Camillians Rehabilitation Center - Akhaltsikhe

Camillians Rehabilitation Center - Akhaltsikhe ✅️2022 წლიდან ახალციხეში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი განახლებულ შენობაში ფუნქციონირებს.

2 აპრილი. - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.
02/04/2024

2 აპრილი. - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.

საქართველოში დღეს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დიდდღესასწაულს ზეიმობენ კათოლიკეები, სომხური სამოციქულ...
31/03/2024

საქართველოში დღეს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დიდდღესასწაულს ზეიმობენ კათოლიკეები, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები და პროტესტანტები.

გილოცავთ ყველას აღდგომას.

HAPPY EASTER

☀21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა▪︎ სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომ...
21/03/2024

☀21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

▪︎ სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

▪︎ დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.

▪︎ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ამ დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაავადებულთა უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

რატომ ჭრელი წინდა?! 🧦🧦

წინდა ქრომოსომას ჰგავს, ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, 21-ე ქრომოსომული წყვილის ტრისომიის შესახებ.

7 მარტს, კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის, ახალციხის ფილიალს ეწვივნენ ქალა ვალის, კათოლიკური სამრევლოს ბავშვები, სამრევ...
07/03/2024

7 მარტს, კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის, ახალციხის ფილიალს ეწვივნენ ქალა ვალის, კათოლიკური სამრევლოს ბავშვები, სამრევლოს წინამძღვარ, მამა პაატა ქომოშვილთან და კატეხისტ, ეკა ხითარიშვილთან ერთად.

სტუმრობის მიზანი იყო საქველმოქმედო ხასიათის. ბავშვებმა შეაგროვეს სხვადასხვა ნივთები, სურსათი და გადასცეს შშმ პირთა დღის ცენტრს.

კოლექტივმა სტუმარ ბავშვებს გააცნეს შშმ პირების საქმიანობა, მათი აქტივობები, დაათვალიერეს მათ მიერ შექმნილი ნივთები, სამრევლოს ბავშვებმა კი თავის მხრივ რამდენიმე ცეკვა და სიმღერა აჩუქეს მასპინძლებს. ბოლოს კი ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს.

მადლობა მათ ასეთი კეთილი საქმეებისათვის.

"დღეს ჩვენი სამრევლოს ბავშვები, რომელთაც კატეხისტების ხელმძღვანელობით, შეაგროვეს პროდუქტი და სამოსელი საქველმოქმედო მიზნით, ვესტუმრეთ ქ. ახალციხის კამილიელთა დღის ცენტრს და მათ გადავეცით. პროექტის კოორდინატორმა - ქალბატონმა ქრისტინე ლაზარიშვილმა და დღის ცენტრის მთელმა სტაფმა, ძალიან გულთბილად მიგვიღეს. განსაკუთრებით კი თავად ბენეფიციარები შეგვხვდნენ მოღიმარი და ბედნიერი სახეებით, რომელთაც მუდამ უხარიათ სტუმრებთან შეხვედრა და ურთიერთობა. კოორდინატორმა და მასწავლებლებმა ბავშვებს გააცნეს მათი საქმიანობა და ნამუშევრები, რაც უკავშირდება ხელოვნებას. გავიცანით ერთმანეთი. ჩვენმა ბავშვებმა ბენეფიციარებს წარმოუდგინეს გასართობი მოკლე პროგრამა - ცეკვა, სიმღერა და გალობა. შემდეგ ვეახელით მომზადებულ ტკბილ სუფრას, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ურთიერთმადლიერების განწყობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს იმ იმედით, რომ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს!
- ყველაფერი უფლის ბრწყინვალე დიდებისათვის!"

წერს სამრევლოს გვერდზე მამა პაატა ქომოშვილი

Address

9 Aprili Street 1g./9 აპრილის ქუჩა №1გ
Akhaltsikhe
0800.

Opening Hours

Monday 09:00 - 16:30
Tuesday 09:00 - 16:30
Wednesday 09:00 - 16:30
Thursday 09:00 - 16:30
Friday 09:00 - 16:30

Telephone

+995591703088

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Camillians Rehabilitation Center - Akhaltsikhe posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Camillians Rehabilitation Center - Akhaltsikhe:

Shortcuts

Share