18/07/2026
📣 ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი'', ,,აჭარის ახალგაზრდული ლაბორატორია • Youth Lab - Adjara''-თან და ,,შშმ ქალთა ალიანსი /Alliance of women with disabilities''-თან თანამშრომლობით, გიწვევთ მენტალური ჯანმრთელობის ვორქშოპზე:
,,სტრესის მენეჯმენტი და პრაქტიკული სავარჯიშოები'' 🌿
⬇️⬇️⬇️
როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს ჯანსაღი მიდგომებით? 🌿
ალბათ, ყველას გვქონია დღეები, როცა ვგრძნობთ, რომ ყოველდღიური რუტინა, პასუხისმგებლობები და გამოწვევები ენერგიას გვაცლის. სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი დროულად ამოცნობა, მართვა და შინაგანი ბალანსის აღდგენა სრულიად შესაძლებელია.
⭐️ სწორედ ამიტომ, StarLeaders კლუბის ფარგლებში, აჭარის ახალგაზრდული ლაბორატორია გიწვევთ მენტალური ჯანმრთელობის ვორქშოპზე, რომელიც სტრესის მართვასა და ემოციური კეთილდღეობის გაძლიერებას ეძღვნება.
ინტერაქტიულ ვორქშოპზე, რომელსაც ფსიქოკონსულტანტი/ფსიქოთერაპვეტი დავით ქათამაძე გაუძვება, ერთად გამოვავლენთ ყოველდღიური სტრესის რეალურ გამომწვევ ფაქტორებს და პრაქტიკული სავარჯიშოებით გავეცნობით ემოციების რეგულირების ეფექტიან სტრატეგიებსა და ტექნიკებს.
📍 შეხვედრის დეტალები:
🗓 24 ივლისი, 2026 | 14:00 საათი
მისამართი: ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №49 (,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრისა’’ და ,,შშმ ქალთა ალიანსის’’ ოფისი)
📌 დაიკავე შენი ადგილი ახლავე! რეგისტრაციისთვის
გადადი ბმულზე:
შემოგვიერთდი და ერთად დავძლიოთ ყოველდღიური გამოწვევები მეტი თავდაჯერებულობით!
#ერთადშესაძლებელია
#ერთადმარტივია