01/07/2026
💛 თავის ტკივილზე დაწერილ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ დღეს ყელის ტკივილზე ვისაუბრებთ.
💫 თუ ყელის ტკივილი ან დისკომფორტი ხშირად გაწუხებს, ზოგჯერ ღირს დაფიქრდე, რა ხდება შენს შინაგან სამყაროში.
შესაძლოა, დიდი ხანია:
ვერ ამბობ იმას, რაც სინამდვილეში გაწუხებს.
იკავებ საკუთარ ემოციებს.
გიჭირს საკუთარი აზრის გამოხატვა.
ითმენ იმაზე მეტს ვიდრე შეგიძლია
გეშინია, რომ შენი ნათქვამი სხვებს არ მოეწონება.
სხეული და გონება ერთმანეთისგან განცალკევებით არ მუშაობს (ფსიქოსომატიკა).
თუ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ სიტყვებსა და ემოციებს იკავებ, სხეულმაც შეიძლება თავისი ენით დაიწყოს საუბარი.
💛 იქნებ დროა საკუთარ თავს ჰკითხო:
რა არის ის, რისი თქმაც დიდი ხანია გინდა, მაგრამ ვერ ამბობ?
ახლა კი თქვენი აზრი მაინტერესებს. შემდეგ რომელ სიმპტომზე ვისაუბრო?
✔️ წელის ტკივილი
✔️ კუჭის პრობლემები
✔️ მხრებისა და ზურგის ტკივილი
✔️ გულის აჩქარება
💛 ყველაზე მეტ კომენტარს რომელი თემაც დააგროვებს, შემდეგი პოსტი მასზე იქნება.
#ფსიქოლოგია #ქოუჩინგი #ფსიქოსომატიკა