პლაზმა კლინიკა ლაბორატორია - Plasma Clinic Laboratory

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • პლაზმა კლინიკა ლაბორატორია - Plasma Clinic Laboratory

პლაზმა კლინიკა ლაბორატორია - Plasma Clinic Laboratory 💎ლაბორატორია
🩺ულტრაბგერა
🦋ენდოკრინოლოგია
👧ბავშვთა ენდოკრინოლოგია
🧸პედიატრია
🌸გინეკოლოგია მეტი ყურადღება, მეტი კომფორტი, მეტი გადარჩენილი სიცოცლხე

24/08/2026

🧬 RareGene უკვე ბათუმშიც!

მოხარულები ვართ გაცნობოთ RareGene-ისა და Plasma Clinic & Laboratory-ს ახალი თანამშრომლობის შესახებ.
📍 Plasma Clinic & Laboratory
ჯავახიშვილის ქ. 19ა, ბათუმი, 6010

RareGene - თანამედროვე გენეტიკური დიაგნოსტიკა უფრო ახლოს თქვენთან.

#ბათუმი #გენეტიკა #გენეტიკურიკვლევა

🩺 სასკოლო ჩექ-აპი ბავშვებისთვის — 2️⃣2️⃣4️⃣ ლარად ✨ჯანმრთელობა სწავლის კარგი დასაწყისია! 🎒💚სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშ...
19/08/2026

🩺 სასკოლო ჩექ-აპი ბავშვებისთვის — 2️⃣2️⃣4️⃣ ლარად ✨

ჯანმრთელობა სწავლის კარგი დასაწყისია! 🎒💚

სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება კარგი შესაძლებლობაა, დროულად აღმოვაჩინოთ ვიტამინების, რკინის ან სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების დეფიციტი.

🔹 D ვიტამინი — მნიშვნელოვანია ძვლების, კბილების, კუნთებისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

🔹 B12 ვიტამინი — მონაწილეობს ნერვული სისტემის მუშაობასა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში.

🔹 ფოლიუმის მჟავა (B9) — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდის პერიოდში.

🔹 სისხლის საერთო ანალიზი — გვაძლევს ზოგად ინფორმაციას სისხლის მდგომარეობაზე და შეიძლება დაგვეხმაროს ანემიისა და სხვა ცვლილებების გამოვლენაში.

🔹 TSH — ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენს ბავშვის ზრდაზე, ენერგიაზე და განვითარებაზე.

🔹 იონიზირებული კალციუმი — მნიშვნელოვანია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის, ასევე კუნთებისა და ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

🔹 ფერიტინი — ორგანიზმში რკინის მარაგების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი შემოწმება განსაკუთრებით სასარგებლოა რკინის დეფიციტის შეფასებისას.

🔹 რკინა — აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისა და ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებისთვის.

💚 რატომ არის კარგი ჩექ-აპი?
ბავშვი შეიძლება გარეგნულად სრულიად ჯანმრთელი ჩანდეს, თუმცა გარკვეული დეფიციტები თავიდან მკაფიო სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს. პროფილაქტიკური შემოწმება საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს დროულად მივაქციოთ ყურადღება.

📚 ჯანმრთელი ბავშვი — მეტი ენერგია, უკეთესი კონცენტრაცია და უფრო კომფორტული სასწავლო წელი

30/05/2026

🎉👧🧒 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე! 🎈💙

ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად, ჩვენ ვიწყებთ განსაკუთრებულ აქციას მხოლოდ ბავშვებისთვის!

☀️ D ვიტამინი 💛
ბავშვის ჯანმრთელი ზრდისა და ძლიერი იმუნიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ამიტომ, გვინდა კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პატარების ჯანმრთელობაზე და მათ მშობლებს შევუქმნათ შესაძლებლობა, დროულად იზრუნონ D ვიტამინის დონის შემოწმებაზე.

🎁 მხოლოდ ბავშვებისთვის — D ვიტამინის კვლევაზე სპეციალური ფასდაკლება!

D ვიტამინი 35 ლარად 💛

📅 აქცია მოქმედებს 1 ივნისიდან 1 კვირის განმავლობაში

✨ გაიცანით Plasma Clinic & Lab-ის ულტრაბგერის სპეციალისტინინო უმეთაძე! 👩‍⚕️📚 ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი📘 რე...
16/05/2026

✨ გაიცანით Plasma Clinic & Lab-ის ულტრაბგერის სპეციალისტი
ნინო უმეთაძე! 👩‍⚕️
📚 ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
📘 რეზიდენტურა - კლინიკა ავერსი/თბილისი
📕 2019წ - გერმანია/მაგდებურგის ნეოპათოლოგიის დეპარტ
📗2024/2026 მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

💙 ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე, ექოსკოპიურ კვლევებს.
ნინო გამოირჩევა დიდი გამოცდილებითა და ყურადღებით თითოეული პაციენტის მიმართ.

