რეაბილიტაციის ცენტრი ფანშეტი • Rehabilitation Center Phansheti

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • რეაბილიტაციის ცენტრი ფანშეტი • Rehabilitation Center Phansheti

რეაბილიტაციის ცენტრი ფანშეტი  • Rehabilitation Center Phansheti რეაბილიტაციის ცენტრი „ფანშეტი“ Rehabilitation Center "Pansheti" offers children and adult rehabilitation services. and Brigitta Jann M.D.

რეაბილიტაციის ცენტრი „ფანშეტი“ გთავაზობთ ბავშვთა და ზრდასრულთა რეაბილიტაციის სერვისებს.
ცენტრის ტექნიკური აღჭურვა და პროფესიული უზრუნველყოფა ამერიკელი და შვეიცარელი ნეირორეაბილიტოლოგების - პაულ პიჩისა და ბრიგიტ იანის ფინანსური და აკადემიური დახმარებით განხორციელდა.
პროფესორი ბრიგიტ იანი უკვე 10 წელია, ზრუნავს ჩვენი პროფესიული გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ზოგადად, საქართველოში ნეირორეაბილიტაციის სერვისების განვითარებაზე. The technical equipping and professional training of the Center was carried out by financial and academic support of American and Swiss neurobiologists - Paul Peach M.D. Professor Brigitta Iann has been working for 10 years till now to improve our professional team's qualification and generally develop neurorehabilitation services in Georgia.

02/08/2026

„ფანშეტში“ შიდა საგანმანათლებლო კონფერენცია გაიმართა! 📚✨

📌კონფერენციის ფარგლებში ჩვენმა გუნდმა განიხილა რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები, ICF-ის ჩარჩოს პრაქტიკული გამოყენება, ძალადობის ადრეული გამოვლენის მექანიზმები და ფიზიკური თერაპიის ეფექტური მეთოდები.

📌მსგავსი შეხვედრები გვეხმარება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ინტერდისციპლინური გუნდი და თითოეულ პაციენტს მაქსიმალური ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.

უწყვეტი განვითარება წარმატებული გუნდის მთავარი საძირკველია! 💪💙

📍ბათუმი, მიხეილ ლერმონტოვის ქ. N72

📌აჭარაში ჩატარდა ტრენინგები მოქმედი სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით. 📃ერთ-ერთი შეხვედრა ჩ...
03/07/2026

📌აჭარაში ჩატარდა ტრენინგები მოქმედი სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით.

📃ერთ-ერთი შეხვედრა ჩატარდა ბორჯომში 28-30 ივნისს, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი და ადრეული განვითარების სპეციალისტი - თამარ ჭაღალიძე, თემაზე ,,ორგანიზაციის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება”.
სამუშაო სესიები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ორგანიზაციის მიმდინარე კომუნიკაციის ანალიზი, სამიზნე აუდიტორიების იდენტიფიცირება, ძირითადი გზავნილების განსაზღვრა, საკომუნიკაციო არხებისა და ინსტრუმენტების განხილვა, საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება, პასუხისმგებლობის, ვადებისა და რესურსების განსაზღვრა.

📌პროექტი „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ხარისხიანი სოციალური სერვისებისთვის“ დაფინანსებულია გერმანიის ,,ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს” მიერ და ახორციელებს ,,World Vision” საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” ,,კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრ” ,,ასოციაცია ანიკა” და ,,ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის”.

08/06/2026

📅ივნისი აფაზიის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა!

🗣️აფაზია არის დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის კომუნიკაციის უნარზე. ყველაზე ხშირად აფაზიის განვითარება ინსულტს უკავშირდება, თუმცა შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის ტრავმით, სიმსივნით ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობით. აფაზიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის მეტყველების, სხვისი ნათქვამის გაგების, კითხვისა და წერის უნარებზე.

💬მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფაზია არ ნიშნავს ინტელექტის დაქვეითებას. ადამიანმა შეიძლება ზუსტად იცოდეს, რისი თქმა სურს, მაგრამ უჭირდეს სიტყვების მოძებნა ან აზრის გამოხატვა.

✅მხარდაჭერის სწორი სტრატეგიებისა და ენისა და მეტყველების თერაპიაში ჩართულობით, შესაძლებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

📌აღსანიშნავია, რომ საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომ კომპლექსურ სარეაბილიტაციო კურსს. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ენისა და მეტყველების, ფიზიკური, ოკუპაციური, ფსიქოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური თერაპიული სერვისების მიღება.

