Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Abastumani
  • Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი

Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, Medical Lab, Abastumani.
(1)

სამუშაო საათებია:
ორშაბათი - პარასკევი
10:00 - 18:00 საათამდე
❗️არასამუშაო დღეებსა და საათებში მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე ყოველთვის პასუხის გაცემა ვერ ხერხდება.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის

გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!✊🇬🇪 #აბასთუმნისფილტვისცენტრი #იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება #მთისკურორტები #სამცხეჯავახეთ...
23/08/2026

გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!✊🇬🇪

#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება
#მთისკურორტები
#სამცხეჯავახეთი
#დასვენებაკომფორტით

20/08/2026
20/08/2026

,, აქ,ყველაფერს სულ სხვა გემო აქვს!"
მესხეთი და მისი გული ახალციხის ციხე❤️✊🇬🇪🇬🇪🇬🇪
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#მთისკურორტები
#სამცხეჯავახეთი
#ახალციხე
#რაბათისციხე
#მთისკურორტები

“ფერი იცვალე სულო ჩემო,იცვალე ფერი!..რაც გაწუხებდა, რაც გტკიოდა,ქარს, ყველაფერი!..გახდი მამაცი, უფრო თბილი,უფრო მზისფერი...
18/08/2026

“ფერი იცვალე სულო ჩემო,
იცვალე ფერი!..
რაც გაწუხებდა, რაც გტკიოდა,
ქარს, ყველაფერი!..
გახდი მამაცი, უფრო თბილი,
უფრო მზისფერი!..
უფალმა თიხას რომ შთაბერა,
სწორედ იმფერი!..”❤
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება
#მთისკურორტები
#სამცხეჯავახეთი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამორჩეული ქართველი ფოტოხელოვანის, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.ბატონი ბადრი ...
14/08/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამორჩეული ქართველი ფოტოხელოვანის, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

ბატონი ბადრი იყო ადამიანი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო.

მის მიერ გადაღებული არაერთი ფოტო დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მეხსიერების ნაწილია. ბატონმა ბადრიმ თავისი შემოქმედებით არაერთი მნიშვნელოვანი ქართული საქმე შექმნა და ღირსეული კვალი დატოვა.

ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.
#აბასთუმნისფილტვისცენტრი

34 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო... ეს ომი 13 თვე  და 13 დღე გაგრძელდა. 27 სექტემბერს სოხუმის დაც...
13/08/2026

34 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო...
ეს ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა...
ამ ომს, უამრავი მსხვერპლი, ნგრევა და ტკივილი ახლდა თან. იყო ბევრი ადამიანური ტრაგედია და მძიმე ფაქტები. იყო შეცდომები, ღალატი...
ამ ომს ბევრი გმირი ჰყავდა... ბევრი სამაგალითო გმირობა იყო ამ ომში...
ამ ომში საქართველომ 20 ათასი კაცი დაკარგა... 300 000 ადამიანი კი, საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად იქცა...
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! 🇬🇪 დიდება გმირებს! 🇬🇪 ჩვენ დავბრუნდებით! 🇬🇪
აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#აბასთუმანი
#სამცხეჯავახეთი
#რეაბილიტაცია
#აფხაზეთისაქართველოა
#ჩვენდავბრუნდებით
#აფხაზეთი
#დიდებაგმირებს
#მთისკურორტები
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება

დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ.✊🇬🇪 905 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლი...
12/08/2026

დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ.✊🇬🇪
905 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი შექმნა.

ჩვენი ხალხისთვის დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.

დღესაც, ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია.

გილოცავთ ამ დღეს და გამთლიანებას, მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას.🇬🇪🇬🇪🇬🇪
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება
#მთისკურორტები
#რეაბილიტაცია
#სამცხეჯავახეთი
#დიდებაგმირებს
#აბასთუმანი
#დასვენებაკომფორტით
#დიდგორი
#დიდგორობა

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინ...
10/08/2026

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

დიდება გმირებს!🖤🇬🇪🇬🇪🇬🇪
#რუსეთიოკუპანტია

გილოცავთ წმიდა დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის ხსენების დღეს!წმინდა პანტელეიმონი იყოს მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვ...
08/08/2026

გილოცავთ წმიდა დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის ხსენების დღეს!
წმინდა პანტელეიმონი იყოს მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა,მეოხი და შემწე ჩვენი ქვეყნისა!

ტროპარი
ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი
მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა, და მოიღე მადლი კურნებათა ღვაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღვთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განჰკურნენ და განდევნენ ეშმაკის საცთურნი ჩვენგან, რომელნი ვღაღადებთ: გვაცხოვნენ ჩვენ, უფალო.

#წმინდაპანტელეიმონმკურნალი
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#აბასთუმანი
#სამცხეჯავახეთი
#რეაბილიტაცია
#მთისკურორტები
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება

Address

Abastumani
0301

Telephone

+995591122177

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category