📈 სრული, ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა — ეს არის ჩვენი პრიორიტეტი!
ნინო უმეთაძესთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი ექოსკოპიური კვლევები:
🔸 ფარისებრი ჯირკვალი
🔸 სარძევე ჯირკვალი
🔸 მუცლის ღრუ
🔸 საშარდე გზები
🔸 გინეკოლოგია
🔸 რბილი ქსოვილები
✅ იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ჩვენთან ერთად!
📅 ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 568 104410

🗓️ 28 მაისი 🌸👩‍⚕️კონსულტაციებს  და სრულ კვლევას ჩაატარებს მოწვეული სპეციალისტი ნინო ლაჩაშვილი - გინეკოლოგი, რადიოლოგი,  ...
14/05/2026

🗓️ 28 მაისი 🌸

👩‍⚕️კონსულტაციებს და სრულ კვლევას ჩაატარებს მოწვეული სპეციალისტი
ნინო ლაჩაშვილი - გინეკოლოგი, რადიოლოგი, ესთეტიური გინეკოლოგიის სპეციალისტი.

👩‍⚕️ნინო ექიმი მოღვაწეობს მოსკოვში, მას აქვს 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება გინეკოლოგიაში და ულტრაბგერაში

🌸 პლაზმაში უკვე შესაძლებელია გინეკოლოგიური სპექტრის სრული პირველადი კვლევის ჩატარება ერთი მოსვლით და ერთ სივრცეში

🔹კონსულტაცია
🔹გინეკოლოგიური ულტრაბგერა
🔹კოლპოსკოპია უახლესი კოლპოსკოპით
🔹პაპ ტესტი
🔹ნაცხი ბაქტერიოლოგიაზე და PCR კლევაზე
🔹ნებისმიერი ტიპის ლაბორატორიული ანალიზი

დეტალებისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით
568 10 44 10 📲
ან ინბოქსში 📨

🔹 კლინიკა „ნიუ პლაზმაში”  4 - 5 ივნისს  კონსულტაციებს ჩაატარებს თბილისიდან მოწვეული ექიმი-ენდოკრინოლოგი - ნათია ვაშაყმაძ...
12/05/2026

🔹 კლინიკა „ნიუ პლაზმაში” 4 - 5 ივნისს კონსულტაციებს ჩაატარებს თბილისიდან მოწვეული ექიმი-ენდოკრინოლოგი - ნათია ვაშაყმაძე

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

👩‍⚕️ მისი ხელმძღვანელობით საქართველოში გაიმართა არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, ითარგმნა და გამოიცა საერთაშორისო გაიდლაინები ექიმებისთვის, იგი არის 4 ეროვნული გაიდლაინის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი

ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე ჩაატარებს კონსულტაციებს შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის:
👉 ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (დიფუზური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის კიბო)
👉 ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებები (კალციუმის მაღალი ან დაბალი დონე)
👉 შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2
👉 ქოლესტეროლის და ლიპიდების ცვლის დარღვევა
👉 სიმსუქნე ან პრედიაბეტი
👉 მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმიანობა, აკნე
👉 თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
👉 ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური დარღვევები, მათ შორის, ჰიპერპროლაქტინემია
👉 ოსტეოპოროზი, მოტეხილობა
👉 D ვიტამინის დეფიციტი

📍 ჯავახიშვილის 19ა

📞 568 104410

🌟 ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი 🌟  გაგაცნობთ ნანას — ჩვენს მზრუნველ და პროფესიონალ ექთან-ფლებოტომისტს 💉🩺  👩‍⚕️ ნანა არის...
24/04/2026

🌟 ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი 🌟

გაგაცნობთ ნანას — ჩვენს მზრუნველ და პროფესიონალ ექთან-ფლებოტომისტს 💉🩺

👩‍⚕️ ნანა არის ის ადამიანი, რომელიც თითოეულ პაციენტს განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით ხვდება 💙
მისი გამოცდილება, სიზუსტე და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ პროცედურები იყოს მაქსიმალურად ზუსტი, კომფორტული და უსაფრთხო 👩‍⚕️✨

მისი ღიმილი 😊 და პოზიტიური ენერგია ქმნის მშვიდ და მეგობრულ გარემოს, სადაც პაციენტები თავს დაცულად გრძნობენ 🤝

მადლობა ნანას ყოველდღიური თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის! 🌸👏

24/03/2026

🧸 ბავშვებისთვის ანალიზის აღება ხშირად სტრესთან და შიშთან ასოცირდება
☀️დღეს უკვე არსებობს თანამედროვე მიდგომები, რომლებიც ამ პროცესს ბევრად უფრო კომფორტულს და მშვიდს ხდის ✨

ჩვენ ვენას წინასწარ ვუყუჩებთ 💉❄️ რაც ნიშნავს, რომ პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა 🙌

ამასთან ერთად, პატარა პაციენტებს ვთავაზობთ Meta სათვალეებს 🥽 სადაც ისინი უყურებენ თავიანთ საყვარელ მულტფილმებს 🎬
ან „დადიან“ ვირტუალურ ატრაქციონებზე 🎢

შედეგად ბავშვი აღარ არის დაძაბული 😌 აღარ ეშინია და პროცედურაც მარტივად, სწრაფად და პოზიტიური ემოციებით სრულდება 💙✨

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოს 🤍 სწორედ ამიტომ ვაერთიანებთ მედიცინასა და ტექნოლოგიას მათთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად 🚀

Address

19a Javakhishvili Street
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995568104410

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პლაზმა კლინიკა ლაბორატორია - Plasma Clinic Laboratory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category