🔗იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5611328?publication=0

#სემთა

13/05/2026

✨ეტლი-სტენდერი (ვერტიკალიზატორი) არის სპეციალური მოწყობილობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სწორ ვერტიკალურ პოზიციას.

მისი გამოყენება ხელს უწყობს:
🔹ქვედა კიდურებზე დატვირთვის სწორ განაწილებას
🔹ძვლის სიმკვრივისა და კუნთოვანი ძალის შენარჩუნებას
🔹სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას
🔹დაჭიმულობის, კონტრაქტურებისა და ოსტეოპოროზის პრევენციას
🔹დადებით გავლენას ახდენს სუნთქვაზე, საჭმლის მონელებასა და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაზე.

👉ვერტიკალიზატორი აღჭურვილია მუხლის, მენჯისა და მკერდის ფიქსატორებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

‼️ფიქსატორებისა და თერაპიული ინტერვენციის შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის ან ფიზიკური თერაპევტის რეკომენდაციით.

ჩასაწერად დაგვიკავშირდით
📞+995 577 360 076
📍ბათუმი, მიხეილ ლერმონტოვის ქ. N72
✨რეაბილიტაციის ცენტრი ფანშეტი

08/05/2026

დღეს, ყველასათვის აქტუალურ თემაზე:
დუშენის კუნთოვანი დისტროფია-ს შესახებ საუბროს ჩვენი
ექიმი რეაბილიტოლოგი -
ნესტან შაშიკაძე
და თანადგომას უცხადებს მშობლებს 🫂
Nestan Shashikadze

🌍 2 აპრილი – აუტიზმის მსოფლიო დღე 💙💙 ყველა განსხვავებულია — ყველა მნიშვნელოვანია!📊 მსოფლიოში127 ადამიანიდან 1-ს აქვს აუტ...
02/04/2026

🌍 2 აპრილი – აუტიზმის მსოფლიო დღე 💙

💙 ყველა განსხვავებულია — ყველა მნიშვნელოვანია!

📊 მსოფლიოში
127 ადამიანიდან 1-ს აქვს აუტიზმი

🧠 აუტიზმი არის ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა,
რომელიც გავლენას ახდენს: • კომუნიკაციაზე
• სოციალურ ურთიერთობებზე
• ქცევაზე

🤝 აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად აწყდებიან:
• სტიგმას
• დისკრიმინაციას
• საზოგადოებაში ჩართვის სირთულეებს

🌱 რა ეხმარებათ?
✔️ ადრეული დიაგნოზი
✔️ ინკლუზიური განათლება
✔️ ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერა

💙 შევქმნათ ერთად ინკლუზიური გარემო:
სკოლაში • სამსახურში • სპორტში • ყოველდღიურ ცხოვრებაში.

💙 მეტი მხარდაჭერა = მეტი შესაძლებლობა

#აუტიზმისდღე #ინკლუზია #თანასწორობა

21/03/2026

21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. 🫂
ერთად, მარტოობის წინააღმდეგ (Together Against Loneliness) - ეს არის 2026 წლის გზავნილი. 💫💫
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო,სადაც ბავშვები და მშობლები არ იგრძნობენ თავს მარტოსულად.🌼🌼🫶🏻🫶🏻

დღეს გვქონდა პატივი გვემასპინძლა MAC Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, Jeremy Gaskill-ისთვის, Fulbright Program-ის ექს...
10/03/2026

დღეს გვქონდა პატივი გვემასპინძლა MAC Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, Jeremy Gaskill-ისთვის, Fulbright Program-ის ექსპერტისთვის — დოქტორ Thomas J. Hallahan-ისთვის, Peace Corps-ის მოხალისისთვის — Katie Slattery-თვის და MAC Georgia-ს პროგრამებისა და სტრატეგიული მიმართულების დირექტორის, Maia Bagrationi-სთვის.

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ რეაბილიტაციის სფეროში, განსაკუთრებით რეგიონში, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

ნაყოფიერი შეხვედრისთვის გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს.🫂

03/03/2026

დედის დღე გილოცავთ – თქვენ სიყვარულის, მოთმინებისა და ძალის ნამდვილი მაგალითი ხართ.💖💖🌻🌼🌸

Address

მ. ლერმონტოვის N72
Batumi
6004

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995577360076

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რეაბილიტაციის ცენტრი ფანშეტი • Rehabilitation Center Phansheti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to რეაბილიტაციის ცენტრი ფანშეტი • Rehabilitation Center Phansheti:

Shortcuts

Share