22/05/2026
ახალი, საინტერესო სივრცე ჩვენს ცენტრში, სენსორული ოთახი უკვე ღიაა! 🌟
ხშირად გარესამყარო ბავშვებისთვის ზედმეტად ხმაურიანი, კაშკაშა და გადამტვირთველია. სწორედ ამიტომ შევქმენით განსაკუთრებული, უსაფრთხო და მულტისენსორული გარემო, რომელიც პატარებს სამყაროს აღქმასა და ემოციების მართვაში ეხმარება.
❓ რისთვის არის საჭირო სენსორული ოთახი?
ეს არის სპეციალურად მოწყობილი სივრცე, სადაც სხვადასხვა სტიმულატორების (სინათლის ეფექტები, მუსიკა, ტაქტილური ზედაპირები, დოზირებული, სასიამოვნო სურნელები, ყნოსვის რეცეპტორების სისტემის ჰარმონიული მუშაობისთვის) სინთეზით ხდება ბავშვის ნერვული სისტემის დამშვიდება, სენსორული ინტეგრაცია და განვითარების სტიმულირება.
🎯 ვისთვის არის რეკომენდებული და რა დროს არის კარგი?
სენსორული თერაპია საუკეთესო შედეგს აჩვენებს, როდესაც ბავშვს აღენიშნება:
• აუტიზმის სპექტრის დარღვევები
• ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)
• სენსორული ინტეგრაციის დარღვევა (ჰიპერ ან ჰიპომგრძნობელობა)
• მეტყველებისა და მოტორული განვითარების შეფერხება
• ემოციური დისრეგულაცია, შფოთვა ან აგრესიული ქცევა
• ცერებრული დამბლა და კუნთოვანი დისტონია
✨ რა ხდება სენსორულ ოთახში?
აქ თამაში თერაპიაა! სპეციალისტის მეთვალყურეობით, ბავშვები სწავლობენ ფოკუსირებას, მშვიდდებიან გადატვირთვის შემდეგ, უუმჯობესდებათ ძილი, კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები.
💙 ჩვენი მიზანია, თითოეულმა პატარამ თავი დაცულად და ბედნიერად იგრძნოს.