რომელიც დაგეხმარებათ მუდმივად შეინარჩუნოთ საკუთარი ვიბრაცია მაღალ დონეზე. თქვენი განწყობა წარსული ფიქრების ანარეკლია. გაჩერდით და დაიწყეთ კარგზე ფიქრი, შეგნებულად შეცვალეთ თქვენი განწყობა. რაც უფრო უკეთ გრძნობთ თავს, მით უფრო საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება იშლება თქვენს წინაშე.

GT Evolution Center

5 ნიშანი იმისა, რომ შენს გზას მიჰყვებითუ ეს ტექსტი სწორედ ახლა შეგხვდა — შესაძლოა, ეს იმის დადასტურებაა, რომ უკვე გადახვ...
13/08/2026

5 ნიშანი იმისა, რომ შენს გზას მიჰყვები

თუ ეს ტექსტი სწორედ ახლა შეგხვდა — შესაძლოა, ეს იმის დადასტურებაა, რომ უკვე გადახვედი რეალობის შენს ტოტზე.
არა ყველაზე იოლზე. არამედ შენზე.

1. დაიწყე ადამიანების დაკარგვა.
არა იმიტომ, რომ უარესი გახდი. უბრალოდ, ვეღარ ეტევი ძველ სცენარებში.

2. სიჩუმემ უფრო მეტად დაიწყო შენი მოხიბვლა, ვიდრე ხმაურმა.
იქ, სადაც სხვები იწყენენ, შენ პასუხებს პოულობ.

3. შინაგანი ხმა სხვის აზრზე უფრო ხამაღალი გახდა.
სულ უფრო იშვიათად ითხოვ ნებართვას, იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით.

4. შემთხვევები სულ უფრო ხშირად ხდება.
საჭირო ადამიანები, საჭირო სიტყვები, საჭირო ინფორმაცია ჩნდება ზუსტად მაშინ, როცა გჭირდება.

5. შიში კვლავ არსებობს — მაგრამ იგი აღარ გმართავს.
შენ მიდიხარ წინ...

არ არსებობს „მაღალი“ და „დაბალი“ მდგომები, არც სიკეთისა და ბოროტების მორალური სასწორი. სამყაროში არსებობს მხოლოდ შენი უნ...
11/08/2026

არ არსებობს „მაღალი“ და „დაბალი“ მდგომები, არც სიკეთისა და ბოროტების მორალური სასწორი. სამყაროში არსებობს მხოლოდ შენი უნიკალური ადგილი, რომელსაც იკავებ იმის მიხედვით, თუ რამდენად განთავისუფლდა შენში სიყვარულის ძალა.
აქ არ ჭრის დაგროვილი ცოდნა, წაკითხული წიგნები თუ გონებრივი კონსტრუქციები. ერთადერთი, რაც განსაზღვრავს შენს ადგილს, არის შენი შინაგანი ჰარმონიის ჟღერადობა.
როდესაც შენი სიყვარული თავისუფალია და ჟღერს ჰარმონიულად, შენი ძალა აღარ ანგრევს და აღარ კლავს არავის.
პირიქით — შენთან მიახლოებით სხვები უბრალოდ იღვიძებენ.
დაიკავე შენი ადგილი არა ძალაუფლებით, არამედ სიყვარულის სიხშირით. ✨
"შინაგანი ჟღერადობის პოვნის" პრაქტიკას გაგიზიარებ დახურულ ჯგუფში "სულის ევოლუცია " გადმოდი:
https://www.facebook.com/groups/1138396276293066

✨ "თუნდაც რომ ახლა შიგნით სიცარიელეს გრძნობდე, ოდესმე კვლავ აინთები. ენდე პროცესს და მიენდე დროს.არსებობს მდგომარეობა, რ...
07/08/2026

✨ "თუნდაც რომ ახლა შიგნით სიცარიელეს გრძნობდე, ოდესმე კვლავ აინთები. ენდე პროცესს და მიენდე დროს.

არსებობს მდგომარეობა, რომლისაც თითქმის ყველას აშინებს. ეს არ ეხება ტკივილს, არც ცრემლებს და არც მარტოობას.

ეს ეხება სიცარიელეს.
ჯოჯოხეთად ქცეული სიცარიელე გულში!

როცა დილით იღვიძებ არა იმიტომ, რომ ცხოვრება გწყურია და გიხარია, არამედ იმიტომ, რომ ასეა საჭირო.
როდესაც საქმეები რაც ადრე გიყვარდა, ახლა უინტერესო გახდა.
როდესაც მომავალი ისე დაბინდული, წარსული ტკივილით სავსე.
როდესაც შიგნით თითქოს მზე ჩაგიქრა და ფიქრობ, რომ ის აღარასოდეს ამოვა.

მაგრამ ზუსტად აქ უშვებს ადამიანური გონება საბედისწერო შეცდომას.
დროებითს მარადიულად გაჭიმავს.

ჩვენ შევეჩვიეთ ცხოვრების შეფასებას იმის მიხედვით, რასაც ახლა ვგრძნობთ. თუ დღეს მძიმე დღე გვქონდა — გვგონია, რომ სიბნელე უსასრულოა. თუ დღეს ძალა არ გვქონდა — გვგონია, რომ სამუდამოდ ამოგვეწურა. თუ გული დღეს დუმს — გვჯერა, რომ ის მოკვდა.

მაგრამ ცხოვრება სხვანაირადაა მოწყობილი.

