17/08/2026
‼️ 26 აგვისტოს საზღვაო ჰოსპიტალს ეწვევა ნეიროქირურგი გიორგი გეგია.
👨🏻⚕️ექიმი სპეციალიზებულია ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაში, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებისა და საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად.
💙მისი პრაქტიკა მოიცავს როგორც ზრდასრულებში, მოზარდებში, ასევე ბავშვებში, ნეონატალურ და ანტენატალურ პერიოდში, თავის ტვინის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის პათოლოგიებს, რომელთა დროსაც ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.
დროული დიაგნოსტიკა და, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული მკურნალობა მნიშვნელოვანია მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად.
👉 ნეიროქირურგის კონსულტაცია რეკომენდებულია, თუ გაწუხებთ:
🔹 თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები
თბალბუდის სიმსივნეები, ხერხემლის სვეტის, გავის ძვლის მოცულობითი წარმონაქმნები.
ჰიდროცეფალია, სირინგომიელია.
🔹 ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, ლისთეზი, არასტაბილურობა.
🔹 თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები (ანევრიზმები, არტერიოვენური მალფორმაციები და სხვ.) კავერნომა, ანგიომა.
🔹 ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებები და ნევროლოგიური გართულებები
🔹 დისკის თიაქარი, სპინალური სტენოზი
🔹ხერხემლის სქოლიოზური, კიფოზური დეფორმაცია, ოსტეოპოროზული მოტეხილობა.
🔹 ნეიროქირურგიული პათოლოგიები პედიატრიულ და ნეონატალურ ასაკში.