ყველაფერი მოძრაობს და თუ მოძრაობს, ე.ი. რითმი აქვს და ამ რითმს ცხოვრება ქვია. დღეს ღამე ცვლის. მოქცევას — მიქცევა. ჩასუნთქვას ყოველთვის მოსდევს ამოსუნთქვა. გული ხან ჩქარა და ხან მშვიდად მონაცვლეობით სცემს. ერთადერთი ის კვდება, რაც ცვლილებას წყვეტს.

ასე რატომ მივისწრაფით სინათლისკენ?
ზოგჯერ სიცარიელე საკუთარი თავის დაკარგვა კი არა, იმისგან განთავისუფლებაა, რისი თრევაც მეტი აღარ შეგეძლო. ძველი შეხედულებები და მიზნები აღარ მუშაობს, ახლები კი ჯერ არ დაბადებულა. ეს არის მტანჯველი ბუფერი ორ ცხოვრებას შორის.
ეს არის მუხლუხოს ჭუპრიდან პეპელას დაბადების მომენტი.

სწორედ ამის ჩახშობას ცდილობს ადამიანების უმრავლესობა ხმაურით, დაუსრულებელი მუშაობით, გართობით, შემთხვევითი ურთიერთობებით თუ წარმატებისკენ დაუსრულებელი რბოლით. მაგრამ სიცარიელეს ვერ დამარცხებ მისგან გაქცევით. ის მაინც დაგეწევა.

ჩვენს ცხოვრებას მოვლენები კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თუ რა აზრს ვდებთ მათში.

შესაძლოა, ზუსტად ახლა ცხოვრება აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლებელია მუდმივი კეთილდღეობის პერიოდში. ის ნელ-ნელა შლის ძველ "მე" იდენტობას, რომ ახლისთვის ადგილი გაანთავისუფლოს.

ბოლოს და ბოლოს, ხანძრის შემდეგ ტყე მკვდარი გვგონია. მაგრამ სწორედ ცეცხლი ანთავისუფლებს ნიადაგს ახალგაზრდა ხეებისთვის. მუხლუხო არასოდეს გახდებოდა პეპელა, თუ არ დათანხმდებოდა ჭუპრობაზე.

და ადამიანიც ბუნების ნაწილია.

ყველაზე ღრმა, გენიალური პიროვნებები იშვიათად იბადებიან ადვილი ცხოვრებიდან. მათმა უმეტესობამ განიცადა დაკარგვა, ლოდინი, იმედგაცრუება, მარტოობა და უთვალავი რთული მომენტი, როცა ერთი შეხედვით საშუელი არსაიდან ჩანდა.

ნიცშემ ერთხელ შენიშნა: „საკუთარ თავში ქაოსი უნდა ატარო, რომ მოცეკვავე ვარსკვლავი შვა“.ზოგჯერ ქაოსი ცხოვრების სახელოსნოა.

და აი, ერთ დღესაც რაღაც გასაოცარი ხდება.

ხმაურიანი მოვლენების გარეშე. სასწაულების გარეშე.

უცებ ამჩნევ მზის ჩასვლას.
უღიმი უცნობ ადამიანს.
ინტერესით შლი წიგნს.
გეგმებს აწყობ.
დიდი ხნის განმავლობაში პირველად იჭერ საკუთარ თავს ფიქრში, რომ ცხოვრება გწყურია.

ცეცხლი მყისიერად არ ბრუნდება.
ჯერ ნაპერწკლი.
მერე ნაკვერჩხლად იქცევა.
მერე კი — ალით ინთება.
და ეს ახალი ალი უკვე სულ სხვანაირია. ის არ არის დამოკიდებული სხვის მოწონებაზე, შემთხვევით იღბალზე ან გარე გარემოებებზე. ის შინაგან სინათლის წყაროდ იქცევა, რომლის ჩაქრობაც ასე ადვილი აღარ არის.

ამიტომ, ნუ შეგეშინდება შენი სიცარიელისა.

ნუ დაარქმევ მას დამარცხებას.

შესაძლოა, ზუსტად ახლა შენში მიმდინარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რომლის დანახვაც თვალებით შეუძლებელია.

დრო საოცარი მოქანდაკეა. ის არ ჩქარობს. ის არ ხმაურობს. ის შეუმჩნევლად აცილებს ყველაფერ ზედმეტს და ტოვებს მხოლოდ იმას, რასაც რეალურად შეუძლია ნებისმიერი ქარიშხლის გადატანა.

და ერთ დღესაც მიხვდები: სიცარიელე დასასრული არ ყოფილა. ის იყო სიჩუმე შენი ახალი ვერსიის დაბადებამდე.

ამიტომ, თუ დღეს შენს შიგნით ბნელა, წერტილს ნუ დასვამ.

ყველაზე კაშკაშა განთიადები არასოდეს იწყება სინათლით.

ისინი ყოველთვის ბნელი ღამით იწყებიან".

GT Evolution Center

📌28 დღიან ონლაინ კურსზე "გამოღვიძების დროა: მე-2 ნაკადზე მიღება გახსნილია დარჩენილია მხოლოდ 9 ადგილი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე
https://forms.gle/CXtuB9EDARbE9AJW7
🖌️🖍️📝 დამატებითი კითხვებისთვის მომწერეთ პირადში ან აქ ქვემოთ კომენტარებში
💚GT Evolution Center
#სულისევოლუცია #გამოღვიძებისდროა #სამყაროსანაბანა #ფსიქოლოგია #ქოუჩინგი #სიყვარულისდროა #ცნობიერებისფილტრები #კვანტურიფსიქოლოგია ნაკლების ჩვენება

Address

თბილისი

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 14:00

Telephone

+995579737007

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GT Evolution Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to GT Evolution Center:

Shortcuts

Share

Category